შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მომენატრა...


6-02-2016, 02:19
ავტორი Anna)))
ნანახია 2 381

როგორ მომემატრა შენი სულ პაწაწინა ტანი,
ვარდის სურნელზე უფრო თავბრუდამხვევი სუნით,
როგორ მომენატრა ჭიპთან ოდნავ მოზრდილი ხალი,
ვინც კი შემომხვდა გზაზე , ვერც ერთს ვაჩუქე გული.
როგორ მომენატრა შენი სულ დაკოცნილი ყელი,
მუდამ ბავშვივით ცელქი შენი თვალების სითბო,
როგორ მომენატრა ახლა შენი ტუჩები მწველი,
ნეტავ სულ ერთხელ გნახო მეტს აღარაფერს ვითხოვ.
როგორ მომენატრა შენი მომრგვალებული თეძო,
ძუძუს თავები ფრთხილად რომ მიცხადებდნენ ამბოხს,
როგორ არ მსურდა წამით რომ უშენობა მეგრძნო,
დილით უძინარ თვალებს სულ ვატოვებდი ამბორს.
როგორ მომენატრა ახლა გრძელი თითები შენი
აბრეშუმივით ნაზი შენი ქერა თმის სუნი,
შენი ქათქათა ტანი - იასამანზე სველი,
და შუა ღამით ფრთხილად მოსმენა შენი გულის.
როგორ მომენატრა ახლა თვალები სევდისფერი,
მე შენს გაბუტულ ტუჩებს კვლავ დავუთქვამდი კოცნას,
ისე მომენატრე ახლა , არაყიც ვერ მიშველის,
დაგელოდები,ვიცი, მაინც ოდესმე მოხვალ.
როგორ მომენატრა ღამე ჩვენ რომ ვწელავდით ვნებით,
როცა ვიწვოდი ფრთხილად შენს ათრთოლებულ მკერდზე,
ოცდათხუთმეტი მალა დათვლილი ცხელი ენით,
რაც შენ წახვედი დღემდე მე მოსვენებას ვეძებ.
როგორ მომენატრე ახლა , ყველაზე უფრო 'ჩემი'
ვზივარ დაღლილი სევდით გიწერ ამ სტროფებს როცა...
სანამ მოვკვდები იქნებ შენ შემაშველო ხელი,
შენი ლოდინით დაღლილს მიკვირს რომ კიდევ ვცოცხლობ.
ანა ზეიკიძე
ვინც წაიკითხავთ იქნებ შეაფასოთ, კრიტიკაც ,რა თქმა უნდა , მისაღებია



№1  offline წევრი aleksandre

love love მიყვარს მიყვარს <3 ვზივარ დაღლილი სევდით.. გიწერ ამ სტროფებს როცა ... love

 


№2  offline წევრი Anna)))

aleksandre
love love მიყვარს მიყვარს <3 ვზივარ დაღლილი სევდით.. გიწერ ამ სტროფებს როცა ... love

ჩემიი ალექსანდრე ♥ love
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი ელლ

uchveulo iyo, tumca sasiamovnod wasakitxi. momewona. magram am bolo dros sheni dzveli leqsebis sidiades vegar vgrdznob :'(

 


№4  offline წევრი Anna)))

.... ...
uchveulo iyo, tumca sasiamovnod wasakitxi. momewona. magram am bolo dros sheni dzveli leqsebis sidiades vegar vgrdznob :'(

დროის უქონლობის ბრალია ალბათ )
მადლობა :*
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent