შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (9)


1-12-2015, 22:36
ავტორი N7
ნანახია 5 740

მთელი გზა მომხდარის გაანალიზებას ცდილობდა, თუმც ვერ ახერხებდა. მარიკას ზომიერი სიმკაცრე ყოველთვის გააჩნდა. იყო მკაცრი მაშინ, როცა სკოლის დავალებებს სერიოზულად არ უდგებოდა და სიზარმაცის გამო არ უღრმავდებოდა; იყო მკაცრი მაშინაც, როცა სახლის დალაგებაში არ ეხმარებოდა და ზარმაცობდა; იყო მკაცრი მაშინაც, როცა გოგონას ქცევა ან სათქმელი სცდებოდა ეთიკის საზღვრებს. მაგრამ ისეთ საკითხში სიმკაცრე, როგორიც, მაგალითად, სახლში გვიან დაბრუნება იყო, არადროს გაუმახვილებია დიდი ყურადღება. ახლა მაინც ყველაზე მეტად უნდა სცოდნოდა, რომ შვილს კრიზისული პერიოდი ჰქონდა და, რაც არ უნდა ყოფილიყო, ამხელა ისტერიკის გამართვის აუცილებლობა არ არსებობდა. მაშინ კი უფრო მეტად, როცა აპირებდა ყველაფრის მოყოლას ნინა.
მანქანა ნაცნობ, დიდ სახლთან გაჩერდა. ფული გადაუხადა ტაქსისტს და ჩამოხტა. აღელვებული რამდენიმე წამით შეჩერდა დიდ ჭიშკართან და კიდევ ერთხელ გადახარშა სიტუაცია. ყველაფერი რთულად იყო, ძალიან რთულად და ის კი მზად იყო დაეკავშირებინა მისი ცხოვრება მამაკაცისთვის, რომელიც მოსწონდა, თანაც ძალიან.
ზარის ღილაკს ათრთოლებული თითი მიაჭირა და დაელოდა. ტუჩს ნერვიულობისგან იჭამდა. ცრემლები ახრჩობდნენ, ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა. რატომ გადაირია მარიკა, რატომ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე?
დიდხანს ელოდა პასუხს, მაგრამ არავინ ჩანდა სახლში.
კიდევ რამდენჯერმე დარეკა ზარი და ბოლოს ფეხზე დგომის მიერ დატვირთვისა და ემოციებისგან დაღლისგან, მთელი სხეული ასტკივდა და იქვე, ბორდიულზე ჩამოჯდა. სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა.
მაინც არ მოსდიოდა თავში აზრად და არც არასდროს მოუვიდოდა დედის ასეთი ცვლილება. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ დედა, რომელიც მისთვის იდეალი იყო ყოველთვის, მსგავსი სიტყვებით ესაუბრებოდა და მერე მაგდას შეადარებდა – მთელს რაიონში ყველაზე მეტად სამარცხვინო გოგოს.
ტირილში ვერც კი გაიგო, როგორ გაჩერდა ნაცნობი მანქანა მის ფეხებთან და როგორ სწრაფად ჩამოხტა მანქანიდან ლუკა. ახლოს ჩაიმუხლა გოგონასთან და ცრემლიანი სახიდან ჩამოაწევინა ხელები.
– ნინ, რა ხდება? – ჰკითხა შეშინებულმა.
– კიდევ თანახმა ხარ, რომ ვინმემ შეგივსოს სახლში გამეფებული მარტოობა? – ამოისლუკუნა ძლივს.
– ნინა, რა ხდება? რატომ ტირი? – თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან. – ადექი და სახლში შევიდეთ... – ცრემლები ცერა თითით მოწმინდა და სათითაოდ დაუკოცნა სველი თვალები.
აღელვებული წამოდგა ფეხზე და გაუცნობიერებლად ან, შეიძლება, ძალიან გაცნობიერებულად, შემოჭდო ხელები წელზე და გულზე თავი დაადო. იგრძნო მამაკაცის რითმადარღვეული გულისცემა. კვლავაც ვერ შეიკავა ცრემლები და რამდენიმე წუთის მერე ამოიჩურჩულა:
– შენთან ვიცხოვრებ...
– გამაბედნიერებ! – თავზე აკოცა და ასე, ჩახუტებულები მივიდნენ სახლამდე.
ნაცნობ მისაღებში ჩამოჯდნენ. ისევ ეკრობოდა ნინა და ჩუმად სლუკუნებდა. დივანზე ფეხები აიკეცა და კომფორტულად მოათავსა მამაკაცის გულ–მკერდზე თავი. ლუკამაც ხმამაღლა ამოიგმინა, თავი საზურგეს დაადო და ჭერს მიაპყრო მზერა.
– ლუკ, დედაჩემი გავიცანი... დღეს დილით მივხვდი, მცდარი ყოფილა აქამდე ყველაფერი... ფარსი ყოფილა ყოველივე! – სლუკუნით წამოიწყო.
– რას ქვია დღეს დილით გაიცანი? – მზერა მისკენ ჩამოსწია.
– დავისვენოთ რა... – ამოიჩურჩულა და დაღლილი თვალები მილულა.
– დავისვენოთ! – დაუთანხმა ბიჭმა და გოგონას გაშლილ, თხელ თმებში აბურდა თავისი თითები.
სიამოვნების სასიამოვნო ჟრუანტელმა მოიცვა მთელი მისი შინაგანი სამყარო და ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც.
***
ვერ განსაზღვრა რამდენ ხანს ეძინა, მაგრამ, როცა გაიღვიძა, იგრძნო, რომ ისევ იქ არიყო, სადაც თავდაპირველად ჩაეძინა. თვალები სწრაფად გაახილა და უცხო, ლამაზი დეკორაციის ოთახს თვალი მოავლო. ორსაწოლიანში ერთ მხარეს იკავებდა, გადასაფარებელში აბურდული და მეორე კი სიცარიელისგან დასვენებული, მშვიდად ფშვინავდა.
ფეხზე წამოდგა, არეული ტანსაცმელი გაისწორა, გაწეწილი თმაც მოიყვანა წესრიგში და ოთახიდან გავიდა. აღმოჩნდა გრძელ, დაუსრულებელ დერეფანში, რომელშიც აქამდე არ ყოფილა, ან კი საიდან უნდა ყოფილიყო?!
დერეფანს თავსა და ბოლოში ორი ფანჯარა ჰქონდა და ორივე ჩაბნელებულიყო ბნელი ფარდით, მხოლოდ მეორე მხარის დასასრულში მოჩანდა სინათლე. არეული ნაბიჯებით წავიდა, თან გრძნობდა, რომ თავი მალე გაუსკდებოდა თუ წამალს არ მიაშველებდა.
სინათლეს მიუახლოვდა თუ არა, მაშინვე დაინახა გრძელი, ხვეული, ხის კიბე და ჩაუყვა. პირველ სართულზე აღმოჩნდა, საიდანაც გემრიელი სურნელი მოდიოდა და ცხვირში უღიტინებდა ნატროშვილს. სამზარეულოსაც სურნელის გაყოლით მიაგნო.
ირემაშვილი იდგა ქურასთან, თხელ, ტანზე მობჯენილ შავ მაისურზე წინსაფარი ჩამოეფარებინა და შარვალი ოდნავ ჩასჩაჩვოდა. მოხერხებულად ატრიალებდა ხელში ტაფას.
- დილა მშვიდობის თუ საღამო მშვიდობის? - ღიმილით ჰკითხა. მისი ხმა აჭრილიყო, რაზეც ჟრუანტელმა დაუარა თავადვე და მამაკაცს რაღა მოუვიდოდა? გაკვირვებულმა შემოხედა და, როგორც ნაცნობი გოგონა დაიგულა, თბილად გაუღიმა.
- საღამო მშვიდობის. სოკო გიყვარს?
- კი, - მხიარულად დაუქნია თავი, - დაგეხმარო რამეში?
- არა, მზადაა თითქმის. დაჯექი, - თითით მაგიდაზე მიუთითა და გაზქურა გამორთო.
- დიდი ხნით მეძინა, არა?! - სასხვათაშორისოდ იკითხა და გრძელ-ფრჩხილებიანი თითები მაგიდაზე აათამაშა.
მამაკაცმა ხმაურით გამოიღო თეფშები, წვენის ჭიქები. ნატურალური წვენი და სოკოც მათთან ერთად მოათავსა მაგიდაზე და წინსაფარს ადგილი მიუჩინა.
- ვივახშმოთ და დესერტად ტორტის რამდენიმე ნაჭერი გვაქვს! - მხიარულად ჩაილაპარაკა და ნინას წინ მოკალათდა.
- ხომ არ მომწამლის? - წარბები სერიოზულობის ნიშნად აწკიპა.
- გეკადრება? -სიცილით ჩაილაპარაკა ლუკამ და პირველმა გადაიღო, - თუ არ მოვკვდი პირველივეზე, ესეიგი არც მეორეზე მოვკვდები! - დაამატა და ჩანგალი პირისკენ გაიქანა.
ნატროშვილი გაკვირვებული მისჩერებოდა და ნამდვილად ელოდა რაიმე დადებითს ან უარყოფით რეაქციას, ოღონდ, მთავარია, რომ რეაქციას.
დაღეჭილი საჭმელი უხმაუროდ გადაუშვა კუჭში ირემაშვილმა და ღიმილით მიაჩერდა გაოცებულ ნინას. გოგონა ისე უყურებდა, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო და პირველად ეკარებოდა რძის იქით საკვებს. ღიმილი სიცილში გადაეზარდა და ახარხერებულმა უთხრა: „გადაიღე, ხომ ხედავ, არ მოვკვდიო!“.
თეფშზე მცირედი გადმოიღო და დააგემოვნა.
- მაპატიე, - ამოიჩურჩულა რამდენიმე წამის შემდეგ.
- რა? - გაუკვირდა ლუკას.
- უგემრიელესია! - თვალები გადაატრიალა.
- ჰო? უთქვამთ კარგი ხელი გაქვსო, - სიცილით შეიქო თავი.
- ნამდვილად გაქვს! - სიცილითვე დაეთანხმა და კიდევ ერთი ლუკმა დააგემოვნა.
საბოლოოდ იმდენი სოკო მოუვიდათ, გაბერილებს დესერტისკენ აღარ გაეხედებოდათ. მისაღებში, დიდ ეკრანთან ისხდნენ და კომედიას უყურებდნენ. ნატროშვილს დილის ამბები დავიწყებული ჰქონდა და სიცილისგან მუცელი სტკიოდა უკვე. ისევ კომფორტულად მოწყობილიყო ირემაშვილის გულ-მკერდზე.
- ნინ... - წამოიწყო რამდენიმე ხნის შემდეგ ლუკამ. აშკარად ეტყობოდა მის ხმას ნერვიულობა.
- რა მოხდა? - მოშორდა კომფორტულ ტერიტორიას მამაკაცის სხეულზე და გაკვირვებულმა ახედა.
თითებს მის მხრებზე დააცოცებდა და ელოდა, როდის დაასრულებდა დაწყებულს.
- ანკამ დარეკა, როცა გეძინა, - ამოიჩურჩულა ისე, თითქოს უდიდეს საიდუმლოს ხდის ფარდასო.
- მერე? - მოლოდინი კლავდა უკვე.
- ნერვიულობენ შენები, რომ არ იციან სად წახვედი... ანკაც ვერ ბედავს თქმას. არადა, სასწრაფოები დადიან მარიკასთან, - ლოყაზე თითები შეახო ბიჭმა და ოდნავ გაუსვა. გაუღიმა.
- რა ვქნა? - ხმა აუთრთოლდა.
- არ ვიცი, ნინ... შენი გადასაწყვეტია. შეგიძლია აქ იყო, რამდენ ხანსაც მოგესურვება! ოღონდ უნდა იცოდნენ... რაც არ უნდა მომხდარიყო, იმსახურებენ კი მშობლები ამას?
სახე აარიდა ბიჭის თვალებს. ტირილის პირას იყო და ამაოდ ცდილობდა ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას.
- შემომხედე... - ნიკაპზე თითები სიფრთხილით მოუჭირა და თავისკენ შეატრიალებინა სახე, - არ იფიქრო, რომ რამეს გაძალებ, - მოკრძალებულად გაუღიმა.
- ლუკა... - ტუჩზე იკბინა და გააგრძელა: - დედაჩემთან ცხოვრებაში არ მქონია ამხელა წყენა! დედაჩემთან კი არა, არ მახსოვს, ვინმეს ეთქვას ჩემთვის რაიმე, ძალიან ცუდიც კი, და მე დიდხანს შემენახოს, ჩამეხვიოს. მაგრამ... მაგრამ მარიკამ დღეს ყველა ზღვარს გადააბიჯა. რატომღაც, ჩემი ღამე არ გამოჩენა მიიჩნია უწესო საქციელად და ყველაფერი მაკადრა. გაგათხოვებო, წაგიყვან სოფელში და გამოგკეტავო... - უკვე ვეღარ იკავებდა ცრემლებს. - ყველაზე საშინელ ადამიანს შემადარა, ვისი შედარებაც კი შეეძლო!
- ნინ... - გაეცინა ლუკას, თუმც ეს არ იყო ირონიული სიცილი, პირიქით. - გინდა, ჩვენს ურთიერთობას სერიოზული სახე მივცეთ?
- რას გულისხმობ? - შეშინებულმა ჩახედა თვალებში.
- ფორმალურ ურთიერთობას. მესმის, რომ ჩემთან იცხოვრებ და ყველაზე მეტად მახარებს ეს, მაგრამ დედაშენი ისევ უკმაყოფილებას გამოთქვამს და შეიძლება ცუდ დღეშიც ჩაგვაგდოს... - ამის წარმოდგენაზე ორივეს გააჟრიალა.
- შენ თუ ხარ მზად, რომ ცოლი მოიყვანო? - ისევ ტიროდა.
- თუ შენ იქნები ჩემი მეგზური ცხოვრების ყველა აღმართსა და დაღმართში, ამაზე ოცნებას ვერც გავბედავდი! - ღიმილით უთხრა და ცერა თითით ცრემლები მოსწმინდა.
- ლუკა... არ ვიცი! - ცრემლიანი სიცილით უთხრა.
- იცი, ნინ, იცი! - გაუღიმა და შუბლზე აკოცა. - როდის წავიდეთ შენს მშობლებთან?
- ვერ გამიგებენ... - ისევ მოიღუშა.
- რატომ გგონია, რომ ადამიანები, რომლებმაც მოგავლინეს ქვეყანას და პიროვნებად ჩამოგაყალიბეს, ვერ გაგიგებენ? - გაკვირვება ჩანდა მის სიტყვებში.
- იმიტომ, რომ უკანასკნელმა გარემოებებმა იქონია გავლენა!
- მაშინ, ჩუმად ვიქორწინოთ... - ისევ ჩურჩულზე გადავიდა, თითქოს კვლავაც კონფიდენციალურ ინფორმაციას გასცემდა.
- ჩუმად? - ეცინებოდა ისევ, სახე კი უაზროდ ენამებოდა ცხელი ცრემლებით.
***
ვუახლოვდებით კულმინაციას მგონი..
არ მინდა, რომ უაზროდ გაიწელოს და მინდა, იცოდეთ.
მაპატიეთ, ვერ დავწერე გუშინ და ესეც მთელი დღის ნაწვალებია.
ხელები მტკივა, ძლივს ვამოძრავებ და იმედია მომიტევებთ სიმცირეს.
1174 სიტყვა..
მიყვარხართ!



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან საყვარელი წყვილია რაღაცნაირად თბილი და ტკბილი love love

 


№2  offline წევრი N7

sameone crazy girl,
გატკბილდნენ ^_^ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3 სტუმარი darina

Uf kargi iyo, miyvars me es bichi da ra gavaketo.

 


№4 სტუმარი black

Shaqarivit Ravi iyo..chemiromantikosi<3:D

 


№5  offline წევრი Smiling girl

iseti kargi iyooo <3 shen xo saertod dzalian maagari gogo xarrr !! momwona da veli shemdeg tavssss

 


№6  offline წევრი N7

darina,
მთავარია ნინაჩკას არ შეეცილო, თორემ უნდა გიყვარდეს აბა ისე როგორ? lol love

black,
შაქარი ბიჭია ლუკა თვითონ, იყო კი არა wink wink
ჩემი ოცნების ბიჭია winked


Smiling girl,
უღრმესი მადლობა, ძვირფასო!
ისე მიხარია, რომ მოგწონთ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი ana))

ubrwyinvalesi xar wink love
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 


№8  offline წევრი N7

ana)),
ვბრწყინავ? ვითომ? wink
გმადლოობ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline მოდერი chica sol

მეჩვენება თუ მართლა ითვლი სიტყვების რაოდენობას? wink არაა საჭირო ვისაც არ აკმაყოფილებს მოცულობა, მაშინ წაიკითხოს როცა დამთავრდება ისტორია.
შენ კი რა კარგი ხარ და როგორი რაღაცნაირი ისტორიაა... დადებითი ემოციებისა და მუხტის მატარებელი. მაინს ღიმილით ვკითხულობ თუნდაც დაძაბული მომენტი იყოს. ვკითხულობ და ვიღებ სიამოვნებას.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს love

 


№10  offline წევრი N7

მარიამ ზაქარაშვილი,
არ ვითვლი, საყვარელო, ვორდის დოკუმენტში ვწერ და ავტომატურად ითვლის რაოდენობას ^_^
უსაყვარლესი გოგო ხარ და ძალიან მახარებ!
გმადლობ და მალე დავდებ შემდეგს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline წევრი kora

უთბილესი და უტკბილესი ისტორიაა, არ დამიშორო იცოდე ეს გვრიტები <3
--------------------
kira.G

 


№12  offline წევრი N7

kora,
სამაგისოდ ინტრიგები არ მინდა! ამ გვრიტებზე უზომოდ ვარ მეც შეყვარებული...
მიხარია, რომ მოგწონს! <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13  offline მოდერი bibo

არა უკვე მერამდენე ბიჭი მომწონს კოლექციას ვაგროვებბბბ უხ ეს ლუკა რაგაც შოკოლადი კი არა შოკი მოკი არიი სასწაული ბიჭია რააააა...შენზე არაპერს ვამბობ კამფეტი კი არა თაფლი ხარრრ აი მართლა კარგზე კარგო ხარ love love love love მომწონს ეს წყვილიოოო დზალიანოოო :* :* :* *:* :*

 


№14 სტუმარი tikacho

მმ რა კაი იყო :* მალე დადეე შემდეგიც :* ყოჩაღი გოგომხარ შენ :D :დ ხო მართლა tiko ecadashvili :D miweria fbzee :*❤

 


№15  offline წევრი N7

bibo,
ნუ, როგორც ყოველთვის, ახლაც სასწაულად გამახარე შენი დიდი სითბოთი!
უღმესი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ! love


tikacho,
გმადლობ! <3
დაგამატე, მარიამი ვარ <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№16  offline წევრი სოფი

მაგარიააა,ვგიჟდები შენზე საყვარელოოო:****

 


№17  offline წევრი kaxelii

საყვარელი წყვილია. დიდი სიამოვნებით ვკითხულობხოლმე ამ ისტორიას მაგრამ ხელებში შემომეფცქვნება ხოლმე. ყოველ დღე ვერ დადებ? დავიტანჯე ყველაზე მეტად ლოდინ ვერ ვიტან მაგრამ მაჩვევთ:smile

 


№18  offline წევრი N7

სოფი,
მეც ვგიჟდები თქვენზე, ჩემო ტკბილებო! love

nino k.d.
რამდენადაც მალე შემიძლია, ვდებ ხოლმე და თუ წაიკითხავ ჩემს ბოლოთქმას, მიხვდები გასაჭირსაც...
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent