შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასი განძი [1]


5-03-2015, 00:00
ავტორი მარრიამი
ნანახია 6 555

- დინა გენაცვალე, თუ არ გაგაწვალებ იქნებ ამ კოსტუმზე ორის მაგივრად სამი ღილი დაგეკერებინა, რაღაც არ მომწონს ასე.
- კარგი მზია დეიდა _ გაუღიმა ქალს.
- ხვალ საღამოს გამოვივლი და წავიღებ მაშინ, ფული დაგიტოვო თუ ხვალ იყოს?
- ხვალ იყოს.
- კარგი ხვალამდე _ ქალი კარებისკენ წავიდა, უეცრად რაღაც გაახსენდა და მობრუნდა _ საბუნა სად გყავს?
- საბა ბაღში მივიყვანე რამდენიმე დღეა უკვე, მგონი მოეწონა.
- კარგია შვილო კარგი, შენც უფრო მეტი დრო გექნება, ისედაც ბევრი შეკვეთები გაქვს. ღმერთმა დაგლოცოს, შენისთანა კეთილი ხალხი ბევრი აღარ მოიპოვება გენაცვალე შენ, რასაც მაგ ბავშვს უკეთებ, ღმერთი გადაგიხდის სიკეთისთვის.
- მადლობა, გაიხარეთ _ სტუმარი გააცილა და უკან შებრუნდა. კოსტუმი უნდა გადაეკეთებინა, თუმცა ფიქრებმა გაიტაცა, მზიას სიტყვებმა წარსული გაახსენა და მოგონებებში გადაეშვა:

მიუხედავად იმისა რომ მშობლები არ ჰყავდა, მაინც ტკბილად ახსენდებოდა ბავშვობა. თბილი, მოსიყვარულე აღმზრდელები ანებივრებდნენ. ნინო, მისი უახლოესი მეგობარი სულ მასთან იყო. ერთსა და იმავე დროს მიიყვანეს ბავშვთა სახლში და დატოვეს. წლები გადიოდა, იზრდებოდნენ და კიდევ უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ხშირად აკვირვებდათ მათი დამოკიდებულება, არამონათესავე ადამიანების ასეთი სიყვარული, მაგრამ როცა მონათესავე სულს იპოვი, მნიშვნელობა აღარ აქვს ერთი სისხლი და ერთი ხორცი გაქვთ თუ არა. ათი წლისანი იყვნენ გოგონები, როცა თავშესაფარში ერთი ბიჭი მოიყვანეს. როგორც გაარკვიეს ლევანი ერქვა, სულ მოწყენილი იყო, არავის ეკონტაქტებოდა. აფხაზეთიდან ყოფილა, მშობლები აფხაზეთის ომში დაღუპვოდა, მისი ტყუპისცალი ძმა თომა კი, უგზო-უკვლოდ დაკარგულა. რამდენიმე წელი ნათესავი ზრდიდა ლევანს, მაგრამ შემდეგ თავშესაფარში მიაბარეს.
გოგონები მივიდნენ მასთან, გამოელაპარაკნენ, საერთო ენის პოვნა სცადეს. ლევანიც უფრო გაიხსნა და თავის თავზე უამბო. განაბულები უსმენდნენ ბიჭის მიერ მოყოლილ ამბებს მშობლებზე, დედის სითბოზე, მათ ხომ არასდროს გამოეცადათ იგივე. ცდილობდნენ თითოეული დეტალი დაემახსოვრებინათ, ჩუმად, თავისთვის ფიქრობდნენ შეიძლება თვითონაც ასეთ ოჯახში გაზრდილიყვნენ. უკვე სამნი გახდნენ, საუკეთესო მეგობრები, სულ ერთად იყვნენ, ლევანი მუდამ ზრუნავდა მათზე, ყურადღებას არ აკლებდა.

წლები გადიოდა, ასაკი ემატებოდათ. ნელ-ნელა ლევანი და ნინო მიხვდნენ რომ მათი ურთიერთობა და სიყვარული მეგობრობის ფარგლებს ცდებოდა. დინა ბედნიერი შეხვდა ამ ამბავს. ოცი წელი რომ შეუსრულდათ იქორწინეს. თავიანთი შრომით შეძენილი ოროთახიანი სახლი თბილ ბუდედ აქციეს და სიყვარულით აავსეს. დინაც წაიყვანეს. მალე შეიტყო ნინომ რომ პატარას ელოდა. კიდევ ერთი ბედნიერება შეემატათ, უვლიდნენ, ზრუნადნენ, ცივ ნიავსაც კი არ აკარებდნენ. პატარა საბას დაბადება ყველასთვის დიდი სიხარული იყო. თეთრი, პუტკუნა, ლუჯთვალება, „ოქროსქოჩრიანი“ ბიჭი უფლისწულს ჰგავდა. მოსიყვარულე მშობლები, თბილი დეიდა დინა.. თუმცა ცხოვრება ხომ სწორხაზოვანი არაა, ბედნიერებაც არაა მუდმივი. საბა სულ რაღაც ცხრა თვის იყო, როცა წვეულებიდან მომავალი ნინო და ლევანი ავტოკატასროფაში მოყვნენ. ლევანის სამსახურის კორპორატიულ საღამოზე იყვნენ, მთელი დღე ენთუზიაზმით ემზადებოდა ნინო, თუმცა საღამო სავალალოდ, ფატალურად დასრულდა, წყვილი ადგილზევე გარდაიცვალა.

დინას ცხოვრების შავი, დიდი და მძიმე ლაქა იყო ეს „შემთხვევა“. კიდევ ერთხელ დაკარგა ოჯახი, იმ განსხვავებით რომ ნინო და ლევანი ბევრად უფრო ძვირფასები იყვნენ მისთვის, ვიდრე თავისი ბიოლოგიური ოჯახი. წარსულს დაღი დაესვა, ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო, ცხოვრება მეგობრების გარეშე და საბასთან ერთად. ბავშვისთვის ახლა მას უნდა გაეწია დედობა და არამარტო დედობა. გაუჭირდა ეს სამი წელი, მართლაც ძალიან გაუჭირდა. ჯერ პანაშვიდები, დაკრძალვა, შემდეგ ორმოცი, წლისთავი. ყველაფერ ამას ემატებოდა ბავშვის ჭირვეულობა, დედა ენატრებოდა ალბათ... ბავშვობიდან ეხერხებოდა კერვა და საბოლოოდ ამის წყალობით გამოძვრა სიტუაციდაან. უკვე მესამე წელია კერვით აქვს შემოსავალი, უვლის ბავშვსაც, საკუთარ თავს, ცდილობს საბას არაფერი მოაკლოს, არც მშობლიური სითბო და არც მატერიალური ზრუნვა.

დღეს, როცა ოთხი წლის საბას უყურებს, თვალწინ უდგას მისი მშობლები, საყვარელი, მონატრებული მეგობრები. პატარას იმ განძად მიიჩნევს, რომელიც ნინომ და ლევანმა უსახოსვრეს, ჩააბარეს, ანდეს. ცდილობს მათ საფლავზე დადებული პირობა პირნათლად შეასრულოს და არასდროს აგრძნობინოს საბას რომ მშობლები არ ჰყავს. მიუხედავად იმისა რომ ბიჭი ჯერ მხოლოდ ოთხი წლისაა, იცის რომ დინა დედამისი არაა, იცის რომ მისი მშობლები ცაში არიან და იქიდან უყურებენ, ლოცავენ, იფარავენ. დინას მაინც დედას უძახის. პირველად სიტყვა „დედა“ რომ თქვა, გულედანი ადგილს მიეყინა. თვალები ცრემლით აევსო, პატარა გულში ჩაიკრა და მაგრად აკოცა. შემდეგ საკუთარ თავს გაუბრაზა ასე უცებ რომ მიითვისა ნინოს სტატუსი, მაგრამ დამშვიდდა, მიხვდა ბავშვი იმას აღიქვამდა დედად, ვინც უვლიდა. მეორე დღესვე წინ დაისვა და ესაუბრა მის მშობლებზე. მას შემდეგ ხშირად საუბრობენ ნინოსა და ლევანზე, პატარას ცნობისმოყვარეობას უკმაყოფილებს და თვითონაც იხსენებს მეგობრებს. ფიქრებიდან ხმაურმა გამოაფხიზლა. სახლში შემოვარდნილი საბა ჩაიხუტა, აკოცა და შეათვალიერა.

- მადლობა თიკო, დღესაც შენი შეწუხება მომიწია _ გაუღიმა მეზობელს.
- რა შეწუხებაა, მაინც მივდივარ ქეთის გამოსაყვანად _ ღიმილითვე უპასუხა თიკომ.
- ყავას დაგალევინებ, დავსხდეთ, შემოდი _ შეიპატიჟა.
- არა, მადლობა, მეჩქარება, სხვა დროს შემოგივლი.
- კარგი, დროებით და მადლობა _ კარები ჩაკეთა და შებრუნდა. _ სად დახიე შარვალი დედიკო? _ შემცბარმა ჰკითხა საბას, იმ წამს შენიშნა დახეული შარვალი.
- არ გამიბრაზდე რა დე _ ტუჩები მობუსხა _ ოთომ მანაქანა წამართვა და ვიჩხუბეთ. _ ამღვრეული თვალებით შეხედა და პატარა თითები აათამაშა. მტირალი საბას დანახვისას გული ეწვოდა, იმ წამებში ფიქრობდა რომ მაინც რაღაც აკლდა პატარას და სულს უყინავდა ამის შეგრძნება.
- კარგი არ გიბრაზდები ჩემო პატარა, მაგრამ ასე აღარ მოიქცე რა დედიკო. თუ რამეს ვერ მოაგვარებთ მასწავლებელს უთხარით, ან გეთხოვებინა ის მანქანა რა მოხდებოდა _ თავზე ხელი გადაუსვა და მის რბილ, ქერა კულულებში ახლართა თითები.
- კარგი, მაგრამ ის მანქანა მეც მინდოდა.
- კარგი, კარგი. მოდი ახლა ხელები დავიბანოთ, ვჭამოთ და საქანელებზე წავიდეთ. ხომ გინდა?
- მინდა _ გახარებულმა დაუქნია თავი და სააბაზანოსკენ წავიდა, შემდეგ კი მაგიდას მიუსკუპდა.
- შენ ჭამე დედი, მე გავემზადები _ გაუღიმა პატარას და საძინებელში გავიდა. მომზადების პროცესი მარტივი იყო, ტანსაცმელი გამოიცვალა და თმა გადაივარცხნა. მას შემდეგ რაც ლევანი და ნინო დაიღუპნენ ყველაფრის ხალისი დაკარგა, თავიდან გლოვის გამო არ ისვამდა არაფერს ზედმეტს სახეზე, მერე კი იმდენად მიეჩვია, ახლა საჭიროებასაც ვეღარ ხედავს. სარკეში ჩაიხედა, კვლავ სევდიანი, დიდრონი ზღვისფერი თვალები უცქერდნენ იქიდან. ხვეული, გაშლილი თმა ბავშვურობას უნარჩუნებდა. ჯერ მხოლოდ 25 წლის იყო და უკვე ამდენი ტრაგედია დაატყდა თავს. ფიქრებში გართულს კაკუნის ხმა შემოესმა. კარებიკენ წავიდა, გააღო და გაიყინა. თვალები გაუფართოვდა, ფერი დაეკარგა, უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ ხმა არ ამოსდიოდია, უღონოდ მიეყრდნო კარებს და თვალები მაგრად დახუჭა. შემდეგ ნელ-ნელა გაახილა, თითქოს კარებში მდგარი მოჩვენება ყოფილიყო და მისი გაქრობა უნდოდა, მაგრამ არავინ გამქრალა, მამაკაცი ისევ მყარად იდგა ზღურბლზე.

- ლევან?.. _ როგორც იქნა ამოილუღლუღა ერთი სიტყვა და ისევ კარს მიეყრდნო.
- არა, ქალბატონო დინა მე ლევანი არ ვარ, ნუ გეშინიათ. მე მისი ტყუპისცალი ძმა ვარ, თომა _ თვითონაც დაიბნა, ძლივს მოიფიქრა და ხელი შეაშველა გოგონას რომ არ ჩაკეცილიყო. ამ ხმაზე საბაც გამოვიდა შესასვლელში, ვერ გაეგო რა ხდებოდა, ინტერესიანი მზერით მიჩერებოდა ხან სტუმარს, ხანაც დინას.
- მაგრამ.. ღმერთო როგორ.. როგორ ჰგავართ.. საიდან.. როგორ.. აქ.. თქვენ.. _ გაურკვევლად ლუღლუღებდა, მთელი ძალით ჩაფრენოდა კარებს რომ არ წაქცეულიყო.
- თუ შემომიშვებთ და ნებას მომცემთ ყველაფერს აგიხსნით _ ხელით ანიშნა დინამ მობრძანდიო და თვითონაც უკან მიჰყვა ნელი ნაბიჯებით. შიშით მიუახლოვდა სტუმარს და წინ ჩამოუჯდა. „ღმერთო როგორ ჰგავს ლევანს.“ - ფიქრები, აზრები ერთმანეთში ერეოდა და ვეღარ ალაგებდა, იგივე თვალები, იგივე ხმა, იგივე სიმაღლე, გამოხედვა. ლევანისგან რომ არ ცოდნოდა ტყუპისცალის შესახებ არც კი დაიჯერებდა რომ მისი სტუმარი სხვა ადამიანი იყო და არა ბავშობის მეგობარი.
- როგორც ვატყობ მოულოდნელი იყო ჩემი გამოჩენა თქვენთვის _ რეალობაში დააბრუნა თომას ხმამ.
- ლევანმა გვიამბო რომ დაიკარგეთ, ამდენი ხანი არაფერი მსმენია თქვენზე, არც გამოჩენილხართ, არც დაგვკავშირებიხართ.
- ყველაფერს აგიხსნით _ შედარებით მშვიდად ჩაილაპარაკა და კარებში ატუზულ პატარს გახედა, რომელიც შიშნარევი, გაოცებული მზერით უყურებდა სტუმარს. _ ეს ჩემი ძმის შვილია? _ ღიმილით გახედა პატარას და ხელი გაუწოდა რომ მასთან მისულიყო. დინას შეეშინდა, ინსტიქტურად მოკიდა ბავშვს ხელი და კალთაში ჩაისვა.
- კი, ლევანის და ნინოს შვილია.. მაგრამ.. ვაიმე _ თვალები გაუფართოვდა _ ახლა.. ახლა არ მითხრათ რომ.. ღმერთო ჩემო.. გთხოვთ არ მითხრათ რომ თქვენი მოსვლის მიზანი საბაა.. არ წამართვათ.. ღმერთო.. მე.. მე მის გარდა არავინ მყავს.. ის არის ჩემთვის მთელი სამყარო, დედამიწის ცენტრი.. ვერ გადავიტან.. _ მაგრად ჩაიკრა პატარა გულში და აქვითინდა, საბამაც შეშინებულმა, უნდობლად გადახედა სტუმარს და პაწაწინა ხელები მოჰხვია დედას.
- სწორად მიხვდით ქალბატონო დინა. მეც ლევანივით ბავშვთა სახლში მოვხვდი, მაგრამ სხვა ბავშვთა სახლში. იქ ერთმა უკვე ხანში შესულმა წყვილმა მიშვილა. საქართველოში არ დარჩენილან, რუსეთში წავიდნენ და მეც იქ წამიყვანეს. კარგი ხალხი იყვნენ, სამწუხაროდ ორი თვის წინ გარდაიცვალნენ, თითქმის ერთდროულად. სანამ ცოცხლები იყვნენ, არ მინდოდა ეფიქრათ რომ არ ვაფასებდი მათ ზრუნვას, ამიტომ ჩემს ოჯახზე კრინტი არ დამცდენია. მათი გარდაცვალების შემდეგ კი სულ ვეძებ, მაშინვე საქართველოში დავბრუნდი და ძებნა დავიწყე. საბოლოოდ თქვენს კვალზე გამოვედი, დღეს კი სახლშიც მოგაკითხეთ. არც მე მყავს სხვა არავინ, მეც სრულიად მარტო ვარ. მთელი ჩემი იმედი, მომავალი, მიზნები, ოცნებები ჩემს ძმის შვილს უკავშირდება. არ შემიძლია მასზე უარის თქმა. _ თითქოს ქვეყანა თავზე ჩამოექცა გულედანს. ამდენ ხანს სათუთად ნაშენები ოჯახი ერთ წამში გაცამტვერდა თითქოს, თვალთ დაუბნელდა, გული შეეკუმშა. ერთბაშად იფეთქა მშობლის, დედის ინსტიქტმა და ფეხზე წამოხტა.
- ის ჩემი შვილია, გესმით?! ჩემი შვილი, ჩემი სამყარო, სიცოცხლის ერთადერთი ხალისი და მამოძრავებელი ძალა _ მთელი ხმით გაჰკიოდა _ მე გავზარდე, მერე რა რომ მუცლით არ მიტარებია, ის მაინც ჩემია და ვერ დამაშორებთ, ვერა..
- მაგრამ მე მასზე კანონიერი უფლებები მაქვს _ თავისას გაიძახოდა თომა.
- არ მაინტერესებს კანონი, მას არ გაგატანთ, ნივთი არ არის რომ აიღოთ და წაიღოთ. საბა არ წამოვა, არ წამოგყვებათ, თქვენ მისთვის უცხო ხართ.. იცით რა უყვარს? რისი ეშინია? რითი ერთობა? თქვენ არასდროს განგიცდიათ ის ემოციცია, ის ბედნიერება როცა პირველი ნაბიჯები გადადგა, როცა პირველი სიტყვა თქვა, არასდროს! ის ჩემი შვილია, მის გარეშე მოვკვდები, მართლა მოვკვდები _ მთელი სხეულით აკანკალდა და ძალაგამოცლილი დაეშვა სკამზე.
- მეც გამიგეთ ქალბატონო, თქვენ არც კი ცდილობთ.. მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც მაქვს გული, ვხვდები რამდენად ძვირფასია საბა თქვენთვის.
- ვერ ხვდებით, ის უბრალოდ ძვირფასი არაა, ის ჩემი ცხოვრებაა, სიცოცხლის აზრი და არსი _ სლუკუნით ლაპარაკობდა გულედანი.
- სწორედ ამიტომ გთავაზობთ ამას, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ და საბას მოუაროთ, სანამ წამოიზრდება _ ვითომ გამოსავალი იპოვა თომამ.
- გესმით მაინც რამხელა სისულელეს მეუბნებით? _ ისევ აღშფოთდა დინა _ არა ხვდებით?! საბას მოვუვლი და როცა გაიზრდება სახლიდან გამომაგდებთ ხომ?! გასამრჯელოსაც ხომ არ შემომთავაზებთ იმისთვის რომ ჩემს შვილზე ვიზრუნო?! არა, ბავშვი აქ გაიზრდება, ჩემთან _ გადაჭრით ჩაილაპარაკა _ ის არ გიცნობთ, არ უყვარხართ.
- კარგი, მაშინ გამიცნოს და შემიყვაროს, მეც უკეთ გავიცნობ და უფრო შევიყვარებ.
- როგორ აპირებთ ამას?
- მეც აქ ვიცხოვრებ იქამდე სანამ შემეჩვევა.
- სად აქ?
- აი აქ, თქვენთან ერთად.
- როგორ თუ აქ?
- ჩვეულებრივ, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან. ბარგი როდის გადმოვიტანო?
- თქვენ.. თქვენ სულ გაგიჟდით.. _ აღშფოთებულმა წამოიყვირა.
- დე მეშინია _ მაგრამ შემოჰხვია თავისი პატარა ხელები საბამ და მიეხუტა.
- ნუ გეშინია დე _ მშვიდი ტონით უთხრა და მაშინ მიხვდა რამხელა სისულელე იყო ბავშვის თანდასწრებით ამ საკითხის გარჩევა, მაგრამ იმდენად დაიბნა ესეც კი ვერ მოფიქრა. _ საბა დედი, მიდი შარვალი გამოიცვალე, სტუმარს გავაცილებ და წავიდეთ. _ ოთახში გაგზავნა ბავშვი.
- დედას გეძახით? საინტერესოა მშობლების შესახებ რამე თუ იცის?.. _ მარიამს უბრალოდ გაეღიმა თომას ტონზე.
- საბამ ყველაფერი იცის, აბსოლუტურად ყველაფერი. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ლევანსა და ნინოზე, იცის რომ დედამისი არ ვარ, მაგრამ მაინც დედას მეძახის.
- კიდევ კარგი. სად გავჩერდით? ჰო, ბარგი როდის გადმოვიტანო?
- ა-რას-დროს! ხვდებით მაინც რამხელა სისულელეს მეუბნებით? როგორ უნდა იცხოვროთ აქ? სხვა რომ არაფერი ხალხი რას იტყვის?
- ეგ ჩემი საქმე არაა, საბამ უნდა გამიცნოს და შემიყვაროს. ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, უახლოეს დღეებში ჩემს ნივთებს გადმოვიტან _ კარებისკენ წავიდა მშვიდი ნაბიჯით ზარანდია, გამოაღო და უეცრად მობრუნდა _ ჰო, და კიდევ, თუ ასე გაწუხებთ სამეზობლოს ჭორები, შეგიძლიათ თქვათ რომ გათხოვდით _ გაუღიმა და კარები გაიკეტა.

გაოგნებული გულედანი უღონოდ ჩაეშვა სავარძელში, თავი გადასწია, თვალები დახუჭა და ხელებით საფეთქლები დაიზილა. ჯერაც ვერ გაანალიზა რა მოხდა, ასე სრულიად მოულოდნელად გამოეცხადა ლევანის ძმა და ითხოვს მეურვეობას საბაზე. „თქვენთან ვიცხოვრებო, რა სისულელეა, თქვი გათხოვდიო, უფრო დიდი სისულელე“ - ფიქრებიდან საბას ხმამ გამოაფხიზლა.

- დე ჩავიცვი.
- წავიდეთ ჩემო სიცოცხლე?
- წავიდეთ, დე რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე რა.
- მითხარი ჩემო პატარა.
- დე, ეს ძია ჩემს მამიკოს ჰგავდა _ ზურგს უკან დამალული მშობლების ფოტო გაუწოდა საბუთად, თითქოს დამნაშავე იყო, ტუჩები გამობუსხა და გულედანს ახედა. გაშრა, ვეღარაფერი თქვა, ახლა გაახსენდა როგორ ათვალიერებინებდა საბას მისი მშობლების ფოტოებს. ხელი ნერვიულად მოისვა შუბლზე და შვილს ანიშნა დამჯდარიყო.
- საბა დე, შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ახლა რაღაცას გეტყვი და მომისმინე. კარგი? _ მორჩილად დაუქნია პატარამ თავი _ ის ძია აქ რომ იყო, შენი მამიკოს ძმაა. შენი გაცნობა უნდოდა და იმიტომ მოვიდა _ ეცადა რაც შეიძლება მშვიდად გაეღიმა შვილისთვის და უარყოფითი ემოციებით არ დაემუხტა თომას მიმართ.
- შენ რომ გაგაბრაზა _ ჩაიბუზღუნა უმცროსმა ზარანდიამ.
- არაუშავს, ძალიან არ გავუბრაზებივარ, შევურიგდები. ამიტომ ჰგავს ის ძია შენს მამიკოს, ახლა ჩვენ წავიდეთ და გავერთოთ _ კულულები აუჩეჩა საბას და სახლიდან გავიდნენ.

უყურებდა მოთამაშე პატარას და გული ეკუმშებოდა იმის წარმოდგენაზე რომ შეიძლება წაერთვათ. მართლა ვერ გადაიტანდა, მის გარეშე უბრალოდ ვერ შეძლებდა ცხოვრებას. საბა რომ არა, ახლა შეიძლება ცოცხალიც კი არ ყოფილიყო, ეს ბავშვი ავსებდა მის არსებობას. მისი დაძახებული „დედა“ ატანინებდა ყველა ტკივილს. ახლა კი ამ უკანასკნელ იმედს და ცხოვრების ერთადერთ მიზეზს ართმევდნენ. არა, ეს არ მოხდება! საბას თავს არავის დაუთმობს, ცოცხალი თავით არავის გაატანს.

- საბა დე, გვიანია უკვე, წავიდეთ სახლში.
- ხუთი წუთიც რა დე _ საფირმო მზერით შეხედა და თავისთავად დინას დათანხმებაც მოახერხა.
- საბა, გავიდა ხუთი წუთი დე _ ღიმილით შეახსენა პირობა.
- მოვდივარ _ ლოყებაწითლებული მიუახლოვდა დედას და ხელი ჩასჭიდა. სახლში მალე მივიდნენ, კიდევ კარგი ეს პარკი მაინც აქვთ ახლოს, თორემ მარტო ეზოში ვერ უშვებს და მთელი დღე გამოკეტილი ხომ არ ეყოლება ბავშვი.
- დე, გამოიცვალე, ხელები დაიბანე და ჩაი დავლიოთ _ მითითება მისცა პატარას. ისიც დინჯად გაემართა ოთახისკენ. სანამ დინამ ჩაი მოამზადა და სუფრა გაშალა, საბა დაბრუნდა და დიდი კაცივით მოკალათდა მაგიდასთან. კარაქი წაუსვა პურზე და დაულაგა, მადიანად ჩაკბიჩა საბამ და კმაყოფილმა გაუღიმა გულედანს.
- მოვრჩი _ საზეიმოდ გამოაცხადა. _ დეე _ თვალების ფახურით ახედა _ შენთან დავიძინებ რა დღეს.
- ეშმაკუნა _ გაუცინა _ კარგი დავიძინოთ ერთად _ თავზე თბილად გადაუსვა ხელი და სუფრა აალაგა. _ დავრეცხავ და დავწვეთ, შენ მოემზადე მანა _ გაუღიმა. დინას უფრო უნდოდა პატარასთან ძილი, ვიდრე თავად საბას. არ ასვენებდა იმის შეგრძნება რომ ვიღაც ართმევდა შვილს. საქმის დასრულების შემდეგ აფორიაქებული მიუწვა საბას გვერდით და მიიხუტა. თმებზე დაუწყო თამაში, იცის როგორ უყვარს მის პატარს როცა თმებზე ეთამაშებიან. როცა დრო აქვს სულ მის თმებს ეთამაშება, უმცროსი ზარანდიაც ინაბება და კნუტივით კრუტუნებს. მალე ჩაეძინა დედაზე მიხუტებულ პატარას, დინას კი რა დააძინებდა. თვალის ყოველ დახუჭვაზე თომას სახე ამოუტივტივდებოდა და მაშინვე ელვის სისწრაფით ახელდა თვალებს. დაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა და შუაღამისას ჩაეძინა.

___________________

შოკოლადებო დავბრუნდიი, ვეღარ ვძლებ უთქვენოდ.. ესეც ახალი ისტორია, იმედი მაქვს მოგეწონებათ... აბა წაიკითხეთ,ბოდიში შეცდომებისთვის, შემიფასეთ, გამაკრიტიკეთ, გამიზიარეთ ემოციები...
პ.ს უუუღღმესი მადლობა სითბოსთვის და სიტკბოსთვის, ვგიჟდები თქვენზე ისე მაბედნიერებთ..
პ.ს ძალიან დიდი მადლობა "ლილიანა"-ს იდეისთვის, იმედი მაქვს მოლოდინებს გაგიმართლებ..



№1  offline მოდერი ლილიანა

მარი დამიჯერებ რომ ბოლომდე გულისფანცქალით წავიკითხე?ხელებიც კი მიკანკალებდა და მინდა გითრა რომ ხარ ყოჩაღი და საუკეტესო,მადლობა,მადლობა და კიდევ ერთელ მადლობა,ეს იცი რას ნიშნავს?შენ თვს უყურებდე და აფასებდე გვერდიდან,შენ გაიხარე ამ გახარებისათვის
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი Unnamed

Rogor gamixarda :D momwonss. Xval velodebi shemdegs :*

 


№3  offline წევრი Mkitxveli

ეს ისტორია წინა ისტორიებზე მეტად მეყვარება : )

 


№4  offline ადმინი ano23

ვინმემ თქვა მოვიცდი და ჯერ არ წავიკითხავოო აა? :D:D:Dუკვე ვიცი რომ ჩემს ,,აუტანელ მეწყვილეს" სერიოზული კომკურენტი გამოუჩნდა :D ჩემი ნიჭიერი მარიამი ^_^ მოუთმენლად ველლი ახალ თავს.:-*

 


№5  offline მოდერი მარრიამი

ლილიანა
მარი დამიჯერებ რომ ბოლომდე გულისფანცქალით წავიკითხე?ხელებიც კი მიკანკალებდა და მინდა გითრა რომ ხარ ყოჩაღი და საუკეტესო,მადლობა,მადლობა და კიდევ ერთელ მადლობა,ეს იცი რას ნიშნავს?შენ თვს უყურებდე და აფასებდე გვერდიდან,შენ გაიხარე ამ გახარებისათვის

მადლობა <3 ^_^ არ ვიცი რა ვთქვა ^_^
Unnamed
Rogor gamixarda :D momwonss. Xval velodebi shemdegs :*

Mkitxveli
ეს ისტორია წინა ისტორიებზე მეტად მეყვარება : )

მახარებთ <3 ^_^
ano23
ვინმემ თქვა მოვიცდი და ჯერ არ წავიკითხავოო აა? :D:D:Dუკვე ვიცი რომ ჩემს ,,აუტანელ მეწყვილეს" სერიოზული კომკურენტი გამოუჩნდა :D ჩემი ნიჭიერი მარიამი ^_^ მოუთმენლად ველლი ახალ თავს.:-*

მომწოოონს :D :D <3 ის მაინც ისაა მერცხალო :D <3

 


№6  offline წევრი anka12

ძალია მომეწონა ეს ისტორია რაღაც საინტერესო ჩანს, მალე დადე ახალი თავი, წარმატებები აბა შენ იცი

 


№7  offline წევრი მეამეა

დასასრული არ ვიცი ამ ისტორიის და სულმოუთმენლად დაველოდები :*

 


№8 სტუმარი xatia

Rogorr gamaxaree rom icode shenii axalii istoriitt ♡♡♥♥♥

 


№9 სტუმარი mariami

ვაბოდებ შენზე love

 


№10  offline მოდერი მარრიამი

anka12
ძალია მომეწონა ეს ისტორია რაღაც საინტერესო ჩანს, მალე დადე ახალი თავი, წარმატებები აბა შენ იცი

მეამეა
დასასრული არ ვიცი ამ ისტორიის და სულმოუთმენლად დაველოდები :*

xatia
Rogorr gamaxaree rom icode shenii axalii istoriitt ♡♡♥♥♥

mariami
ვაბოდებ შენზე love

როგორ მახარებთ რომ იცოდეთ <3 ^_^

 


№11 სტუმარი Mia ♥

ისევ დაბრუნი love კარგია love ისტორია ძაან მომეწონა winked როგრც ყოველთვის :3

 


№12  offline წევრი MariBal

როგორ მომეწონა <3
დარწმუნებული ვარ წინა ისტორიებზე მაგარი იქნება. დღითი დღე იზრდები მარიამ.

 


№13  offline წევრი კოტი

ძალიან მაგარიაააა იმედი მაქვს ასე კარგად გაგრძელდება როგორც დაიწგოოო მიყვარხარ მე შენ:*
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent