შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამიტირდება ფიქრები ქარში...


27-08-2015, 11:03
ავტორი თამუნა
ნანახია 2 733

არ გადაიღებს ეს წვიმა, ვიცი,
შენზე ფიქრები არ დამასვენებს,
გაზაფხულია, აპრილის თვეში
მოგონებები თავზარს დამცემენ...
არ შეჩერდება ცრემლების თქეში,
შენი სიშორე თუ გამახსენეს,
ამიტირდება ფიქრები ქარში,
მერე ამ ფიქრებს რა მოასვენებს.
არ მომშორდება მე შენზე დარდი,
შენ თუ არ მოხვალ, რა გამაჩერებს?!
კვლავ ცრემლი მოვა და სევდის ზღვაში
შენზე ფიქრები ლახვარს ჩამცემენ.
თუ გადაიღებს ეს წვიმა ვიცი,
ფიქრები მაინც არ დამასვენებს,
გაზაფხულია, აპრილის თვეში
მოგონებები თავზარს დამცემენ!



№1  offline წევრი mariamabazidze

რა ლამაზი სიტყვებია <3 ძალიან მომეწონა

 


№2  offline წევრი NiNaaa

კარგია ძალიან<3<3<3 love

 


№3  offline წევრი თამუნა

დიდი მადლობა... love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline წევრი maridb

აუუუ მაგრად მომეწონაააა<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

მოგონებები შენივე სასიკეთოდ უნდა გამოიყენოო... რომ გაიუმჯობესო ხასიათი და არა თავზარი დაგცენ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline ადმინი შამანი

კარგი ლექსია ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№7  offline წევრი თამუნა

ერკე
მოგონებები შენივე სასიკეთოდ უნდა გამოიყენოო... რომ გაიუმჯობესო ხასიათი და არა თავზარი დაგცენ <3

მადლობა ერკე love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent