შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 4)


31-03-2015, 00:01
ნანახია 3 519

იმ საღამოს სახლთან გვირილები დამხვდა პირველად, საჩუქარი დემეტრეს მივაწერე. ესე სადარბაზოსთან ძალიან ხშირად მიტოვებდა ყვავილებს.
სარწეველა სკამში ჩავჯექი და ვერც კი მივხვდი, როგორ ჩამთვლიმა. შუაღამე იყო ტელეფონმა, რომ დამირეკა.
-მოგეწონა გვირილები ? -კატეგორიული ხმა თბილ ტონალობაში გადასულიყო.
-ვერ გიცანით?- ყველაზე ცუდი მატყუარა ვიყავი იმ მომენტში სუნთქვაზეც კი ვიცანი ერისთავი.
-ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. კატო მე 3 კვირით უკრაინაში ვბრუნდები და როცა ჩამოვალ მაშინ ვიდსაუბროთ, დროებით.
გათიშა და დამიტოვა ათასობით ფიქრი.ჩემი სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერიც კი გაეგო, გულში ნიაზე ვბრაზობდი და კიდევ უფრო მაღიზიანებდა ეს თემა. ძალიან მინდოდა ყველაფერი დავიწყებას მისცემოდა, ის კი ყოველდღიურად მიახლებდა ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარას. მთელი ღამე გავათენე და დილით ძლივს წავედი უნივერსიტეტში.
მეორე დღეს მთელი უნივერსიტეტი განიხილავდა ჩემი და სანდროს ურთიერთობას, რას არ ამბობდნენ ფანტაზიას გასაქნი მისცეს, ფრთები შეასხეს და საოცარი ისტორიები შეთხზეს. მეშინოდა დემეტრეს არ გაეგო, მის ფეთქებად ხასიათზე მეტად, მისი დაკარგვის შემეშინდა. თანაკურსელების განხილვის ობიექტად ქცეულს, ყველა მოქმედება უნდა ამეწონ-დამეწონა,კიდევ ერთი შეცდომა და ალბათ ჯოჯოხეთი გარანტირებული მექნებოდა.აუდიტორიაში შევედი და ლექციის მოლოდინში სურათებს ვნახულობდი. ჩემი ჯგუფელი ტასო ისე მომადგა ვერც კი გავიგე.
-კატუს დამალვას აზრი აღარ აქვს ყველამ ვიცით რომ შენ და სანდრო ერთად ხართ...-ცინიზმი აგიზგიზებულიყო მის თვალებში.
უემოციოდ გავატარე და ყურსასმენები გავიკეთე,მუსიკა მამშვიდებდა კლეპტონის "autumn leaves " ვუსმენდი და უნივერსეტიდან კილომეტრებით შორს ვიყავი.
ჭორაობდნენ, განიხილავდნენ და არც კი ფიქრობდნენ ისე მაკრავდნენ ჯვარზე, სიყვარულის ისტორიასთან ჩვენ ორს არაფერი გვქონდა საერთოდ, მისდამი ზიზღს ვგრძნობდი. ვუყურებდი მათ მსაჯულივით მოუშორებელ მზერას და მახსენდებოდა ჩემი შეცდომა. რამდენიმე დღეში ახალი თემა გახდა სჯა-ბაასის საგანი, ჩემი უხასიათობა რომელიც ჩვეულებრივ შეყვარებულ ადამიანს არ ახასიათებს და არცერთი ფოტო სოციალურ ქსელზე. უნივერსიტეტში წასვლა ყოველდღე უფრო და უფრო აღარ მინდებოდა, ლალიკოს ეგონა დემეტრეს ვეჩხუბე და სწორედ ამიტომ ვმოძრაობდი არაფრისმთქმელი თვალებით. მაშინ ყველაზე მეტად მეტკინა, რადგან დედაჩემს ვერ ვუყვებოდი ჩემს პრობლემებზე, მრცხვენოდა საკუთარი თავის. ჩემს წარმოსახვაში პირველი კოცნაც და ღამეც მას ეკუთვნოდა ვინც მეყვარებოდა, რეალობამ წარმოსახვას დიდი წითელი ხაზი გადაუსვა.
სამი კვირის შემდეგ ჩამოვიდა სანდრო და იმ საღამოს უნდა მენახა, რომ ცუდად გავხდი. გონება დავკარგე.
-ჩქარა თამარ ერეკლეს დაურეკე!-ყვიროდა მამიდაჩემი, დედა მამას ურეკავდა მე კიდევ მდივანზე ვიყავი მისვენებული და ნიშადურს ვყნოსავსი.
მამა, როცა მოვიდა უკვე უკეთ ვიყავი. თეიმურაზ ანდრონიკაშვილო პირველად ვნახე ასე შიშისგან დაპატარავებული.
მალევე მოვიდა ერეკლე ექიმმი და მალევე დაიწყო არაოფიციალურად მესამე მსოფლიო ომი ჩემსა და მშობლებს შორის.
ჩემს ზურგჩანთაში წიგნები, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავყარე და ნიასთან წავედი. სახლში ისეთი ამბავი იყო, რომ წასვლა ვამჯობინე.შემოდგომის ცივი ქარი ყვითელ ფოთლებს ჰაერში ბალერინასავით ატრიალებდა, მესიამოვნა სიცივე ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და აღმართს ავუყევი.ქუჩაშიუიკვე საკმაოდ ბნელოდა, ჩემი ცრემლების მამხილებელი მხოლოდ ღამე იქნებოდა. ჯიბეებიდან ხელები ამოვიღე და ჩემს ჯერწამოუზრდელ მუცელს ხელი დავუსვი.
-მაპატიე პატარა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ოჯახზე, შვილებზე, მოსიყვარულე ქმარზე, ყველაფერი პირიქით ხდებოდა, რეალობამ დიდი წითელი ხაზი გადაუსვა ჩემს წარმოსახვას შვილს იმ კაცისგან ველოდი რომელიც საერთოდ არ მიყვარდა. ოჯახმა ზურგი მაქცია, დემეტრესგანაც იგივეს მოველოდი, გამრიყეს. თვითმკვლელობაზე არც ვფიქრობდი, ჩემი ეგოც და ალტერ ეგოც ქმედების ამ სახეს დიდ სისუსტედ თვლიდა, რადგანა ადამიანი ვინც სუიცის მიმართავს გაურბის განსაცდელს, გაურბის ცხოვრების ურთულესს გამოცდებს. ჩემი თავის მიკვირდა, რადგან საოცარ სიძლიერეს ვპოულობდი , მყარად ვიდექი მიწაზე და არ მეშინოდა, გამომეცლებოდა თუ არა ფეხქვეშ მიწა. გზა ფიქრებმა დამიგრძელა, ზარის ღილაკს დავაწექი და ღია კარში ნიას გაოცებულ სახეს წავაწყდი.
-როგორ მოხდა ლალიკომ ამ დროს რომ სახლიდან გამოგიშვა?
-წამოვედი
-ცუდი ხუმრობაა კატო
-ორსულად ვარ.
მეგონა ნია მისაყვედურებდა ან არ დაიჯერებდა, თუმცა ბედნიერმა სახემ, რომელიც რეალურად გვაქვს ახალის სიცოცხლის მოლოდინში კიდევ უფრო დიდი მხნეობა შემძინა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნია ჩემს გვერდით იყო, ეს იმას ნიშნავდა რომ გვერდით ნამდვილი მეგობარი მყავდა. სამზარეულოში გავედით, ჩაის მზადება დავიწყეთ.
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, მაგრამ პატარა ეს იმდენად დიდი ბედნიერებაა.
-იცი ერეკლე ექიმმა, რომ მითხრა ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე.
-კატუს რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი დარჩი, დათა თითქმის სულ ბაზაზეა.
-მადლობა ნია. იცი საერთოდ არაფრის მეშინია, მშობლებმა ზურგი მაქციეს, ცხოვრება ისეთი სისწრაფით იცვლება მე გააზრებასაც ვერ ვასწრებ, მაგრამ ამ პრობლემების არ მეშინია.
-ქალი სუსტია კატუს, როცა დედა გახდება მაშინ ხდება ის ყველაზე ყველაფერზე ძლიერი.
-იმდენი ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ერთ თვეში, რომ ამ ამბავმა ყველა ცუდი გადაფარა.
-მე დაგეხმარები, ხვალვე წავიდეთ ექიმთან მითუმეტესს თუ ჰემოგლობინი გაქვს დაბალი.
დათას დაურეკა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა და ჩემი საყვარელი კერძები დაუკვეთა. მე კიდევ სავარძელში ჩავეშვი და ვეცადე ყველაფერი დამელაგებინა.
საოცარი შეგრძნებაა, როცა შენში ახალი სიცოცხლე იღებს დასაბამს. როცა ადამიანებს ცხოვრებაში განსაცდელი სჩაბნით მხოლოდ იმედია მათი ნუგეში, ჩემ ყველაზე დიდ ნუგეშად იქცა ჩემი ჯერდაუბადებელი შვილი.i.
-ჟრუანტელი მივლის, როცა მუცელს ვეფერები მიუხედადვ ყველაფრისა მაინც ბედნიერი ვარ.
-სანდროს ეტყვი ? -რათქმაუნდა მე არანაირი უფლება არ მაქვს მას დავუმალო მისი შვილის არსებობის შესახებ, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას ეგ უკვე მისი საქმეა.
-როგორ გეტყობა რომ სანდროს არ იცნობ.
-საკმარისად გავიცანი.
ცხოვრება მოულოდნელობებით უფრო გვამარაგებს, ვიდრე მოსალოდნელი მომენტებით. დათამ გემრიელ საჭმელებს სანდროც მოაყოლა. პროდუქტებით სავსე პარკები ბარზე შემოაწყოდა ოთახი ნიასთან ერთად დატოვა. მოულოდნელობით დაბნეული სახეები გვქონდა, მე და ჩემი ცხოვრების რაკურსის შემცველს, ვუყურებდი მას და არ შემეძლო ბრაზი გამომეხატა. ამ წუთებში გამდებაობას და სითამამეს ვეძებდი რომ ყველაფერი ამეღიარებინა.

რა იტყვით მაინტერესებს თქვენი აზრი )) ბოდიში რომ ვერ გიწერთ კომენატრებს რაღაც წესრიგში არ არის ))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent