შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული...


5-02-2016, 09:16
ავტორი Ubralod Chemi Saxeli
ნანახია 2 873

ეხლა მივხვდი სიყვარული რა ყოფილა,
რა ყოფილა? მწუხარება, დარდი,
სუნთქვა მიჭირს,
გული მარცვლად დაყოფილა,
თან დამყვება თითქოს შენი ლანდი.

ვეღარ ვხვდები ვის მოვკითხო სამართალი,
რად მარგუნა ბედმა მხოლოდ წერა,
სად წაიღე ჩემი სულის ანათალი,
რად მეგონე ჩემი ბედისწერა.

თბილი სიტყვა ირონიით დაიფარა,
ოცნებები - ნაბიჯებით მარდი,
ამ ფიქრების მონაწილე დაიმალა,
სცენა ისევ დაიფარა ფარდით...

უჰაეროდ მიტოვებულს გამახსენდა,
ნეტავ სად ხარ, ვინ იფიქრებს შენზე,
შენზე დარდით კიდევ ერთხელ დამათენდა,
არ მეკუთვნის სინანული ბედზე.

გამახსენდა ყოველს როგორ განვიცდიდი,
ყველგან სანთელს გინათებდი ბნელზე,
თუ გციოდა თოვლში ტანზეც გავიხდიდი,
არ ვდარდობდი ჯოჯოხეთის ცეცხლზე.

ჩემს თავს ვუთხარ, წამოდექი არ შეშინდე,
იქნებ ერთიც გაიარო ფეხზე,
მომავალზე თუკი ხელი ჩაიქნიე,
ის დაინდე ისიც ნანობს ბედზე...

მოვეჭიდე იმ ნამსხვრევებს რაც შემომრჩა,
ვთქვი სათქმელი... და დავეცი მხრებზე,
ეს ერთხელაც გადავისვი ხელზე დანა,
მორჩა, მზერა გამეყინა ქვებზე.

აი, თურმე რა ყოფილა სიყვარული,
გავნადგურდი, მაგრამ ვფიქრობ შენზე,
ვერ გამიგებ, ყინულების დედოფალო,
იცოცხლე და ნუ დადნები ცეცხლზე...



№1 სტუმარი Bla..

Vuhuu magari xar! Ma gari;)

 


№2  offline წევრი maridb

momewona uzomod:*^_^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline მოდერი ლილიანა

უჰჰჰ,მეც დავდნი რომ იცოდე ❤❤❤:-(
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი Ubralod Chemi Saxeli

მადლობას გიხდით ასე თბილად რომ მიიღეთ ჩემი ნაწერები. ცუდია, რომ მხოლოდ ერთის დამატება შემიძლია დღეში. მაგრამ არა უშავს... მადლობა კიდევ ერთხელ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent