შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო კარზე [3]


30-03-2015, 22:09
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 710

საღამოს ვახშამზე ჩასულს უკვე ბატონი დავითიც იქ დახვდა. მიესალმა და ისევ თამარის გვერდით მოკალათდა. კვლავ მშვიდად ივახშმეს და სასადილო ოთახი დატოვეს. ამჯერად ყველა მისაღებში შეიკრიბა. გაიანემ ბოდიში მოიხადა, ბატონ კონსტანტინეს წამალი აქვს დასალევიო და მის ოთახში ავიდა.

- როგორ შეეწყვე გაიანე აქაურობას? ხომ არავინ გაბრაზებს? _ ღიმილით ჰკითხა უფროსმა ბაგრატიონმა.
- რას ამბობთ, ვინ უნდა გამაბრაზოს.
- ყველა გაიცანი?
- თქვენი მოსახელე არ გამიცვნია მარტო.
- ეგ არაფერი, გაიცნობ _ ჩაიცინა. _ წადი ახლა, მოგეწყინება ჩემთან.
- ვიქნები რა ცოტა ხანს, იქ რაღაც უხერხულად ვარ _ მორცხვად ჩაილაპარაკა.
- იყავი ბაბუ, იყავი, აი მოწიე ის სავარძელი, დაჯექი და ვისაუბროთ ჩვენ. _ კმაყოფილი მზერით შეასრულა ბაბუს სიტყვები და ახლოს მიუჯდა. დიდხანს ისაუბრეს, მერე წიგნიც წაუკითხა, განიხილეს, საღამოს კიდევ ერთხელ დაალევინა წამალი, მშვიდი ძილი უსურვა და თავის ოთახს მიაშურა. შესული არ იყო, ორ წუთში უკან მიჰყვა უმცროსი თამარიც.
- გაიანე, მისმინე, ამ დღეებში არის მეგობრის დაბადების დღე, ხომ წამოხვალ?
- სად წამოვალ? _ გულწრფელად გაუკვირდა გაიანეს.
- ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე, ხომ გითხარი.
- როგორ წამოვალ თამარ, იქ არავის ვიცნობ, რა მინდა..
- გაიცნობ გაიანე რა პრობლემაა _ გაუცინა _ თან მაინც იმდენი ხალხი იქნება და მე როგორც საუკეთესო მეგობარს უფლება მაქვს მივიყვანო სხვაც.
- თამარ არ მიყვარს უცხო საზოგადოებაში ყოფნა, თან ასე დაუპატიჟებლად როგორ წამოვიდე.
- კარგი რა გაიანე, სახლში იხდის, პრობლემა არ იქნება გთხოოვ.
- აუ თამარ არ გამოვა რა კარგად, თან ბაბუას მიხედვა უნდა.
- ერთ საღამოს მიხედავენ.
- სირცხვილია გოგო _ გაეცინა.
- სახლში მე მოვაგვარებ რა გინდა.
- არ ვიცი...
- კარგი, მაგრამ ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ. წავედი ახლა სამეცადინო მაქვს, დაისვენე შენც _ გაუღიმა.

ვერაფრით დაიძინა გაბელიამ, თან ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო. თბილი ზედა შემოიცვა და ჩუმად ჩაიარა კიბეები. კარები უხმაუროდ გააღო და ეზოში გავიდა. შემოსვლისთანავე მოკრა თვალი ბაღში, ბილიკის ბოლოს არსებულ საქანელად და იქით წავიდა. მოკალათდა, ცოტათი გააქანა და თავი გადასწია. არა რა, გაზაფხული მაინც სხვაა ამ ზამთრის შემდეგ, რაც არ უნდა სუსხიანი იყოს საღამო, მაინც გრძნობ სითბოს.. ცოტა ხანი დაჰყო იქ, გარემოც შეისწავლა, იფიქრა კიდეც, რადგან გვიანი არ იყო სახლშიც დარეკა, დედას ელაპარაკა. მერე საღამოს სუსხმა მაინც თავისი გაიტანა და გაიანეც ოთახში ავიდა. ერთ-ერთ ცუდი თვისება რაც აქვს, ან შეიძლება არცაა ცუდი, მაგრამ უბრალოდ აქვს.. უცხო სახლში, სხვა ლოგინში დაძინება უჭირს.. ერთადერთი სადაც თავისი ლოგინიდან შორს ადვილად იძინებს, სოფელია.. თუმცა ალბათ ისიც მისეულია და იმიტომ.. ბევრი იწრიალა, გაიარ-გამოიარა, ისევ დაწვა, მაინც ვერ დაიძინა. მერე სახლიდან წამოღებულ წიგნს მოჰკიდა ხელი, რამდენიმე ფურცელი წაიკითხა, მაგრამ მიხვდა კითხვის ხასიათზე არ იყო და ისევ უკან დააბრუნა.. ახლაც ლოგინში წევს და ვერ იძინებს, საათს დაჰხედა, პირველი სრულდებოდა. წყალი უნდა, ხალათი მოიცვა და ჩუმად დაუყვა კიბეებს. სამზარეულოში შევიდა, სინათლე არ აუნთია ისე მიუახლოვდა ონკანს და მოუშვა. ჭიქა აავსო, შემობრუნდა და..

- ააა... _ ჭიქა იატაკზე იყო ნამსხვრევებად ქცეული, წყალი დაღვრილი, გაიანე შეშინებული და მის წინ მდგომი უცნობი გაოცებული. _ ვინ ხარ? ქურდი ხარ? ახლავე ვიკივლებ _ პანიკაში იყო გაბელია.
- შენ ვინ ხარ? მე ამ სახლის მაცხოვრებელი ვარ, კონსტანტინე ბაგრატიონი.
- ვაიმე, ბატონი კონსტანტინეს შვილიშვილი.. ვაიმე, როგორ შემეშინდა... ვაიმე, ჭიქა გავტეხე, ღმერთო მიშველე _ ნერვიულად, შეუსვენებლად ლაპარაკობდა როცა უეცრად შუქი აინთო და ქალბატონი ელენე გამოჩნდა.
- რა ხდება აქ?
- ქალბატონო ელენე, მაპატიეთ, არ მინდოდა.. ვაიმე რა მოუხერხებელი ვარ..
- რა მოხდა?
- ჭიქა გამიტყდა, მაპატიეთ.
- რომელი?
- არ ვიცი, აი აქ კარადიდან გამოვიღე და..
- ჭიქა კარადიდან რატომ გამოიღე? აქვე იდო სხვები, იცი მაინც რა ძვირფასი იყო? _ ბრაზობდა ელენე.
- მაპატიეთ, მართლა არ მინდოდა, ბოდიში.
- რა ხდება? _ შემოვიდა ბებიაც.
- რა ხდება და ექიმმა ჩვენი კოლექციიდან ჭიქა გატეხა..
- მაპატიეთ, მართლა არ მინდოდა, ბოდიში..
- ელენე კარგი რა, არაუშავს შვილო _ გაუღიმა თითქმის ატირებულ გაიანეს _ ასეთი კიდევ რამდენიმე მოიძებნება ელენე კოლექციაში, შემთხვევით გაუტყდა.
- მე შევაშინე, ჩემი ბრალია დედა, არ უნდა ამდენი პანიკები _ როგორც იქნა ამოიღო ხმა კონსტანტინემ. ეს ერთი წინადადება თქვა და სამზარეულო დატოვა.
- წადი შვილო, დაიძინე _ გაუღიმა თამარმა _ ნინი მიხედავს აქაურობას. ელენე შენც წადი, დაიძინე, არაფერი მომხდარა.
- ბოდიში, ძილინების _ სინანულით ჩაილაპარაკა და კიბეებს აუყვა. ძილი ისევ არ მიეკარა, მაგრამ ოთახიდან რაღა გაიყვანდა.. საბოლოდ მაინც ჩაეძინა..

დილისთვის მაღვიძარა დააყენა წინასწარ, რვა საათზე გაიღვიძა. ნელა მოემზადა და ცხრა საათისთვის სასადილო ოთახში იყო. ყველა მაგიდასთან იყო, სადაც გუშინ მიუჩინეს ადგილი იქ უმცროსი კონსტანტინე იჯდა. „ახლა მე სად წავიდე?“ _ გაიფიქრა თავისთვის და დაბალი ტონით მიესალმა.

- დილამშვიდობის.
- გამარჯობა გაიანე _ თბილი ხმით მიესალმა უფროსი თამარი _ მოდი, ჩემს გვერდით დაჯექი.

ამ შემთხვევაში, თამარის გვერდით ნიშნავდა ავტომატურად კონსტანტინეს გვერდით. ფრთხილად გამოსწია სკამი და დაჯდა.

- ყავა დაგისხათ თუ ჩაი გაიანე? _ მასთან მივიდა ნინი.
- ყავა თუ შეიძლება _ დაუსხა. _ მადლობა.
- როგორ გეძინა შეშინებულ გულზე? _ კაცის ჩურჩული მისწვდა მის ყურს. ცოტათი შეცბუნებული მიტრიალდა.
- კარგად, მადლობა _ გაუბედავად მიუგო და თავის ფინჯანს გაუშტერა თვალი.
- ეგეც არ გაგიტყდეს _ ისევ გაიგონა ჩურჩული.
- ვეცდები _ ჩაიბურტყუნა და ყავა მოსვა.

საუზმის დასრულებისთანავე ბაბუსთან ავიდა ოთახში. თითქოს აკომპლექსებდა დანარჩენებთან ყოფნა, ამას უმცროსი კონსტანტინე დაემატა თავისი „ჩურჩულებით“. კარებზე დააკაკუნა და ღიმილით შეიხედა.

- დილამშვიდობის მეფეო, შეიძლება? _ მოხუცს გაეცინა.
- მოდი, შვილო.
- წამლის დალევის დროა _ წამალი დაალევინა და ჩამოუჯდა. ოთახში უმცროსი კონსტანტინე შევიდა, დაუკაკუნებლად.
- დილამშვიდობის ბაბუა, როგორ ხარ? _ ღიმილით მიესალმა კაცს _ ექიმიც აქ ყოფილა.
- ექიმს გაიანე ჰქვია კონსტანტინე, მე უკეთ ვარ.
- უკაცრავად ქალბატონო გაიანე _ გაუღიმა ბაბუას. _ წავედი მე სამსახურში, საღამოს შემოგივლი კიდევ.
- ნახვამდის, ჭკუით _ დაემშვიდობია ბაბუა.
- ნახვამდის _ გაიანესაც გადახედა.
- ნახვამდის _ ჩუმად ჩაილაპარაკა გაიანემაც.

შუადღემდე ასე თუ ისე მოწყენილი იყო, არც თამარი ყოფილა სახლში. ბოლოს ისევ სამზარეულოში ჩავიდა და ნინისა და ლელასთან ერთად გაატარა დრო. სადილის შემდეგ ისევ ბაბუსთან ავიდა ოთახში, სავარძელში ჩამოჯდა, გაზეთები წაუკითხა. ცოტა ხანში ხმაურით შევარდა თამარი.

- ბაბუუ როგორ ხარ? _ ჩაეხუტა მოხუცს. _ გაიანე შენ როგორ ხარ? _ ახლა გაიანე გადაკოცნა.
- კარგად _ ღიმილით მიუგო კაცმა _ შენ როგორ ხარ ბაბუ?
- მეც კარგად. აუ ბაბუ რაღაც უნდა გითხრა და შენ უნდა დამეხმარო.
- გისმენ ბაბუ.
- მოკლედ გაიანე მჭირდება ერთ საღამო, მაგრამ თვითონ უარს ამბობს მარტო ვერ დავტოვებო.
- თამარ _ თვალები დააბრიალა გაბელიამ.
- მაცადე გაიანე, ბაბუ ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და მინდა რომ გაიანეც წავიყვანო, მაგრამ არ მომყვება, უთხარი რომ შეუძლია წამოვიდეს რა.
- შეგიძლია წახვიდე გაიანე, თან თუ თამარი რამეს დაიჩემებს ვეღარ გადაათქმევინებ, მაგრამ ასეთი გოგოები მარტო გაგიშვათ ბაბუ? _ გაუცინა.
- მარტო არა ბაბუ, კონსტანტინეც მოდის.
- ჰო და წადით გაიანე, გაიცნობ თან თამარის მეგობრებსაც, აუცილებლად უნდა წახვიდე.
- მაგრამ..
- არავითარი მაგრამ, ქალებს მე ვეტყვი _ ჩაიცინა.
- არ ვიცი, ჯერ არ გთანხმდებით.
- კარგი, კარგი _ გაუცინა თამარმა.
- გავალ მე, თუ რამე დაგჭირდეთ დამიძახეთ.
- გადით ბაბუ, გადით.

ოთახიდან გასულები არ იყვნენ ისევ რომ წამოიწყო თამარმა საუბარი.
- დღეს სტუმარი გვეყოლება _ უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
- ვინ?
- ჩემი ძვირფასი სარძლო.
- საცოლე ჰყავს შენს ძმას?
- კი, ქალბატონი ქეთევანი.
- მერე?
- არაფერი, არ მომწონს და ვერც ვამბობ, მაშინვე კაცის მკვლელი თვალებით მიყურებენ.
- რას ერჩი, თუ შენ ძმას უყვარს, უნდა გაჩუმდე.
- ეგეც არ ვიცი, უყვარს თუ არა, რაღაცნაირია და არ მომწონს, ზემოდან მიყურებს, მერე რა რომ მაგისნაირი პარამეტრები არ მაქვს.
- კარგი ჰო, მაგრამ ეგენი ძმასთან არ თქვა, ეწყინება.
- ნახავ შენ თვითონ.
- ვნახავ, ვნახავ _ გაუცინა.
- ნახევარ საათში მოვლენ და ჩამოირბინე შეათვალიერე.
- თამარ კარგი რა _ გაეცინა.
- უი შენთვის უნდა მეკითხა წუხელ რა მოხდა.
- არაფერი, დაბდური ვარ და ჭიქა გავტეხე _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- დედა ბრდღვინავდა ხომ? _ გაეცინა _ ნუ მიაქცევ ყურადღებას.
- შემეშინდა და იმიტომ გამიტყდა _ თითქოს თავი გასასამართლებლად ჩაილაპარაკა.
- რამ შეგაშინა?
- ვინ _ გაეცინა.
- ვინ?
- შენმა ძმამ, ქურდი მეგონა _ ჩაიფხუკუნეს.
- ვაიმე რა სასაცილო ხარ, წავედი ახლა მე სამეცადინო მაქვს.
- მიდი, მიდი, მე ბიბლიოთეკაში შევალ ცოტა ხნით _ კიბეებს ჩაუყვა და ბიბლიოთეკის დიდი კარები გამოაღო.

ჯერ უბრალოდ ყურება აბედნიერებდა ამდენი წიგნების, ნელა დაუარა კედლებს, ათვალიერებდა ავტორებს, ნაწარმოებებს. „შაგრენის ტყავი“ შეარჩია, იქვე სავარძელში ჩაეშვა და წიგნი გადაშალა. რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს, მაინც ინტერესი აქვს ამ წიგნის მიმართ. ბავშვობიდან ასეა, წიგნის ერთხელ წაკითხვა არასდროს ჰყოფნიდა, თუ მოეწონებოდა კითხულობდა მეორედ.. მესამედ.. ტელეფონის ზარმა ამცნო რომ ბაბუასთვის წამლის დალევის დრო იყო. წიგნი უკან დააბრუნა ბიბლიოთეკიდან გავიდა. ბატონ კონსტანტინეს წამალი დაალევინა და როცა ისევ პირველ სართულზე ჩამობრუნდა, სტუმარი უკვე მისაღებში დახვდა. მხოლოდ წყვილი და უმცროსი თამარი იყო.

- გაიანე მოდი _ დაუძახა თამარმა.
- გამარჯობა _ მიესალმა გაიანე სტუმარს.
- გამარჯობა _ გოგონამ გაუღიმა. _ უკაცრავად შეგიძლიათ წყალი მომიტანოთ? _ გაბელიას გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მშვიდად გავიდა სამზარეულოში და წყალი მიუტანა.
- ინებეთ _ მაგიდაზე დადგა.
- ახალი მსახური ხარ?
- მსახური არ ვარ.
- აბა მოსამსახურე?
- არა, ბატონი კონსტანტინეს ექიმი ვარ.
- აჰ, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ მსახური ხარ _ გაიანემ მშვიდად გაუღიმა, მაგიდაზე დადგმული ჭიქა აიღო, წყალი თვითონ დალია და ისევ მაგიდაზე დადგა.
- მე მსახური არ ვარ, წყალი თუ გნებავთ სამზარეულოშია და მიირთვით _ კმაყოფილმა გაუღიმა და კიბეებისკენ წავიდა. კონსტანტინეს ხმა არ ამოუღია, ღიმილით გააყოლა თვალი. თამარი კი უკან გაჰყვა.
- კინაღამ თმებში ვწვდი _ გაცხარებული იყო.
- ნუ ღელავ თამარ, არ ღირს _ გაუცინა.

პირველ სართულზე ქეთევანი კაპასობდა.
- ვინ ჰგონია თავი ამ მსახურს?
- ქეთევან ხომ გითხრა, მსახური არ არის, შენ არ გაიგე და ასე აგიხსნა _ მშვიდი იყო ბაგრატიონი.
- და შენც ასე მშვიდად მიიღე ხომ?
- ქეთევან შეურაცხყოფა არ მოუყენებია და რა უნდა მეთქვა?
- უნდა დაგეცავი.
- კარგი რა _ მობეზრებულად ჩაილაპარაკა, კიდევ კარგი ქალბატონი ელენე მოვიდა და ყურადღებაც მას მიაპყრო. ქეთევანმა სადედამთილოსაც უამბო ექიმის „თავხედური“ საქციელის შესახებ, ელენემ დაველაპარაკებიო.

გაბელია ოთახში იყო შეკეტილი, ლოგინზე წამოგორებული და სულ არ აწუხებდა კვირკველიას არსებობა. მშვიდად დაეხუჭა თვალები და ფიქრობდა. უკვე ერთი სული აქვს ეს სამი თვე გავიდეს, რატომღაც უხერხულად გრძნობს თავს ამ ოჯახში. ალბათ დროთა განმავლობაში შეეჩვევა კიდეც. კინაღამ სირცხვილით მოკვდა ის ჭიქა რომ გაუტყდა, თან ქალბატონიც ისე გაბრაზდა, კიდევ კარგი უფროსმა თამარმა მაინც დაიცვა. კონსტანტინემ არც კი იკადრა წესიერად აეხსნა დედასთვის. თვითონაც კარგი დაბნეულია, სახლშიც თითქმის ყველაფერი დაამტვრია, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა, ამხელა გოგოა და მაინც სულ შემთხვევით უფუჭდება რაღაცები. ვახშმის დრო რომ მოვიდა, უმცროსმა თამარმა შეიჭყიტა და დაუძახა, მერე ერთად წავიდნენ კიბეებისკენ.

- კიდევ კარგი ვახშმად მაინც არ რჩება _ გაუცინა თამარმა.
- დარჩენილიყო კიდევ რა უჭირს _ მიუბრუნდა უკან და უპს.. არა რა, თავიდან ბოლომდე შარია ეს გოგო, დაუცდა ფეხი კიბეზე... ხომ აფრთხილებდა დედა, როცა დადიხარ წინ იყურეო.. მაგრამ რად გინდა, ვინ ითვალისწინებს.. ჰოდა ასე ბედნიერეად ჩაწმინდა რამდენიმე კიბე, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, კიბის ბოლოში მდგარი სამფეხა მაგიდასაც გამოსდო ხელი, ისიც წააქცია, მასზე არსებული ვაზაც წკრიალით გაგორდა იატაკზე და ბოლოს, ფაცხა-ფუცხით ფეხზე წამომხტარი მთელი ძალით შეასკდა კიბეებისკენ მისკენ მიმავალ კონსტანტინეს. დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.

- ვაიმე ვაზა _ შეშინებული წავიდა ვაზისაკენ და როგორც კი ნახა რომ მთელი იყო, შვებით ამოისუნთქა. _ კიდევ კარგი არ გატყდა. _ თამარი უკვე სულს ვეღარ ითქვამდა სიცილით, კონსტანტინე გაბრაზებული შესცქეროდა.
- ცოტა წინაც რომ იყურო კარგი იქნება _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა.
- ბოდიში _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- ბოდიში, ბოდიში, რაც მოხვედი მას მერე ბოდიშებს იხდი, რა დაბნეული ვინმე ხარ.
- ბოდიში.
- კიდევ.
- რა ხმაურია? _ მაშინვე გამოიხედა ქალბატონმა ელენემ. _ ახლა რა გატეხე? _ ქალი უკვე ცოფებს ყრიდა.
- არაფერი გამიტეხავს, გეფიცებით _ შეშინებული ლაპარაკობდა.
- გოგონა, ცოტა დაკვირვება არ გაწყენდა.
- კარგი რა დე, ისედაც შეშინებულია _ მაშინვე დაიცვა თამარმა.
- შენ ნუ ერევი, შენზე სხვა საყვედურიც შემომივიდა, გაითვალისწინე გაიანე, ოჯახის ყველა წევრს პატივი უნდა სცე.
- მე ყველას პატივს ვცემ ქალბატონო _ უკვე გამართულმა უპასუხა.
- სარძლოს არ ექცევი კარგად როგორც ჩანს.
- არაფერი გამიკეთებია ქალბატონო ელენე. ავუხსენი რომ მსახური არ ვარ, სიტყვით რომ ვერ გაიგო, მოქმედებით გავაგებინე, უპატივცემულო არაფერი გამიკეთებია.
- კარგი, ვივახშმოთ ახლა და ეცადე სხვა დროს ფრთხილად იყო.
- დიახ _ ჩუმად დაეთანხმა და ბაგრატიონებს მიჰყვა სასადილო ოთახისკენ.

__________________
ესეც მესამე თავი შოკოლადებო.. ვაიმეე, თქვენ ვინ ხართ რა.. უნარებიდან გადაღლილი რომ მოდიხარ, თვალებს რომ ძლივს ახელ, შემოდიხარ საიტზე და ამდენი თბილი სიტყვა გხვდება, არ ვიცი რა გითხრათ, დადებითი ემოციებით ვივსები... გული ბედნიერებისგან "ტოკავს" (სიცილი)... მაბედნიერებთ... იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავიც... ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას..

პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის..

პ.ს. მადლობა რომ ასეთი კარგები და თბილები ხართ... უყვარხართ თქვენს მარრიამს ძალიან, ძალიან, ძალიან... (როგორ გავრითმე?? სიცილი, სიცილი, სიცილი...)



№1  offline ადმინი ano23

ეს გოგო მგავს მე რაღაცით :D ზოგადად ისტორია ძალიან მომწონს და ველი მეოთხე თავს გოგონი :-*

 


№2  offline წევრი vighaca

Dzalian magaria ❤

 


№3  offline წევრი Mkitxveli

და მეც რომ უნარებიდან მოვდივარ და საიტზე ეს.მხვდება? ))
მე რა დღეში ვარ?! :დ♥

 


№4  offline წევრი salo..))

vefxistyaosnis shemdeg es axali tavi sruli netarebaaa :D <3
dzaan katgiaa daaa velii shemdeeg taavs ^_^ <3

 


№5 სტუმარი tikacho

ვაიმე ცუდად ვარ ძაან მაგარია ყოჩაღრ ბრავოო ❤❤მალეე დადეე მალეე ვეღარ ვითმენნ ❤

 


№6  offline მოდერი ლილიანა

აი ვიმხიარულე და ბევრიც ვიცინე :))))))))))))))))))))))))))))))))
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი Mia

წინა ისტორიში ვთქვი არ დამაინტერესა მეთქი მარა ეხლა ისე მაინტერეესებ ნწ ნწ ნწ :D არ ვიცი ალბათ მსგავსი სიტყვები წაკითხული გაქ და არ დავარღვევ ამ "ტრადიციას" და მეც გეეტყვი რო ზან მაგარი გოგო ხარ არ გინდა წიგნი რო დაწერო ? :D love ეს გაიანე კიდე რა დაბდურაა რა wink ახალ თავს ველიიი love love
---------------
სულის გავლით გულამდე!

 


№8  offline წევრი EiLuL♥

აუ რა დაბდურააა :დ ასეთ ოჯახში რო გამომკეტო ორი დღე ვერ გავძლბ :დ წარმატებები საწყალ გაიანეს :დ აღარ ვიცი რა გითხრა... ❤❤ ჩემი "როშენი" ხარრრ :დდ ❤)))
--------------------
elene

 


№9 სტუმარი tralalalala

ხოდა ჩვენ რო გახარებთ მომდევნი თავის მალე დადეებით შენც გაგვახარე love მუცელი ამტკივდა რა თავი იყო ეს ? feel მართლა მაგარი ხარ რა wink

 


№10  offline მოდერი მარრიამი

საოცრება ხალხი ხართ ^_^ კომენტარების წაკითხვა და არაჩვეულებრივ განწყობაზე დადგომა ერთია <3 ^_^

Mia
წინა ისტორიში ვთქვი არ დამაინტერესა მეთქი მარა ეხლა ისე მაინტერეესებ ნწ ნწ ნწ :D არ ვიცი ალბათ მსგავსი სიტყვები წაკითხული გაქ და არ დავარღვევ ამ "ტრადიციას" და მეც გეეტყვი რო ზან მაგარი გოგო ხარ არ გინდა წიგნი რო დაწერო ? :D love ეს გაიანე კიდე რა დაბდურაა რა wink ახალ თავს ველიიი love love
---------------
სულის გავლით გულამდე!

ძალიან მიხარია <3 არა წიგნის დაწერა არ მინდა :D ასე კარგადაც არ ვწერ :D
tralalalala
ხოდა ჩვენ რო გახარებთ მომდევნი თავის მალე დადეებით შენც გაგვახარე love მუცელი ამტკივდა რა თავი იყო ეს ? feel მართლა მაგარი ხარ რა wink

გაგახარებთ :D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent