შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თორნიკე ნაროზაული - ქალო


10-10-2015, 15:55
ავტორი maridb
ნანახია 8 292

რახელ გაწვიმ-გაავდარდა გაზაფხული,
ჩემი გულის ამინდივით დარდიანობს,
ეგ ტუჩები ყინვისაგან დაზაფრული,
ქალავ როსღა გამაჩნდების სამზიანოს?

კარგი ქალო, ნუ ხარ ასე უკარება,
მერე რა რო ხევსური ხარ და მთის შვილი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ არხოტს ქალო,
ვერ გაბედავს მადევრობას კაცვიშვილი!

რახელ ჩაბნელდ-ჩამაღამდა ახიელას,
შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს,
ვერსად წახვალ, ქალო, მაინც მაგიხელავ,
თუნდ დევების ჯარ-ლაშქარი შემებრძოლოს.

რად არ მაგწონს ვერ გამიგავ ცეცხლის სუნი,
ბუხრის პირას ბალღისთვის, რომ წინდას ქსოვდე,
რად არ გინდა ჭიუხები შენისლული,
შავ დალალზე თეთრი თოვლი, რომ გათოვდეს.

რახელ გაწვიმ-გაავდარდა ხასიათი,
ვაჰმე, თუ ვერ დაგიჩემე თმაზიანო,
მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს.

თორნიკე ნაროზაული



№1 სტუმარი თეა

ძალიან მაგარი ლექსია.

 


№2  offline წევრი maridb

თეა
ძალიან მაგარი ლექსია.

მეც ძალიან მომწონს<3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი nukiiiiii

ძალიან მიყვარსსსსსს<3
საოცრადნიჭიერიი თორნიკეეე <3

 


№4  offline წევრი NiNaaa

ძალიან მიყვარს ეს ლექსი love

 


№5  offline წევრი mariamiko

რა ლამაზი ლექსიაა winked

 


№6 სტუმარი mariami

კარგი ლექსია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent