შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვით მეფე ლირი


27-03-2015, 13:12
ავტორი anabeli
ნანახია 5 518

რატომღაც ცხოვრება თითქოსდა მკლავს!
რატომღაც ვტირი ვით მეფე ლირი
ლირი ყველასგან მიტოვებული!
რატომღაც ყველას ეძნელება გამიგოს.
რატომღაც მეც ვერ ვუგებ სხვას.
რატომღაც სიცოცხლე სიკვდილს გავს,
სიკვდილის შიში აცოცხლებს ხალხს.
რატომღაც ყველა ოცნებობს ფიქრით,
რატომღაც ყველა ნაპირებს ეძებს.
რატომღაც ყველა თავის თავს მალავს.
რატომღაც მხოლოდ გაფრენას ვფიქრობ.
რატომღაც ჩვევად მექცა სხვისი გაღმერთება.
რატომღაც ვერ ვისწავლე ტყუილზე გაცინება.
და მე არასდროს არ ვტირი მარტო.
მე არასოდეს არ ვმღერი მარტო.
მე ვცხოვრობ მომავლის ნათელი წამით,
და ოცნებებში ვპოულობ ხსნას.
რატომღაც ყველა პოულობს მიზეზს,
რატომღაც ვერავინ ვერ პოულობს დროს.
ვხვდები ცხოვრების ნიღბიან აზრს,
და მე არასდროს არ ველი სხვას.
მე არასოდეს არ ველი მუზას.
ყოველთვის ვუსწრებ მომაკვდავ წამს.
მე ვერ ვპოულობ გასაქცევ გზას.
მე ვერ ვპოულობ ცოცხლებში თავს.
და წინაპრებში დავეძებ გზას.
ვერსად ვიპოვე გზა გასაქცევი
და დავრჩი მარტო საკუთარ თავთან
ვერსად ვიპოვე ხსნა ვერსად ვიპოვე გზა.
მეტკინა როგორც მტკიოდა ადრე.
და მე ავტირდი ვით მეფე ლირი.
ლირი ყველასგან მიტოვებული.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მთლიანობაში არაუშავს.
რაღAც ადგილები იყო,სადაც რიტმი იკარგებოდა და დააკვირდი ხოლმე.

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიტ მეფე ლირი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent