შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 მიზეზი, რატომ არის ვერძი საუკეთესო მეგობარი


5-07-2015, 18:55
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 20 394

1. თავგადასავლების მოყვარული

არ იცით, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები? უბრალოდ დაურეკეთ ვერძს! ის აუცილებლად მოიფიქრებს რაიმეს.

თქვენს მოსაწყენ საოჯახო ალბომში ვერძი ყოველთვის მთავარი ნათელი წერტილია. სადაც არ უნდა იყვნენ, ირგვლივ მხიარულება და სიხარულია.

ვერძები ვნებიანი ადამიანები არიან და ყველაფერში წარმატებას აღწევენ.

2. აფრქვევენ პოზიტივს

ვერძები საოცრად პოზიტიური ადამიანები არიან. არაფერზე წუწუნებენ და ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ გარემოში.

თუ რაღაც ისე ვერ არის, ეს მხოლოდ თქვენ დაგაკლდებათ, ვერძისთვის კი ყველაფერი სულერთია. მისთვის ყველაზე დიდი ცხოვრებისეული ტრავმა ბრმანაწლავის ტკივილია.

3. ოპტიმისტები

ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი პოზიტიურად არიან განწყობილნი. თუ უიმედოდ ხართ, აუცილებლად დაურეკეთ მეგობარ-ვერძს.

4. ერთგულები

მათ ყველაზე უკეთესად შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა. არასდროს გაქცევთ ზურგს, როცა ცხოვრება თავს
გენგრევათ. თუმცა გახსოვდეთ - თუ გაცხარდა ავიაო.

5. პირდაპირები

ყველა ვერძმა იცის, რომ "პატიოსნება - საუკეთესო პოლიტიკაა". ვერძი არასდროს მოერიდება სიმართლის თქმას, თუნდაც გეწყინოთ. თქვენგანაც იმავეს ითხოვს. ვერძის გაწბილებით დიდ მტერს შეიძენთ.

6. დამოუკიდებლობის წყურვილი

ნებისმიერი ტრაგედია, მისთვის გამოწვევაა, რომელსაც მარტო უმკლავდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დახმარება სჭირდება, მოგიწევთ ამაში დაარწმუნოთ, მხოლოდ შემდეგ შეძლებთ მის მხარდაჭერას.

7. შეგიძლიათ ენდოთ

ენდეთ ნებისმიერ შემთხვევაში. მოსწონთ როცა ენდობიან. არიან საიმედო პარტნიორები და სხვებისგანაც იმავეს ითხოვენ.

8. გულუხვები სხვებისთვის, ძუნწები საკუთარი თავისთვის

ის ყოველთვის გასესხებთ ფულს და თავს უხერხულად იგრძნობს, თუ დაბადების დღეზე ვერ გაჩუქებთ ყველაზე ძვირფას საჩუქარს. მაგრამ თუ ფული საკუთარი თავისთვის სჭირდებათ, ვერასდროს იმეტებენ.

9. არიან ამბიციურები

ყოველთვის სურთ მეტს მიაღწიონ, მეტი გააკეთონ და დაინახონ. მაგრამ მეტი ამბიცია, მეტ შეუპოვრობას მოითხოვს. არიან მოუთმენლები და გამუდმებით ისწრაფვიან წინსვლისკენ.

10. ახლა კი ყველაფერი გააერთიანეთ

თქვენ აუცილებლად გჭირდებათ მეგობარი ვერძი. ის ყოველთვის გიბიძგებთ წარმატებისკენ. იდეალისტია და დიდი იდეები აქვს.

თუ საიმედო პარტნიორი გჭირდებათ, იპოვეთ ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული.

ანა ვერძაძე



№1  offline ადმინი შამანი

დიახ ,დიახ ^^
კარგები ვართ ეს ვერძები,ძალიან კარგები wink
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი თაკუნია♥

აჰამ..... ^^ უძალიან კარგები ^^ wink

 


№3  offline წევრი marisa

მყავს კიდეც :) თუმცა, უნაკლო არავინ არ არის და შემიძლია, უარყოფითებიც ჩამოვწერო :ლოლ:

 


№4  offline წევრი lika-kika

Shemiyvarda kidev ufro chemi tavi :) ra kargi vaaar :)))

 


№5  offline წევრი coco girl

იოო , ყველაზე მაგრები! lol bully

 


№6  offline წევრი ლიზუ

ნუ რა ვართ ასეთი ვნებიანები wink
--------------------
liziヅ™

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ვერძი ვარ ....wink wink

 


№8 სტუმარი Guest Mzia

Martlacro egetebi vart

 


№9 სტუმარი ana

MEC VERZI VAR

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent