შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც არ მჯერა!


30-07-2015, 01:16
ავტორი თამუნა
ნანახია 2 359

თუ მომავალში შენგან წასვლა
მერგო სასჯელად,
სხვა შევიყვარო?!
ადვილია ასე სათქმელად.
მე სიყვარულმა მიწას დამცა,
ცამდე ასული,
ძალიან მიჭირს, რომ გიწოდო,
ჩემი წარსული...
ააფერადე, მოდი ისევ
ჩემი ცხოვრება,
რომ კვლავ ეწოდოს ჩვენს სიყვარულს
განმეორება!
ჩემგან წახვედი, მიმატოვე,
მაინც არ მჯერა,
სხვა შევიყვარო?!
ადვილია ასე სათქმელად!



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ააფერადე - მომეწონა ძალიან. გააფერადე კი არა - ააფერადე. მიყვარს ასეთი სიტყვები... ბედნიერება ყოველი ქუჩის კუთხეში და ყველგან არის. არ ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს..
ბედნიერება წვრილმანებშია და თუ მათი დანახვა გინდა ყოველთვის დაინახავ. აი უბედური მხოლოდ ის არის, ვინც ვერ ხედავს ბედნიერებას, წაართვეს სახატავი ფანქრები და მომავალს ფერადად ვეღარ ხატავს, ან ხატვაშია უნიჭო..
თუმცა ნიჭი ყველას აქვს. მთავარია როგორ გამოიყენებ ამ მომავლის გაფერადების ნიჭს... მთავარია შენთვის გამოიყენო, სხვასაც დაეხმარო და სხვასაც გაუფერადო ცხოვრება. ბედნიერებაა ყოველი ადამიანის ღიმილში, რომელიც შენთვის არის განკუთვნილი. ყოველი ადამიანის "მადლობა"-ში, გულით რომ გემადლიერებიან და მათ მხარდაჭერასაც გრძნობ. ვფიქრობ რომ ყველაფერი ბედნიერებაა... ამიტომ არ უნდა თქვას არავინ რომ ეს წუთუსოფელი ბედნიერებისთვის არ არის შექმნილი.
რა ვქნა ამას ვერ გავამართლებ.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ადმინი შამანი

ძალიან,ძალიან კარგია ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent