შესვლა
რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი


თითქოს სურნელია შენი ნაზი თმების (თავი 2)

11-03-2014, 23:50
ავტორი Annie.G
ნანახია 817

თითქოს სურნელია შენი ნაზი თმების (თავი 2)

მარიამს გრძელი,შავი კაბის ბოლო ხელში დაეჭირა,მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს კი ქუსლები წატეხვოდათ. რამხელა შეურაცხყოფა იქნებოდა ბატონი რამაზ ჩოგოვაძისათვის თავისი შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვა.. ის ხომ დიდი ჰოლდინგის მეპატრონე გახლდათ,ქალბატონი ეკატერინესათვის? ალბათ,სახეზე ხელებს აიფარებდა და ტირილს დაიწყებდა. მარიამი მათი ერთადერთი შვილი იყო,არაფერს უშლიდნენ,მაგრამ მასზე ვერ იტყოდით,რომ ამაყი და უკარება იყო. როგორც გარეგნულად იყო ლამაზი და მშვენიერი,ისეთივე გახლდათ შინაგანადაც.
მარიამს არ უყვარდა მაღალი საზოგადოება,მეტიც, ისინი მასში დიდ ზიზღს იწვევდნენ.
მარიამი ლაღი და გულუბრყვილო იყო,უყვარდა მუსიკა და მეგობრებთან ერთად გართობა. ძალიან განათლებული და შრომისმოყვარეც გახლდათ. ვერ იტანდა ცინიზმს,ნიღბიან ხალხს და პირფერობას.

***
ალექსანდრე გიჟივით მიაქროლებდა მანქანას,ეს 30 წლის მამაკაცი გიჟდებოდა სისწრაფეზე. უყვარდა თავის საფრთხეში ჩაგდება,სამსახურში მომთხოვნი და დესპოტი ალექსანდრე,სამსახურის გარეთ მრბოლერად გადაიქცეოდა,რომელსაც ადრენალინის მოზღვავებისას შეეძლო მთები გადაეგდა. საოცარი ის არის,რომ მას არასდროს წვევია ნამდვილი სიყვარული,ანდრეა ხშირად ეტყოდა ხოლმე:
–გარშემო ამდენი ლამაზი ქალი გყავს,ერთ–ერთი მაინც როგორ ვერ შეიყვარე?
–ისინი ერთი ღამის ქალები არიან ანდრეა,მე კი ერთადერთს ვეძებ და არც ვჩქარობ.. – ეტყოდა წყენით ალექსანდრე ძმას და სასწრაფოდ შეცვლიდა სასაუბრო თემას.

როდესაც ალექსანდრემ დიდი მოსახვევი გაიარა,სიჩქარე შეანელა,ბოლოს კი საერთოდ გამორთო ძრავა. ღვედი შეიხსნა და სიმღერები ჩართო,ერთი წუთით თითქოს ჩაეძინა,მაგრამ სწრაფადვე გამოაფხიზლა ატეხილმა ხმაურმა. მის მანქანას უკნიდან ვიღაც მოსდგომოდა და ფეხსაცმელს ურტყამდა.
–ეს უჯიშო მანქანა ვინ გააჩერა ასე ჯორივით შუა გზაში? ჯანდაბა. – ყვიროდა გოგო და საბურავს ფეხს ურტყამდა.
–ესღა მაკლდა.. – ჩაიბურტყუნა ალექსანდრემ და მანქანიდან გადმოვიდა.
–აჰ,თქვენი მანქანაა არა? მართვის მოწმობა რისთვის მოქცეს? არ იცით,რომ მანქანის შუა გზაში გაჩერება არ შეიძლება? –ამბობდა გოგო და აგრძელებდა მანქანის წყევლას.
ალექსანდრეს ვერაფერი მოეხერხებინა,უბრალოდ იდგა და გოგონას უყურებდა.
–რას მიყურებ,ქალი არ გინახავს? – შეუტია გოგონამ.
ალექსანდრე გონს მოვიდა და მკაცრი მზერა მიაპყრო გოგოს,რომელიც თავს ძლივს იკავებდა წაქცევისგან. შემდეგ უკან გაბრუნდა,მანქანაში ჩაჯდა და ძრავა ჩართო. მანქანაც დაიძრა.
მანქანაში ჩამჯდარმა ალექსანდრემ სარკეში გაიხედა,აინტერესებდა იმ ქაჯმა რა მოიმოქმედა,მაგრამ ვერაფერი დაინახა,ძირს დაცემული სხეულისა და გვერდით მიყრილი ფეხსაცმელებისა.
–ჯანდაბა.. – თქვა და მანქანა სასწრაფოდ მოაბ რუნა. სხეულს მიუახლოვდა თუ არა,მძაფრად იგრძნო პარფიუმისა და სპირტის სუნი. შეეცადა გოგონა გამოეფხიზლებინა,მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ ფრთხილად აიყვანა ხელში და მანქანაში ჩასვა.
საჭესთან მჯდარი ალექსანდრე შარაშენიძე ხშირად გადახედავდა მისი მანქანის უკანა სავარძლებზე მოთავსებულ მძინარე გოგოს..
–მაინც რა ლამაზია,ეს ქაჯი.. – ჩაილაპარაკა ბოლოს მან და მანქანა ქუთაისის მიმართულებით გააქროლა.

შეაფასეთ და დააკომენტარეთ თუ საკმარისი რაოდენობის კომენტარი არ იქნება აღარ გავაგრძელებ

 

Annie.G ||  



№1 | | ჯგუფი √ წევრი ™ | vene bions | რეგ. თარიღი 21.12.2013

 

ჯერ ერთი ნუ მიგვიანებ ამ ისტორიას ველოდები როცა შემოვდივარ, ძალიან მაინტერესებსსს ცოტა თავი გაზარდეეეე

 

  ||   ||  


№2 |  offline | ჯგუფი √ წევრი ™ | username | რეგ. თარიღი 25.11.2013

 

ანი რაკარგი ხარ love :დ

 

  ||   ||  


№3 | | ჯგუფი Гости | marina | რეგ. თარიღი --

 

აუ რარის რა ,რამდენი ველოდე ახალი თავის დადება.აუ მალე დადე რა გტხოვ

 

  ||   ||  


№4 |  offline | ჯგუფი √ წევრი ™ | migro | რეგ. თარიღი 21.01.2013

 

ძააან პატარაა იყოო ესს...ძააალიაან მომწონს და იმედია გააგრძელეეებ და დიდი თავი დადეე რააა

 

  ||   ||  


№5 | | ჯგუფი Гости | Annie.G | რეგ. თარიღი --

 

Kai nu mechxubebit

 

  ||   ||  


№6 |  offline | ჯგუფი √ წევრი ™ | uimedo coxvrebis shishit | რეგ. თარიღი 3.08.2013

 

მალე დადე რა ძალიან გთხოვ უზომოდ.ეს ქუთაისი რაა?აუ ინტრიგა ჩააგდე და გაჩერდი მერე გავაფრეეეეენ

 

  ||   ||  


№7 |  offline | ჯგუფი √ წევრი ™ | grafo | რეგ. თარიღი 17.12.2013

 

"მეშინია" ხოლმე შენი ისტორიების წაკითხვის დაწყება,რადგან დასასრულამდე არ მიგყავს ხოლმე

 

  ||   ||  


№8 |  offline | ჯგუფი √ წევრი ™ | Marikuna Maar | რეგ. თარიღი 1.02.2014

 

tu gagrzeleba ar ginda nu gaagrzeleb xvewnas namdvilad ar dagiwyebt sayvarelo:)

 

  ||   ||  


№9 | | ჯგუფი Гости | Annie.G | რეგ. თარიღი --

 

Interneti ar makvs tore gagrdzelebadawerili makvs gtxovt ar gewyinot

 

  ||   ||  

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ