შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 15


2-12-2015, 00:17
ავტორი dona gedi
ნანახია 2 622

_უნდა მომიყვე სად იყავი არა?
_კი, უნდა მოგიყვე.
_და ეს ჩემთანაცაა უშუალო კავშირში?
_კი ელენ, არის.
_კარგი, გისმენ.
_დამპირდი რომ არ გაბრაზდები და არც ინერვიულებ.
_გააჩნია.-უპასუხა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
_ელენ, ის კაცი დავიჭირე.
ელენი ფეხზე წამოვარდა. მერე ანდრიას მივარდა და ძალა გამოცლილი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. მთელი სხეული ისე აუცახცახდა თვითონ ვერც მიხვდა, მხოლოდ მაშინ გაანალიზა, როცა ანდრიამ ხელები მოხვია და მისი გაჩერება სცადა.
_ელენ ხომ გითხარი, მშვიდად. ეცადე მშვიდად იყო თორემ საერთოდ ვერ მოგიყვები.
ელენი ვერ ჩერდებოდა, სახე გაუქვავდა, გაუცივდა. თვალები სადღაც, ამ სამყაროს მიღმა იყურებოდა.
_აქ ვარ ელენ, ნუ გეშინია გთხოვ.-შეევედრა ანდრია და მის წინ დაიჩოქა განაცრისფერებული თვალებით. ხელი არ გაუშვია მოცახცახე სხეულისთვის.
_ვერ მოგეკარება, ვეღარასდროს. ვერევის ვეღარ შეეხება გესმის? დავიჭირე, ვეღარსად წავა.
ელენის თვალები ისევ სადღაც იყურებოდა უაზროდ. ანდრია კინაღამ შეიშალა. ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. გოგოს პულსი არანორმალურად არითმიული იყო.
_ელენ თუ არ დამშვიდდები ახლავე წავალ და ჩემი ხელით მოვკლავ!-წამოხტა ანდრია და მკაცრად, ოდნავ მაღალ ხმაზე მიმრთა ელენს. ელენმა მზერა ანდრიაზე გადაიტანა და მისი განრისხებული სახე ეუცხოვა.
_ჩემი ხელით მოვახრჩობ იმ ბინძურს! იცი მაინც რამხელა ძალისხმევა დამჭირდა რომ ცოცხალი დამეტოვებინა? არ იცი! ახლა კი შენი რეაქცია თანხმობას მაძლევს.
ანდრია კარისკენ წავიდა და ის იყო გარეთ გადიოდა, რომ ელენის ხმამ შეჩერა.
_დაბრუნდი!-ისეთი კატეგორიული იყო და მკაცრი იყო, ანდრია დაიბნა.
უყურებდა ელენის სახეს და ვერ ცნობდა. თვალებში სითბოს, სიყვარულის, ტკივილის თუ სიკეთის ერთი ნაპერწკალიც აღარ დარჩენოდა. ცივი იყო, მკაცრი და ბოროტი. თანდათან სიმტკიცეც შეემატა და სულ ვეღარ იცნო ანდრიამ ელენის თვალები.
_წამიყვანე მასთან!-ელეინი მტკიცე და მკაცრი იყო. აღარც ცახცახებდა და არანაირი სისუსტის კვალი აღარ ეტყობოდა.
_რას დამუნჯებულხარ. წამიყვანე მეთქი მასთან!
_სანამ გონს არ მოხვალ, არსადაც არ წაგიყვან! ეს შენ არ ხარ ელენ.
_ცდები ანდრია, მე ვარ. ასეთად მან მაქცია და არ მოვისვენებ სანამ იმას არ გავაკეთებ რაც მინდა.
_მაინც რის გაკეთებას აპირებ?-წარბი აუწია ანდრიამ. არ ეგონა ელენს თუ ასეთებიც შეეძლო. უკვირდა, რომ გოგოში სულ იბადებოდა ახალი თვისებეი, რომელთა შესახებაც არაფერი იცოდა.
_მის მოკვლას არ ვაპირებ. და არც შენ მოგცემ ამის უფლებას. მაგის სული მაინც ეშმაკების საჯიჯგნია, შენ კი სხვა ხარ. მაგაზე ხელი არ უნდა გაისვარო.
_რანაირად ლაპარაკობ ელენ?-შეუბღვირა ანდრიამ.
_რანაირადაც ვფიქრობ. წამიყვანე მეთქი.
_რას აპირებ მეთქი?
_შეგიძლია ნახო რასაც ვაპირებ! -ელენი კიბეზე დაეშვა და სამზარეულოში შევიდა. გაკვირვებული ანდრია უკან მიყვა. მერე მიხვდა წყალი ენდომებაო და ამის ნაცვლად დანით ხელდამშვენებული ელენი შერჩა.
_ელენ ზედმეტი მოგდის! არ მოგცემ მაგის უფლებას. მერე საკუთარ თავს ვერ აპატიებ! დამიჯერე ვიცი რასაც გეუბნები. -ანდრიას ესმოდა ელენის, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ამას ცხელ გულზე აკეთებდა გოგო და სინამდვილეში არ შეეძლო კაცის წამება.
_ანდრია, მე მის წამებას არ ვაპირებ! მხოლოდ ერთ ორგანოს მოვაჭრი. ყოველი შემთხვევისთვის. სასწაული რომ მოხდეს და თავისუფლად სიარული შეძლოს, ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ მეტ ქალს ვეღარ შეეხება! -ანდრია გაოგნებული უსმენდა ქალს და ხედავდა როგორ იპარებოდა მის თვალებში კარგად გადამალული გრძნობები. ტკივილმა თავი იჩინა და თვალებიც აუწყლიანა ქალს და ხმაც აუკანკალა.
_ჯანდაბაშიც წასულა მისი ყველანაირი წამება!-ხმას ვეღარ იმორჩილებდა ელენი.
_ქალი ყველაფერს ერევა, მაგრამ ის სიბინძურე, რაც მას შეუძლია... რაღად მალაპარაკებ ანდრია? რა გინდა? რა გინდოდა?-უკვე ერთმანეთში აერია ელენს ტირილი და ყვირილი, თუმცა ეგონა ყვიროდა, მაგრამ მისი ხმა სასოწარკვეთილ ბღავილს უფრო გავდა.
_გინდოდა კიდევ ერთხელ გენახა ჩემი სისუსტე? აი, ხომ ხედავ? ასეთი ვარ, სუსტი, დამახინჯებული სხეულით, სულითა და ფსიქიკით. ადამიანად კი არა არფრად აღარ ვვარგივარ.. აი რა დატოვა ჩემგან..
ელენი სულს ვეღარ ითქვამდა.. ანდრია მოეხვია და ფრთხილად გამოაცურა დანა მისი ხელებიდან.
_დამიბრუნე! დამიბრუნე. მაინც გავაკეთებ ამას ანდრია. მოვკვდები და მაინც გავაკეთებ!
_კარგი, კარგი წყნარად ჩემო პატარა. -ანდრია შიგნიდან იყო დაშლილი, როცა წარმოიდგენდა როგორ ძალადობდა მასზე ვიღაც ბინძური, მანიაკი, ეგონა ვეღარ მოთოკავდა მრისხანებას. მაგრამ ელენის დატოვებაც არ შეეძლო.
_ელენ, მომეცი უფლება რომ ეს მე გავაკეთო. გთხოვ, იცოდე, რომ მასთან ოდნავ შეხებასაც კი ინანებ. საკუთარი თავი შეგეზიზღება. დამიჯერე ძალინ გთხოვ. მე ამ შემთხვევაში არ შემიძლია რამე დაგიშალო, რადგან შენ გადაიტანე ის ყველაფერი და მე.. მე უბრალოდ ის ვიცი, რისი გადატანა მოგიწევს, თუ იმას შენთვითონ გააკეთებ, რასაც აპირებ.
_არა! ეს შენ არ გეხება და არ ვიქნები მართალი. დამიჯერე იმდენი გადავიტანე, ეს არაფერი იქნება.
_ელენ დამიჯერე გთხოვ. ეს სხვა გრძნობაა. მე ვიცი რაც არის ეს. რაც შენგეხება, ის მეც მეხება გესმის?
_არა მეთქი და მორჩა! წამიყვანე.
ანდრია ცოტახანს გაჩუმდა. ფიქრობდა რა გაეკეთებინა. ელენს თავი რომ მოეკლა, ბიჭი ამის უფლებას მაინც არ მისცემდა. „ის ამას ვერ გააკეთებს, სხვანაირია. ფაქიზი. ვერ შეძლებს! ახლა ჰგონია, რომ შეუძლია, მაგრამ ვერ შეძლებს.
წავიყვან! წავიყვან და რომ მიხვდება რომ არ შეუძლია მე გავაკეთებ. თუ არ გადაიფიქრებს მაინც არ მივცემ უფლებას და არ მივუშვებ. სხვა გზა არ მაქვს. ჯობია თვითონ დარწმუნდეს.“
_ანდრია, ტყუილად ფიქრობ. მაინც არ გავჩერდები, წამიყვანე!
_კარგი. -ანდრია უცებ გაქრა და მოსაცმელით ხელში დაბრუნდა, ელენს მხრებზე მოასხა და თან უთხრა:
_იქ ცივა.
_სასაცილოა, რომ მეცინებოდეს. როგორ შეგიძლია ახლა ამზე იფიქრო?
_ნებისმიერ მომენტში შემიძლია შენზე ვიფიქრო. მაგრამ არ შემიძლია რომელიმე მომენტში არ ვიფიქრო შენზე.
ელენს გული ჩაეწვა მის სიტყვებზე. არ ეგონა ანდრიას თუ შეეძლო მსგავსი რაღაცეების გამოხტვა. მერე კი ბიჭის რეაქციაზევე მიხვდა, რომ ეს არ იყო განზრახულად ნათქვამი წინადადება. მას უბრალოდ წამოსცდა და თავისი ფიქრები გაამჟღავნა. რამაც შუბლი შეუკრა და ისედაც ცუდი ხასიათი უფრო წაუხდინა.
„უფრო მეტს გრძნობს ვიდრე მე?“ -დაეკითხა ელენი საკუთარ თავს და დარწმუნებულმა სხეულმა გაფიქრებას დაასწრო და სხეულის ენაზე გამოხატა უარყოფა, თავის გაქნევით. ანდრია უკვე წინ მიდიოდა დაბღვერილი, ელენი კი უკან მისდევდა. ცდილობდა წეღანდელი, გაყინული და მტკიცე მდგომარეობა დაებრუნებინა. მხოლოდ იმიტომ, რომ ანდრია დაერწმუნებინა თავის სისწორეში და ხელი არ შეეშალა მისი მიზნისთვის. ყველა უჯრედი ეკრუნჩხებოდა შიგნიდან, როცა ახსენდებოდა კაცის ყოველი შეხება და კიდევ ერთხელ მადლობდა ღმერთს, რომ მაშინ გონება დაკარგა და ბოლომდე არ უგრძვნია ის ტკივილი, რაც მისმა სხვა მსხვერპლებმა განიცადეს. თუმცა ის მაინც ახსოვდა, როგორ ახევდა ტანსაცმელს. ელენმა ხელზე უკბინა, გამწარებულმა კაცმა კი ისე მაგრად დაარტყა, რომ მთელი ღამე არ მოსულა გონზე. მართალია ძალინ მტკივნეული იყო დღეები, როცა გამოფხიზლდა და დასიებული და დალურჯებული სხეული იგრძნო. ნატრობდა მომკვდარიყო და ყველაფერს ეძებდა, რაც შეიძლებოდა გამოეყენებინა თავის მოსაკლავად, მაგრამ მაშინ ვერ იპოვა. მერე კი სხეულის ტკივილი დამთავრდა და სულიერიღა დარჩა. თანდათან ისიც გააცნობიერა, რომ ზოგს ესეც არ ერგუნდა წილად, რომ გონება დაეკარგა. ამიტომ ცდილობდა თავი გაემხნევებინა და სხვისი უარესი ტკივილისთვის შეედარებინა თავისი.
_ხომ არ ჯობია სწრაფად წაგიყვანო?-შეპარვით კითხა ანდრიამ. ახლა უკვე ისიც არ იცოდა საერთოდ უნდა შეხებოდა თუ არა ელენს. უკვირდა, რომ არცერთხელ არ შეშინებია, როცა კოცნიდა.
„მაშინ მითხრა გაჩერდიო, მე კი არ დავუჯერე. რამდენად იდიოტი ვარ, რატომ არ ვიფიქრე? მაგრამ ის ისეთი იყო.. რატომ არ ეშინოდა? თუ მე ვერ დავინახე ეს?“
_კარგი ანდრია, ოღონდ თუ გეტყვი გაჩერდი კარგი?
_კარგი, თუ გინდა ვიაროთ, მე არ მინდა რომ დაიღალო..
_არა წამიყვანე.. უბრალოდ იმდენ ზიზღს ვგრძნობ როცა ყველაფერი მახსენდება, რომ გულისრევის შეგრძნება მაქვს.. შენ კი ისე მოძრაობ რომ შეიძლება..
_ნუ გეშინია, ისე ვიმოძრავებ რომ ცუდად არ გახდე. -უთხრა და ფრთხილად აიყვანა ელენი ხელში. მან კი ხელები მოხვია კისერზე და ჰაერიც შეირხა სისწრაფისგან.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

აუ რა დროს ასრულებ ხოლმე რა recourse ველოდები მომდევნო თავს სულომოუთქმელად

 


№2  offline წევრი tamtu

Chemo sakvarelo ver davakomentare ramodenime tavi da ganvicdidi. Shen xar dzalian magariii. Dzalian momcons es istoria da ar sheckvito raaaa. Genacvale male dade shemdegi velidebiiiii. Kvekaze kvelase tbili xaaaaar♡♥♡♥♡♥

 


№3  offline წევრი dona gedi

sameone crazy girl
აუ რა დროს ასრულებ ხოლმე რა recourse ველოდები მომდევნო თავს სულომოუთქმელად

დავდებ ამაღამ მგონი winked მაიმუნი ბავშვი ვარ wink love

tamtu
Chemo sakvarelo ver davakomentare ramodenime tavi da ganvicdidi. Shen xar dzalian magariii. Dzalian momcons es istoria da ar sheckvito raaaa. Genacvale male dade shemdegi velidebiiiii. Kvekaze kvelase tbili xaaaaar♡♥♡♥♡♥

მეგონა თავი დაანებე feel მიხარია რომ აქ ხარ ისევ ძვირფასო love

 


№4  offline წევრი lany

Nu chirveulob elen!! Andria ipove da k chortu eg kaci, tanac daucheria chvens uhuh bichs ;33
Velodebi shemdeg tavs :3333 <3

 


№5  offline წევრი tamtu

Araaa ras ambob velodebi sul moutmenlad. Male dade dzalian mainteresebs. Dzalian kargi istoria da dzalian sakvareli xar.♡♡♡♥♥♥

 


№6  offline წევრი tamtu

ჩემი უსაკვარლესი ისტორია რატომ არ დევს?? ჩემო კარგო ველოდებიიიი. Mომენატრეეეეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent