შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

8 რამ, რაც ურთიერთობისას გარეგნობაზე მნიშვნელოვანია


6-07-2015, 13:53
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 6 572

1.მოსმენის უნარი

საუბარი და სიყვარული ყველას შეუძლია, მოსმენა კი მხოლოდ ერთეულებს. საუბრის მხარდაჭერა მოსმენის გარეშეც შეგიძლიათ და ეს რთული არ არის - ტელეფონში ძრომიალის ნაცვლას თავი დაუქნიეთ და უთხარით "უჰუ".
მოსმენა მთელი ხელოვნებაა, ის ყოველთვის იგრძნობა და ფასდება, ეცადეთ მეტად კონცენტრირებული იყოთ საუბრის თემაზე. ასეთ ადამინებთან საუბარი ნამდვილად სასიამოვნოა.

2.იყავით სპონტანურები

ზოგს სპონტანურობა უყვარს, ზოგს კი მყარი და საიმედო ურთიერთობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სპონტანურობისა და მოულოდნელობების გარეშე ნამდვილად მოსაწყენია. სპონტანურობა ადამიანებს ინტერესსა და მრავალფეროვნებას ჰმატებს, უზრუნველყოფს ბევრი სასიამოვნო მოგონებით. ყური უგდეთ საკუთარ სურვილებს.

3.კარგად გააკეთოთ რაიმე

ხალხს ყოველთვის აინტერესებს სხვისი ოსტატობა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს. უბრალოდ იპოვეთ საყვარელი საქმე და დაეუფლეთ სრულყოფილად. როგორც კი საყვარელი საქმით დაკავდებით და ურთიერთობის სურვილზე ფიქრს შეწყვეტთ, ის უეცრად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

4.იყავით დამოუკიდებელი და მადლიერები

ადამიანები, რომლებიც კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ, მეტად მიმზიდველები არიან, ვიდრე ისინი, ვინც გამუდმებით წუწუნებენ. როცა საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი ხართ, უკეთ გამოიყურებით, ვიდრე მაშინ, როცა თავს გასიებულ მახინჯად მიიჩნევთ. როცა კმაყოფილი ხართ სამსახურით, წარუმატებლად არავინ ჩაგთვლით. ნუ შეადარებთ თავს სხვებს, დააფასეთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება და გამოხატეთ მადლიერება.

5.იყავით ისეთები როგორიც ხართ

შესაძლებელია დაუსრულებლად მოირგოთ ყალბი იმიჯი, მაგრამ ადამიანები ყოველთვის ამჩნევენ სიყალბეს და აფასებენ გულწრფელობას. გახსნილად გაიღიმეთ და იცინეთ, ნუ შეგეშინდებათ თქვენი სურვილებისა და ინტერესების გამოხატვის.

6.მზრუნველობა

ყურადღება ყველას სიამოვნებს. თუ ადამიანი ავადაა, იზრუნეთ მასზე ისე, როგორც მშობლები იზრუნებდნენ. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, გაგიჭირდებათ სხვებზე ზრუნვა, მაგრამ როცა ვინმეს მიმართ ყურადღებას გამოიჩენთ, არ გაგიჭირდებათ იმის მოფიქრება თუ რითი დაეხმაროთ ან რა სიურპრიზით ასიამოვნოთ.

7.იუმორის გრძნობა

ყველას უყვარს მხიარული ადამიანები, ისინი პოზიტივით გავსებენ. იმ ადამიანთან, ვინც ხშირად იღიმის და გულიანად იცინის, გაცილებით სასიამოვნოა ურთიერთობა.

8.იყავით ძლიერები

ამით არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც ფასდებიან. არავის უნდა გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარ პრობლემებს ვერ უმკლავდება. შინაგან ძალას შეუძლია პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ, არ გაბრაზდეთ სხვებზე, იქონიეთ დახმარებისა და გვერდში დგომის უნარი - ეს გარეგნობაზე მეტად დასაფასებელია.

ანა ვერძაძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent