შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან ...შენამდე


20-12-2015, 02:47
ავტორი Anna)))
ნანახია 5 097

1*)) ღამე მარტოობამ გაიტანა,ცაზე დაგლეჯილი ღრუბლებია,
რადგან იქ წახვედი საიდანაც , ალბათ, არასოდეს ბრუნდებიან.

2*)) მიყვარხარ ცამდე და ციდან უკან , ტუჩები შენი ვარდივით ნაზი,
ყოველი ასო ,ყოველი ბგერა, ყოველი ნაკვთი, ყოველი ხაზი ...

3*)) ყოველთვის მინდოდა ფრენა,
მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის,
რაც უფრო მეტად ვემსგავსები გარშემომყოფებს
ვხვდები, რომ ფრენა რომც შემეძლოს
ცა მაინც იმხაელა იქნება,
რამხელაც მიწიდან ჩანდა...
4*)) ჩემი ბაგისგან,
ჩემი ტანისგან,
ჩემი ხელისგან,
ჩემი მკლავისგან,
ჩემი მხრებისგან,
ჩემი თვალისგან,
ჩემი ფიქრისგან,
ჩემი წყენისგან,
სიძულვილისგან,
სიყვარულისგან,
ჩემი თავისგან -
შენი თავისკენ
გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ!

5*)) მე ბევრს არ ვითხოვ , მინდა სიმშვიდე,
მე-გულები და ეს სულს მიმშვიდებს .
გადაგეყრები - ჩვენ გავზრდით შვილებს
ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.
ჩვენ დავბერდებით , შევივერცხლებით,
მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.
ბუხარი ენთოს , ხურდეს კეცები ,
მერე მე წავალ , აღვიკვეცები ..

6*)) მხოლოდ პოეზიით
მოწამლულ მამაკაცს თუ შეუძლია, რომ
გოგონას, კაფეში დაპატიჟების ნაცვლად,
წეროების თამაში შეთავაზოს და კითხვაზე
- რამდენი? უპასუხოს ისტორიის ყველაზე
სისხლიანი ციფრი 100 000 და ისიც მხოლოდ
იმიტომ, რომ მის თითებთან უფრო დიდხანს
დარჩენა შეძლოს.

7*))ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
წამოდი შენაც, წამოდი ცაში და ჩემს ყვავილთა სახლში შემოდი.
ჩემს სამყოფელში მუდამ ვიღაცას ელოდებიან,
დღეს მოლოდინი შენი ჩამოწვა,
წამოდი,
წამო,
წა…

8*))და მაგონდება;
ისეთებიც ხომ არსებობენ,
მთელ სიცოცხლეში მსუბუქად რომ მიაბიჯებენ,
იფიქრებ, თითქოს ქარს მიჰყვებიან
და უშფოთველად მიაქვთ ცხოვრება.
მაგრამ ქარსაც აქვს დრო, ადგილი,
ბოლო წერტილი,
სადაც ჩადგება და მუხლს მოიყრის.

9*))"შენ უბრალოდ ჯერ ვერ იპოვე ისეთი ადამიანი ვინც შენ გჭირდება" - მითხრა მან ვინც ყველაზე მეტად მჭირდებოდა
10*))რა გინდა იქ,
სადაც შენს არყოფნას ვერ შეამჩნევენ?

აქ შენ არავინ მოგკლავს.
აქ შენ არავინ მოგკლავს - სიყვარულით.

11*))არაფრის და არავის დავიწყება არ ღირს
პირიქით,
გახსოვდეს შენი შეცდომები,
რომ ყელში წაგიჭიროს მაშინ,
როცა ისევ დააპირებ ვინმეს ენდო

12*)) აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას-
გავიხადე და
მოვახურე ჩემი პერანგი.

13*)) მე უშენობა რომ არ შემეძლო, შენ სწორედ ამან გაგათამამა.

14*)) მე დრო არ მჭირდება,
მე ვიქნები შენთან ყველა ბრძოლაში.

15*))უშენოდ დასეირნობს ნაპირზე განთიადი,
უშენოდ ვეგებები - თებერვლის გამარტებას.
უშენოდ მომეძალა საშენო ხასიათი,
უშენოდ - არის ახლა ამინდის განმარტებაც...

16*))მინდა ვიყო გვირილების კონა
მაგ თმაში რომ სამუდამოდ დავრჩე…

17*)) იმ დღეს პოეტმა შენი თავი უფალს რომ სთხოვა,
კარგად ვხედავდი ანგელოზი ედგა თავდებად...
იწყება შენში უსასრულო გრძნობების თოვა...
ლექსი კი პირველ კოცნასავით მალე თავდება!

18*)) გულში ფიფქებივით მომეფანტე,
ტუჩის დასველებით შენ რომ იცი
ახლა ისე ძლიერ მომენატრე,
ტანზე უშენობა შემოვიცვი.

19*)) ფიქრობ სიცოცხლე ჩატოვე მასში
მაისის თვეში ჩუმად რომ გაქრი,
და გახსოვს როგორ გტკიოდა მაშინ ,
როცა ამ ქვეყნად სულ მარტო დარჩი.

20*))და მაშინ როდესაც არაფრისმომცემ ყველაფერს დასასრული დაერქმევა ,მე მოვალ შენთან და შენს ტკივილებს ჩემს სიცოცხლის წუთებში გადავცვლი.

21*)) მიყვარხარ -გახსოვდეს ამას ვერ წაგვართმევენ..

22*))მოვალ, თავს გულზე დაგადებ და მერე თუ უნდა, აღარც გათენდეს

23*)) ნატკენი და დაშაშრული ხელებით
ჩამოგიტან მე მთებიდან ყვავილებს,
მოვალ შენთან ერთი რამის ვედრებით,
მე მიჯერე, არა მარტს და აპრილებს.

24*)) არ მინდა გიყვარდე და განიცდიდე ჩემს დამპალ ტკივილებს, თვალებს ცრემლებით ისველებდე და მაქსიმალურად წურავდე საკუთარ ძალებს ჩემს გადასარჩენად..

25*)) ბანალურია ახლა უკვე რასაც კი ვწერდი ადრე ყოველთვის,
ბანალურია ახლა წვიმდეს და ჩუმად მოვიდე გითხრა "მოვედი".
ბანალურია ახლა ყველა ტკივილმომგვრელი მომენტი,
ბანალურია თუნდაც ისიც რომ არ მაქვს ხალისი ახლა ცხოვრების.

26*)) …და იფარებენ ათასგვარ ტკივილს ,თვალები ,რომლებშიც მუდამ მზე ანთია,

27*)) ახლა ისე მინდა შენს სასთუმალთან ვიჯდე და მძინარეს გიკითხავდე ლექსებს , ისე უბრალოდ , ვითვლიდე შენს გრძელ ,ხშირ წამწამებს , ვითვლიდე შენს მშვიდ ჩასუნთქვა -ამოსუნთქვას , შენი გრძელი , ლამაზი თითები მეჭიროს ხელში და დაფლეთილ სულის ნაწილებს ასე ვაწებებდე ერთმანეთზე .

28*))ვინ ხარ შენ? ვინ გახდი? თვალების უფსკრულები ცრემლებით გაქვს სავსე ,ტირილში აღამებ და ათენებ . მითხარი რომ არაფეროა კარგად ,ისიც დააყოლე რომ არც არასდროს იქნება და კიდევ ისიც რომ სამყარო ნელ-ნელა ემსგავსება ნაბი*ვრებით სავსე ნაგვის ურნას და თითოეულიათგანი გპარავს უმნიშვნელოვანესს-ღიმილს .რომ ყველა მოდის და მიდის, რომ გტოვებენ ფეხებს იწმენდენ . მითხარი ,მიამბე თითქოს არ ვიცოდე ეს ყოველივე.
29*)) არასდროს ჩაისუნთქო ისეთი ჰაერი,რომელიც ტკივილით ფილტვებს დაგიხეთქავს,
არასდროს შეიყვარო ისეთი სიყვარულით, ძირს რომ დაეცემი გვერდით არ გედგას და
მაინც გიყვარდეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent