შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ჰოგვორტსიდან (პირველი ნაწილი)


5-03-2015, 02:01
ავტორი Matt
ნანახია 2 706

ბავშვობიდან მჯეროდა ჯადოქრების არსებობის და მეგონა რომ მეც ჯადოქარი ვიყავი.ბევრჯერ ანთებულა და ჩამქვრალა შუქი თავისით,როცა მინდოდა.
ჩემს საძაგელ კლასელს გამონაყარით დაეფარა სახე,როცა დაჟინებით ვუცქერდი და მინდოდა რომ გომბეშოდ გადაქცეულიყო და სხვა მრავალი.
მაგლთა ოჯახში გავიზარდე.დედაჩემს არანაირი მაგიის არ სჯეროდა,ამიტომ როცა წერილი მოვიდა უცნაური სკოლიდან სახელად "ჰოგვორტსი",მან უბრალოდ გაიცინა და ეს ყველაფერი ხუმრობად ჩათვალა.წერილები კი მოდიოდა და მოდიოდა.ბუები დაფრინავდნენ დღისით ჩვენს ქუჩაზე და ეს წერილები მათ მოქონდათ. მე კი ბუების ყოველთვის მეშინოდა და მათ მაგიურ ფრინველებად ვთვლიდი,ამიტომ ეს უფრო დამაჯერებელს ხდიდა ჩემს თვალში,რომ სადღაც მართლაც არსებობდა ჰოგვორტსი,სადაც ჯადოქრები სწავლობდნენ,მაგრამ დედაჩემს არაფრის გაგონება არ უნდოდა.კიდევ ერთი წერილი რომ მოსულიყო,ალბათ პოლიციაში დარეკავდა,მაგრამ წერილის მაგივრად ჩვენი სახლის კარს ჩალისფერთმიანი,ახალგაზრდა კაცი მოადგა.
-რემუს?-თვალები გაუფართოვდა დედაჩემს.
-ჯენიფერ-გაუღიმა რემუსმა და თავისი მწვანე თვალებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა.-როგორც ვიცი რებეკას წელი შეუსრულდა,მოვედი რომ გითხრა-ის ჯადოქარია და მან სკოლაში უნდა ისწავლოს.
-ესე იგი შენ მოაწყე ეს ხუმრობა არა?-დამცინავად ჰკითხა დედაჩემმა.
-ყველაფერს აგიხსნი-უთხრა რემუსმა და დედაჩემთან ერთად ოთახში შევიდა.მეც შევყევი.
დედის გვერდით დავჯექი და ყურადღებით ვუსმენდი ამ უცნაურ კაცს.
მისმა მონაყოლმა დედაჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.გაოცებული თვალებით შეჰყურებდა რემუსს.მეც არანაკლებ ვიყავი გაოცებული.
აქამდე მეგონა რომ მამაჩემი,უს ბლექი,დაიკარგა.დედა არასდროს მელაპარაკებოდა მასზე.მთელი ბავშვობა მამის გარეშე გავატარე.სინამდვილეში კი ის ერთერთი საუკეთესო ჯადოქარი ყოფილა.მაგრამ მან საშინელება ჩაიდინა,ძალიან დიდი საშინელება.თავის მეგობრებს უღალატა და მის გამო ისინი დაიღუპნენ.ამ დროისთვის ის ციხეში იჯდა,რომელსაც ძალიან უცნაური სახელი ერქვა-აზკაბანი.
დედას არ უნდოდა ჩემი გაშვება იმ სკოლაში,ჯერ კიდევ არ სჯეროდა ბოლომდე ამ ყველაფრის.მაგრამ რემუსმა დაარწმუნა.
***
მეორე დღეს რემუსი ისევ მოვიდა და სკოლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად წავედით. გზაში მან მომიყვა სკოლაზე,რომ არსებობს ოთხი ფაკულტეტი-სლიზერინი,გრიფინდორი,პაფლეპაფი და რეივენქლო.თავად გრიფინდორში სწავლობდა,როგორც მამაჩემი
ადგილს,სადაც სასკოლო ნივთები იყიდებოდა,დიაგონ ელი ერქვა.ირგვლივ მანტიებიანი ხალხი ირეოდა,თავზე წვეტიანი ქუდები ეხურათ.თავიდან მომეჩვენა რომ ჰელოუინზე მოვხვდი.
რემუსმა ოლივანდერის მაღაზიამდე მიმაცილა და მითხრა-წიგნები და სხვა დანარჩენი უკვე გიყიდე,შენ მხოლოდ ჯოხი უნდა იყიდო და სკოლის ფორმა,ზუსტად შენი ზომის.და კიდევ,შეგიძლია ცხოველიც აირჩიო.
-მართლა?-გამიხარდა-მაიმუნის ყოლა შემიძლია?
-ო,არა-გაეცინა მას-მხოლოდ კატა,გომბეშო,თაგვი ან ბუ..
-რა ცუდია რომ მაიმუნი არ ყავთ.
ოლივანდერის ჯოხების მაღაზიაში სივიწროვე იყო.ჯოხების გამყიდველი,მისტერ ოლივანდერი, კარგად დამაკვირდა და ჯოხი მომაწოდა-აი ეს გასინჯე.
ჯოხი ავიქნიე და მაგიდაზე ყვავილების ლარნაკი გატყდა.
მეორე ცდაზე თაროდან წიგნები გადმოიყარა და მაესამედ,როგორც იქნა გამოჩნდა საჩემო ჯოხი.-ჭადრის ხის,დრაკონის გულით,თორმეტ-ნახევარი ინჩი.
შემდეგ ფორმის საყიდლად წავედით.ბოლოს კი შავი კატა ვიყიდე და სადგურისკენ გავემართეთ.
გზაში დედას ვკითხე-დე,მამა როგორ გაიცანი?
-ჩვეულებრივ-მიპასუხა მან.
სადგურში რომ მივედით რემუსმა ბილეთი მომცა სადაც ეწერა-ლონდონი-ჰოგვორტსი.
მხოლოდ ერთი გზა მისასვლელად. პლატფორმა ცხრა და სამი მეოთხედი.
რემუსი ერთ-ერთ კედელთან შეჩერდა და მითხრა-შენ ეხლა ამ კედელში უნდა გაიარო,გესმის?
-კედელში?-შემეშინდა.-კედელში როგორ უნდა გავიარო?
-ნუ გეშინია,თვალები დახუჭე და მიდი-გამამხნევა და მართლაც,ვერაფერი ვიგრძენი როცათვალები დავხუჭე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგ,მაგრამ თვალი რომ გავახილე სულ სხვა სადგურზე აღმოვჩნდი.ეს იყო კინგ-ქროსის სადგური,პლატფორმა 9 და 3 მეოთხედი
დედა ძალიან ღელავდა,არ უნდოდა ჩემი გაშვება უცხო ადგილას,მითუმეტეს ერთი წლით.
რემუსმა ვინ იცის მერამდენედ დაუწყო დამშვიდება-ნუ ნერვიულობ ჯენიფერ,რებეკა იქ კარგად იქნება,აი ნახავ,მას ჰოგვორტსი შეუყვარდება.იქ კარგად მოექცევიან.
-აუცილებელია იქ წავიდეს?ის ხომ ჯერ პატარაა,როგორ გაძლებს მარტო,როცა იქ არავის იცნობს.
-დამიჯერე,მალე შეეჩვევა ყველას,და კი,აუცილებელია ჯადოქრისთვის.უნდა ისწავლოს მაგიის გამოყენება და გაკონტროლება.
-უსმა რატომ არაფერი მითხრა?
-არ ვიცი,ოდესმე თუ ნახავ თავად ჰკითხე-ჩაილაპარაკა რემუსმა.
-თუ აზკაბანი მართლა ისეთია როგორც მითხარი,ამის არანაირი შანსი არ არსებობს არა?
რემუსმა არაფერი უპასუხა.
დედამ საყელო გამისწორა,თავზე ხელი გადამისვა და დიდხანს ვყავდი ჩახუტებული.
რემუსი ღიმილით დამემშვიდობა და მატარებელში ავედი.
პირველად მივემგზავრებოდი ასე შორს დედაჩემის გარეშე.მაგრამ არ მეშინოდა.პირიქით მიხაროდა,რომ აქამდე ჩემთვის უცნობ,მაგრამ უკვე საყვარელ ადგილას მივემგზავრებოდი.ისე მინდოდა მამა მყოლოდა,რომ მამაჩემზე ცუდი წარმოდგენა არ შემქმნია,როცა გავიგე რაც ჩაიდინა,და თუმცა მეწყინა,მაინც მინდოდა მისი ნახვა და გაცნობა.რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ცუდი ადამიანი არ იყო.
სანამ კუპეს ავარჩევდი,ერთერთი კუპედან ვერცხლისფერთმიანი ბიჭი გამოვიდა,თანაც იმ დროს,როცა იქ გავიარე და ერთმანეთს შევეჯახეთ.შუბლი მეტკინა და ხელი მოვისვი,ბიჭს რომ შევხედე,ისიც ისვამდა შუბლზე ხელს.
-ბოდიში-ვუთხარი,როცა მივხვდი რომ არაფრის თქმას არ აპირებდა.
-არაუშავს-გაიღიმა და სახე სრულიად შეეცვალა-ჩემი ბრალიცაა.მე დრაკო მალფოი ვარ-ხელი გამომიწოდა და ჩამოვართვი-მე რებეკა ბლექი.
-სკოლაში შევხვდებით რებეკა-გამიღიმა დრაკომ და კუპეში შებრუნდა.
კუპეში რომელიც მე ავირჩია,ჩემს გარდა იყვნენ ერთი ქერათმიანი ბიჭი და ერთი წაბლისფერთმიანი,თავის წითურ კატასთან ერთად.
მე ქერათმიანთან დავჯექი.
ის სურათებიან წიგნს ათვალიერებდა.
-ეს რა წიგნია?-ვკითხე.
-მოგზაურობა ვამპირებთან ერთად.
-ეს ჩემს სიაში არ ეწერა.
-არც ჩემსაში,ისე ვიყიდე.
-მე რებეკა ბლექი ვარ.
-მე მეთიუ კინგი-ხელი ჩამომართვა-ეს კი ჩემი ძმაა,მეისონი.
-გამარჯობა მეისონ-გავუღიმე და რომ გამიღიმა,შევნიშნე,რომ სულ არ ჰგავდა თავის ძმას.
-რა ლამაზი კატაა,რა ჰქვია?-მკითხა მან.
-ჯერ არ მომიფიქრებია.შენსას?
-კლაუსი. შენსას იგრიტი ერქვას,გინდა?
-რატომაც არა,კარგი სახელია.
მაგრამ კლაუსს როგორც ჩანს არ მოეწონა იგრიტი.მეისონს ხელიდან დაუსხლტა და ჩემს კატას ეცა,მან კი ისკუპა და კარის ღრიჭოში გაძვრა.
-ცუდი კატა ხარ,ძალიან ცუდი!-გაუბრაზდა კლაუსს მეისონი და გამომყვა იგრიტის მოსაყვანად.
იგრიტი ერთ კუპეში ვიპოვეთ.საცოდავი ვირთხა კუთხეში ჰყავდა მიმწყვდეული.
-იგრიტ,მოდი აქ-კატა ვირთხას მოვაშორე. მისი წითური პატრონი კი ეგრევე მივარდა ვირთხას და უბეში ჩაისვა.
-შენ ჰარი ხარ არა? ჰარი პოტერი!-ჰკითხა მეისონმა მეორე გამხდარ,სათვალიან ბიჭს,რომელსაც შუბლზე ელვასავით ნაიარევი ჰქონდა.
-დიახ-უპასუხა ბიჭმა.
-მე მეისონ კინგი ვარ.შენ?-ახლა წითურს ჰკითხა.
-რონ უისლი.
-ეს რებეკა ბლექია-ანიშნა ჩემზე და ფანჯარაში გაიხედა-როგორც ჩანს მალე მივალთ,სჯობს ფორმები ჩაიცვათ.
-ვინ არის ჰარი პოტერი?-ვკითხე მეისონს მოგვიანებით.
-არ იცი?ეს ხომ ყველამ იცის.
-არა,არაფერი მსმენია მასზე.
-ჰარი პოტერი ერთადერთია,რომელმაც ჩვენ რომ ვიცით ის დაამარცხა.
-ჩვენ რომ ვიცით ის ვინღაა?
-ყველაზე ბოროტი და ძლიერი ჯადოქარი იყო.
-იყო?
-ჰო,ჰარი პოტერმა შეძლო მისი დამარცხება,თანაც მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო.
-გაუმართლა-გამეცინა უნებურად.
-ასე გგონია?-მკითხა მეისონმა-ჩვენ რომ ვიცით იმან,მისი მშობლები დახოცა.
-"ჩვენ რომ ვიცით"-ს სახელი არ აქვს?
-კი მაგრამ მის სახელს არავინ ახსენებს.
-რატომ?
-არ შეიძლება და იმიტომ.ეშინიათ.
-ეშინიათ?-ისევ გამეცინა-სახელის ხსენების?თანაც ის ხომ მოკვდა.
-არ მომკვდარა,მხოლოდ გაუჩინარდა და იმედი მაქვს სამუდამოდ.
მისი სახელია...ვოლდემორი-თქვა სწრაფად და თვალები დახუჭა.
-ვოლდემორი.-გავიმეორე და არანაირი შიში არ მიგრძვნია-ვოლდემორი.
-გაჩერდი გთხოვ-მთხოვა მან და ახლა გონებაში დავიწყე ამ სახელის გამეორება-ვოლდემორი.-და მაინც,ისევ ვერაფერი ვიგრძენი.
***
როდესაც მოსაღამოვდა,მატარებელი სწორედ მაშინ გაჩერდა,როცა მეგონა რომ ეს გზა აღარასდროს დასრულდებოდა.
მატარებლიდან რომ ჩავედით,იქ ძაალიან მაღალი და განიერი კაცი დაგვხვდა.ასევე დიდი თმა და წვერები ჰქონდა,მარტო მისი თვალები დავინახე.
-პირველკურსელებო აქეთ-გვიხმობდა ფანრის ქნევით-ტბისკენ წამოდით.
ტბაში ნავები იყო.ამ ნავებით უნდა მიგვეღწია ჰოგვორტსამდე.
თვითონ ჰოგვოტსი კი..გაცილებით დიდი,ლამაზი და დიდებული იყო,ვიდრე წარმომედგინა. ასეთი ციხესიმაგრე მხოლოდ ზღაპრებში არსებობდა და მთელი არსებით ბედნიერი ვიყავი,რომ მეც ზღაპარში მოვხვდი.
კიბეებთან მაღალი პროფესორი ქალი დაგვხვდა,სახელად მინერვა მაკგონაგელი.მან აგვიხსნა თუ რამდენი ფაკულტეტი ჰქონდა სკოლას,და როგორ ხდებოდა განაწილება.შემდეგ კი ყველას დიდი დარბაზისკენ წაგვიძღვა.
დარბაზი იყო ძალიან გრძელი და იდგა ასევე გრძელი,ოთხი მაგიდა,რომლის გარშემოც ისხდნენ სტუდენტები. მაგიდაზე თეფშები,ჭიქები და უამრავი კერძი ელაგა.
ჭერი კი,რომელიც ძალიან მაღალი იყო,ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და ისეთი შტაბეჭდილება იქმნებოდა,რომ თითქოს ღია ცის ქვეშ ვიყავით.
დარბაზის ბოლოს კიდევ ერთი მაგიდა იდგა,მასწავლებლებისთვის განკუთვნილი.
შუაში იჯდა მოხუცი,გრძელი თეთრი წვერებითა და თმით,ალბუს დამბლდორი. ის გიგანტიც იქ იჯდა და ის მხოლოდ ტყის მცველი იყო.
მაკგონაგელმა დამბლდორს სიტყვა გადასცა.იგი წამოდგა,სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცა და გაგვაფრთხილა რომ ტყეში შესვლა ყველა სტუდენტს ეკრძალება.
ამის შემდეგ კი მაკგონაგელმა წვეტიანი,ძველი ქუდი აიღო და ყველა ბავშვი სათითაოდ გამოიძახა. ის თითოეულ ბავშვს ქუდს ახურავდა და ქუდი ხმამაღლა იძახდა რომელი ბავშვი რომელ ფაკულტეტზე მოხვდებოდა.ნევილ ლონგბოტომი,ჰარი პოტერი,ჰერმიონ გრეინჯერი და რონ უისლი გრიფინდორში მოხვდნენ.დრაკო სლიზერინში.წამით მეც მომინდა სლიზერინში მოხვედრა,თუმცა დრაკოს რომ შევხედე,მისი სახე საერთოდ აღარ იყო ისეთი კეთილი,როგორიც მატარებელში.
ჩემი რიგიც დადგა.გული გამალებით მიცემდა.
-როგორც ვხედავ ვერ გადაგიწყვეტია რომელ ფაკულტეტზე გინდა მოხვედრა-მითხრა ქუდმა და გავიფიქრე-მე კი არა შენ უნდა გადაწყვიტო. მან ჩემი ფიქრებიც წაიკითხა და მითხრა-საკმაოდ რთული არჩევანია...გრიფინდორი?შენ ისევე ზედგამოჭრილი ხარ გრიფინდორისთვის,როგორც სლიზერინისთვის.
ქუდმა კიდევ ერთხანს იფიქრა და ბოლოს გამოაცხადა-სლიზერინი!
თან გამიხარდა და თან მეწყინა რომ იმ ფაკულტეტზე არ მოვხვდი,სადაც მამაჩემი სწავლობდა,მაგრამ მაინც,ასე თუ ისე კმაყოფილი ავდექი და სლიზერინის მაგიდას მივუჯექი.
ცოტახანში დასაძინელად გაგვისტუმრეს.სლიზერინის კოშკის შესასვლელთან ეკიდა მსუქანი ქალის პორტრეტი,რომლისთვისაც პაროლი უდნა გეთქვა და შეგიშვებდა.ყველა ფაკულტეტის კოშკის შესასვლელს ჰქონდა პაროლი.ჩვენი პაროლი კი იყო-ნიგვზიანი მაკრატელი.
იმ ღამით სიზმარი არ მინახავს.მე ხომ ისედაც სიზმარში ვიყავი,ლამაზ და ბედნიერ სიზმარში.
მეორე დღეს დედას წერილი მივწერე და სკოლის ბუს გავატანე.მოვუყევი თუ როგორი იყო აქაურობა.
ყველა გაკვეთილი საინტერესო იყო,ჰერბოლოგია,ტრანსფიგურაცია თუ შხამწამლები,ყველა ერთნაირად მაინტერესებდა,მხოლოდ ზოგი მასწავლებელი მაშინებდა-მაგალითად სევერუს სნეიპი და პატარა გობლინი,თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ უწყინარი ვინმე იყო,თავიდან მაინც კრთებოდი მის დანახვისას.
გამიხარდა ის რომ გრიფინდორს და სლიზერინს გაკვეთილები ერთად უტარდებოდა.
თუმცა სლიზერინელები გრიფინდორელებს ვერ იტანდნენ და პირიქით.თუმცა მე სულაც არ მძულდა გრიფინდორელები,პირიქით მომწონდა კიდეც ისინი.მაგალითად რონი,მისი ორი ძმა (ტყუპები),რომლებიც მუდამ მხიარულები იყვნენ და ჰარი.ჰერმიონი კი ყოველთვის ნერვებს მიშლიდა რატომღაც.
ჩემი საყვარელი საგანი კი,(თუ შეიძლება რომ საგნად ჩაითვალოს) იყო ქვიდიჩი.
მომწონდა როგორ დაფრინავდნენ ცოცხებით ჰაერში და ბურთის (ქუაფლის) ჩაგდებას სცდილობდნენ რგოლებში.ასევე ყავდათ სიკერი,რომელსაც სნიჩის დაჭერა ევალებოდა.
ცოცხით ფრენის პირველ გაკვეთილზე ნევილი შემთხვევით ჰაერში აფრინდა და ისე ჩამოვარდა,რომ ხელი მოიტეხა.მადამ ჰუჩმა ის ექიმამდე მიაცილა.მის არ ყოფნაში კი დრაკომ ნევილის წითელი,ჯადოსნური ბურთულა იპოვა და დამცინავად თქვა-შეხედეთ,ჩვენი მსუქანა გულმავიწყიც ყოფილაო.
-ახლავე მომეცი ბურთულა-უთხრა პოტერმა.
-მოდი და აიღე-უთხრა დრაკომ და მიუხედავად იმისა რომ ცოცხლით ფრენა აკრძალული გვქონდა,ის მაინც აფრინდა და მიწიდან 3იოდე მეტრის დაშორებით გაჩერდა.
პოტერი ცოცხზე დაჯდა და როცა აფრინდა,მეთმა რაღაც ჩაილაპარაკა და პოტერი მიწას არ იყო აცილებული ნორმალურად,რომ მიწაზე დაენარცხა.
-ჰაჰა,სულ ეს არის პოტერ? მეტი არაფერი შეგიძლია?-დასცინა მალფოიმ და ბურთულა შორს მოისროლა.
როდესაც მადამ ჰუჩი დაბრუნდა,ყველაფერი ისე დახვდა,როგორც მის წასვლამდე იყო და გაკვეთილი განაგრძო.



№1  offline წევრი Leeluu

Gaagrdzele momewona, ecade cota mxatvrulad agwero da tavebi mal-male dado. Warmatebebi :*

 


№2  offline წევრი Matt

Leeluu
Gaagrdzele momewona, ecade cota mxatvrulad agwero da tavebi mal-male dado. Warmatebebi :*

sakmaod mxatvruladaa agwerili meti ar schirdeba :3 madlob rchevistvis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent