შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მიეჩვიო...


14-11-2015, 20:16
ავტორი BvBArMy
ნანახია 4 692

არ მიეჩვიო,
ორ საათამდე ძილს
და უზმოზე სიგარეტის მოწევას.
არ მიეჩვიო
ქარიანი ამინდის ნატვრას.
არ მიეჩვიო
ფეხით სიარულს
უსასრულობის ფსკერზე.
არ მიეჩვიო
სევდიანი მუსიკის მოსმენას.

არ მიეჩვიო ჩუმად ყოფნას.
არ მიეჩვიო წარსულზე ფიქრს.
არ მიეჩვიო მარტო ყოფნას.
არ მიეჩვიო ადამიანებისგან გაქცევას.

არ მიეჩვიო ოთახში შუქის ჩაქრობას
და საკუთარი უმწეობის ყურებას.

არ მიეჩვიო პოეზიას.
არ მიეჩვიო ხატვას.

არ მიეჩვიო სიყვარულით თავდავიწყებას.
რადგან ყველაფერი მიდის.
ყველაფერი მოძრაობს.
როცა ქარია ხეებს არ აქვთ სხვა გზა.
ისინი დგანან და ელოდებიან თავიანთ განაჩენს.

არ მიეჩვიო საკუთარ თავში ქექვას.
დაკარგულ საკუთარ თავს ვეღარ იპოვი.

არ მიეჩვიო შენს წამიერ ბედნიერებას,
რადგან ოთხმაგად დაისჯები რეალობისგან
.

არ მიეჩვიო ზღვის ჰორიზონტის ყურებას.
მატარებელი მიდის და შენს ვაგონში გამომწყვდეული
ვერაფრით გადაირჩენ თავს.

არ მიეჩვიო შენს მეორე მეს.
(რადგან შონ აბრამი შენი დროებითი არა რეალური არსებაა)

არ მიეჩვიო შენს არასრულყოფილებას.
შენს გაორებას.
შენს ოცნებებს.
შენს გზა დაკარგულ ანგელოზს.
შენს შიზოფრენიულ გადახვევებს.
შენს თავს.
არ მიეჩვიო.

არ მიეჩვიო ყოველ საღამოს,
კალვადოსიანი ჩაის დალევას.
(ასე იწყებენ ლოთებიც.)

არ მიეჩვიო საკუთარი თავის დაკარგვას,
თორემ რომ ვერ პოულობ,
შემდეგ კვდები,
და ახლიდან დაბადებას,
არაფრისგან ელი.

არ მიეჩვიო,
აღარცერთ ადამიანს,
რადგან მათ მხოლოდ უყვარხარ
და ვერ გიგებენ.

არ მიეჩვიო,
ამ დედამოტყნულ ცხოვრებას.
შენ უნდა შეძლო,
შენ უნდა გარდაქმნა,
შენ უნდა დაბადო,
საკუთარი, გასაქცევი გზა.

არ მიეჩვიო
თავისუფლებას,
რადგან სწორედ მაშინ ხარ მონა.

არ მიეჩვიო,
ადამიანების დაბმას სიყვარულის თოკით.
ისინი აიწყვიტავენ და გაიქცევიან.

არ მიეჩვიო
სისულელეების წერას….
არ მიეჩვიო...


როცა ვიცი რომ შეიძლება აღარ მიყვარდე.
მე მეზიზღები.
ეს დროის გარკვეული მონაკვეთია,
შეიძლება იყოს შუაღამე.
მეზიზღები ისე,
როგორც შავი ჭირი,
რომელიც არ იკურნება და გადასახლება მარტოობაში სულაც არ შველის.
მეზიზღება მოგონებები
და თავს ვარიდებ ნაცნობ სიმღერებს, ფოტოებს.
მაგრამ გონებას რას აარიდებ,
როცა გაივლის და გამოივლის,
ყველა ცოცხალი თუ მკვდარი კადრი,
რომელიც ერთ დროს მკერდიდან გულს ძირს აგდებდა,
და შემდეგ ფეხით მათელინებდა….

ყოველ ძილის წინ,
როცა
იფარებ საბანს ასე კეფამდე,
გაგეფიქრება ჩემზე
როგორც ერთ ჩვეულებრივ (გაუგებარ) დეპრესიულ ბიჭზე,
შენ ხვდები,
რომ არ ვარ ის ვინც უნდა ვიყო.
და ვერასდროს შეძლებ ჩემს შეყვარებას.

მე მეზიზღები.

როცა ვიცი რომ შეიძლება აღარ მიყვარდე
მე მეზიზღები
ეს დროის გარკვეული მონაკვეთია,
როდეაც ვხვდები,
რომ არასოდეს შეგიყვარდები,
თუნდაც გიცადო მთელი ცხოვრება.

მე მეზიზღები.
და სხვა მიზეზი,
არ არის საჭირო.

არ მიეჩვიო...


არავინ არის,
ვისაც ეტყვი რომ გტკივა და გეტყვის გეტკინოს.
ყველა იმედებით გავსებს,
რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ეს საშინელებაა.
ეს გულისამრევია.
თუ ჩემს გვერდით ხარ,
ჩემს საშველად მოდი
და ჩემთან ერთად დაწექი ჯოჯოხეთთან,
ის რომ ხვალინდელი დღე,
პოზიტივია,
საშინელი მოსასმენია.
მირჩევნია მითხრა:
შენ ჯოჯოხეთში ხარ
და აი ჩემი ხელი,
მეც შენს გვერდით ვარ.

მოდი და ერთად
გვტკიოდეს.

არ მიეჩვიო...


შენ მოლოდინი გაქვს.
ყველა მხრიდან,
შენ რაღაცას ელი.
მოლოდინი გაქვს სიყვარულის,
და ისეთი ბედნიერების,
რომელიც არ ქრება.
მოლოდინი გაქვს საკუთარი
დეპრესიის აორთქლების,
და მზიანი დღის.
შენ ელოდები საყვარელ ადამიანს,
მაშინ როცა გზები,
მდინარეებმა წალეკა,
შენ ელოდები,
ზამთარს,
როცა სულ რაღაც სამი თვის წინ ნატრობდი ზაფხულს.
შენ გააზრებულად აფრენ
და დიაგნოზს ეს სიტყვები გისვამენ.
არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება მოლოდინი,
რადგან შენ ერთგული ხარ ამ ყველაფრის,
და შენი ძეგლი სხვა რომანტიკოსებს დაუდგეს.
შენ მოლოდინის სამკუთხედში დგახარ,
და ამოცანის პასუხს ვერასდროს გამოთვლი,
რადგან არასდროს გქონია სიყვარულის ფორმულა.
შენ გული დაავადდა მოლოდინისგან,
და ფეხები როგორც ეკლესიის თაფლის სანთლები,
ისევე დნება.
აქ კი,
ხანდისხან გამოჩნდებიან,
ისინი ვინც გიმსუბუქებენ ყოფას,
და მათი ფეხები დიდხანს ვერ რჩება შენს ჯოჯოხეთში,
ისინი არ არიან შენი მოლოდინის გადამრჩენელები,
ისინი მიდიან საკუთარი თავის გადასარჩენად,
შენ კი ისევ მოლოდინი გაქვს,
არაფრის და ყველაფრის მოლოდინი.
შენ ჩლუნგი ხარ,
არ შეგიძლია ადგე და ყველას ვისაც ელოდები
დედა აგინო.

არ მიეჩვიო...


საკუთარო თავო:
ხანდახან იმდენად მძულხარ,
რამდენადაც მიყვარხარ.

როცა რამდენიმე წამში კარგავ
თვით რწმენას.
როცა ჩაბნელებული ოთახში წევხარ,
და საკუთარი უმწეობის მსვერპლი ხარ.

საკუთარო თავო:
სადამდე შეგიძლია ბრძოლა ?
ბრძოლა თვით გადარჩენისთვის,
ან უფსკრულში მამაცურად ჩასაჩეხად.

როცა ყვირი : “როგორ შეიძლება კარგად ვიყო !”
მაშინ იბრძვი ?
თუ სწორედ მაშინ ხარ უმწეობის მსხვერპლი.

თუ გაქცევენ ზურგს,
ისინი ვისი სიყვარულიც გჭირდება,
მაშინ ადექი და გაბედულად
დაიფარე სახეზე ბალიში.

საკუთარო თავო:
დიდი ხანია მინდოდა შენთან დიალოგი გამემართა.
მაგრამ ეს მონოლოგი უფროა.
მაინც კარგია,
რადგან მე ვთავისუფლდები შენგან.

ისე ყველაფერი შენი ბრალი მაინც არ არის.
შენც გარემოებების მსხვერპლი ხარ.
როგორც ხეები, ქარში.

საკუთარო თავო:
შენში მოკვდა ჯერ არ ჩასახული,
უბრალოდ, გაფიქრებული ოცნებები.
და ეს უფრო მტკინვეულია ვიდრე კაცის მთელი წლის ნაოცნებარი.

საკუთარო თავო:
საით გინდა წახვიდე,
როცა დაკარგული გაქვს მომდევნო ერთი წუთისთვის, გასაძლები რწმენა.

როგორ აპირებ დღეს ღამით დაძინებამდე თავის მიყვანას ?
საკუთარო თავო,
რატომ იღუპავ საკუთრივ შენს თავს,
და არასაკუთრივ მეც.
სად დაიკარგა შენი ერთადერთი მეგობარი ?
რატომ ვერ გიგებს შენი ერთადერთი სიყვარული ?
რატომ გინდა გაქცევა შენივე თავიდან ?

საკუთარო თავო ;
იცი როდის უნდა გაქრე ჩემგან ?
მე ვიცი.
შენ ახლავე უნდა დამტოვო.
შენ ახლავე უნდა გაიქცე.

და შენც უნდა დამტოვო..
ჩემო ერთგულო
საკუთარო თავო

არ მიეჩვიო...


მიმიღე,
მიმიღე ისეთი როგორიც ვარ
და
შემიშვი მაგ შენს დაწყევლილ
სამყაროში,
იქნებ გადავრჩე.

ღმერთმა იცის,
როგორ ამომივიდა ყელში
ამ ერთიდაიგივე გზებზე,
ერთიდაიგივე ქუჩებში,
ერთიდაიგივე მიმართულებით,
ერთიდაიგივე სევდით,
ერთიდაიგივე ტკივილებით,
ერთიდაიგივე ტანსაცმლით სიარული,
მაგრად დამღალა
ფერად თვალებში უფერული ცრემლების ყლაპვამ.

ზოგჯერ მინდა,
რომ
მთელი სიჩქარით მიმავალ
მატარებლის სახურავზე ვიწვე,
გულაღმა,
ხელები თავქვეშ მქონდეს
ამოლაგებული,
ცას ვუყურებდე
და
გვირაბზე ვფიქრობდე,
რელსები
კი
ჩემი გულის ფეთქვაზე ძლიერად,
ხმამაღლა
და
სწრაფად ძგერდნენ,
საკუთარი ფიქრები არ მესმოდეს,
ქარი მიბურდავდეს თმას.

ახლა საავადმყოფოდან მოვდივარ,
მოწევა ამიკრძალა ექიმმა,
სხვა დანარჩენი არც არაფერი მახსოვს,
ესეც იმიტომ გამახსენდა,
რომ
სიგარეტს მოვუკიდე.

ხვალ ჩემი დაბადების დღეა
და
ფეხებზე .

დღეს დედაჩემმა მკითხა,
ხომ არ გცივაო,
მე კიდევ ვუპასუხე არა მეთქი,
მართლა არ მციოდა.
გაუკვირდა,
აბა რატომ კანკალებო.

სანამ სახლში ავალ,
მინდა ვინმე ისეთი შემხვდეს,
მიტოვებულ მფარველ ანგელოზს
გავდეს,
გულში ჩავიკრა
და
ვუთხრა,
რომ
მიყვარს,
რომ
ბორდიურზე
ყოველთვის იქნება ადგილი,
გვერდით ვინმე ჩამოგიჯდეს,
თუნდაც
ქუჩის მეორე ბოლოში.

არ მიეჩვიო...


მე მიყვარხარ ჰარი.
და ესეც საკმარისია იმისთვის რომ მოკვდე.



№1  offline წევრი zak

ძალიან კარგი იყო,აღფრთოვანებული ვარ. love სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ... what sad

 


№2  offline წევრი თამუნა

არ შეგიძლია ადგე და ყველას ვისაც ელოდები დედა აგინო _ უცნაურია მაგრამ ეს სიტყვები ყველაზე მეტად ჩამწვდა მეხსიერებაში. ძალიან მომეწონა აი ისე მაგრად როგორც არც ერთი სხვა სიახლე... love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3 სტუმარი black

Yvelaperi ert droulad mmoawva chems iluzias..qarshi moseirne piqrebivit...yvelaze metad chamwvda "yvela sityva" მაგრად დამღალა
ფერად თვალებში უფერული ცრემლების ყლაპვამ.

"am prazam ki suli shemiwuxa rogorc avdarma

Dzaan magari iyo

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

მომეწონა!
იმდენად მომეწონა რომ ვიტირე!
ავდექი და ცრემლებს გასაქანი მივეცი!
საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო!
სულში ჩამწვდომი იყო!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს არ იყო მხოლოდ ლექსი, ეს თითქოს მთელი ცხოვრება იყო...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6 სტუმარი black

ErckeMydass25
ეს არ იყო მხოლოდ ლექსი, ეს თითქოს მთელი ცხოვრება იყო...

ErckeMydass25yoveltvis chem sayvarel siaxleebshi shens komentars vpoulob:Drogorc chans gemovneba emtxvveva:D h,h

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent