შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ ვარ მე ?


12-02-2016, 00:21
ავტორი Kristy
ნანახია 2 800

მიყვარს ჩემს თავთან მარტო დარჩენა,
როცა ვეფლობი ჩემს სამყაროში,
თუმცა ვერ ვიტან, როცა ერთი ვარ
და მეზიზღება წანწალი დროში!

დღეს მაქვს პასუხი ყველა კითხვაზე
და ხვალ ვიღვიძებ, როგორც უვიცი,
მაგრამ რომ არ ვარ ერთფეროვანი
ან უკურმართი, ეს ზუსტად ვიცი!

მე ვარ ამაყი, ცივი თოჯინა,
როცა მჭირდება... (როცა მიჭირდა!)
მაქვს თანაგრძნობა და ვარ უხეში,
როცა ვხვდები, რომ ამად არ ღირდა!

ზოგჯერ ცაში ვარ, ზოგჯერ მიწაზე
და მაქვს ქცევები ზოგჯერ უაზრო...
უბრალოდ მინდა ვიგრძნო სიცოცხლე,
როგორც სავსება დროის უჟამო!

ეს ნაწილია იმის, ვინც მე ვარ...
ეს ნაწილია ჩემი ცხოვრების:
ზოგჯერ მომღიმარს მატყუებს ჩრდილი
და აღარ მაძლევს ნებას ოცნების!

ზოგჯერ მარტო მყოფს მპასუხობს ექო!
ვიცი, რომ უკვე არავის ველი,
მაგრამ იმ წუთას, როცა ვივსები,
ვარ სრულყოფილი და უძლეველი!

ზოგჯერ იმდენად გავფერადდები,
მეც კი მაკვირვებს ახალი როლი,
ზოგჯერ კი შავ ფერს ვერ ვემალები...
ასე ხუნდება ფერადი ზოლი!

ხან ანგელოზი, ხან კი დემონი
და ხშირად სადღაც მათ შორის ვქრები,
მაგრამ როდესაც შენ შემეხები,
თვალისმომჭრელი მალევე ვხდები!

ზოგჯერ თავადაც არ ვიცი ვინ ვარ,
იქნებ ექო ვარ დაბალხმიანი?!
ზოგჯერ მორწმუნე, ხან ეჭვიანი,
მოკლედ... ნამდვილი ადამიანი!

მე ვარ მშიშარა, ზოგჯერ საწყალიც,
რადგანაც ვერსად ვპოულობ ბინას
და არც კი ვიცი, საით წავიდე,
როგორ დავუსხლტე მე ამ რუტინას!

ხშირად უაზრო აურზაური,
დროდადრო უცნაურად მშვიდი ვარ...
უბრალოდ მინდა ჩემი გჯეროდეს!
მინდა იცოდე რა გზით მივდივარ!

ვგრძნობ, რომ კარგია ის, რასაც ვმალავ,
რასაც ვინახავ გულის სიღრმეში
და არ ვარ მზად, რომ გავტეხო ფიცი,
რადგან ვიღვიძებ უკვე სხვა დღეში!

ყველა კარგია თავისებურად
და მინდა ვიგრძნო მეც ეს მშვენება
და აღარ მინდა რომ მეშინოდეს
ან რომ წამლეკოს ავმა ენებმა!

მინდა შევხედო იმედით ამ დღეს,
რამე გავიღო თუნდაც სხვებისთვის
და უცებ ვხვდები, რომ მე სხვაგზა მაქვს,
რომ არ შევქმნილვარ მე დაცემისთვის!

და ახლა, როცა ბედნიერი ვარ,
როცა სავსე ვარ, როცა ვმღერივარ,
სრულყოფილი ვარ და უძლეველი...
ბედნიერების ქალიშვილი ვარ!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ბედნიერების ქალიშვილი ვარ... კარგი იყო... ბოლო ფრაზა ყველაზე მეტად, ბოლო ტაეპი მაგრად მომეწონა...

 


№2 სტუმარი Black

Vualaa,magari iyo sagol!momwons grdzeli leqsebi<3 zogjer momgimars matyuebs chrdili..es sityvebi mevasa magra,warmatebebi

 


№3 სტუმარი Magda

ძალიან მიყვარს ეს ლექსი

 


№4 სტუმარი Gio

სასიამმოვნო და საყვარელი გოგო ხარ. ლექსი ბრწყინვალეა

 


№5 სტუმარი Nini

ვინ ხარ შენ, ეს არის საოცრება,ყველა ასეთიი უნდა იყოს

 


№6 სტუმარი Firestorm

ვინც ხარ საოცრება ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent