შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ემოცია ვარ.


30-10-2015, 19:42
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 823

მე ემოცია ვარ.
განკუთვნილი მიტოვებისთვის.
განკუთვნილი ფრენისთვის,
განკუთვნილი დასანარცხებლად.
მე ემოცია ვარ.

მე
შემიძლია გავიხსენო
როგორი ვიყავი,
მე
შემიძლია წამოვიდგინო
როგორი ვიქნები,
მაგრამ
არ
ვიცი
როგორი ვარ.


1 NOTE | 19 MINUTES AGO

მე ემოცია ვარ.განკუთვნილი მიტოვებისთვის.განკუთვნილი ფრენისთვის,განკუთვნილი დასანარცხებლად.

მე ემოცია ვარ.
განკუთვნილი მიტოვებისთვის.
განკუთვნილი ფრენისთვის,
განკუთვნილი დასანარცხებლად.


3 NOTES | 2 DAYS AGO როცა აღარაფერს აქვს აზი.გინდა დაამთავრო,მაგრამ მაინც გრძელდება…
როცა აღარაფერს აქვს აზი.
გინდა დაამთავრო,
მაგრამ მაინც გრძელდება…


6 NOTES | 2 DAYS AGO

ჩვენ ყველას გვჭირდება ერთი გაქცევა …

ჩვენ ყველას გვჭირდება
ერთი გაქცევა …


4 NOTES | 2 DAYS AGO
I wanna be yours.


0 NOTES | 4 DAYS AGO
მზისგულიანებო,
მთვარეზე ამოსულო მზესუმზირებო
ავხედოთ ცას
და
ვიღრიალოთ,
თუ
როგორ
გვიჭერს,
რომ
ერთნაირად არ მიდიან,
დღეები
და
ღამეები.


1 NOTE | 5 DAYS AGO მიყვარხარ.გახსოვდეს.ამას ვერ წაგართმევენ.
მიყვარხარ.
გახსოვდეს.
ამას ვერ წაგართმევენ.


3 NOTES | 5 DAYS AGO

მოფერებასაც თავისი ხმა აქვს.

მოფერებასაც თავისი ხმა აქვს.


7 NOTES | 5 DAYS AGO
ისინი ჩაგხედავენ თვალებში,
მაგრამ
თვითონ არ ჩაგახედებენ საკუთარში,
ისინი შემოვლენ გულში,
მაგრამ
თვითონ არ შეგიშვებენ საკუთარში.


3 NOTES | 5 DAYS AGO

4 NOTES | 5 DAYS AGO

იქნებ ის,რასაც ღმერთში ადამიანურს ვხედავთ,ადამიანშია ღვთიური.

იქნებ
ის,
რასაც
ღმერთში ადამიანურს ვხედავთ,
ადამიანშია ღვთიური.


2 NOTES | 5 DAYS AGO
თავისუფლება შეიძლება იგრძნობოდეს,
ვინმე შეშლილის მოშვებულ წვერშიც.


0 NOTES | 1 WEEK AGO
შეგიძლია და არ აკეთებ, ეგ არის საშინელება,


4 NOTES | 1 WEEK AGO როცა კილომეტრები გაშორებთ და მან არც კი იცის შენი გრძნობების შესახებ. როცა იცი რომ შანსი არ გაქვს, მაგრამ თავს მაინც ვერ ანებებ. როცა იცი რომ არავის მოეწონები, არავის შეუყვარდები მაგრამ იმედი მაინც გაქვს.როცა მონატრება იმდენად დიდია, რომ ღამე საბნის ქვეშ ცრემლებს ძლივს მალავ. როცა იცი რომ მეორედ ნახვისას შეიძლება არც კი მოგესალმოს.როცა ძალიან გტკივა მისგან შორს ყოფნა, არცერთი ესემესი, არცერთი ზარი.როცა მისთვის უბალო გოგო ხარ, როგორც სხვები. როცა საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებ.ჯანდაბა, ჯანდაბა,მიყვარს…
როცა კილომეტრები გაშორებთ და მან არც კი იცის შენი გრძნობების შესახებ.
როცა იცი რომ შანსი არ გაქვს, მაგრამ თავს მაინც ვერ ანებებ.
როცა იცი რომ არავის მოეწონები, არავის შეუყვარდები მაგრამ იმედი მაინც გაქვს.
როცა მონატრება იმდენად დიდია, რომ ღამე საბნის ქვეშ ცრემლებს ძლივს მალავ.
როცა იცი რომ მეორედ ნახვისას შეიძლება არც კი მოგესალმოს.
როცა ძალიან გტკივა მისგან შორს ყოფნა, არცერთი ესემესი, არცერთი ზარი.
როცა მისთვის უბალო გოგო ხარ, როგორც სხვები.

როცა საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებ.
ჯანდაბა, ჯანდაბა,

მიყვარს…


5 NOTES | 1 WEEK AGO
მე შემიძლია შენი გადარჩენა…


1 NOTE | 1 WEEK AGO

რაიქნებოდა,ცის მიმართულებით ჩავძირულიყავი.მე მესმის სიმწრით შეკრული მუშტის ხმა,განა მაშინროცაურტყამენ,არამედ მაშინ,როდესაც უფრო დიდი სიმწრით შეხსნიან ხოლმე თითებსდასაფეთქლებისკენ მიმართული ხელისგულებიდან მოთმინებით ყვირიან.
რა
იქნებოდა,
ცის მიმართულებით ჩავძირულიყავი.

მე მესმის სიმწრით შეკრული მუშტის ხმა,
განა მაშინ
როცა
ურტყამენ,
არამედ მაშინ,
როდესაც
უფრო დიდი სიმწრით
შეხსნიან ხოლმე თითებს
და
საფეთქლებისკენ მიმართული ხელისგულებიდან
მოთმინებით ყვირიან.



7 NOTES | 1 WEEK AGO მე არავინ მყვას,ვინც ყოველ წამს ჩემი ამოსუნთქვის ტალღებს ელოდება.მე არავინ მყავს,ვისაც მზად აქვს მაჯები,რომნებისმიერ წამს სისხლი გადამისხას.მე არავინ მყავს,ვინც გულს გადამინერგავსდაარ გამიმხელს ვინაობას.მე არავინ მყავს,ვინც შუაღამით გამაღვიძებს,იმისათვის რომმკითხოს,მძინავს თუ არა.მე არავინ მყავს,ვინც მოვა და მეტყვის გუშინ დამესიზმრე.მე არავინ მყავს,ვისთანაც ბოლომდე თავისუფალი ვიქნები.
მე არავინ მყვას,
ვინც
ყოველ წამს
ჩემი ამოსუნთქვის ტალღებს ელოდება.

მე არავინ მყავს,
ვისაც
მზად აქვს მაჯები,
რომ
ნებისმიერ წამს სისხლი გადამისხას.

მე არავინ მყავს,
ვინც
გულს გადამინერგავს
და
არ გამიმხელს ვინაობას.

მე არავინ მყავს,
ვინც
შუაღამით გამაღვიძებს,
იმისათვის
რომ
მკითხოს,
მძინავს თუ არა.

მე არავინ მყავს,
ვინც
მოვა
და
მეტყვის
გუშინ დამესიზმრე.

მე არავინ მყავს,
ვისთანაც
ბოლომდე თავისუფალი ვიქნები.

მე ემოცია ვარ.


ამ
ბოლო
დროს
თავს მაღლა ავწევ ხოლმე
და
ვცდილობ
ცაში ისეთი რამე მოვძებნო,
გუგებით
რომ
ჩამოვეკიდები ზედ,
გუგებით
რომ
მოვებღაუჭები
და
თვალებს ჩავკიდებ,
მაგალითად
ღრუბლები,
მზე,
მთვარე,
ვარსკვლავები,
ან
ფრინველები,
მაშინ
როცა
ფრენა არ სწყინდებათ,
რომ
აღარ
ჩამომივარდეს თავი დაბლა
და
ვიოცნებო.
არა,
ღმერთს ცაში არ ვეძებ,
ვიცი იქ ყოველთვის დამხვდება,
ღმერთს შეშლილი თვითმკვლელის შეურაცხადობაში ვეძებ,
აქ
ამ
დაწყევლილ პლანეტაზე,
როცა
ტერფებს გულაღმა წოლა უნდებათ
და
მე არ ვჩერდები,
არ
ვწვები
ფანჯარასთან მიდგმულ ტახტზე
და
რაფაზე არ ვალაგებ ფეხებს,
პირით ქუჩისკენ.

მე ემოცია ვარ.


დგები,
ტოვებ საკუთარ თავს
და
მიდიხარ …

ტოვებ
მძინარეს,
როცა
ჭერი ენგრევა თავზე,
ოთახში
სადაც
მას არავინ გამოაღვიძებს,
ჩამონგრევამდე.

დგები,
ტოვებ საკუთარ თავს
და
მიდიხარ,
სხვა სამყაროში,
სხვა სივრცეში,
სხვა პლანეტაზე
და
როცა
ცხოვრებას გაცდები
და
ვაკუუმი მოგიჭერს,
ხვდები,
რომ
სკაფანდრი დაგვიწყებია
და
უბრუნდები
საკუთარ თავს,
რომელსაც
თვითონ სჭირდები სკაფანდრივით
ამ ცხოვრების ვაკუუმში,
რომელიც
სხვაგან არ მოგყვება.

მე ემოცია ვარ.


თუ გინდა ნახო ჩემი არყოფნა,
მიყურე ყოველ დილით
როგორ მაღვიძებს დედა,
როგორ ვდგები,
როგორ არ ვლოცულობ,
როგორ არ ვიბან ხელ-პირს,
როგორ არ ვივარცხნი თმას,
როგორ არ ვჭამ საჭმელს,
როგორ არ ვწესრიგდები,
როგორ არ ვიცვამ გაუთოვებულ ტანსაცმელს,
როგორ ვიღებ მაგიდაზე დატოვებულ ხუთლარიანს
და
როგორ გავდივარ გარეთ,
როგორ ვუკიდებ წინადღიდან შემორჩენილ სიგარეტს,
რომელიც სადარბაზოდან გაჩერებამდე უნდა მეყოს,
როგორ ვდგები გაჩერების კიდესთან,
როგორ ვიცვლი ორ სამარშუტო ტაქსს,
რომლებმაც უნივერსიტეტამდე უნდა მიმიყვანონ,
რომელიც წესით უკვე დამთვრებული უნდა მქონდეს,
რომელშიც წარმოდგენა არ მაქვს რა მინდა,
როგორ მიკითხავენ,
როგორ ვიკითხავ,
როგორ ვესწრები რამდენიმე ლექციას,
როგორ არ მესმის არაფერი რასაც მიხსნიან,
როგორ არ ესმით არაფერი რასაც არ ვამბობ,
როგორ არ მეტყობა ნერვოზი,
სიგიჟე,
ან
თვითმკვლელობის ჯერარდაუგეგმავი მცდელობა,
როგორ მინდა ვიყვირო,
როგორ ვფიქრობ იმაზე,
თუ
როგორ ცდილობენ ჩემი მშობლები
კარგი მომავალი შემიქმნან,
როგორ ვიხსენებ იმას,
თუ
როგორ ვეუბნები დედას,
რომ
მომავალი არ მაქვს,
ის კი არ ჩერდება,
ის კი არ მეშვება,
ის კი არ ნებდება,
ის კი არ მანებებს ცხოვრების თავის დანებებას,
როგორ არ მთავრდება ეს ყველაფერი,
როგორ ემზადება წრე მორიგი ბრუნის შესასრულებლად,
როგორ გამოვდივარ გარედან გარეთ,
მივაღწევ სახლამდე,
როგორ ვერ ვისვენებ,
როგორ ვიწყებ რაღაცის წერას,
აი ვფხიზლდები,
აი ვიღვიძებ,
აი ვიზმორები,
აი თითქმის გეძახი,
აი თითქმის ვარ
და
უკვე ღამის ოთხი საათია,
მერე დედის ცხოვრებაგატეხილი ხმა,
დაწექი,
ხვალ ადრე ხარ ასადგომიო,
მივდივარ,
ვწვები
და
მერე ვფიქრობ
და
მერე ვგრძნობ
და
მერე განვიცდი,
რომ
ყოფნაზე დიდხანს გრძელდება არყოფნა,
რომ
ყველაფერი ჩემს ირგვლივ ხდება,
მაგრამ
ცენტრში სხვა დგას.

მე ემოცია ვარ.

მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.

ქუჩაში მხვდებიან ვიღაცები,
ოთახის ქოშებით.
ქუჩაში მხვდება ასეული
ოთახის ქოშებით.

მათი მშობლები არიან მშვიდად,
შვილმოკლულ დედებს უფეთქდებათ სიზმრებში ნაღმი.

მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.

თითოეულმა მათგანმა იცის, რა უნდა,
ამ ფერად და ზღაპრულ ცხოვრებაში.
ყველამ ერთად იციან, რა უნდათ,
ამ ფერად და ჯადოსნურ ცხოვრებაში.

ასეულები ოთახის ქოშებით.
ათასეულები ოთახის ქოშებით.
მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.


მე ემოცია ვარ.


მინდოდა
და
ჩემს ოჯახს
ჩემი დასამარხი ფული არ ჰქონდა,
ვეღარ შევძელი.

მინდოდა
და
დედაჩემი ვერ გადამიტანდა,
ვეღარ შევძელი.

მინდოდა
და
მამაჩემი საზღვარგარეთ ჩემს გამო წვალობდა,
ვეღარ შევძელი.

მინდოდა
და
სოფელში შვილმკვდარი ბებია მელოდა,
ვეღარ შევძელი.

მინდოდა
და
ერთადერთი ვიყავი,
ვინც შენთვის ლოცულობდა,
ვეღარ შევძელი.

მინდოდა
და
ღმერთი არ მაპატიებდა,
ვეღარ შევძელი.

ახლა აღარ მინდა
და
იქნებ . . .

მე ემოცია ვარ.


ჰო,
ერთხელ ისიც მომივიდა აზრად
სახე მზისთვის მიმეშვირა,
ისე ძვრებიან სინათლის სხივები
ჩემი
თვალების გუგებში,
როგორც
ნემსის ყუნწში ძაფი,
ვუყურებ ცას
და
გახეულ ადგილებს ვკერავ.
მე ვუშვებ ჩემს ხმას ვარსკვლავების მიმართულებით,
ახლა ამის დრო არ არის,
არასდროს არის იმის დრო,
რაც მინდა,
მაგრამ
ვაკეთებ.
ყოველთვის
სხვებზე მეტს ვკარგავ,
რადგან
არაფერი მაქვს დასაკარგი.
სასაცილოა.
არ მისწავლია როგორ მიმეღო ცოდვისგან ტკბობა,
მე შემიძლია დაგიფიცო ღმერთო ამაზე.
ხშირად მჭერია სხვისი ხელი,
მაგრამ
ყველაფერს მაშინ მივხვდი,
როცა
ჩემი ხელი დაიჭირა სხვამ.
ხდება რომ მიწას შორდები
და
ცისკენ ვერ მიდიხარ,
ამ დროს საშინელებაა იოცნებო.
მე თავი დავანებე ყველაფერს
და
არანორმალური ძალით გავაგრძელე სიცოცხლე,
შეუძლებელია
იმან
დაგღალოს რაც გიყვარს,
სიყვარულმა არ იცის დაღლა,
მაგრამ
არც გასვენებს.
ადამიანში უნდა იყოს,
რაღაც ისეთი
უფლის გზებივით ამოუცნობი,
სხვაგვარად ყოფნა
მე უბრალოდ არ შემიძლია.
მე საკუთარ თავს მოვუყევი,
ჩემი
ამაღელვებელი სიკვდილის შესახებ
და
გაუხარდა,
მთავარი როლი რომ მიიღო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent