შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარდი და სევდა ხმაურობს ჩემში


23-03-2015, 23:17
ავტორი tamo16
ნანახია 3 522

დარდი და სევდა ხმაურობს ჩემში,
მარტის ცივ დღეებს მივდევ წვალებით,
დავმსგავსებივარ ქარებით შეშლილს,
ჟამი მიდგება გარდაცვალების.
მე მზის შვილი ვარ, არ მიყვარს სუსხი,
წვიმას და ავდარს ვერ გადავიტან,
გთხოვთ, გაზაფხულის კარი გამიღეთ,
განვმეორდები ისევ თავიდან.
გადამეღალა სული სიცივით,
მასაც აშინებს ქარი ავყია,
ყველა ოცნება წვიმით დასველდა
და მარტის მწუხრი სულზე მატყვია.
გულცივ ამინდებს გადარჩენილი,
გაზაფხულისკენ მოვდევ ბილიკებს.
თქვენ მზე მაჩუქეთ, მერე მის სხივებს,
ყველას კარდაკარ ჩამოგირიგებთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent