შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღეს წვიმს...


30-05-2015, 18:49
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 904

დღეს წვიმს. ასეთი გამჭირვალე გარეთ მარტო არ გავიშვები. ქუჩის ბოლომდე მომეშველე, მერე მეთვითონ.

როცა
ღამეები გადათენდებიან
და
დღეები გადაღამდებიან,
მე მოვალ,
მხარზე ფრთხილად შეგახებ ხელს ,
ჩემკენ მოგაბრუნებ
და გეტყვი,
რომ ვერასოდეს მომიშორებ ….
მერე
არეული ნაბიჯებით,
გადავკვეთ ქუჩებს
და
შენზე ფიქრებს გადავუსხამ
სისხლით დაცლილ არტერიებს..

დღეს წვიმს...


მერამდენე ღამეა ვდგები და საკუთარ თავს ვუდასტურებ, რომ ქუჩები დადიან ჩვენში, რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ, რომ გვჭამს საკვები, რომ გვსვამს წყალი, რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.

დღეს წვიმს...


როდესაც გაიღვიძებ, როდესაც გაიღვიძებ ნამდვილად და დაეჭვდები, მოიხურე შენი სიზმარი და გარეთ გადი, იქნებ ამ დროს შენს სიზმარში მეც გამეღვიძოს.

დღეს წვიმს...



სიჩუმეა… ალბათ უკვე ის დროა, საკუთარი თავი რომ ყველამ იცის

დღეს წვიმს...


. ვაჟს ეშინია, რომ ეს ქალიც წავა, შეერევა ქალაქს, გაუჩინარდება. მაგრამ არა, ქალი ზის მის წინ, ტირის, თვალები ცრემლით აქვს სავსე. ვაჟი ხელს ხელზე ჰკიდებს და სახეზე იკრავს.

დღეს წვიმს...


თუ შემოაღებ კარს
მე დაგახვედრებ სკამს
დავსხდებით ერთად
და ვუყურებთ ცას.

დღეს წვიმს...


ისეთი სიტყვა მინდა დავწერო
შენ რომ გაიგებ.

დღეს წვიმს...


ეცადე შეინარჩუნო ნელი, მშვიდი სვლა, არ ააჩქარო და არ შეანელო მოძრაობა, რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენს არსებას, მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.

დღეს წვიმს...


ჩემი სახლი კი უფრო სწორად ერთი ოთახი, ფიქრების არქივით, ოცნებების სასაფლაოთი, და სიზმრების დამტვერილი თაროებით ჩემში ეტევა. თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ, ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და, ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა რომ ვეღარც გადის…

დღეს წვიმს...


მძაფრი შეგრძნება მაშინ გრჩება,
სიყვარული როცა გიკვდება.
მკვლელიც შენ ხარ და შენვე მარხავ.
ხოლო შემდეგ ვეღარ ხვდები
რა უფრო გტკივა-მხრები,რომლითაც გაათრიე,
თუ ხასიათი,
რომლითაც წყვეტდი,როგორ მოგეკლა



№1  offline წევრი Ignifex

კარგი იყო,მომეწონა <3
P.S BVB <3

 


№2  offline წევრი თამუნა

კარგია ძალიან :)
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent