შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟტემ ,მადმუაზელ


11-02-2016, 23:22
ავტორი Anna)))
ნანახია 2 050

*ჩანაჯღაბნი
ახლა მოხვედით ? გელოდით დიდხანს,
ჩაი თუ ყავა? ან იქნებ ვისკი,
ვშიშობ რომ ახლა ვიღაც სხვა გიყვართ
და აუკრძალეთ თავს ჩემზე ფიქრი,
ჟტემ მადმუაზელ,თქვენით ვარსებობ
დღე და ღამ თქვენზე ლექსებს ვწერ,გიცდით,
სავსეა თქვენით ჩემი არსება
და უთქვენობა სულ უფრო მიჭირს.
კომანტ ალე ვუ?მიბოძეთ პალტო,
დაბრძანდით ახლა მოგართმევთ ყავას,
თუ არ გაწუხებთ დაბრძანდით ახლოს,
რომ გაგიმხილოთ ის რასაც ვმალავ.
მადმუაზელ ,თქვენი თვალები მიყვარს,
ნოემბრისფერი ,ნაზი და მშვიდი,
გული უთქვენოდ ყოფნას ვერ იტანს,
თქვენ კურნავთ ჩემს ყველა შემზარავ ტკივილს.
ნუ მაწყვეტინებთ, დღეს მაინც გეტყვით,
სუნთქვა მეკვრება ,მიყვარხართ რადგან .
თქვენ მიზეზი ხართ ამ გულის ფეთქვის,
თქვენზე ძვირფასი არავინ არ მყავს .
კვლავ გეღიმებათ, ჰო,რა თქმა უნდა,
ვინ ვარ მე თქვენთვის, რიგითი მგზავრი,
მაგრამ მე ძალმიძს ყველას განვუდგე
თუნდ მომიწიოს გაწირვა თავის .
მიდიხართ უკვე? სად გეჩქარებათ?
კვლავ მოგაბეზრეთ,ვგონებ, მე თავი,
თუმცა ეს გრძნობა ვერ ჩამიქვრება,
თქვენ არ გჭირდებით, გიშვებთ და წადით.
სალუტ მადმუაზელ, ვეღარ შევხვდებით,
თქვენ გადაწყვიტეთ მიდიხართ ახლა,
სალუტ მადმუაზელ, უკვე გეშვებით,
ხვალ თავს მოვიკლავ,სხვა გზა არ დამრჩა.
ანა ზეიკიძე



№1 სტუმარი თინა

მიმეწონა ^_^

 


№2  offline წევრი Anna)))

თინა
მიმეწონა ^_^

მადლობა ^_^ request
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent