შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქოს მძულს..


20-05-2015, 21:59
ავტორი katerina
ნანახია 2 427

მძულს, ის სიმღერა შენს ნახვაზე რომ მახსენდება,
მძულს,ის ღიმილი ხუმრობისას რომ შენში ჩნდება,
მძულს სიხარული,შენი ნახვით,კარს რომ მადგება,
და მე მაინც მძულს სიძულვილი,შენდამი რომ მაქვს.

ხომ თითქოს მძულს,მე მაინც მიყვარს ეს ყველაფერი,
შენგან ნატყორცნი შეუამავლად,ცისარტყლის ფერი,
გრძნობის ფიალას გაეტოლება დღეს "არაფერი",
ყველაფრით დაღლილს შემაწუხებს კვლავ ვერაფერი.

დიდოსტატსაც კი უხდებოდა მარჯვენას მოჭრა,
თვით ყაზბეგმაც კი წიგნის ბოლოს ონისე მოკლა,
რუსთაველმაც ხომ სიყვარული შიშად მონათლა
და კერპის ნაცვლად ვაჟამაც კი ჯოყოლა მოკლა.

არ უნდა მძულდეს სიყვარული შიშად ქცეული ?
არ უნდა მძულდეს ვინც დამძრახა-ის ასეული?
უნდა მიყვარდეს ის სიყვარული მარად ტანჯული ?
თაყვან ვცემდე,მიტოვებული,მისგან ეული?!

მძულს ის დროები,შენთან ერთად გატარებული,
მძულს ის წამები,შენთან კოცნით ამაღლებული,
მძულს ყველაფერი,ის ოდესღაც კერპად ქცეულიც,
გაქრება ,ალბათ,შემოდგომას,ის სიძულვილიც
და შეიფერებს თებერვალსაც კვლავ სიყვარული.



ბლა ბლა ბლა... მიყვარს მერე არ მიყვარს გიყვარს მერე გძულს... მერე რითმები... მერე სულ ამოვარდა და სად წავიდა ლექსი საკუთარი განათლების დემოსტრირებისას... რაც მთავარია კიდევ სულ მავიწყდებოდა სურათი... რა ჯანდაბაა? თითქოს გძულს და ფეირვერკი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent