შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლი მუსიკად გამომელია - გიორგი ბაზოიანი


24-03-2015, 10:12
ავტორი girecord
ნანახია 1 939

მე ის არ მყვარებია თურმე ვინც მე სიცოცხლე მაჩუქა
და მესმის თანაც მუსიკის ბგერები,
ჰანგები ცრემლით ტკივილად გამომეცალა
გამომეცალა ყველა გრძნობა,
ნეტავი ყოფილა თანადგრძნობა ?
ან თუნდაც ტკივილის ბზარი, ტკივილის ზიარი, მიეყენა მას დიდი ზიანი.

რომელსაც უკვე აღარ აქვს მიზანი, შავად ჩამოსული სტროფები,
ნამტირალიც კი კედლები, მას არ უნდა ამასში მედლები,
ნელები ყველაფერი გამამბნელები ირგვლივ ყველაფერი დამამბლურებელი,

აზრიც მიზნად იქნება დასახული, წამად ან თუნდაც ნამქვარი
ცრემლები ჩამოსულა ნამად ეს აღარა ნათქვამი,
ისა რომ არაფერს აღარ გადაფარავს, ან თუნდაც აღარაფერი
ფერები-ცრემლებად შავად გადმოფარა ამ ყველაფერსაც
ფარდა აეხადა ნამტირლად, ყვავილად მიდებული გვერძე,
გვერძე ვარდად ჩამოსული ფერადი ცრემლები.

შემოდგომამაც უკვე აიმტვერა ფერები მესმის
ამ ყველაფერს შორის მუსიკის ბგერები,
ყოველი ასო ჰანგებად გვერძე მიდებული
ალბათ მეც შემეძლება ვთქვა როდესმე,
ოდესმე ეგრედ წოდებული, თუ ცხონებული?

ყვავილები ფერები, ფერადი ფურცელი ხომ ერთჯერადი?
კალამიც იქნება გამფერადი, გამთელადი ყველა გრძნობა,
მეც სხვისავით გრძნობებად გამთელეს,
წყნარი მუსიკაც კი მამთელებს
ყოველდღე ერთი ორი კამათი მაჯერებს თუ მამღერებს,
ის ხვალაც მეც ვინღაც დამაჯერებს.

დამაელვებს თეთრად ან შავად, ამ ყველაფერს კი მოყვება
თეთრად ნისლად გამაელვებელი, ყველაფერი გახდა დამაჯერებელი.
იმისიც კი მჯერა თითქოს რო მართლა
შევიშალე გიჟი ვარ, მე თოვლად ნათოვს ჰო მართლა
შევიცვალე, ნავთობში გავიცვალე, გავთალე ყველა გრძნობაც,
ხო მართლა ვეღარ ვგრძნობ თანადგრძნობას,
ხო მართლა ვერ ვირგებ დანატოვარს,
სამსჯელო გასამჯელო უგულო ყვავილი ჩემო მიმილო
გახდა ჩემი სისილო ჩემი ბგერები სასაცილო.

ამასაც კი და არა ერთი მისმევს?
ყველანი უკვე აღარ მიჯერებს ჩემი მელანი და
დარჩა თქვენ გაიგოთ ჩემი ენანი,
მეცანი ხო შენც მეცანი,
გიცანი ყველაფერი ვიცანი ეს ყველაფერი გახდა 4-ფიცარი,
მე-4-ოთხე მელანი მე-4-ოთხე საკურთხეველი ენანი
ან ვინ გაიგო ჩემი ანბანი არც 33_ასო არც 38-მასო
მაგრამ ეს ყველაფერი ხო გახდა ერთი ასო.
2-რე მასო ხშირადაც კითხვა ისმის ასეო ?
ამ ყველაფერს შენ წერ თუ ისე ისმენო,
ჯობია მეც მისმენო მის მერე კი აღარაფერი არარის საშენო
საშველო აქ ყველაფერი დარჩა მხოლოდ გასამრჯელო
მამსჯელო თუ მისმელო მადლობელი ვიქნები თუ როდესმე მომისმენო
იყიდება სული აქ ხომ რჩება მხოლოდ მური
ამ ყველაფერსაც ხომ ერთი შერჩა შენსა შენი ტკივილის მური
მაგრამ არავის არც სასური არ ქონია ეცნო იქნებ ბედი მქონია
შენ რა გგონია აბა უბედო უცრემლო სად გაგიგონია?

24/02/2015 --- 20:09
Bazuka




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent