შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოპარული დალალები...


1-10-2015, 20:09
ავტორი flightless bird
ნანახია 2 729

როცა ექვს საათს ჩამოჰკრავს ზარი
როცა მზე "ოქროს სხივებს" გადმოღვრის,
როცა ფანჯარა გარიჟრაჟს სახავს,
როცა დრო დგება შენგან წამოსვლის...
მაშინ ვხვდები, თუ როგორ მიყვარხარ,
თუ რა ძნელია ეს განშორება,
მაგრამ ვერ გეტყვი ჩემთვის ვინა ხარ,
შენზე ფიქრები რად არ მშორდება?!
როცა ფანჯარა გარიჟრაჟს სახავს
მე სასთუმალთან მოგპარავ დალალს...
სანაცვლოდ ვტოვებ ამბორს საამურს
და ღვთისგან ველი ამის საზღაურს.
მივდივარ! გტოვებ! ვივიწყებ შენს არსს
და სამუდამოდ ვხურავ სახლის კარს...
კიბეებს ჩავივლი ჩუმი ნაბიჯით,
გული შენზე ფიქრს მაინც არ იშლის...
გაგეღვიძება... ყელი გეწვება,
ჩემი ამბორი მანდ მიგეწება,
ის არ დაგტოვებს, დარჩება მარად,
შენ კი კვლავ ტირი, კვლავ ყვირი, კმარა!
მე კი შენს დალალს ჯიბეში ვმალავ,
ურცხვად მოგპარე ამას არ ვფარავ...
გულში ფესვები ღრმად გაქვს გადგმული,
ხვდები ეს ღამე იყო დადგმული...
სინანული გწვავს და ბოღმა გფარავს,
მე კი კვლავ ვყნოსავ მოპარულ დალალს
შენი სურნელი გამოჰყოლია...
მე მაპატიე, ჩემო თოლიავ.
როცა ექვს საათს ჩამოჰკრავს ზარი,
როცა მზე "ოქროს სხივებს" გადმოღვრის,
როცა ფანჯარა გარიჟრაჟს სახავს,
მაშინ დრო დგება შენგან წამოსვლის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent