შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცი რომ შევხვდებით


24-03-2015, 20:49
ავტორი თამუნა
ნანახია 2 123

არ ვიცი ოდესმე კიდევ თუ შევხვდებით,
არ ვიცი შეხვედრა ჩვენი ღირს თუ არა,
ვიცი არ დაგვინდობს დრო ისევ წყეული
სახეზე ნაოჭებს გაგვიჩენს უამრავს.
მოვალ და დაგითვლი წვრილ ხაზებს თვალებთან
სათვალეს გაგიწმენდ ცრემლი რომ დაფარავს.
დაითვლი რამდენი წელია გასული
მიხვდები რომ არ ვარ ის გოგო პატარა.
ვიცი თან გეხლება ცხოვრების მეგზური,
რომელმაც ლამაზი შვილები გაჩუქა
ეტყვი რომ უბრალოდ ვარ ძველი ნაცნობი,
რომელსაც გვირილებს უკრეფდი საჩუქრად.
არ ვიცი ოდესმე იმდენს თუ მივაღწევ
ჩემ ბედს რომ გავუგო საწუთროს შევუნდო,
ვიცი რომ შევხვდებით ოდესმე შემთხვევით,
შეცვლილი ვიქნებით ორივე, მე უფრო!



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს შეხვედრა ალბათ გარდაუვალი, მაგრამ საოცრად მტკივნეულია ;( თუ იმაზეა ლექსი რაზეც მე ვიფიქრე რა თქმა უნდა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი თამუნა

ErckeMydass25
ეს შეხვედრა ალბათ გარდაუვალი, მაგრამ საოცრად მტკივნეულია ;( თუ იმაზეა ლექსი რაზეც მე ვიფიქრე რა თქმა უნდა

ო, სწორედ იმაზეა რაც იფიქრე, თუმცა ეგ გარდაუვალი შეხვედრაც წლების მერე უკვე შედარებით იოლად გადასატანია, მე გამიმართლა რომ ეგ შეხვედრა ჯერ არ მომხდარა და იმედი მაქვს არც მოხდება. :)
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3  offline ადმინი შამანი

რასაც ბედი გვიმზადებს ვერ გავექცევით.ის აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან.
კარგი ლექსია. love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent