შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენი ხასიათი ტუჩის ფორმის მიხედვით


22-11-2015, 13:53
ავტორი flightless bird
ნანახია 8 144

იცოდით, რომ ტუჩების ფორმა ადამიანის ხასიათს განსაზღვრავს? ტუჩების ფორმის მიხედვით ქალები შეიძლება დავყოთ 6 ტიპად: რომანტიკულები, აზარტულები, იდუმალები, ლიდერები, ავანტიურისტები და რეალისტები.
გაიარე ტესტი და გაიგე, ქალის რომელ ტიპს მიეკუთვნები ტუჩის ფორმის მიხედვით!

1. სავსე, ფართე ტუჩები - აზარტული.

რაიმე თუ მოინდომა, აუცილებლად მიიღებს, თან დაუყოვნებლივ, რაც არ უნდა იყოს ეს "რაიმე" – ახალი ჩანთა თუ ახალი მამაკაცი. მის მოსაპოვებლად აზარტული ქალი ყველაფერს მოიმოქმედებს. თავისუფალსა და ენერგიულს არ ეშინია ინიციატივის საკუთარ თავზე აღების, მისთვის არ არის პრობლემა, პირველმა დაუნიშნოს პაემანი მამაკაცს ან დაურეკოს მას. ასეთი ქალი გულხელდაკრეფილი არ ზის და ბედს შინ არ ელის.

"ან ახლა, ან არასოდეს" – ეს არის მისი დევიზი. მისთვის აუცილებელია თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მამაკაცი, რომელთანაც ცხოვრების გატარებას ისურვებს, აუცილებლად უნდა იყოს შეუდარებელი საყვარელი და შეეძლოს გადაწყვეტილებების თამამად მიღება. დედიკოს ბიჭები მის გემოვნებაში არ ზიან.

2. სავსე, მაგრამ არა დიდი ტუჩები - რომანტიკული.

ამ არსებისთვის პირველ ადგილზე ემოციებია და არა ცივი გათვლები. მას ჰგონია, რომ ბავშვობაში დასვეს უზარმაზარ საქანელაზე და იქიდან მისი ჩამოსმა დაავიწყდათ. თანაგრძნობა და ცხვირსახოცი ასეთ ქალს სულ მომარჯვებული აქვს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ის ბევრს მოსწონს. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს – რომანტიკულ არსებას ურჩევნია არ გაეხვიოს სერიოზულ პრობლემებში და უბრალოდ, დახუჭოს მასზე თვალები, მოატყუოს საკუთარი თავი.

მისი წარმოდგენა იდეალურ მამაკაცზე არ სცდება სასიყვარულო რომანების გმირების ტიპებს. მამაკაცები ხშირად ასეთ ქალებს მშიშარა თაგვებად თვლიან, რომლებიც ყველაფერში დაეთანხმებიან და უსიტყვოდ აღიარებენ მათ უპირატესობას... თუმცა, მამაკაცებო, ფრთხილად! ხშირად გარეგნობა მოჩვენებითია.

3. ზედა ტუჩი უფრო სრული, ვიდრე ქვედა - ლიდერი.

სრულფასოვანი პიროვნება, რომელიც საქმეს თავიდან ბოლომდე მიჰყვება – გრძნობით, გონებით, წინასწარი გათვლებით და აუცილებლად ლოგიკური დასასრულით. ასეთმა ქალმა ყოველთვის იცის, რა უნდა ცხოვრებისგან.

აქტიურ ქმედებას ის მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა 200%-ით დარწმუნებულია თავის სიმართლეში. მისი ცხოვრებისეული კრედოა – "ყველაფერი ან არაფერი".
მას აღიზიანებს ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა და შუა გზაზე ტოვებენ დაწყებულს.

ეს ქალბატონი ლიდერის ყველა თვისებას ფლობს, მათ შორის - ქარიზმასაც. მისი ოცნების მამაკაცი მასავით ამბიციური უნდა იყოს და დაუსრულებლად აძლევდეს ბიძგს, დაიპყროს მწვერვალები. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს კავშირი დაშლისგან იხსნას, ის არის, რომ ორივემ ისწავლოს კომპრომისზე წასვლის ხელოვნება.

4. ქვედა ტუჩი უფრო სრული, ვიდრე ზედა - იდუმალი.

ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მას ხშირად მისტირიან უკან კაცები; კონკურენტი ქალები კი მზად არიან, ჩაქოლონ. ის ორიგინალური და ძალიან არაორდინარულია – ურჩევნია, ტომარა ჩამოიცვას, ვიდრე მოდას აჰყვეს და ჩაიცვას ის, რაც ყველას აცვია.

ზუსტად იცის, რა უნდა. მამაკაცი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული უნდა იყოს, თუნდაც მის ძებნაში მთელი ცხოვრება გალიოს. იდუმალებით მოცულ ქალს არასოდეს მოაკლდება თაყვანისმცემლები, მაგრამ მას აინტერესებს მხოლოდ ისინი, ვინც პირველივე დანახვისას არ მოიხიბლებიან მისით.

5. თხელი, მაგრამ დიდი ჭრილის მქონე ტუჩები - რეალისტი

ის ყოველთვის მყარად დგას ფეხზე – მისთვის ზღაპრული არაფერი არ არსებობს. რეალისტ ქალს ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა უყვარს – ის არა მხოლოდ შემოდგომაზე ყიდულობს საახალწლო საჩუქრებს და მოგზაურობამდე ერთი თვით ადრე ალაგებს ჩემოდანს, არამედ ამ პროცესისგან ნამდვილ სიამოვნებასაც იღებს.

ის თავით ფეხებამდე პრაქტიკულია და შეყვარებულიც კი არ იკეთებს ვარდისფერ სათვალეს. რაღაც საოცრება უნდა მოხდეს, რომ ასეთმა ქალმა თავი დაკარგოს.
მას ურჩევნია, არ გამოააშკარაოს ემოციები სახალხოდ. ამიტომაც ხშირად ცივი, ჩაკეტილი და თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანი ჰგონიათ. სინამდვილეში ეს მცდარი წარმოდგენაა – უბრალოდ, მას სხვების მსგავსად არ შეუძლია ემოციების გამოხატვა.

ასეთ ქალს ყველაფერში სტაბილურობა უყვარს. მისი ოცნების მამაკაცს შეუძლია არ მოუწყოს რომანტიკული სიურპრიზები და არც სიგიჟეების ჩადენაა მისთვის საჭირო. საკმარისია, საიმედო იყოს.

6. თხელი, მაგრამ პატარა ჭრილის ტუჩები - ავანტიურისტი

მისთვის დაბრკოლებები არ არსებობს, ხოლო მისი ბუნებით მინიჭებული ოპტიმიზმი იმხელაა, 3-4 ადამიანს ეყოფოდა. მას ერთ ადგილას ჯდომა ფიზიკურად არ შეუძლია – შვებულებას იმაში გაატარებს, რომ სპილოებს მოუაროს ან კილიმანჯარო დაიპყროს. ნაკლებად გლობალური – სტანდარტული პროექტები მას, უბრალოდ, არ აინტერესებს. გიჟდება თავგადასავლებზე.

ავანტიურისტ ქალს იმდენად სჯერა საკუთარი თავის, რომ ხშირად სარისკო საქმეებს ჰკიდებს ხელს.

ის ნამდვილი მებრძოლია და იმდენად ძლიერი და ნებისყოფიანი, რომ ხშირად მამაკაცებს აფრთხობს კიდეც. მისი პროტოტიპის, ლარა კროფტის ღირსეულ თანამგზავრად ყოფნა ყველას არ შეუძლია – ავანტიურისტი ქალის რჩეულს იგივე თვისებები უნდა ჰქონდეს, რაც თავად მას, ანუ ძალიან ძლიერი უნდა იყოს!



№1  offline წევრი yvavi

იდუმალი :დდ ვაახ :დდდდდდდ

 


№2  offline წევრი maridb

yvavi
იდუმალი :დდ ვაახ :დდდდდდდ

მეცც :დ:დ wink
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი flightless bird

ვაა :დდ იდუმალები გავიჩითეთ :DD მეც მეოთხე ვარ :DD
--------------------
თ.ნ.

 


№4  offline წევრი Firefly

რომანტიკული მე :დდ
--------------------
M.T

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

ძალიან, ძალიან, ძალიან დაემთხვა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline წევრი flightless bird

წითური გოგონა
ძალიან, ძალიან, ძალიან დაემთხვა!

Sxvata shoris chemzec daemtxva...
--------------------
თ.ნ.

 


№7  offline წევრი მარიამიი ^^

ასეთი სიმართლე არავის უთქვამს ჯერ...wink wink

 


№8  offline წევრი flightless bird

:D რომელი ფორმა შეგესაბამება? :დ
--------------------
თ.ნ.

 


№9 სტუმარი ქრისტი ხმელიძე

მათლა ძაან დაემთხვა ... :D

 


№10 სტუმარი tatia injgia

[b][/b] :лове: [i][/i][u][/u][s][/s][left][/left][center][/center][right][/right][hide][/hide][quote][/quote][spoiler][/spoiler]

ძაან დაემთხვა

 


№11 სტუმარი mari

ვაი რა ლამაზი ტუცებიიი wink

flightless bird
:D რომელი ფორმა შეგესაბამება? :დ

wink

 


№12 სტუმარი ცისანა

სავსე ფართე ტუჩები!!! heart_eyes joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent