შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ფერი {4}


5-03-2015, 00:30
ავტორი malaizia
ნანახია 2 289

შესვენებიდან დაბრუნებულბი კვლავ სამუშაოს მიუბრუნდნენ.ძლივს ჩაამთავრა დაშნიანმა სამუშაო დღე.გეგონება ეკლებზე იჯდა ისე ცკმუტავდა,აშკარად ძაბავს ავალიანთან ერთ ოთახში სუნთქვაც კი,ცუდად არის დინა შენი საქმეო შემოუძახა თავს და მოწესრიგებას შეუდგა სახლში წასასვლელად.
-კარგად იყავი გიგა, დაემშვიდობა ნინო და გოგოებს ანიშნა წავედითო
-დამელოდეთ გაგიყვანთ,შესთავაზა მომნუსხველი ღიმილით ავალიანმა სამეულს
-მე და ნინოს ბიჭები გამოგვივლიან და აი დინა გაიყვანე შენ, სულ წუწუნებს რომ მარტო სიარული არ უყვარს,სიცილით დაამთავრა სათქმელი მარიამმა და თან გაფითრებულ სვანს თვალი ჩაუკრა გიგასგან შეუმჩნევლად.
-არა იყოს მე მეჩქარება ვერ დაგელოდები,სასწრაფოდ წამოიძახა დინამ
-ორ წუთში მოვრჩები დინა,ნუ გეშინია არ დაგაგვიანებ,წამიერად შეხედა თვალებში და კვლავ კომპიტერს მიაპყრო მზერა
დაშნიანი დაიბნა,არ ელოდა არც ასეთ შემოთავაზბას და არც ასე თბილად წარმოთქმულ მის სახელს. „ხო აბა რა სითბოდ დაიღვარა პირდაპირ“ წაისისინა ალტერეგომ, „ელემენტარული ზრდილობა გამოიჩინა უბრალოდ დაეშვი მიწაზე“ . „შენ მოკეტე“ გაიფიქრა მაშინვე გაბრაზებულმა დინამ და მზერა გააყოლა ავალიანს რომელიც ქურთუკის ჩასაცმელად წამოდგა. გოგოების გასვლა ვერც კი შეამჩნია თურმე,იმდენად იყო აქაურობას მოწყვეტილი ავალიანის პირიდან წაროთქმული მისი სახელის გამო.
-წავედით დინა? ეშმაკური ღიმილით გამოაღო კარი გიგამ და ძლივს წამომდგარ დაშნიანს შემფასებლური მზერა მიაყოლა უკან,შემდეგ კი კმაყოფილებისგან ოდნავ ბაგე გაეპო.
„მგონი ამ კაცს ჩემი სიკვდილი აქვს განზრახული,რატომ იღიმის ასე საშინლად სასიამოვნოდ რატომ „ ფიქრს არ წყვეტდა დინა თან ცდილობდა მის სიარულს თავდაჯერებულობა შემატოდა რაც კიდევ უფრო სასაცილო ჩანდა,რადგან ბრინჯივით დაბნეული სვანი ძლივს ადგამდა ნაბიჯებს როდესაც ზურგს გიგას მზერა უწვავდა,აბა რა თავდაჯერებულობაზე შეიძლება ილაპარაკო ამ დროს?!
მისამართის კარნახის შემდეგ თითქმის აღარაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის.მხოლოდ ზოგჯერ თუ იგრძნობდა დინა გიგას მწველ მზერას და ამ დროს ლარივით იჭიმებოდა ისედაც დაძაბული.
სასიამოვნო,წყნარი სიმღერა ჰქონდა ჩართული გიგას,რომელსაც პირველად უსმენდა დინა,თუმცა უკვე დაეკავა ადგილი მისთვის საყვარელი სიმღერების სიაში.
-მადლობა რომ მომიყვანე,ღამემშვიდობის,არც კი შეუხედავს გიგასთვის ისე ჩაილაპარაკა დაშნიანმა და სასწრაფოდ დატოვა მანქანა.თითქოს უჰაერო სივრცეში გადასვესო ისე დააკლდა ავალიანის სურნელი დინას,უკანვე შემობრუნდა,თუმცა გააცნობიერა რომ არანაირი მიზეზი არ ქონდა მანქანაში დაბრუნების,ამიტომ უხალისოდ შევიდა სადარბაზოში.
როდესაც საბოლოოდ გაქრა დინას სილუეტი მხოლოდ მაშინ დაძრა მანქანა,თან ღიმილით გადააქნია თავი, რა მემართებაო თავისთვის ჩაილაპარაკა,თუმცა პასუხი დინას მსგავსად არც მას ქონდა ამ კითხვაზე.
ემოციებისგან დაგლილი სხეული თბილ წყალს მიუშვირა დინამ,თან ცდილობდა ცოტა ხნით მაინც მოეშორებინა ავალიანზე ფიქრები თავიდან,თუმცა ეს არაფრით გამოსდიოდა. ბოლოს მშობლების მონახულება გადაწყვიტა,ცოტა ხნით მაინც გადავერთვები სხვა რამეზეო.
თბილად ჩაიცვა და სახლის კარი გაიხურა. თავის ძველ სახლში ყოველთვის ფეხით მიდიოდა. არ უყვარს ორი გაჩერების გულისთვის ავტობუსში ან სამარშუტო ტაქსში ასვლა,თანაც ფეხით სიარული ძალიან მოსწონს.
მთელი ძალით ჩაეხუტა მონატრებულ დედას და სწრაფად წავიდა მისაღებისკენ,სადაც საყვარელი მამა ეგულებოდა,ზურგიდან მოხვია ტელევიზორის წინ მჯდარ, უკვე ასაკში შესულ, მამუკას და ლოყაზე მაგრად აკოცა.
-მომენატრეთ, ხმადაბლა თქვა დაშნიანმა თან ოთახში შემოსულ დედას გაუღიომა. ის საღამო მშვიდად გაატარა,მხოლოდ რამდენჯერმე გაახსენდა ავალიანი და მაშინვე დედასთან ლაპარაკს იწყებდა. ეჭვის თვალით უყურებდა ლიკუნა შვილს,ფიზიკურად თითქოს არაფერი,მაგრამ აშკარად შეცვლილი ეჩვენებოდა შვილი.მის თვალებს რომ დააკვირდა ყველაფერს მიხვდა და შეუმჩნევლად ჩაეღიმა,კითხვით კი არაფერი უკითხავს,როცა დრო მოვა თვითონ დამელაპარაკებაო გაიფიქრა და შუბლზე აკოცა უმცროს დაშნიანს,რომელიც პატარა გოგოსავით იყო მამამისზე აკრული.
შემდეგ დღეს კვლავ დროულად გამოცხადდა სამსახურში,რასაც ნინოს კომენტარი მოყვა,მემგონი ეს შეგვიცვალესო. თუმცა დინას ყურადღება ბარ მიუქცევია,უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო,არა არც სხვა დროს არის ხოლმე უხასიათოდ,მაგრამ ბოლო ორი დღე ნამდვილად სტრესული იყო მისთვის,ახლა კი თითქოს ოჯახური სითბოს თერაპიამ გამოაკეთაო, ძველებურად გულღიად იღიმოდა და ლაპარაკობდა.მხოლოდ მაშინ დაიძაბა როდესაც გიგამ შემოაბიჯა კაბინეტში,ღრმად ჩაისუნთქა და თავს შეუძახა გამხნევდიო. რაც შეიძლება ბუნებრივად უნდა მოქცეულიყო მასთან,სულ ბატივით დაბნეული ხომა რ დავენახვებიო, და აი ყველააირად ცდილობდა არაფერი შეემჩნია მამაკაცის დანახვისას,თუმცა გიგამ მაინც ამოიცნო მასში საგულდაგულოდ დამალული ემოციები და მის გულუბრყვილობაზე იმ ღიმილით გაიღიმა რომელზეც დაშნიანი უკვე გიჟდებოდა. მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დინა ბუნებრივად მოქცეულიყო.კვლავ ერთად ისადილეს,ამჟამად ბიჭების გარეშე უბრალოდ,გუშინდელთან შედარებით დინა აშკარად უკეთ ერთვებოდა საუბარში,თან შეუმჩნევლად აპარებდა გიგასკენ მზერას,თუმცა ეს მას ეგონა რომ შეუმჩნევლად.
-დინა იმნაძის ქორწილისთვის კაბა მოგვარებულია? მოულედნელად შეეკითხა საბუთებში ჩარგულ დაშნიანს,მანაც სწრაფად წამოყო თავი და თვალები საყვარლად ააფახულა,თითქო რამე უჩვეულო მომხდარიყოს,თუმცა მისთვის მართლა უჩვეულო იყო მისი მისამართით ნათქვამი ყოველი სიტყვა გიგასგან.
- დიახ,ხვალ უნდა შევხვდე საპატარძლოს,რამდენიმე მოსწონს და ხვალ აირჩევს ზუსტად,ჩამოარაკრაკა ღიმილით დინამ.
-ძალიან კარგი, ხვალ მეც ვაპირებდი მის ნახვას რამდენიმე ფართი უნდა ვანახო წვეულებისთვის,ჩემთან ერთად წამოხვალ შენც და ბარემ გეცოდინება დაახლოებით რა დაგჭირდება გაფორმებისთვის.
-გასაგებია ,ჩილაპარაკა გახარებულმა იმით,რომ მასთან ერთად იქნებოდა ხვალაც თითქმის მთელი დღის განამვლობაში.ასე თუ გააგრძელე კვირაობით რა გეშველება ნეტავო, დასცინა საკუთარი თავს და იმის გაფიქრებამ, რომ კვირაობით ავალიანს მართლაც ვერ ნახავს,წამში შეუცვალა ხასიათი.


იმედი მაქვს მოგეწონებათ smile სიყვარულით თქვენი მალაიზია love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent