შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაურია...!


28-06-2015, 18:33
ავტორი oldman
ნანახია 3 250

უცნაურია, შეყვარება გამვლელი ქალის
უცხო სხეულის გაღმერთება, წამებში თუნდაც.
ასე უეცრად, გაჩერება წვიმის და ქარის
ასე უეცრად მონატრება, სულ ბოლო სუნთქვად.

​ უცნაურია, უმიზეზოდ ეფერო თითებს
უცნაურია დანახვისას მიყურო ურჩად.
დიდი ძალა აქვს მონტრებას, ვაი რომ ფიქრებს
არ შეუძლია გააცდინონ, დრო ბრმად და ფუჭად.

ვეღარც კითხვაზე გიპასუხებთ, ახლა რომ მთხოვოთ
აი ისე ვარ, ტაბიძე რომ გაგიჟდა ზუსტად.
დღეს ასე მინდა დაგვათენეს, მე და შენ ხმოლოდ
ტალღის ხმაურზე ჩამეკრა და გაჩერდე გულთან.

დავწერე ისევ, უკითხავად აზრები ღამის
თითო საათი ბოგინობდა, ვხედავდი უქმად.
უფრო რთულია, გამოხურვა გაღებულ კარის
ვიდრე ნატვრების შეფეთება, გადაღლილ სულთან.

სწორად გამიგეთ,უნახავი არავარ ტანის
არც ის ყმაწვილი, დამალული ვარდი რომ უჩანს.
უხერხულია, შეყოვნება უცნობი ქალის
უხერხულია, სილამაზე წაართვა ქუჩას .



№1  offline წევრი maridb

კარგია ძალიან მომეწონა
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent