შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ონორე დე ბალზაკი — გამონათქვამები


8-06-2015, 18:55
ავტორი MyLove
ნანახია 6 147

ბალზაკმა ზუსტი დაკვირვებითა და შეულამაზებელი სინამდვილით წარმოადგინა საზოგადოების სახე. ის ითვლება რეალიზმის ფუძემდებლად ევროპულ ლიტერატურაში. ბალზაკის შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვანი პერსონაჟებით, რომლებიც გაორებულნი არიან მორალური დილემით.


კარგია მარტოობა, თუმცა მაინც გვჭირდება ადამიანი ვინც გვეტყვის, რომ მარტოობა კარგია.

ბედნიერება ჩვენს გამბედაობასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

ჩვენი ყველაზე დიდი შიში მოლოდინში იმალება.

ისევე უაზრობაა თავის მოტყუება, რომ კაცს არ შეუძლია მუდმივად ერთი ქალი უყვარდეს, როგორც იმის თქმა, რომ კარგ მევიოლინეს რამოდენიმე ვიოლინო სჭირდება იმისათვის, რომ კომპოზიცია დაუკრას.

დედის გული დიდი უფსკრულია, რომლის წიაღშიც ყოველთვის იპოვნით პატიებას.

შეიძლება თანასწორობის იდეა ნამდვილად სწორი რამეა, მაგრამ არ არსებობს ქვეყნად ძალა, რომელიც მას ფაქტად აქცევს.

ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.

არ არსებობს დიდი ნიჭის გამოვლინება, დიდი სურვილის გარეშე.

ნამდვილი სიყვარული არასოდეს მთავრდება, ის დაუსრულებელია და ყოველთვის ინარჩუნებს თავის სახეს.სიყვარული ყოველთვის თანასწორი და წმინდაა – ყოველგვარი ძალადობრივი გამოვლინების გარეშე – ნამდვილი სიყვარული შეიძლება თეთრ თმებთან ერთად დაინახოთ და იგი ცოცხლობს გულში, რომელიც მუდმივად ახალგაზრდაა

სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს – კარგსაც და ცუდსაც, წვრილმანი საქციელით იკმაყოფილებენ.

ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.

ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია.

არავის არ გვიყვარს ქალი იმის გამო, რომ ის ლამაზია ან მახინჯი, სულელი თუ ჭკვიანი. ჩვენ გვიყვარს ისინი იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი.

სიმართლე მწარე წამალია – არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!

პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.

სიყვარული გრძნობების პოეზიაა.

ონორე დე ბალზაკი



№1  offline წევრი Ignifex

კარგია ძალიან! ვერ გამოვარჩევ,განსაკუთრებით რომელი მომეწონა,ერთმანეთზე უკეთესებია.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მმმ...როგორ მიყვარს.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent