შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)


21-04-2015, 19:38
ავტორი goga27
ნანახია 41 580

ვერძი – ჟასმინი

ფხუკიანი, თავნება, დამოუკიდებელი, პირდაპირი, სექსუალური და თავდაჯერებული… მან ზუსტად იცის რა უნდა და ყოველთვის აღწევს დასახულ მიზნებს. არავის წინააღმდეგ წასვლის არ ეშინია და უსამართლობის წინააღმდეგ ყოვლეთვის გააფთრებით იბრძვის. იგი იცავს თავის ქვეყანას, თავის ხალხს და თავის სიყვარულს. დევიზი – მე არ ვარ ჯილდო, რომელიც უნდა მოიგო.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

კურო – ბელი

ერთგული, მეოჯახე, ძლიერი, საყვარელი ადამიანებისთვის ყველაფერზე წამსვლელი, ჯიუტი და შეუპოვარი. მიუხედავად ასეთი ხასიათის სიმტკიცისა და იმისა, რომ ბევრ მამაკაცზე უფრო ძლიერი და მამაცია, ნამდვილი მამაკაცის გვერდზე ძალიან ქალური და ნაზი ხდება.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

ტყუპები – რაპუნცელი

მხიარული, მოძრავი, კეთილი, ბავშვური, ცნობისმოყვარე, ადვილად საურთიერთობო, ადვილად ამყოლი, სიცოცხლით სავსე, ლაქლაქა, პრანჭია და სასაცილოდ საყვარელი. იგი ერთნაირად ბრწყინვალეა ხატვაშიც, სიმღერაშიც, ცოცვაშიც და საჭმელების კეთებაშიც. მთავარია კომპანიონი იშოვოს და ტყუილებსაც იტყვის და სახლიდანაც გაიპარება თავის კითხვებზე პასუხების საპოვნელად.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

კირჩხიბი – კონკია

თითქოს უმწეო და საწყალი, მსხვერპლის როლშია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მიზანდასახული და პრინციპული გახლავთ. იგი ძალიან მზრუნველია და ყოველთვის რაღაც სასწაულით ახერხებს იპოვოს საჭირო ნაცნობი, ვინც დაეხმარება.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

ლომი – მულანი

მამაცი, უშიშარი, ამაყი, მტკიცე, ერთგული და თავდაჯერებული. ქალი, რომელიც მამაკაცობასაც ბევრ მამაკაცზე უკეთ გაართმევს თავს, თუ საჭირო გახდა და ამავე დრო ბევრ ქალზე უფრო ქალური ქალია. იგი გულია, სიყვარულით სავსე გული.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

ქალწული – ტიანა

იგი ჭკვიანია, რეალისტი და ძალიან ბევრს მუშაობს, მიზანს რომ მიაღწიოს. იმდენად არის საქმეში ჩაფლული, საერთოდ ვერ იცლის პირადი ცხოვრებისთვის და როცა მიხვდება რომ ეს ზალიანა წუხებს, გადაწყვეტს თავის ოცნებების ასრულებისთვის ბრძოლა დაიწყოს. იგი ნამდვილი ვორკაჰოლიკია. მისი დევიზია – რაც გინდა იმას მხოლოდ ოცნებით ვერასოდეს მიაღწევ!
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

სასწორი – აურორა

ლამაზი, ნაზი, თავაზიანი, მორცხვი, რომანტიული, სასიამოვნო მანერებით და სასიამოვნო ხმით. მისი სიმღერა ცხოველებსაც კი აჯადოებს. იგი ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ და ხშირად მაშინაც კი უჯერებს სხვებს, როცა მათ არ ეთანხმება. შემდგომში ცოტა უფრო თავდაჯერებული და თამამიც ხდება, მაგრამ ალბათ ისევ სასწორი, სხვა ვინ უნდა იწვეს და ელოდოს როდის გამოჩნდება პრინცი.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

მორიელი – პოკაჰონტასი

ეს სახელი ურჩს და ცოტა მავნეს ნიშნავს. იგი ძალიან მგრძნობიარე და ამავე დროს ძლიერი და მამაცი ქალია. ისეთი ქალი, რომლებიც ტოლს არ უდებენ კაცებს და თავისი არსებობით ამტკიცებენ, რომ სუსტი სქესი არ არსებობს. გარდა ამისა, იგი ჯადოქარიცაა და შამანურ ძალებს ფლობს, როგორც ყველა მორიელი.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

მშვილდოსანი – მერიდა

იგი დაბადებით თავაგადასავლების მოყვარულია. ახტაჯანა, მხიარული, კეთილი, ოპტიმისტი, მამაცი და იმპულსური. მოახტება ხოლმე თავის რაშს და მთელი სამყაროს შესაცნობად დაეხეტება. ვის, ვის და მხოლოდ მშვილდს თუ ეყოფა სიმამაცე ბედის წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

თხის რქა – ელსა (frozen)

მკაცრი, ცივი, მარტოსული და გულჩათხრობილი – მას ასეთ იმიჯი აქვს. გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია, მაგრამ ამის გამოხატვის ეშინია. თავი იმაზე უფროსად უჭირავს, ვიდრე არის, რადგან ბავშვობიდანვე მიეჩვია ვალდებულებებს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბევრს ამ დისტანციურობით და თვითიზოლაციით აშინებს, მაგრამ თუკი ვინმე მოახერხებს როგორმე ყინულის სასახლიდან გამოიყვანოს და დააჯეროს რომ ემოციები კი არ უნდა ჩაახშოს, უბრალოდ უნდა მართოს, მერე მისი ნამდვილი სახის გაცნობას შესძლებს
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

მერწყული – არიელი

იგი მხიარული, სოციალური, თავისუფლებისმოყვარე არსებაა. ერთი სული აქვს როდის გაიზრდება და როდის ექნება უფლება თავის ჭკუაზე იაროს, რომელი ჭკუითაც სულ ათას შარში ეხვევა. ჰყავს ბევრი მეგობარი და ძალიან ზრუნავს მათზე. ერთი შეხედვით გეგონებათ რომ ძალიან მსუბუქი ტიპია, მაგრამ საშინელი სიჯიუტით გაგაოცებთ. თითქოს სიყვარულის გარდა ყველაფერზე ფიქრობს, მაგრამ როცა შეუყვარდება საშინელი იდეალისტია. იგი მეამბოხეა და რევოლუციონერი, დამოუკიდებელი და თავისი იდეალებისთვის ყველაფერზე წამსვლელი.
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)

ფიფქია – თევზები

ძალიან ქალური, მშიშარა, სუსტი, დაუცველი, კეთილი, გულუბრყვილო და მიმნდობი. ამდენ უბედურებაგამოვლილს ჯერ კიდევ სჯერა ადამიანების სიკეთის და იმის, რომ ვიღაცამ შეიძლება სრულიად უანგაროდ გაჩუქოს ვაშლი. თანაც მხოლოდ თევზი თუ გადაყვებოდა ასე ვინმეს, მთელი ღამის ნაწანწალები და დაღლილი ვიღაც სრულიად უცნობ არსებებს დაულაგებდა და საჭმელს გაუკეთებდა
ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)



№1  offline მოდერი MyLove

"მე არ ვარ ჯილდო, რომელიც უნდა მოიგო."
იო... bully wink
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ნუ, ვერძი როგორც ყოველთვის ეხლაც ფორმაშია:)).

 


№3  offline წევრი DaaDaa

მე კიდევ არასოდეს არვექცევი სხვისი გავლენის ქვეშ...მერამდენედ მატყუებს ეს სასწორი :დ მორიელი უფრომგავს

 


№4  offline წევრი meri89

tevzebi. xustia

 


№5  offline წევრი ლილე

რაპუნცელი ♥♥♥ თმებით ვგავარ ♥♥♥ დახასიათებაც ჩემია♥♥♥♥ პერფექტო ♥♥♥ love wink

 


№6  offline წევრი Unnamed

აქ მაინც ვიყო ჟღალთმიანი :((( რატომ არ მაქვს წითელი თმები sad :( :( :( მერიდა

 


№7 სტუმარი okay

ფიფიქია?! ნაზი და ქალური?! გულუბრყვილო და მიმდობი?! ეჰ :( იმედს მიცრუებ ჩემო ზოდიაქოვ...

 


№8  offline ადმინი შამანი

ვერძი ვარ wink
უბრალოდ დისნეის პრინცესა არ დაემთხვა, დანარჩენი კი.. wink
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


ჟასმინი რა კავშირშია ჩემთან, თორე დანარჩენი კი wink winked

 


№10  offline წევრი -tiko))

ვერძი ვარ და ზუსტია როგორც მითხრესს wink
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


ჰაჰაჰა ტყუპები. სწორია ესეთი ვარ სულ. wink

ჰაჰაჰა ტყუპები. სწორია ესეთი ვარ სულ. wink

 


№12  offline წევრი შოკი მოკი

ერთგული და ჯიუტი ^_^

 


№13 სტუმარი სტუმარი რუსუდანი

გარეგნობაც ჩემია და დახსიათებაც
ოღონდ უფრო ღია ფერის კანი მაქვს (ქალწული)

 


№14 სტუმარი Maria

Me kuro var.⛎ Chem zodiaqos nishnebs vetanxmebi ????????????magram ert rames ver gaartyit. ????️‍????️????Nazi ar var????‍♀️????????

Me kuro var.⛎ Chem zodiaqos nishnebs vetanxmebi magram ert rames ver gaartyit. Nazi ar var

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent