შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მურმან ჯინორიას კომპოზიცია


9-02-2016, 02:27
ავტორი charli
ნანახია 3 527

წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული,
მომწყურდი, ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში,

ღმერთო !
როგორ მოხდა,
წვიმა მოსისხარი, თითქოსშეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე სასიზღარი?!
რომელი საათია? რომელი საათია?

ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი არ არის !!!
არ არის !!! არ არის !!!
არ ვიცი, ეს გზა საითკენ მიდის,
და მაინც უნდა, ამ გზებს გავუდგე…

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი.
გახსოვს… ტოტი ქარისა, აქანებდა მთვარესა,
მიჰქრის დალალ გადაყრილი
დოვინ დოვენ დოვლი… ფრთები!
ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გვინდა
ლექსთა შეჯიბრებაზე მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე რბიან ლურჯა ცხენები.

როგორც… ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფენი…
ელვარებდა ნაპირი, სამუდამო მხარეში არ ჩანდა შენაპირი,
არ ჩანდა არაფერი, ვერ ვნახე ვერაფერი,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა…
სძინავთ ბნელ ხვეულებში, ამოუცნობ ქიმერებს
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა გრიალით, ქრიან ლურჯა ცხენები…

წინ მეეტლევ, ეგ ცხენები გააქანე… გააქანე…
მსურს რომ ერთხელ კიდევ ვნახო, გაზაფხულის მთები მწვანე…
წამიყვანე… ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდა, როგორც მწყდებოდა გული, და მე ავტირდი
ვით მეფე ლირი…
ლირი ყველასგან მიტოვებული…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent