შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახალისო ლოგიკური ტესტი


14-10-2015, 19:48
ავტორი flightless bird
ნანახია 7 628

ტესტის შეკითხვებს უნდა უპასუხოთ სწრაფად და დიდი ფიქრის გარეშე. ამიტომაც ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს და შეუდექით.
მთავარი კი ის არის, რომ არ იცუღლუტოთ და პასუხებში არ ჩაიჭყიტოთ წინასწარ!

1.წარმოიდგინეთ, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობთ და მეორე ადგილის მფლობელ მრბოლელს გაუსწარით.
რომელ პოზიციას იკავებთ ახლა თქვენ?
პასუხი: თუ თქვენ უპასუხეთ, რომ პირველს – მაშინ თქვენ არასწორი ხართ. თქვენ გაუსწარით მეორე ადგილის მფლობელს და მისი ადგილი დაიკავეთ, ამიტომაც მეორე ადგილზე იმყოფებით.

შეეცადეთ, უკეთესად უპასუხოთ მეორე შეკითხვას.

2. თქვენ გაუსწარით ბოლო ადგილზე მყოფ მრბოლელს. რომელ პოზიციაზე იმყოფებით ახლა?
პასუხი: თუ თქვენი პასუხია "ბოლო ადგილი" – არასწორი ხართ. დაფიქრდით, როგორ გაუსწრებდით ბოლო მრბოლელს? თუ თქვენ მის უკან მირბიხართ, ესე იგი, ის არ არის ბოლო.
პასუხია - შეუძლებელია.

როგორც უნდა იყოს, აი, შემდეგი შეკითხვა. ჰო, მართლა, პასუხები არ ჩაწეროთ და არ გამოიყენოთ კალკულატორი და დაიმახსოვრეთ – უნდა უპასუხოთ სწრაფად.

3. აიღეთ 1000. მიუმატეთ 40. მიუმატეთ კიდევ 1000. მიუმატეთ 30. კიდევ 1000. პლუს 20. პლუს 1000 და პლუს 10. რა მიიღეთ?
5000? არასწორია. სწორი პასუხია 4100. ნახეთ კალკულატორზე და თავად დარწმუნდებით. ვნახოთ, როგორ უპასუხებთ შემდეგ შეკითხვას.

4. მერის მამას 5 ქალიშვილი ჰყავს: 1. ჩაჩა, 2. ჩეჩე, 3. ჩიჩი, 4. ჩოჩო. შეკითხვა: რა ჰქვია მეხუთე ქალიშვილს? იფიქრეთ სწრაფად. პასუხი ოდნავ ქვევით არის.
პასუხი: ჩუჩუ? არა! რა თქმა უნდა, მას მერი ჰქვია. გადაიკითხეთ ხელახლა შეკითხვა.



№1  offline წევრი maridb

ჰაჰაჰა :დ კარფი ტესტი იყოო თითქმის ყველას გავეცი სწორი პასუხიიი:დ wink winked
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი flightless bird

maridb
ჰაჰაჰა :დ კარფი ტესტი იყოო თითქმის ყველას გავეცი სწორი პასუხიიი:დ wink winked

ძალიან კარგი ^_^
--------------------
თ.ნ.

 


№3  offline წევრი anuka^_^

ბოლო კითხვას გავეცი მარტო სწორად -_-
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№4  offline წევრი flightless bird

ეგ არაფერი :DDD მეც მხოლოდ ორს ვუპასუხე სწორად :3
--------------------
თ.ნ.

 


№5  offline წევრი Shorena Quqchishvili

ვაიმე ეს რა იყო, ამრტო ბოლოს ვუპასუზე სწორად wink wink
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent