შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ,ისე...


19-08-2015, 20:04
ავტორი magnolia
ნანახია 2 467

ერთი პატარა სარკმელი აქვს ჩემს სადა ოთახს,და ამ სარკმელთან დაკარგული მიყრია წლები...
როდესაც დილით მზის სხივები მოვა და მორთავს,შეციებული ვეტუზები და ისე ვთბები.
როცა სინათლე მომწყურდება, მასთან მივდივარ, წვიმის ცრემლითაც, მის მინაზე ვიგრილებ სახეს,
მწველი მზისაგან გახუნებულ ფარდად ვკიდივარ, ქარებს, საითაც მოუნდება იქეთ რომ არხევს.
მიყვარს და ოცნება იწყება სისხლიდან,უთქმელი სიტყვები სიჩუმეს მივსებენ...
მეტაი ბავშობას ვიწყებდე თავიდან,ნატაი ყველაფერს თავიდან ვიწყებდე...
თვალებში ჩამხედე... მე მზე ვარ შენ მიწა... სამყარო ქურდულად გვისხლტება კალთიდან...
სიცოცხლე? წამია ეს ჩვენი სიცოცხლე,და მაინც ოდესმე დასრულდეს არ მინდა...
გავცქერი ლაჟვარდებს მუზების სკივრიდან,და ვხარობ ბალღივით მწვერვალზე გავლისას...
ცხოვრება? ისეთი მცირე სჩანს სივრციდან,რომ ასე უბრალოდ დასრულდეს არ მინდა.
ნუ მთხოვ გავიზარდო... მე ხომ პატარა ვარ...ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია...
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია...
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,მაცადე ბავშვობა... ასე მირჩევნია...

რა ჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!სად ჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!...
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent