შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წაგებული ბრძოლა...


19-07-2015, 11:06
ავტორი თამუნა
ნანახია 2 571

ვიცი, ბევრჯერ გიტირია ჩემთვის,
გიტირია, თანაც ხშირად მწარედ,
ისიც ვიცი, დაგიშავე ბევრი,
განსაცდელი მოგივლინე მწარე...
მჯერა, გულით რომ გიყვარვარ დღემდე,
თუმც გონება ძლიერია ვიცი,
სიტყვებს აზრი დაუკარგე, გახსოვს
ხატების წინ დადებული ფიცი?!
ვიცი, გული საგულეში კრთება,
როცა ვგრძნობ, რომ ჩემი ცქერაც გიჭირს,
თუმცა დროის ყველა წამი კვდება,
ჩემი აწმყო უშენობით იწვის!
ვგრძნობ რომ რაღაც შეიცველა ისევ,
ან იქნება კვლავ ცრემლების გროვა,
იმედი მაქვს რომ შემინდობს ღმერთი,
გვაპატიებს ჩვენს წაგებულ ბრძოლას!



№1  offline წევრი maridb

შენი ლექსები ძალიან მომწონს<3:* love love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი თამუნა

ძალიან სასიამოვნოა ასეთი კომენტარების წაკითხვა, <3 დიდი მადლობა.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

თამუნა
ძალიან სასიამოვნოა ასეთი კომენტარების წაკითხვა, <3 დიდი მადლობა.

მეც მიმიღებ შენს რიგებში? <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline ადმინი შამანი

რა კარგი ლექსია ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent