შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოეტებს თვითმკვლელობა ეპატიებათ!


13-07-2015, 14:29
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 610

მე პოეტის ცოლი ვარ,
ის - სევდიანი გოგონას ქმარი.
ჩვენ სამი შვილი გვყავს:
სიგიჟე,
მარტოობა და სიჩუმე.
როდესაც ჩემი ქმარი უხმოდ მაკოცებს თითებზე,
მერე ოთახში იკეტება,
მტვრიან იატაკზე გულაღმა წამოწვება და ლურჯ ჭერს უყურებს.
მე ამ დროს უბრალოდ ვდგავარ ფანჯრის რაფაზე ხელებშემოწყობილი, თვალებით ცისკენ და გვერდით სამივე შვილი მყავს - სიგიჟეც,
მარტოობაც და სიჩუმეც.
ჩვენ ორივეს შეგვიძლია, ერთმანეთი ასე გვიყვარდეს.
როდესაც მე უხმოდ გავდივარ სახლიდან,
ნარინჯისფერი კაბით,
გვირილებიანი კედებით,
სევდაჩაწყობილი ზურგჩანთით,
ცისფერი,
მოღრუბლული თვალებით,
თავდახრილი და დიდი ნაბიჯებით,
ჩემი ქმარი ისევ ოთახში იკეტება,
ისევ მტვრიან იატაკზე წვება,
ისევ ლურჯ ჭერს უყურებს
და ძარღვებდაბერილი ხელებით წერს სევდიან გოგონაზე,
რომელიც ახლა გარეთ შემოდგომის გამხმარ ფოთლებთან და გაშიშვლებულ ხეებთან ერთადაა.
წერს და ამ დროს ჩვენი ორი შვილი - სიგიჟე და სიჩუმე მასთან,
ხოლო მარტოობა - ჩემთან ერთადაა.
საღამო ხანს მე ვბრუნდები სახლში,
იმავე გზით,
ნაბიჯებით,
ემოციებით,
მაგრამ ორჯერ უფრო მკვდარი.
ოთახის კარები ღიაა,
შევდივარ და ჩემი ქმარი მხვდება ვენებგადაჭრილი,
მაგრამ მაჯებიდან სისხლი კიარა, ლურჯი ფერის მელანი სდის.
ცოცხალ-მკვდარია...
იქვე ვხედავ ლექსს სევდიან გოგონაზე,
ვკითხულობ ხმამაღლა,
ვტირი.
არ მინდა, მოკვდეს.
მაჯებს ჩემი ნარინჯისფერი კაბით ვუხვევ და იმედი მაქვს,
რომ გადარჩება.
ვერ გადარჩა...
მე დღესაც პოეტის ქვრივი ცოლი ვარ.
ის დღესაც - სევდიანი გოგონას ქმარი.
მისგან სამი უკვდავი შვილი დამრჩა:
სიგიჟე,
მარტოობა და სიჩუმე.
მე ისევ გავდივარ ქუჩაში,
ნარინჯისფერი კაბით,
გვირილებიანი კედებით,
სევდაჩაწყობილი ზურგჩანთით,
ცისფერი,
ნაწვიმარი თვალებით,
თავდახრილი და დიდი ნაბიჯებით.
შავ ტანსაცმელს სპეციალურად არ ვიცმევ - მას ფერადი შევუყვარდი.
ყოველ ღამით,
როდესაც სახლში მკვდარი ვბრუნდები,
ჩემი თვითმკვლელი ქმრის მსგავსად ვიკეტები ოთახში,
ვწვები მტვრიან იატაკზე,
ვუყურებ ლურჯ ჭერს,
გვერდით მყავს სამივე შვილი : სიგიჟე,
მარტოობა და სუჩუმე
და ჩემს საკუთარ თავში ვიმეორებ:
პოეტებს თვითმკვლელობა ეპატიებათ!

პოეტებს თვითმკვლელობა ეპატიებათ!


პოეტის სიხარული თვით შემოქმედებაშია და არა მოპოვებულ წარმატებაში.

პოეტებს თვითმკვლელობა ეპატიებათ!


...მე ვკითხულობდი. აღარ შემეძლო
მეფიქრა რამე და ვკითხულობდი

პოეტებს თვითმკვლელობა ეპატიებათ!


დომენიკომ ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
- ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
- ადამაიანი რომ გყვარებოდა...


ყოველი კაცი თავის არსებაში ადამიანურ თვისებათა ყველა ჩანასახს ატარებს და ხან ერთ თვისებას გამოამჟღავნებს, ხან მეორეს, ხანაც სრულიად არა ჰგავს საკუთარ თავს, თუმც ის იგივე რჩება, რაც არის.

პოეტებს თვითმკვლელობა ეპატიებათ!

ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა.

პოეტებს თვითმკვლელობა ეპატიებათ!


შეშლილი სახე...
ამოუცნობი გამოხედვა და უჩვეულოდ არანორმალური ხასიათი.
...ეს შენ ხარ!

პოეტებს თვითმკვლელობა ეპატიებათ!



№1 სტუმარი okay

დიდი მადლობა შენ love love love
ძალიან მასიამოვნე და გთხოვ, ხშირად დადე მსგავსი სიახლეები love love love
ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს და ისტორიებზე მეტად მომწონს love love love love love

 


№2  offline წევრი BvBArMy

okay
დიდი მადლობა შენ love love love
ძალიან მასიამოვნე და გთხოვ, ხშირად დადე მსგავსი სიახლეები love love love
ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს და ისტორიებზე მეტად მომწონს love love love love love

აუცილებლად, აუცილებლად დავდებ შენთვის love love
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent