შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და წვიმა..(5)


30-03-2015, 21:55
ავტორი American angel
ნანახია 3 114

-გაიღვიძე ნინა გაიღვიძე გაიღვიძე!!
ბალიშის ჩარტყმამ კინაღამ დამარეტიანა,ნერვებ მოშლილი წამოვხტი.
-გოგო დამაძინეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
ჩხუბის და წივილ-კივილის მერე ძლივს ამაგდო მარიმ,ისევ უაზროდ მოწყენილი დღე,მოღრუბლული..აი ისეთი ამინდი,განწყობას და ხასიათს რომ გაგიფუჭებს.
-აუ როგორ დავიღალე ასეთი ამინდებით,სიცოცხლე მოგბეზრდება რააა..
-გამოიდარებს ბებო,ცოტაც მოითმინე.
ფარდა გადავწიე და ხეების შრიალს ვუყურებდი,გოგო დავინახე,ჩქარა მოდიოდა და ყოველ წამს უმატებდა სისწრაფეს,ეტყობა ნამტირალევი იყო,სკვერში შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა,2 წუთში ბიჭიც გამოჩნდა,გოგოსთან მივიდა,რაღაცას ეხვეწებოდა,გოგო კი კიოდა.
ამ გოგოს კივილი გულში მწვდებოდა და ნერვებს მიშლიდა.
ფანჯარა მივხურე და წამოვწექი.
-ნინა რამეს არ შეჭამ?ძაან დასუსტდი.
-არა ბებო, არ მშია.
-წამო რა ნი გარეთ ვჭამოთ,თუ გინდა მოლში გავიდეთ, რაღაცეების ყიდვა მინდა.
-მარი შვილო რას ამბობ,ჩემ საჭმელს იწუნებ და გარეთ მირბიხართ საჭმელად?
-ოოო ნანი ბებო რას ამბობთ,თქვენი საჭმელი ჩემთვის პირველიააააა !!!
-ბე გავალთ ცოტა ხნით და მალე მოვალ.
ნანის შუბლზე ვაკოცე და ნახევარი საათის შემდეგ სახლიდან გავედით...
*************
გარეთ ძალიან ციოდა,მე და მარი მუსიკებს ვუსმენდით..ტაქსი ძლივს გავაჩერეთ..
ტაქსისტმა რადიო ჩართო.ყოველთვის მეგონა რადიოში მომუშავე ხალხს არაფერი ადარდებდათ,როგორი მხიარულები იყვნენ,ამ გოგოს ხმა ისეთი ბედნიერი ჩანდა:
-სიყვარულის დღეა,სიყვარულის დროა,თქვენთვის გავაჟღერებ...
და უცბად იწყება........
ქარი აშრიალებს ჭადრებს....
ეს სიმღერა?სად მოვისმინე?..
ნოსტალგია...
თითქოს ეს იყო..
მეხსიერება არ მღალატობს..
ოოო,ნამდვილად დეჟავუ მაქ!
ალბათ წინა ცხოვრებაში....
ღმერთოოოოოოოო!!!! მახსენდებააა....
ეს ის არის,ნიკუშასთან ერთად რომ ვუსმინე..
აი იმ კაფეში,იმ საღამოს..
და მეწყება ისტერიკა,ყელში ბურთი მეჩხირება,ვეღარ ვყლაპავ და სიმწრით დამალული ემოციები,ცრემლებად მომდის..
სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.
აღარ მთავრდება,ეს დალოცვილი უსასრულოდ გაგრძელდა..
მეც გული უფრო მტკივა..
შემიყვარდა?
ყველაფერი ერთმანეთში ამერია..
და უცბად...
იწყება წვიმა.
ვაფრენ!
ეს იყო საოცრება,ყველაფერი თითქოს დაემთხვა,ახლა ნიკუშას გამოჩენა მოჯოკრავდა,მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო..
ბედისწერის არსებობაში ეჭვი საერთოდ აღარ მეპარებოდა..
წვიმა ჩვენი იყო..
აქამდე მარტო ჩემი.
8 მარტის მერე კი მხოლოდ ჩემი და ნიკუშასი..
მე და ნიკუშა უკვე ჩვენ ვიყავით..
არ მაინტერესებდა რას ფიქრობდა ნიკუშა,ჩემთვის ”ჩვენ” ვიყავით...
-ნინა!ნინა!ნინა!
-გოგო რა იყო?
-მოვედით.
მუსიკა დამთავრებულიყო..
**************
იმ დღეს ბევრი ვიბოდიალეთ,მარიმ ძლივს აარჩია რაღაცეები,სახლში მისულს ეგრევე დამეძინა...
მერე ისევ უაზრობა,სკოლა...გამოცდებიც ახლოვდებოდა და ზედმეტი გართობისგან თავის შეკავება გადავწყვიტე..
მთლიანად მეცადინეობებზე გადავერთე...
მარი დღეში ერთხელ დათუნას ნახავდა და მერე ისიც ჩემთან ერთად სულ მეცადინეობდა..
ნიკუშა?
დაიკარგა..
აღარ გამოჩნდა.ვფიქრობდი ყველაფერზე..
თქვენთვის თქმა დამავიწყდა..ნიკუშა სულ სხვანაირი ყოფილა..
ყველა სულ სხვანაირად ახასიათებდა..
ჩემი კლასელი გოგოები რო ვიღაც ნიკუშაზე აბოდებდნენ,ეგ ”ჩემი” ნიკუშა აღმოჩნდა..
ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარსო,ამაყიაო,მაგარ სასტავშიაო და მოკლედ რაა...
მივხვდი ეს ამაყი ბიჭი როგორ გაბრაზდებოდა ჩემ უაზრო თავის დაფასებაზე..
არ უნდა მეთქვა ის რაც ვუთხარი,ალბათ გული ვატკინე..
მაგრამ ჩემ სინანულს რა აზრი ჰქონდა?ყველაფერი მე დავამთავრე..
და არც მქონდა იმედი ნიკუშას გამოჩენის...
**************
უაზრობით,უინტერესობით მაისიც დადგა.. გაზაფხულის ბოლო თვე..
ჩვენი გაზაფხულის...
გულის ტკივილი პიკს აღწევდა..
არვიცი როგორ გითხრათ..
სკოლიდან გამოსულმა ნიკუშა რომ დავინახე..თქვენ თვითონ,1 წამით მაინც წარმომიდგინეთ..
ვნახე და თითქოს ჩემი სული და გული აცეკვდა..
წინასწარ არაფერი გაგიხარდეთ..
საოცრების მოლოდინში უაზროდ ცივი ”გამარჯობა” მივიღე..
მიწა....მიწა გამსკდომოდა..!!
მერე იყო ტირილი,მოთქმა,მარის დამშვიდებები..
და მერე იყო მარტინი..
დავმეგობრდით მე და მარტინი..
მარი აფრენდა გალოთდებიო..
დილას მარისთან და ბებოსთან ერთად სამზარეულოში ჩაის დალევის მაგივრად..
აივანზე ფეხებ შემოწყობილი ვიჯექი და ლიმნიან მარტინს ვსვამდი,მერე სიგარეტს ვაყოლებდი და მივდიოდი...ხან სად,ხან სად...
******************
ბოლოს ჩემ თავს საბოლოოდ ვკარგავდი..
ნიკუშას დაკარგვა არ მეყო და ჩემ თავსაც ვეღარ ვაკონტროლებდი..
გამოცდებიდან დაწყებული ყველაფერზე ხელი ავიღე...
და ამ დროს! ხდება სასწაული..
არავინ დაიჯეროთ სასწაულები არ ხდებაო..
ხდება....მართლა!!!!
*****************
ჩემებოოო.....მიყვარხართ და მიხარია რომ კითხულობთ!!
სასწაულების გჯერათ?
მე ბევრი კომენტარი მინდა და მომდევნო თავში სასწაულებსაც დაიჯერებთ..
გკოცნით..
თქვენი ამერიკელი ანგელოზი.......:)



№1  offline წევრი mariam-mariam

simartle gitxra cita areuli tavi iko.. ver gavige normalurad ra xdeboda.. uketes velodi magarsh shemdegshi ufro uketes veli ❤️ warmatebebi da ho didi tavebi ta gtxov :*

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

იმედია დიდ თავს დადებ და ერთმანეთ შეარიგებ

 


№3  offline წევრი nineli

wassat მართლაც არეულიი იყოოო და ყველაფერთან ერთად საკმაოდ პატარაც რაც ძალიან არ მომწონსს :X დიდი თავები დადეეე გთხოოვ.. თვალისდახამხამებაში ვკითხულოობ :X

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent