შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ქარია გარეთ (3 თავი)


1-12-2015, 22:38
ავტორი MarryLap
ნანახია 1 955

თავი 3

დილით ადრე გამეღვიძა. სასწრაფოდ ჩავიცვი და ყავა დავასხი ფინჯანში. წიგნი ჩანთაში ჩავდე, შემდეგ აბაზანაში შევედი და მოვწესრიგდი. მზად რომ ვიყავი ყავაც გაგრილებული იყო. დავლიე, პალტო ჩავიცვი, ქუდი დავიხურე, ფეხსაცმელი მოვირგე და ჩანთა ხელში დავიჭირე. ცოტა ვნერვიულობდი, რადგან მინდოდა მომდევნო რამდენიმე გაკვეთილი ბავშვებისთვის განსაკუთრებული ყოფილიყო, ისინი ხომ შესანიშნავ წიგნზე იქნებოდა აგებული.
გაკვეთილი დაიწყო. კლასში რომ შევედი, ჩაკი ბოლო მერხზე იჯდა შუა რიგში. გამიხარდა რომ მოვიდა. შევეცადე დამაჯერებლად წარმომეთქვა შემდეგი სიტყვები ბავშვების წინაშე:
-დღეიდან ჩვენ შევისწავლით წიგნს, რომელიც ერთდროულად კომედიაცაა და დრამაც. ამ წიგნმა მოახერხა და გაოცებული დატოვა მისი ყველა მკითხველი. როდესაც მის კითხვას დაასრულებთ, მერწმუნეთ თქვენი ცნობიერება და წარმოდგენა ცხოვრების შესახებ ერთიორად ამაღლდება. ეს წიგნი ნიკოლას სპარკსს ეკუთვნის, ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერალს. ავტორის ბიოგრაფიას სახლში წაიკითხავთ ყველანი და მიხვდებით, რომ მისმა ცხოვრებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე და სწორედ ამის შესახებ არის ეს წიგნიც. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ამ წიგნში იგრძნობა მისი მწარე ცხოვრებისეული გამოცდილება.
მთელი ჩემი ენთუზიაზმით წავიკითხე მონოლოგი, რომელსაც უნდა დაეინტერესებინა ბავშვები. ჩაკს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა იხიბლებოდა ამ ნაწარმოებით, თუმცა რთული სათქმელია ამ ნაწარმოებით იხიბლებოდა, თუ ჩემი საუბრით.
-განსაკუთრებით სინტერესო ისაა, რომ მთაავრი პერონაჟი მთელი თავისი არსებით უცვლელი რჩება ნაწარმოების ბოლომდე. მისი ცუდი საქციელიც კი არ შეიძლება ბოროტულად გვეჩვენოს. ის და ჯეიმი სალივანი, ყველაზე კეთილი და გულთბილი არსება, ერთმქნეთს ავსებენ და ქმნიან საოცრებას, რომელიც ნებისმიერს მოხიბლავს. ეს ონავარი, ხეპრე, უზრდელი და „ცუდი“ ბიჭი ვერაფრით წარმოიგენდა, თუ ჯეიმისნაირი უბრალო, ყავისფერჟაკეტიანი, შეკრულთმიანი და ციფერთვალება გოგო შეუყვარდებოდა, რომელსაც ათასგვარ სიკეთესთან ერთად უამრავი უცნაურობა სჭირდა. ყოველშემთხვევაში იმ ქალაქის მოსახლე ახალგაზრდობა ასე ფიქრობდა და მათივე აზრით ეს ალბათ იმითი იყო გამოწვეული, რომ მამამისი მღვდელი იყო.
ბავშვები ყურადღებით მისმენდნენ, განსაკუთრებით გოგონებს შევატყვე დაინტერესება, თუმცა ბიჭებიც გარინდებულები ისხდნენ. ჩაკიც ჩუმად იჯდა და მისმენდა, ელოდა რომ მისთვის რაიმე უფრო საინტერესოს ვიტყოდი.
-აი როგორი შეხედულება ჰქონდ მასზე ლენდონს (მთავარ პერსონაჟს) და რას ფიქრობდა თავიდან მასზე: „ მოკლედ, ისეთი გოგო იყო, რომელთან შედარებითაც ყველანი ცუდები ვჩანდით. და თუკი ოდესმე ჩემსკენ გამოიხედავდა მუდამ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, მაშინაც კი როცა არაფერს ვაშავებდი.“ რა საკვირველია, როგორ დასრულდება ეს ისტორია არ გეტყვით. ალბათ ამ წიგნის სათაურიც სიმბოლურია და ჩემი აზრით იდეალურადაა შერჩეული : „გზა საკურთხევლისკენ.“
გაკვეთილის დასრულებამდე დრო კიდევ იყო დარჩენილი, ამიტომ ბავშვებმა კითხვები დამისვეს. პირველი ჯენა იყო, შემდეგი კი ჩაკი:
-თქვენ ნამდვილად თვლით, რომ ეს წიგნი მეტად ცხოვრებისეულია და მისგან ბევრ რამეს ვისწავლით, თუ უბრალოდ თქვენი საყვარელი წიგნებიდან ერთ-ერთია და გინდათ რომ ჩვენც წავიკითხოთ?
-პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ მისი წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით ცხოვრების უსამართლობაში. მიხვდებით, რომ ცხოვრება შეიძლება ხშირად არ იყოს სამართლიანი, მაგრამ რაც ჩვენს თავს ხდება ეს აუცილებელია. ჩემი აზრით სკოლაში თუ რამეს ასწავლიან, პირველ რიგში ეს უნდა ასწავლონ და ცხოვრება ცისარტყელასავით ფერადად არ უნდა დაუხატონ ბავშვებს. რაც უფრო რეალურად შეაფასებენ ყველაფერს, მით უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ. დიახაც რომ არის ეს ჩემი უსაყვარლსეი წიგნებიდან ერთ-ერთი, რადგან უძლიერეს გრძნობაზე არის აგებული და უამრავ რამეს გასწავლით. მართალია ძალიან დამწყდა გული მისი წაკითხვის შემდეგ, მაგრამ მთავარია მივხვდი რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩვენზე გაცილებით რთული ცხოვრება აქვთ და ძალაუნებურად უეწვთ ამის ატანა. ყველაზე რთულია, როდესაც ამის გამოსწორება არ შეგიძლია და უბრალოდ უნდა უყურო ცხოვრება როგორ გენგრევა თავზე. თქვენ უნდა შეძლოთ ყველაფრის მიუხედავად გზა განაგრძოთ, იარებს მისცეთ მოშუშების საშუალება და დარდით არ განაახლოთ ისინი.
ჩაკმა პასუხისთვის მადლობა გადაიხადა. მე ოთახს თვალი მოვავლე, შემდეგ ისევ მას შევხედე და მივხვდი, რომ იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი ის რომ აქ იყო. ზარის დარეკვამდე რამდენიმე ფურცლის წაკითხვა მოვასწარით, ბავშვებს ძალიან მოეწონათ წიგნიც, და სპარკსის წერის სტილიც. რა საკვირველია, მწერლის შემოქმედება მხოლოდ ნაწარმოების შეინაარსით არ განისაზღვრება და არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ის. ამ მხრივ კი ნიკოლასს ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებთ. ის იმდენად კარგად აღწერს ყოველ მომენტს, რომ გიჩნდება გრძნობა თითქოს შენც ამ ამბის მონაწილე ხარ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის ის ადვილად გასაგები, დასამახსოვრებელი და ცხოვრების ერთი კარგი გაკვეთილი იქნება.
ზარის დარეკვის შემდეგ ბავშვები გაიკრიფნენ კლასიდან. მე რვეულს და ფურცლებს ვკრეფდი ჩემი მერხიდან. დაფაზე დაწერილი წიგნის ავტორი და სათაური წავშალე, რომელიც ყველამ ჩაიწერა უკვე. კლასში ბოლოს მხოლოდ მე და ჩაკი დავრჩით. ის ნელა წამოდგა სკამიდან და ჩემსკენ წამოვიდა. ცალყბად იღიმოდა, თითქოს სიცილის შეკავებას ცდილობსო.
-რა გაცინებთ მისტერ ვესტვიკ? - გაოცებულმა ვკითხე რაზეც კიდევ უფრო გაეცინა.
-სასაცილოა, მაგრამ თქვენს ჩანაფიქრს მიხვდი მის ტომსონ.ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ამ წიგნებით და გაკვეთილებით ჩემთვის სწავლის და კითხვის შეყვარებას შეძლებთ? ან საერთოდ ეს რაში გჭირდებათ? თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე რომელ სკოლაში ვისწავლი და რას გავაკეთებ?
-როგორც უკვე გითხარით, მე მინდა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე საუკეთესო იყოს. თქვენ კი შეგიძლიათ, რომ ყველა უკან მოიტოვოთ თქვენი სწავლით. ვერ ვხვდები რატომ ზარმაცობ.
-უბრალოდ წიგნებში ჩარგული თავით სიარული ჩემი სტილი არ არის. ვერ წარმომიდგენია მე და წიგნი როგორ უნდა შევეწყოთ ერთმანეთს. მას მირჩევნია კომპიუტერთან ვიჯდე ან რაიმეთი გავერთო.
-ოდესმე რაიმით ხომ უნდა დაიწყო? ხოდა რატომაც არა? ეს იყოს შენი პირველი ნაბიჯი წიგნების სამყაროში. გთხოვ ეს გააკეთე. ამას ჩემთვის კი არა შენი გულისთვის გეუბნები. მინდა რომ საუკეთესო იყო.
-ისედაც საუკეთესო ვარ.
-შეიძლება, მაგრამ ყველაფერში არა. ჩემი აზრით შენ შეგიძლია ეს მოახერხო. თუ მარტო გიჭირს მე დაგეხმარები. ერთად წავიკითხოთ თავიდან და მერე გაგიადვილდება.
-ვნახოთ, მოვიფიქრებ.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ის თითქმის დამთავნხმდა. ჩაკი ჯერ აქეთ-იქით იყურებოდა, შემდეგ ფეხებზე დაიხედა და შემდეგ ისევ მე შემომხედა. მე კი ვიღიმოდი. მისი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ჩაკმა უხმოდ, უსიტყვოდ ამოიღო დანა ჯიბიდან და მაგიდაზე დამიდო. ჩემთვის აღარც შემოუხედავს ისე გავიდა. მას შემდეგ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ მოიქცა ასე. დღის ბოლოს, როგორც იქნა მივედი ერთ დასკვნამდე: ის მე მენდობოდა, მიხვდა რომ მსგავსი რამის გაკეთებას მართლა აღარ ვაპირებდი და ამიტომ დამიბრუნა. სიმართლე გითხრათ ასეც არის. ვხვდები, რომ დიდი სისულელეა ხელების დასერვა და ახლა ამ იარებს არაფერი ეშველება, რომელიც ხელებზე მაჩნია. მაგრამ არაუშავს, რას ვიზავ. ღამის სამის ნახევარი იქნებოდა ისევ ჩაკის საქციელზე რომ ვფიქრობდი, შემდეგ წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე, ბოლოს კი ჩამეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent