შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...


9-05-2015, 18:24
ავტორი MyLove
ნანახია 4 814

მინდოდა მქონოდა ცხოვრება რომელსაც შევცვლიდი წამით,
იმ წამში ალბათ ათასჯერ წაგშლიდი როგორც დარდი.
მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...

აუჩქარებლად ვივლიდი წამში ათასჯერ წამით,
გავაჩუმებდი რუსთაველს რომ გყვარებოდი წამით.
მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...

დაგიკრიფავდი ბედნიერებას, რომ განმეცადა მაინც...
მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...

მე ღმერთს შევთხოვდი შენდობას, წამით დავთმობდი წადილს..
მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...

მოვიძულებდი სამყაროს რომ წამერთმიე მათთვის,
რომ შემძლებოდა მეფიქრა სხვაზე იმ ერთი წამით.
მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...

ალბათ გავცვლიდი ცხოვრებას,
რომ არ მქონოდა დარდი.
მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...

შევეცდებოდი მეცხოვრა მთელი ცხოვრება ამ დღით,
მოგნატრებოდი მინდოდაა,
სულ ერთადერთი წამით
მე ღმერთს შევთხოვდი შენდობას
წამით დავთმობდი წადილს...
მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...

მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით,
მე ღმერთს შევთხოვდი შენდობას წამით დავთმობდი წადილს..
მოგნატრებოდი მინდოდა სულ ერთადერთი წამით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent