შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


4-06-2015, 20:44
ავტორი BvBArMy
ნანახია 8 319

დღესაც დავიდგი ჭიქა.
ვსვამ
და
ბოლომდე დავთვრები,
მჯერა,
ასეც და ისეც,
აქაც და იქაც.
რაღაც არ მომწონს ეს ჩემი თავი

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


თვალდახუჭული წამოგყვებოდი,
თვალებდახუჭულს
შენ,
ოღონდ
მცოდნოდა,
ხელს ბოლოშიც არ გამიშვებდი.

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


დავსველდეთ,
წვიმს….
წვეთები თხრიან გუბეში საფლავს.
დავსველდეთ,
გთხოვ…

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


მინდა
რომ
ლავიწებზე
ცა
დაგახატო
და
მზე
შენი
ყელიდან ამოვიდეს

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


მოვალ,
თავს
გულზე დაგადებ
და
მერე
თუ უნდა
აღარც
გათენდეს

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


სიმშვიდეს ვერ ჩავკიდე ხელი,
სიბნელე ლამპიონებს ამსხვრევს,
წამო, საღამოა ჩვენი,
წამო, სახურავზე დავსხდეთ.

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


ნუ მჩუქნი
ფრთებს
თუ ჩემთან
ერთად
ფრენას არ აპირებ.


რაა საჭირო,
რომ დაგინახო
ერთი თვალების დახუჭვა ალბათ.

ძილის წინ.
თუნდაც სიკვდილის მერე.

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


შენ ხარ ღამე,
რომელსაც ვერ გავათენებ ვერასდროს
და
დღე რომელსაც ვერ დავაღამებ.

შენ ხარ ვარსკვლავები,
რომელსაც ვერასოდეს დავთვლი
და
სინათლე რომელიც ვერ აღწევს ჩემამდე.

შენ ხარ მზე,
რომელიც
ვერასოდეს გამათბობს ბოლომდე,
შეიძლება დამწვას,
მაგრამ ვერ გამათბობს.

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


მინდა
მაჯები გადავიხსნა,
სისხლმდინარე ხელები ჯიბეებში ჩავილაგო
და
არეული ნაბიჯით გავუყვე გზას

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


რა
იქნებოდა,
ჩემი თვალები დაგეორთქლა
და
მაგ თითებით
ბედნიერება ამოგეხატა ზედ.

სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.


აქ არ მოხვიდე,
აქ დაგაბრმავებენ,
აქ დაგაყრუებენ,
აქ დაგამუნჯებენ
და
თუ შეგატყვეს სიცოცხლე გინდა,
გიჟად ჩაგთვლიან.

აქ არ მოხვიდე,
აქ ისე ცოტაა ჰაერი,
რომ
სიყვარულის სათქმელადაც არ გეყოფა.
სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.

შეიძლება ეს სიახლე დეპრესიულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ რატომღაც მე არ მგონია ასე, თანაც არ ვარ დეპრესიული ადამიანი. უბრალოდ დღეს ისეთ ხასიათზე გავიღვიძე მომინდაა რაღაც ასეთი დამედოო. იმედია მოგეწონათ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent