შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი


19-07-2016, 20:24
ავტორი goga27
ნანახია 10 508

სანამ დაიწყებდეთ, მოამზადეთ სუფთა ფურცელი და საწერკალამი. როგორც კი წაიკითხავთ კითხვას, ჩაიწერეთ პასუხი. არ მისცეთ თქვენ თავს ბევრი ფიქრის უფლება. დაწერეთ ის, რაც პირველი მოგივათ თავში.
აი კითხვებიც. დროებით გამორთეთ ლოგიკა, რადგან ყველა კითხვა დაკავშირებულია თქვენს ქვეცნობიერთან.

1. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცასთან ერთად მიდიხართ ტყეში. ვინ შეიძლება იყოს ის?
2. ტყეში მიდიხართ და არც ისე მოშორებით ხედავთ ცხოველს. რა ცხოველია?
3. რა ხდება, როცა ერთმანეთს პირისპირ შეხვდებით?
4. თქვენ აგრძელებთ ტყეში სიარულს. გამოდიხართ ველზე და იქ ხედავთ თქვენი ოცნების სახლს. როგორ გამოიყურება, რა ზომისაა?
5. შემოფარგლულია თუ არა სახლი თქვენი ოცნების გალავნით?
6. თქვენ შედიხართ სახლში. მიდიხართ მისაღებ ოთახში. აღწერეთ, რას ხედავთ იქ, მაგიდებზე და მათ გარშემო.
7. თქვენ ტოვებთ სახლს უკანა კარებიდან და ბალახზე ხედავთ ჭიქას. რისგან არის ის დამზადებული?
8. რას აკეთებთ, მის დანახვაზე?

ის პასუხები, რომლებიც გაეცით კითხვებს ახდენს თქვენი ფასეულობების და იდეალების დემონსტრირებას. აი როგორ უნდა გააანალიზოთ ისინი:


  • ადამიანი, რომელთან ერთადაც მიდიხართ, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში..

  • იმ ცხოველის სიდიდე, რომელიც წარმოიდგინეთ ეს სინამდვილეში თქვენი პრობლემების რაოდენობაა ქვეცნობიერში. რაც უფრო დიდია ცხოველი, მით უფრო რთულია თქვენი ცხოვრება.

  • ის რეაქცია, რომელსაც ავლენთ ტყეში ცხოველთან შეხვედრისას ყველაზე სახასიათო გზაა პრობლემის მოგვარებისკენ (აგრესია, პასიურობა, თავის არიდება).

  • სიდიდე სახლისა, რომელიც თქვენ დაინახეთ, თქვენი ამბიციების სიდიდეა. თუ ის ზედმეტად დიდია, შესაძლოა თქვენ გადაჭარბებული მოლოდინი გაქვთ ცხოვრებისგან.

  • თუ გალავანი არ არის, თქვენ გახსნილი და შინაგანად თავისუფალი ადამიანი ხართ. თუ ის არის, მაშინ თქვენ აფასებთ პირად სივრცეს და სხვებისგანაც ამას ელით. უფრო ზუსტად, თქვენ არასდროს შეხვალთ სხვის სივრცეში, ნებართვის გარეშე.

  • თუ ამ ოთახში ვერ დაინახავთ საკვებს, ყვავილებს ან ხალხს, თქვენ სავარაუდოდ, არ ხართ ბედნიერი.

  • ჭიქის გამძლეობა კი ნიშნავს რამდენად მტკიცედ და ძლიერად აღიქვამთ თვენს ურთიერთობას ოჯახში. ერთჯერადია ჭიქა? შუშის? ხშირ შემთხვევაში თქვენ ღელავთ თქვენს ოჯახზე. თუ ჭიქა რკინის ან ფაიფურის იყო, ესეიგი სადარდებელი არაფერი გაქვთ.

  • თქვენი საქციელი აღწერს დამოკიდებულებას იმ ადამიანთან, რომელიც აღნიშნეთ პირველ კითხვაში.


  • მნიშვნელოვანია: შეგიძლიათ ეს ტესტი ისევ და ისევ გაიაროთ, რამდენიმე დღის ინტერვალით. საქმე იმაშია, რომ ის აღწერს არა თქვენს ზოგად მდგომარეობას, არამედ თქვენს ფსიქო-ემოციურობას იმ მომენტში როცა ტესტს აკეთებთ.



    №1 სტუმარი nuca ika

    კარგი ტესტი იყო:))) <3

     


    №2  offline წევრი შოკი მოკი

    მაგარია ^_^ ძალიანნნ

     


    №3 სტუმარი magari

    Kargi testia

     


    №4  offline წევრი ნეპტუნიელი

    მე ცხოველისადმი აგრესია არ გამომიხატავს და ეს რას ნიშნავს?

     


    №5  offline წევრი Firefly

    საინტერესო იყო...
    დამაფიქრა.
    --------------------
    M.T

     


    №6  offline წევრი მთვარეულა ❤

    Argent
    მე ცხოველისადმი აგრესია არ გამომიხატავს და ეს რას ნიშნავს?


    იმას რომ პრობლემების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ გაქვს.

     


    №7  offline მოდერი Tako Tako_2

    smile საინტერესო თEსტია

     


    №8 სტუმარი terwgdfxjf

    [quote][/quote][hide][/hide] bowtie

    მაგარი ტესტია
    stuck_out_tongue_winking_eye

     


    №9 სტუმარი Guest მარიამი

    არ დაემთხვა

     



    სახელი: *
    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent