შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განშორება...


31-07-2015, 00:04
ავტორი თამუნა
ნანახია 3 615

განშორების დღეს იყავი მშვიდი,
მოსიყვარულე, საოცრად თბილი,
განშორების დღეს მიმზერდი რიდით,
უკანასკნელად გავმართეთ ლხინი...
სუფრასთან ისევ გვერდით მეჯექი,
მადღეგრძელებდი, ამაყად სვამდი,
და არ მეგონა, თუ ჩვენს სიყვარულს,
ძვირფასო მაშინ წერტილს უსვამდი.
იმ დღეს ზედმეტად იყავი თბილი,
თუმცა თვალები გქონდა წყლიანი,
იქნებ და დარდობ ახლა უჩემოდ,
თან გგონია, რომ არის გვიანი...
განშორების დღე ისეთი იყო,
რომ მასზე ფიქრი წამს არ მშორდება,
ისე ლამაზი, გასაოცარი,
როგორ დაარქვი მას განშორება?!



№1  offline წევრი თამუნა

არარის მთლად ეგრე, ცხოვრებაში არის ბევრი ისეთი ლამაზი წუთი რისთვისაც სიცოცხლე ღირს...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

პესიმისტობა საშინელებაა... მაინც იმედიანები უნდა ვიყოთ ადამიანები, იმედი არ უნდა დავკარგოთ არაფრის... <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline ადმინი შამანი

კარგი ლექსია ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent