შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპასუხო გრძნობა


4-04-2015, 19:00
ავტორი tamt1994
ნანახია 3 355

1.შენი დუმილი მცივა ტუჩებზე ეს ალიონი სევდის ფერია ახლა ბალიშზე თმის ღერებს ვეძებ წამლად თმის ღერიც არ დაგრჩენია.
2.კი, დაგიცდიდი... მაგრამ როდემდე.. დაწყდა სიმები მძაფრი ლოდინით...
3.სუნთქვა დაიღალა თითქოს.. ფიქრი შენს ნაბიჯებს უცდის.. მინდა ფიფქი ვიყო ახლა... ნაზად რომ ჩაგადნე გულში... ვიცი სიგიჟეა ალბათ ... წმინდად სიყვარულის განცდა... მე კი სიგიჟისთვის ახლა.... შენს თავს გეფიცები მზად ვარ..
4.ბაგის კუთხესთან მოგპარავო ღაბუა ამბორს,
და ფერმკრთალ ღაწვზე წაეკიდა ალმური მთვარეს...
ზოგჯერ ვნებები თავის სათქმელს ხმამაღლა ამბობს,
რა მოხდა, ზოგჯერ სიგიჟესაც დაგაცდენს რამეს..
5.ასე სიმარტოვეს შეჩვეული,გრძნობებს თაროზე ვაწყობ,მერე მოგონებად გადაქცეულს ლექსებს რითმებად ვაქსოვ
6.ჩემი ჭაღარა მინდა გიყვარდეს
შემოჩვეული თმებში მალულად
7.მზე ჩემში იბუდებს და ხლართავს ფილტვებთან
ჟანგბადებს, უშენო ჰაერით დახეთქილს
და იდგამს ფესვებად შენს თითებს თავიდან
შეშებად… ნაზამთრალს,შუაზე გაჩეხილს…
8.ცხოვრებისგან გადაღლილი ჩემი თავი მენანება, ღმერთო ყველას დაეხმარე, ვისაც ვინმე ენატრება. მოვა დრო და ყველას ვნახავთ, ვინც გვიყვარს და გვენატრება. ღმერთო ყველას დაულოცე, მონატრების მონატრება
9...მე გავფრინდები, გადავუსწრებ მერცხლების რიგებს
სადაც ოდესღაც ნამყოფი ვარ, ალბათ გამიგებთ.
10..ხანდახან ფიქრებს ავედევნები...
დღეებს გათელილს,როგორც ლელიანს
და ვერ ვთმობ წარსულს - ჩემს ფერად დღეებს,
ტკივილიცაა--მაგრამ ჩემია...
11.ბაბაუწვერა ჩემს სიყვარულს რად უნდა წერა,ნამცეცა გული რასაც იტყვის ვერ იტყვის ენა.წადი ქარს გაჰყევ და ვინც შეგხვდეს უამბე ყველას,რომ ყველა ყვავილს მირჩევნიხარ ბაბუაწვერავ...
12.რაღაც არაამქვეყნიურად ვარ... ბუნებაში მინდა , სიყვითლეში , მარტო ყოფნა და სასიამოვნო სიმღერა მინდა , გახსენება მინდა , თურმე ფუჭად დაკარგული დროის.. უკან დაბრუნება მინდა იმ დღეს როდესად გაგიცანი , რას ვიზავდი? ამოვშლიდი იმ დღეებს და ბედნიერი ვიქნებოდი
13.ოხ ცხოვრებავ, ბრმად მივყვებით შენს ნაკვალებს...
არ კითხულობ, ვის რა ნატვრა გვქონია...
ჩემს ცხოვრებას მე ვხატავდი მუდამ ფერადს...
თურმე შევცდი... ფერი სულ არ ქონია
14.ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა,
ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი...
15.პირველად მაშინ გიღალატე, როდესაც შენი ტბიდან მიწაზე გამოვცურე.
გეტკინა, მაგრამ შეგიყვარდი და დაივიწყე.
16.ერთხელ ვთქვი რომ მიკვირდა.. როგორ არ მოვკვდი როცა გავიგე რომ აღარ მყავდითქო.. და მერე მივხვდი.. ზოგჯერ ცოცხალი რჩები მაგრამ ის ტკივილი გკლავს რაც შიგნით გრჩება..
17.ღიმილის მიღმა სიცოცხლე მტკივა, ზეცის თვალებში ცრემლი იბუდებს, მე მხოლოდ სულის ნაწილს ვაშიშვლებ, რადგან დანარჩენს სხვა ვერ გამიგებს...
18.ვით ინსტრუმენტის უძველესი შავი კლავიში,ჩავარდნილი ვარ და არაფერს აღარ განვიცდი
19.თითოეული იმ ცრემლისთვის გაზღვევინებ რომლებიც ჩემს ბალიშს ალპობდნენ ღამით .. !
20.სიმართლე მწარე წამალია – არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს.



№1 სტუმარი elene

Dzalian kargi frazebia !! Dzalian dzalian momewona :*

 


№2  offline წევრი tamt1994

მადლობა ელენე :*

 


№3 სტუმარი Phairut

It's much easier to unardstend when you put it that way!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent