შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალის ტვირთი


12-05-2015, 02:04
ავტორი nini nadashvili
ნანახია 3 314

* * *
წყვდიადით მოცულ არემარეში,
სევდამ მოიცვა ყოველი მხარე,
გამოჩნდა ქალი სანთელით ხელში,
სახეზე ბინდი მოედო მწარე,
მთელი ცხოვრება თვალწინ დაუდგა,
თითქოს, ინანა ყოველი ბიძგი
სახეზე, ჩადრი ჩამოიფარა
თითქოს, თვალებშიც ჩაუდგა ზიზღი.
წამებში გავნვლო მთელმა ცხოვრებამ,
რომელიც ასე ფუჭად ატარა,
სიმწრის გიმილმა გაუპო ბაგე,
წყეულმა ბედმა ასე ატარა.
ქარის ზუზუნმა მოიცვა არე,
მთელი სხეული გაყინა წყლულმა,
გულმა, ამ ტკივილს ვეღარ გაუძლო
ჩქეფა შეწყვიტა სისხლმა გაბმულმა,
სხეულს, არ ეყო ულევი ძალა
ვეღარ გაუძლო დასაწვავ ტკივილს,
ახლა კი, ბედი დასჭყავის თავზე,
ვერც სული უძლებს საზარელ კივილს,
მთელი ცხოვრება ქალის ტვირთია,
რომელიც, სულში იკიდებს ნაბადს
ბოლოს კი ,არვინ არ დაგიფასებს
გაწეულ შრომას, გაწეულ ჭაპანს
კლდეს ეხეთქება დიდი ტალღები,
სულებმა ზღვასაც გაუპეს უბე,
აღარ შრიალებს ბებერი ვერხვი,
სადღაც შორს მოჩანს დამპალი გუბე.
ამ ტვირთის უკან, ლამაზი ქალი
დიდი ხნის წინათ იწყებდა ბრძოლას,
შთამომავლობის გადასარჩენად ,
თვით ბედისწერას უცხადებს რბოლას,
ქალისთვის შვილი უმთავრესია,
იგია, მისი სიცოცხლის წყარო,
იტყვიან: მზად ვარ რომ ჩემი სისხლის
უკანასკნელი, წვეთი დავღვარო.
ეჰ, რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას
რომელსაც, მართავს ვიღაცის სიტყვა
მე მგონია, რომ ამ ჩემი ლექსით
ბევრი სიმართლე გაჟღერდა ითქვა !



№1  offline წევრი მოცინარი

კარგი ლექსი იყო :* მომეწონაა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent