შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შანდორ პეტეფი - მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...


30-08-2015, 11:28
ავტორი mariamabazidze
ნანახია 60 043

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.

შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი,

შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს,
ოდნავ შეხებაც მათი.

ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი.

მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლი მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს.


მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი...

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.

მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.

ღამით ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.

შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.

შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.

მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე.

შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.

მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ
არ ყვარებია არვის.

ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა
რაც სიყვარულად ითქმის:

ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ.

სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.

რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.

თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.

ნაყოფი მისი არის,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო.!



№1  offline წევრი maridb

მიყვარს ეს ლექსიიი<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3 სტუმარი Veriko Barjadze

Dzalian kargi leqsia miyvars dzalian

 


№4 სტუმარი Lika Luqunidze

dzalian lamazi leqsia

dzalian lamazi leqsia

 


№5 სტუმარი Ani

Dzalian kargi leqsia

 


№6 სტუმარი გოგა

ასე თუ არ გიყვარს, არ გიყვარს!!!

 


№7 სტუმარი სტუმარი ირმა

მაგარი ლექსია, ძალიან მომეწონა????

 


№8 სტუმარი სტუმარი უცნობი

ეს ლექსი არის ენით აუღწერელი სილამაზე

 


№9 სტუმარი სტუმარი SATAN

ამაზე თესლი თუ არის კიდე რამე ლექსი თავი მომჭერით ზეპირახ ვიცი ისე მიყვარს

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთინო

როგორ ი საწყენია,რომ ასეთი ლექსის ადრესატი გამუდმებით ღალატობდა ქმარს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent