შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქაფებული იმედი (სრულად)


4-03-2015, 23:41
ავტორი luwki ^^
ნანახია 4 336

სოფო გაიღვიძე!სოფოოო,ვეღარ ვითვლი მერამდენედ ისმის მაღვიძარას ხმა..ღმერთო,რა ძილისგუდა ხარ!-გამწარებული ცდილობს ჩემს გაღვიძებას
-ჯანდაბა ,რადროს გათენება იყო !არადა რა კარგ სიზმრებს ვხედავდი
-გაემზადე,ყავა მზად არის.
-შენ როარ მყავდე,მამიდაშვილო,უმმ.
ჩვეულებრივი ყოველდღიურობა,შეძლებისდაგვარად სწრაფად ავდექი(სადღაც ერთი საათი თუ დამჭირდა მეტი არა),გავემზადე,ყავა მოვსვი და გავუყევი უნივერსიტეტის გზას.ტელეფონი აწკრიალდა,ვინ იქნებოდა თუარა მარი
-როდემდე უნდა აგვიანებდე,დღეს მაინც არ შეგეძლო ადრე მიგეტოვებინა ეგ შენი ძილი?შეგახსენებ გამოცდა გვაქვს.
-როდემდე უნდა ებუზღუნებოდე შენს საყვარელ დაქალს დაგვიანებისთვის?აი,გხედავ უკვე,მოვრვბივარ.
მოიცა დავასტოპო,ეს ვინ შენიშნა ჩემმა ლამაზმა თვალებმა,ჰაჰ,დანიელი,უმმ რა საყვარელია...მოიცა,მოიცა მე მიღიმის?? ქუჩას ვკვეთ ამ ფიქრებით,სერიოზულად ჩავფიქრდი ვინ დაიმსახურა დანიელის ულამაზესი ღიმილი,უცებ უკან ვიხედები და ოპა,რაღაც მეჯახება,კიარადა lexusi,ჰმ,ამის გარჩევაც რომ მოვახერხე მიბნედილი თვალებით,ან რადროს lexusi იყო,დანიელი მიღიმოდა,ღმერთო,არაფერში ბედი რო არ გექნება.ვიგრძენი როგორ მოვახდინე ზღართანი,ვხედავდი მარის ტელეფონს ძირს დაგდებულს,დანიელს ჩემთან მომავალს,ნუ სხვებიც იყვნენ ,თუმცა მე მხოლოდ დანიელს ვხედავდი.სასწაფო გამოიძახეს,დანიელმა ამიყვანადა სასწრაფოში მომათავსა.ჩურჩულებდა,სოფო,ცოდაც გაუძელიო.ვაჰ,ამან ჩემი სახელიც იცის,ვაიმე,რა საყვარელია -ვფიქრობდი და ყურადღებას არ ვაქცევდი მარის ტირილს.
-პაციენტს ვკარგავთ-მხოლოდ ეს სიტყვები ექოსავით ჩამესმა და ჩამეძინა ღრმა ძილით.
***

ყველა,სახლში,ეკლესიაში,სამსახურში,ქუჩაში,უნივერსიტეტსა თუ სკოლაში სოფოსთვის ლოცულობდა.
რა ხდება? რა მოხდება? არავინ იცის...

***

-სოფოო(შაკო)
-დაგავიწყდა შენს საცოლეს ნინი რომ ჰქვია?(ნინი)
-ნინი,სოფოს მანქანა დაეჯახა,სიცოცხლეს ებრძვის(შაკო)
ნინის ტელეფონი ძირს დაუვარდა,არ ესმოდა შაკოს ყვირილი ტელეფონს იქით.
სოფო არა ,არ მჯერა! შენ ხომ ჩემი მეჯვარე უნდა იყო,სოფო სულ რამდენიმე დღეში..არა არ მჯერა შენ არ შეგიძლია ასე უბრალოდ დანებდე.შენ შეძლებ,სოფო,არ მიმატოვო..
ცხარე ცრემლებით ტიროდა ნინი.

***

მოდით,სანამ სოფოს მშვიდად სძინავს ,მოგიყვებით მის შესახებ.სოფო 19 წლის,მეორე კურსის სტუდენტია.გურიაში დაბადებული და გაზრდილი.დედისერთა,თუმცა ვერ ვიტყვი ზედმეტად განებივრებული ან ეგოისტი ყოფილიყო.მას არ ჰყავდა ბიოლოგიური და-ძმა,თუმცა ჰყავდა რეზი,რომელიც ძმაზე მეტი იყო მისთვის.ბავშვობიდან ერთად გაზრდილები.ნატო(სოფოს დედა) არაფრით განასხვავებდა მათ ერთმანეთისგან,არც ინგა(რეზის დედა).ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ,პირველად მაშინ მოშორდნენ ერთმანეთს რეზიმ რო უნივერსიტეტში ჩააბარა და დედაქალაქს მიაშურა,როგორ უძნელდებოდათ ორივეს,თუმცა ხშირი კონტაქტით გადაჰქონდათ უერთმანეთობა.ორი წლის შემდეგ სოფომც ჩააბარა და გაეშურა ძამიასთან.მათგან შორს იყო ბანალური ,,მიყვარხარობია" და ა.შ. უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს.მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ამათზე,ვიტყვი ,რომ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი.ყველაზე მძიმე პერიოდი მათს ცხოვრებაში იყო ის,როცა სოფომ ბიძის გარდაცვალებაზე შეიტყო,ყველაზე საყვარელი ბიძიასი,რომელსაც ბავშვობაში მამას ეძახდა გაუაზრებლად.განა მამა არ ჰყავდა სოფოს,უბრალოდ ბიძასთან უფრო მეტ დროს ატარებდა ,ვიდრე მამასთან.ვერ გადმოვცემ როგორ უყვარდა სოფოს,უანგაროდ როცა ადამიანის დანახვა გიხარია,აი,ასე, ხედავდა და ის უკვე ბედნიერი იყო.18ის იყო სოფო,რეზი 20ის.როცა სოფომ ბიძა დაკარგა ,რეზიმ კი-მამა.საშინელება იყო მათთვის ბებია ბაბუის გამწარებული ნახვა,შვილს რომ მისტიროდნენ.არგასულა დიდი დრო,ბებიამ რომ გულის ინფარქტი მიიღო და ორი ოპერაცია გადაიტანა,ესეც შვილიშვილების ხათრით,თორემ რაღა აზრი ჰქონდა ისეთ სიცოცხლეს,შვილის საფლავის მოვლაში რომ ატარებდა.ამ დროს,სოფოს დედა რუსეთში წავიდა სამუშაოდ.ბავშვებს რომ სწავლა გაეგრძელებინათ.არც ამის შემდეგ გასულა დიდი დრო,სოფოს და რეზის ბაბუა ცუდად რომ გახდა და სიმსივნე აღმოაჩნდა.ამყველაფრის გადატანა მარტოს უხდებოდათ ,მაკვირვებს ეს ბავშვები,ასეთი პატარები და ასეთი ძლიერები.აი,ასე ერთმანეთის შემოძახებით აგრძელებდნენ ცხოვრებას.და როგორ იყო ახლა რეზიკო??განადგურებული,რწმენა საბოლოოდ დაეკარგა.პირველად მაშინ გაუქრა რწმენა მამამისმა რომ სამუდამოდ დაიძინა,მეორედ ბაბუას ამბავი რომ გაიგო ნახევარი წელიო.და ახლა?ვერ ავღწერ რას გრძნობდა რეზი,მისი და სიკვდილს ებრძოდა და მას ვერაფრით შველიდა,ხელიდან ეცლებოდა და არაფრის გაკეთება არ შეეძლო.რწმენა? გაქრა!გაქრა ყველაფერი,რაც სიყვარულთან,სითბოსთან,სპეტაკთან ასოცირდებოდა.მისთის აღარაფერი არსებობდა ამქვეყნად.

***
ყველას საავადმყოფოში მოეყარა თავი,წამლების საშინელი სუნი.დაძაბულობა მატულობდა.მარი და რეზი ერთმანეთს ამშვიდებდნენ.
-ჩემი ძლიერი გოგოა(რეზი)
-ამასახ გაუძლებს(მარი)
-და კიდევ ბევრ რამეს(რეზი)
-და ჩვენ კვლავ გავმართავთ ბალიშებით ჩხუბს.იღიმოდა მარი
-ჩვენ სამნი(რეზი)

შაკო და ნინი დიდი მოლოდინით შესცქეროდნენ სოფოს პალატას.ყველა სოფოს თვალის გახელლას ელოდებოდა.
ცრემლებს ვერ იკავებდა ფიქრია(სოფოს მამიდაშვილი,დილით რომ აღვიძებდა სოფოს),პატარა ელენე მიხუტებული ყავდა და უფალს შესთხოვდა სოფოს გადარჩენას.
-ოღონდ ახლა არ გაჯიუტდე,ჩემო გოგონა,ოღონდ ახლა არა_მოთქვამდა ახლა უკვე ქმარს მიხუტებული ფიქრია.
სოფო კი ჯიუტად არ ახელდა თვალებს.ყველაფრირდა მიუხედავად მაინც როგორი ხალისი შეჰქონდა სახლში ,როგორ უყვარდა სითბოს გამოხატვა.არავინ იცოდა მუდამ მოციმციმე თვალებში რამხელა სევდას მალავდა.არავის შეაწუხებდა საკუთარი ტკივილით.არავინ იცის რად უჯდებოდა მხირაული გოგონას თამაში...
ძალიან გამიგრძელდა,მოდი სოფოს მივუბრუნდეთ ,მგონი ცოტა მოფხიზლდა
-ვაიმე,ეს რისი ხმაა?როგორც მახსოვს,ჩემს მაღვიძარას ასეთი ხმა არ ჰქონდა ..თითქოს, მინდა ვთქვა, მამიდაშვილო, გამორთე მაღვიძარა უკვე მღვიძავსთქო,მაგრამ ვერ ვლაპარაკობ..შუბლზე თბილი ტუჩების შეხებას ვგრძნობ,თვალებს ვახელ და რას ვხედავ,ჰმ,დანიელი??აუჰ,კიდე სიზმარში ვარ.თვალებს მაგრად ვხუჭავ და კვლავ ვახელ, დანიელი კი ჯიუტად არ იძვრის ადგილიდან.ამას ჰგონია ჩემზე ჯიუტია,ვერ მოგართვი ,ბატონო დანიელ.კვლავ ვაპირებდი თვალების დახუჭვას,როცა მისი ხმა მომესმა
-როგორ ხარ?(დანიელი)
ძლივს დავიჯერე რომ არ მელანდებოდა,თუმცა ლაპარაკის თავი მაინც არ მქონდა.არადა რა შანს ვუშვებდი ხელიდან ,უუმ.
-ჰეი,როგორ ხართქო? დიდი ინტერესით გაიმეორა კითხვა და მწველი მზერა მომაპყრო
-უკეთესად ვერც ვინატრებდი.სხვათაშორის ვუპასუხე
-მთავარია გაუძელი,ძლიერი გოგო ხარ! სახე ღიმილმა გაუპო..უუმ როგორ აგიჟებდა სოფოს ეს ღიმილი.
-და შენ ვინ ხარ? ჰმ,მეტიჩარა ,ვითო არ იცის
-დანიელი,დავინახე როგორ წაიქეცი და დაგეხმარე,მერე კი შენი ამბვით დავინტერესდი და საავადმყოფოში მოგაკითხე. დაუფიქრებლად იცრუა დანიელმა,რომელიც მის პალატასთან იძინებდა და იღვიძებდა.
-და ჩემს პალატაში რას აკეთებ?ისე ვერ იკითხავდი ჩემს ამბავს?ჩემები სად არიან?მივაყარე უცებ
-ჰომ,დაიბნდა დანიელი,დავუძახებ ახლავე.და პალატა დატოვა
ვაიმე,რა ჩერჩეტი ხარ ,სოფო, რა შენები მოგინდა,ვითო მერე ვერ ნახავდი,დანიელი გაუშვი,ვაიმე მართლა მეტიჩარა ხარ რა _ვბურტყუნებდი ჩემთვის.
ყველანი პალატაში შემოცვივდნენ,იყო სიხარული,ცრემლი,ყვრილი,შეძახილი.
სოფო გამოკეთდა,უკვე გაწერეს,სულ რამდენიმე დღის გატარება მოუწევს საწოლში და ეგ არი.ამ ხნის მანძილზე დანიელი არ გამოჩენილა,არც უკვირდა სოფოს,დანიელი მე როგორ შემომხედავსო.ვინ იყო ბოლოსდაბოლოს დანიელი?სოფოს კურსელი,სლავისტიკაზე იყვნენ ერთად ,მაგრამ გამარჯობბაც არ ჰქონდათ ერთმანეთისთვის ნათქვამი.შორიდან თუ გააპარებდა თვალებს სოფო მისკენ,ეგიყო და ეგ.მაღალი,ცისფერთვალება,საკმაოდ სიმპატიური დანიელი ,გოგონების რისხვა იყო უნივერსიტეტში.სოფო კი ძალიან უბრალო,ძალიან ლამაზი თვალებით,შავი თმით,პუტკუნა გოგო იყო,სხვებისგან არაფრით გამორჩეული,ერთი ორი თაყვანისმცემელი თუ გამოჩნდებოდა მის ირგვლივ.

-ვნებივრობდი დილით,არავინ მაღვიძებდა თუმცა ვინ შეგარგებს ბოლომდე ამ ბედნიერებას,კარზე გაბმული ზარის შემდეგ მივხვდი რომ არავინ იყო კარის გამღები და ლანძღვით გავექანე გასაღებად.არავინ იყო,ერთი გაფიქრება ვიფიქრე გავგიჟდი და მოლანდებები დამეწყოთქო,მარა ძირს დავიხედე და რას ვხედავ,წითელი ვარდები ბარათით ,,ჩემ გოგოს".ვიფიქრე მისამართი შეეშალათთქო,მერე დავფიქრდი იქნებ ვინმე მყავსთქო,თუმცა მალევე მოვედი გონს, რომ ვერავინ გამიძლებდა და კარი გავიხურე,მოაკითხავენ და წაიღებენთქო.შენცარმომიკვდე,საღამოს ისევ იქ იყო,ფიქრიამ ნახა და შემოიტანა,ასე გრძელდებოდა ერთი თვე,თუმცა გამომგზავნი არსად ჩანდა.დაიწყო მეორე სემესტრი,დიდად მოხარული არ ვყოფილვარ ,ძალიან ზარმაცი ვარ,ერთადერთი რაც არ მეზარება ეს წერაა,გულიდან რაც მოდის,ფურცლები რომ ვერ იტევს და გინდა სულ წერო და წერო.ფურცლებს მაინც გაანდობ თუ რას ფიქრობ სინამდვილეში.მოკლედ,სლავისტიკა მქონდა,დანიელიც უნდა ყოფილიყო,მეგონა ,მოვა მომიკითხავს მაინცთქო,აპაა.გამაგიჟებს ეს ბიჭი რა უცნაური ვიღაც არი.ლექციებიდან გამოვდიოდი ვიღაცის მანქანამ ფეხებთან რომ გამიჩერა,წამო გაგიყვანო,დანიელი იყო,უარის თქმა იქნებოდა ახლა??მარა სოფო რის სოფოა თავი რო არ დაეფასებინა (ნერვები მეშლება მე თვითონ).არა მადლობათქო და გაჩერებასთან დავდექი,იქაც მოვიდა
-სალაპარაკო გვაქვს(დანიელი)
-ვა,მართლა?(სოფო)
-დაჯექი! - იმხელაზე დამიბრიალა თვალები უცებ დამცხა,არაფერი ვუპასუხე მანქანაში ჩავჯექი.ხმა არც ერთს გაგვიღია ისე მივედით სახლამდე,გადმოვედი,მადლობაც არ ვუთხარი,უცებ რაღაცამ დამარტყა ტვინში და
-მოიცა,ჩემი მისამართი საიდან?
_თბილისი არც ისე დიდი ქალაქია
-ვაჰ,მადლობა
-არაფრის,სასიამოვნი იყო შენთან საუბარი..
-ჰაჰ,იმდენი ვილაპარაკეთ რო,დავიღალე და წავალ დავისვენებ.არ დავაკელი ირონია
-მომისმინე პატარავ,ეგ ირონია მოიშალე თორე არც მე გამიჭირდება მოგაშლევინო.
-მხოლოდ შენს ოცნებებში ,პატარავ! არ დავიხიე უკან
-არ არსებობს ჩემთვის აუხდენელი ოცნება.შენ ჩემი გოგო იქნები!-დაასკვნა უცებ
-აბა შენი იცი,წარმატებები! თალი ჩავუკარი და გავეცალე.სახლში ხტუნვა ხტუნვით ავედი.არა მაინც რამ აგაცანცარა ამხელა გოგო ,ვაიმე,სულ გამოგაშტერა დამიანემ თუ დანიამემ თუ ვინცაა-არ ცხრებოდა ალტერ ეგო..ჩემი გოგოო იქნებიო,ღმერთო,ეს რა გავიგე.მოიცა,სტოპ! ჩემი გოგოოო,დაიცა და ის ყვავილები ,არა ..კი.. არაა... ნუთუ დანიელი??ნუთუ ის ..ის გზავნიდა ამდენი ხნის მანძილზე ვარდებს.არარსებობსს,დანელი,რომელიც ამდენი ხნის მანძლზე მომწონდა,ის თავის გოგოს მიწოდებს,ღმერთო,მე დანიელის გოგო ვარ..ურაა..ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა: ,,ტკბილი ძილი ჩემ გოგოს".რა მიხვედრა უნდოდა დანიელი იყო.დაუფიქრებლად მივწერე: ,,ჩემ ბიჭსაც" და ტკბილად დავიძინე,ასე ტკბილად ალბათ არც მძინებია..

***

ყველა,სახლში,ეკლესიაში,სამსახურში,ქუჩაში,უნივერსიტეტსა თუ სკოლაში სოფოსთვის ლოცულობდა...
რა ხდება?? რა მოხდება?? არავინ იცის...

***

-ვაიმე,რა ხმააა,სულაც არ ჰგავს ჩემი მაღვიძარას ზარს,რა ხდება სად ვარ?ვფიქრობდი და თვალებს ნელ-ნელა ვახელდი.უცებ დავინახე ფიქრია,რომელიც თვალებში შემომციცინებდა და იმხელაზე შეიყვირა მოსასულიერებელი გამხადა.
-სოფოოო,შენ გაიღვიძე,სოფოო,ღმერთო,შენ ეს შეძელი.ჩემო ძლიერო გოგო,თურმე ამდენ ლოდინს ტყუილად არ ჩაუვლია-გაჰკიოდა ფიქრია და თან სიხარულის ცრემლები სცვიოდა,სავარძელში ელელნე შევნიშნე,რომელიც დედის კივილს შეეშინებინა.საკმაოდ გაზრდილიყო..დაიცა,დაიცა მე ამდენი ხანი მეძინა?გუშინ ბავშვი 6 თვის იყო და დავიჯერო 6 თვე გავიდა ერთ დღეში?ფიქრია კი კივილს არ წყვეტდა
-სოფო,მითხარი რამე,საშინელ ავარიაში მოხვდი,6 თვე კომაში იყავი,ექიმები იმედს არ გვაძლევდნენ ,თუმცა ,თუმცა ჩვენ გვჯეროდა შენი.სოფო,როგორ გამახარე.
და უცებ ცხარე ცრემლები გადმომცვივდა.ეს ყველაფერი ლამაზი სიზმარი იყო,ჩემი დანიელი,ჩემი ბიჭი,თუმცა სიზმარში ხომ მაინც იყო ის ჩემი .გონზე კარის ხმამ მომიყვანა,გავიხედე და არარსებოობბს.ეს,ეს ვინ იქნებოდა თუ არა ჩემი ბიჭი.
-დანიელ?
-შენ რა ჩემი სახელი იცი ? მითხრა და გამიღიმა აი ისე, მე რომ მაგიჟებდა ხოლმე..

დასასრული


ჩემი პირველი ისტორიით მოგესალმებით!
ნეტავ იცოდეთ როგორ მიყვარს თქვენი ისტორიების კითხვა ^^
ვგიჟდები თქვენზე <3



№1 სტუმარი annana

კარგია საყვარლობააააა ძალიან love

თუმცა უცნაური სახელი აქვს lol

 


№2  offline წევრი luwki ^^

annana
კარგია საყვარლობააააა ძალიან love

თუმცა უცნაური სახელი აქვს lol


ძალიან მიხაარია თუ მოგეწონა love
wink იმედი მაქვს უკეთესი სიახლეებით დაგიბრუნდებით ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent