შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება სრულად (პირველი ნაწილი)


29-04-2020, 13:28
ავტორი ელენე (ნენე)
ნანახია 2 073

მე და ცხოვრება (პირველი ნაწილი სრულად)

* * *
ღამე იყო, შუა ღამე, მაგრამ ევას მაინც არ ეძინა. დიდი ხანია მას ძილი აღარ ეკარებოდა. ფიქრობდა განვლილ ცხოვრებაზე. რატომ მოხდა ასე? რატომ მიატოვა ყველა? რატომ ვერ იპოვა ის ერთადერთი, ვისაც ასე ძალიან ელოდა? ვისზეც ამყარებდა მთელ მომავალს და ვინც ერთხელაც კი არ გამოჩნდა მის განვლილ ცხოვრებაში. მხოლოდ სიზმარში,მხოლოდ იქ ნახულობდა მას, მხოლოდ იქ ტკბებოდა მისი არსებობით. “ის”იყო ადამიანი, რომელიც მის სულს სიმშვიდეს დაუბრუნებდა. განა ბევრს ითხოვდა? მას სურდა მხოლოდ ერთი ადამიანი ეპოვა, “ის” უნდოდა, ვინც მოუსმენდა და დაამშვიდებდა, არ შეეცდებოდა მის შეცვალას და ზურგს არ შეაქცევდა მაშინ, როცა ვერ გაუგებდა. მას სურდა უსაზღვროდ შეყვარებოდა “ის “ და გამხდარიყვნენ ერთმანეთისთვის შეუცვლელი ცხოვრების თანამგზავრები. თუმცა ეშინოდა ცხოვრების დაუნდობლობის, ეშინოდა ისე არ წასულიყო ამ დაუნდობელი მიწიდან რომ არ ყვარებოდა, უსიტყვოდ, უპირობოთ, ზღვარგადასული გრძნობებით. რაც დრო გადიოდა ცხოვრება მის სულს უფრო და უფრო ფლეთდა, ანაწერვებდა. ბოლოს ცხოვრების იმედი დაკარგა. ცხოვრების იმიტომ რომ “მის” გარეშე ვერ წარმოედგინა მომავალი. ყველაფრის იმედი დაკარგული ჰქონდა. არსებობას მხოლოდ იმიტომ განაგრძობდა, რომ გარშემო მყოფები ეცოდებოდა. ჯერ, მისი სული ისე ვერ გაშავებულიყო რომ, სიბრალურის გრძნობაც დაეკარგა და არსებობა დაესრულებინა. ებრალებოდა დედა და მამა, რომლებიც მეორე შვილის სიკვდილს ვერ გადაიტანდნენ. სწორედ, ამიტომ აგრძელებდა არსებობას. ევას ყოველი დღე ერთი და იგივე იყო, ქარაფშუტა კურსელები, სწერვა ლექტორები, რომლებიც ბავშვების ნიშნებს მშობლების თანამდედობებით არჩევდნენ. ყოველივე ეს სულს უშფოთებდა, თუმცა ვერაფერს ცვლიდა, რადგან არავის უნდოდა საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და წყრეული სამყაროსთვის თვალის გასწორება. მთვარეს მზე შეენაცვლა, უკვე თენდებოდა, მაგრამ ევა ჯერ კიდევ აივანზე იყო, ხის მყუდრო სკამზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. მოწევაც ახლა დაიწყო რამდენიმე თვეა, როცა მთლიანად დაკარგა ცხოვრების იმედი. ეს მაშინ მოხდა, როცა მისი საყვარელი ძმა გიო და ერთადერთი მეგობარი ლარა ერთ დღეს დაკარგა ავარიაში. ერთ დღეში გადაიტანა ორი უძვირფასესი ადამიანის დაკარგვა, რომლებიც აძლევდნენ ძალას ამ ბინძურ სამყაროსთვის გაეძლო. უყურებდა ქალაქის ხედს და ფიქრობდა რისთვის არსებობდა? ფიქრობდა დაემთავრებინა ეს წამება, მაგრამ მაშინვე თვალწინ დედ-მამა წარმოუდგა, რომლებიც საბოლოოდ განადგურდებოდნენ მეორე შვილის სიკვდილით და აზრი “დამთავრების” უკუ აგდო, სულის ყველაზე ბნელ მონაკვეთში გამოკეტა. ამ დროს, მაღვიძარამაც დარეკა და ევაც გამოერკვა თავის ფიქრებიდან. ოთახში შევიდა, ყვითელი, სპანჯბობის ფორმის მაღვიძარა გამორთო და აბაზანისკენ გაუყვა. ხელ-პირი დაიბანა, კბილები გაიხეხა და შემთხვევით დაინახა სარკეში ანარეკლი. რამოდენიმე წუთით გაუაზრებლად უყურებდა სარკეს და მასში დანახულ ადამიანს აკვირდებოდა. შემდეგ მიხვდა რომ ის ფერწასული, თვალებჩასიებული გოგონა თვითონ იყო. შეკრთა, ვერ წარმოედგინა რომ ოდესმე ასეთი იქნებოდა ის იმედიანი, ლაღი გოგონა, რომელიც ცხოვრებას ყოველთვის ვარდისფერი სათვალიდან უყურებდა. აკვირდებოდა ანარეკლს და უფრო და უფრო იპყრობდა შიში. ამ დროს დედა შევიდა აბაზანაში, ეს ევამ მხოლოდ მაშინ იგრძნო როცა ლელამ ფრთხილად აკოცა ლოყაზე, ევაც მაშინვე გამოერკვა ფიქრებიდან, ყალბი ღიმილი მოირგო და დედას კოცნიდვე უპასუხა. -კარგად ხარ ევა?-სევდანარევი ხმით კითხა დედამ. -კი, დე კარგად ვარ, ახლა გავედი, თორე დამაგვიანდება უნიში. -მხიარული, ლაღი გოგოს ნიღაბი მოირგო და აბაზანიდან გავიდა. საძინებელში შევიდა, კარადა გამოაღო და რაც პირველივე მოხვდა ხელში ის ჩაიცვა. დედ-მამას დაემშვიდობა, გარეთ გავიდა თავის ჯიპში ჩაჯდა, რომელიც თვრამეტი წლის რომ გახდა მშობლებმა უყიდეს და მიზნისკენ გაუყვა. ლექციები როგორც კი დამთავრდა, სკამების ბოლო რიგიდან გამოვიდა და უნივერსიტეტიდან გავიდა. ჩაჯდა მანქანაში და გადაწყვიტა სასაფლაოზე წასულიყო. ორშაბათს საღამოს ყოველთვის დადიოდა სასაფლაოზე, მაგრამ დღეს ადრე წასვლა გადაწყვიტა. მანქანა დაქოქა და შეუერთდა ავტომობების ზღვას. ბოლო ქუჩებში სიჩქარეს მოუმატა, რადგან არასდროს არავინ შეხვედრია იმ ადგილებში. გზები მუდამ ცარიელი იყო. პრაქტიკულად უდაბნოს გავდა, რადგან არც ადამიანები იყვენენ და არც წყალი, არაფერს ეტყობოდა სიცოცხლის ნატამალი. ფიქრებში გართულმა ევამ შეუხვია ბოლო მოსახვევში და ვიღაცას დაეჯახა. -ოო, ღმერთო მიშველე, ერთხელ მაინც დამიმტკიცე რომ არსებობ - კიოდა და მანქანიდან გადმოდიოდა. ღმერთმა ან რაღაც ძალამ ევა მართლაც გადარჩინა მკვლელობისგან, ბიჭი რომელსაც დაეტაკა გონზე იყო, ბალახზე ეგდო და გაოცებული სახით უყურებდა ისტერიკაში მყოფ ევას. ევა კიოდა თვალებიდან ცრემლები სდიოდა, მთელი სხეული უკანკალებდა, ადგილიდან ვერ იძვროდა. უცნობი მიწაზე ეგდო, გონზე იყო, ევას რომ შეხედა შეკრთა თითქოს მოჩვენება დაინახა.

* * *
ბიჭმა მალევე გაიაზრა რომ ევა პანიკაში იყო, რაც შეეძლო ხმა დაიმშვიდა და უთხრა -გოგონი დამშვიდდი, ცოცხალი ვარ, კარგად ვარ, მკვლელი არ ხარ. -უმეორებდა რაც შეეძლო მშვიდად და ნელ-ნელა ხმის ტემბრს უწევდა, რომ სიტყვები “ლამაზი უცნობის” ცნობიერებამდე მიეტანა. რამოდენიმე წუთში ევაც მოეგო გონს, სასოწარკვეთილი და ამავე დროს უზომოდ გახარებული ევა ბოდიშებს უხდიდა ბიჭს -აუ ბოდიში, არ მინდოდა, ბოდიში, მოდი სასწრაფოს გამოვიძახებ და დაგეხმარებიან. ხო კარგად ხარ? -ნორმალურად ვარ, არ მინდა სასწრაფო, მომეხმარე, ავდგები და სავადმყოფოში წამიყვანე, ასე უფრო ადვილად გამოვძვრებით. ისე რას ფიქრობდი ამ სიჩქარით რომ უხვევდი? შენ ნორმალური ხარ? -შეატყო ბიჭმა ევა რომ დამშვიდდა და საყვედურებით აავსო. ევამ კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში, უხმოდ მიუახლოვდა და წამოდგომაში დაეხმარა. როცა შეეხო სხვანაირად იგრძნო თავი, სრული სიმშვიდე მოიპოვა, რომელიც სიგიჟემდე ენატრებოდა. თუმცა, იმ დროს ამას არ დაკვირვებია. მანქანის უკანა სვარძელზე დაჯდომაში დაეხმარა, კარები მიუკეტა და საჭისკენ გაემართა. ავტომობილი დაქოქა და ეცადა მშვიდად ეტარებინა. დროდადრო სარკისკენ აპარებდა თვალს, ბიჭს აკვირდებოდა. ერთხელაც მათი თვალები ერთმანეთს დაემთხვა, ევამ თვალები დახარა და გზის ყურება დაიწყო. ბიჭი კი უცნაურად გაიღიმა. ამ ბიჭში იყო რაღაც განსხვავებული, ამოუცნობი. დიდ, ფართოდ გახელილ შავ თვალებში ევამ რაღაც დაინახა, თუმცა ვერ მიხვდა რა. ფიქრებში გართული საავადმყოფოს გაცდა. ბიჭმა ეს შეამჩნია და გაბრაზდა- რა უპასუხისმგებლო გოგო ხარ, საავადმყოფოს გაცდი. რაზე ფიქრობ?რა მოხდა ისეთი, რომ ამ სამყაროში აღარ ხარ? მეშინია უკვე ამ მანქანაში ჯდომის, რანაირად ატარებ. -ზიზღნარევი ხმით უთხრა ევას. ევაც გამოერკვა ფიქრებიდან და დაუბრუნდა დედამიწას. -ბოდიში. -მხოლოდ ეს უთხრა და საკუთარ თავთან ჭიდილი დაიწყო. პირველივე მოსახვევში გაუხვია უკან, ხუთ წუთში უკვე საავადმყოფოს წინ იყვნენ. უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან, ბიჭს კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა. ხელი გადახვია მხარზე და ასე უახლოვდებოდნენ საავადმყოფოს კარებს. ევა რომ შეეხო, ისევ იგივე იგრძნო, სიმშვიდე. ბიჭს როგორც ჩანს მოტეხილობები არ ჰქონდა, სახეზე ტკივილი არ ეტყობოდა. კარებს როცა მიუახლოვდნენ ერთმა კამერიანმა ადამიანმა დაიყვირა -გოგა, გოგა ბახტურიძეა აქ. - მაშინვე მივარდა. -ბატონო გოგა როგორ ხართ? რა გჭირთ? ავარიაში მოყევით? ეს ქალბატონი თქვენი შეყვარებულია? -ამ დროს სხვა პაპარაცებიც მივარდნენ, წრეში მოიქციეს და პასუხებს ელოდნენ. ერთ-ერთმა წამოიძახა- ეს ქალბატონი ევაა, ევა რიჟამაძე. ქალბატონო ევა დიდი ხანია შეყვარებულები ხართ? ავარიაში მოყევით? -სხვა ჟურნალისტებიც აყვნენ, სხვადასხვა კითხვებს უსმევდნენ. ვერცერთს გაეაზრებია რა ხდებოდა. ბოლოს გოგამ თქვა. -მეგობრებო დაშავებული ვარ, გთხოვთ გაიწიოთ ინტერვიუს გარეშე. -ეს თქვა, ევას გახედა, თვალებით დაამშვიდა, დაეყრდნო და ნაბიჯი გადადგა. ევაც უხმოდ მიყვა. მართლა დაამშვიდა გოგას მზერამ, მასში იყო რაღაც ისეთი, რაც ადრე არავისი შეუმჩნევია. ევას ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა. გოგა პალატაში შევიდა, ევა კი დერეფანში ელოდა. პირველად იყო საავადმყოფოში იმ წყეული დღის მერე, როცა ორი ანგელოზი წაართვა ცხოვრებამ. ამის გახსენებაზე თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა, მაგრამ მაშინვე მოიწმინდა. სწრაფად ადგა სკამიდან და პანიკურად აქეთ-იქით სიარული დაიწყო. თან ფიქრობდა გოგაზე, დღეს კინაღამ ვიღაცას ცხოვრება დაანგრია, კინაღამ ვიღაცა თავის დღეში ჩააგდო, კინაღამ ვიღაცას ძმა, მეგობარი, შვილი, ბიძაშვილი წაართვა. ფიქრობდა და ნელ-ნელა შიში იპყრობდა. ცრემლები წასკდა, მუხლებით ჩაიკეცა და ტიროდა, მიხვდა რომ პანიკური შეტევა ეწყებოდა, დახმარების თხოვნა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. იატაკზე დავარდა, მთელი სხეული უკანკალებდა, თვალები გახელილი ჰქონდა. დიდი ცისფერი თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით ეღვრებოდა, ცნობიერება ნელ-ნელა ხელს უქნევდა.

4 საათის შემდეგ
ევა საწოლზე გაუნძრევლად იწვა, ჯერ ისევ არ იყო გონზე. საწოლთან ახლოს სკამზე გოგა იჯდა და ევას თმებს ეფერებოდა. უცნაური გრძნობა ჰქონდა, თითქოს ევა თავისკენ იზიდავდა. ხელი სახეზე ჩამოატარა და სიამოვნების ჟრუანტელმაც დაუარა. შეკრთა რა მოსდიოდა ამ გოგოს შეხებაზე, შემდეგ გაიცინა და ჩაიბურდღუნა- გიჟი, გიჟი დედოფალი. ისევ შეახო შავ, ხვეულ თმაზე ხელი და ფერება გააგრძელა. რამდენიმე წუთში ევამ გონზე მოსვლა დაიწყო, სხეული აუკანკალდა - გთხოვთ, თქვენთან მინდა, არ გამიშვათ იქ მარტო. გემუდარებით აქ დამტოვეთ. -მთელი გრძნობით ლაპარაკობდა ევა. გოგა შეკრთა, ერთი ხელი ხელზე მოუჭირა, მეორეთი ფრთხილად მოუწმინდა ცრემლები, მისკენ დაიხარა და არაამქვეყნიურად ტკბილი ხმით თქვა- ევა გთხოვ გონზე მოდი, შენ კარგად ხარ, შენ ძალიან ლამაზი, მშვიდი, კეთილი გოგონა ხარ. -რაც პირველი მოსდიოდა თავში იმას ლაპარაკობდა. გოგონაც ნელ- ნელა მშვიდდებოდა, სხეული გაუჩერდა. ამ დროს ექიმიც შევიდა. რამდენიმე წამში ევამ თვალები გაახილა, შეშინებული იყო, სახეზე ფერი არ ედო. - სად ვარ? რატომ ვწევარ? რა ხდება? -დამშვიდდით ქალბატონო ევა, საავადმყოფოში ხართ, პანიკური შეტევა დაგეწყოთ და გული წაგივიდათ. არაფერი გახსოვთ? -მკაცრი და ამავედროს მშვიდი ხმით უთხრა ექიმმა. -არა, არაფერი მახსოვს იმის მერე -შეჩერდა, იმ წამს სამყარო გაუჩერდა. მერე ძალა მოიკრიბა და თქვა -ვიღაცას დავეჯახე . - სასოწარკვეთილი ხმით ამოიჩურჩულა ევამ. -სად? როდის? მაშინ პოლიციის გამოძახებაა საჭირო. - მკაცრი ხმით თქვა ექიმმა. ამ დროს გოგა ჩაება დიალოგში - რას ამბობ საყვარელო, მთელი დღეა ერთად ვართ. რა დაჯახება, რა ავარია. ალბათ, გათიშული რომ იყავი მაშინ დაგესიზმრა. -ევას ცრემლები მოდიოდა, ვეღარ ინძრეოდა. გოგა ექიმისკენ შეტრიალდა და უთხრა მოდი ცალკე ვილაპარაკოთ. გოგამ და ექიმმა პალატა დატოვეს, მაგრამ მაინც ესმოდა ევას მათი ხმა. -ამდენი საკმარისია იმისთვის რომ გაჩუნდეთ ხომ? -მშვიდი ხმით კითხა გოგამ. - დიახ, ბატონო გოგა რათქმაუნდა. რამდენიმე წუთში პალატაში დაბრუნდა, სკამი საწოლისკენ მიწია და დაჯდა. - ძალიან შემაშინე, ისე განიცადე რომ შეტევა დაგეწყო. -ნაღვლიანი ხმით უთხრა და ხელი ხელზე მოუჭირა. - ყველაფერი გამახსენდა, შენ იყავი ხო ის ვისაც დავეჯახე? ამიტომ გაქვს ნახევარი სხეული დალურჯებული. ბოდიში. - არაამქვეყნიურად სევდიანი ხმით თქვა ევამ. -არაფერია კარგად ვარ, მართლა. კაცმა ჩვენ ორს რომ შემოგვხედოს მეტყვის ეს გოგო უფრო დაზიანუბულია ვიდრე შენოო. მე დამაბრალებენ შენს დაშავებას. -მშვიდად უთხრა გოგამ.რამოდენიმე წუთი სრული სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ ევამ თქვა. -როდის უნდა წავიდე? მალე გამწერენ? შენ შეგიძლია წახვიდე, მე დაგეჯახე და არა პირიქით, შენ არ უნდა მივლიდე. -ბიჭმა გაიცინა - აი შენ ასეთი კარგი ბედი გქონია, შენ აშავებ მაგრამ მაინც შენ გივლიან. ევა ბედის გახსენებაზე შეწუხდა და იმედგაუცრუებულმა უთხრა. -შენ არაფერი იცი, იღბლიანი არასოდეს გამოიყენო ჩემს ასაღწერათ. -გოგას სახეზე სინანული დაეტყო. ცოტახანში დაუმატა -აქედან წასვლა მინდა, ექიმს დაუძახებ? - გოგა უხმოდ გავიდა და რამოდენიმე წუთში ექიმთან ერთად დაბრუნდა პალატაში. -ქალბატონო ევა რამდენიმე კითხვა მაქვს და შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ. - მკაცრად თქვა ექიმმა. -ნარკოტიკი გქონდათ მიღებული ან იღებთ?- არა არც მქონდა, არც ვიღებ. -მკაცრად მოუჭრა ევამ. -კარგით, რა წამლებსაც იღებთ რეცეპტი გაქვთ? -კი, მსიქოლოგმა გამომიწერა. მორჩით? -მკაცრი ხმით კითხა ექიმს -წაბრძანდით, გამოჯამრთელებას გისურვებთ- ზიზღით თქვა და პალატიდან გავიდა ან უფრო გაიქცა. ევა ნელ-ნელა ადგა და ფეხსაცმლის ჩასაცმლად დაიხარა, რომ არა გოგას ხელი ევა წაიქცეოდა, თავბრუ დაეხვა, გოგამ დაიჭირა დასაწოლზე დაჯდომაში დაეხმარა. შემდეგ უხმოდ დაიხარა და ცეხსაცმელი ჩააცვა. თვალებში ჩახედა და სევდიანი ხმით უთხრა. - რა დაგემართა, რომ ასეთი გახდი? რა ხდება შენს თავს? -ევას ფერი წაეშალა, არ ელოდა რომ როდისმე ვინმე ნიღბის გარეშე დაინახავდა, თანაც ახლა, როცა ცხოვრების იმედი სრულიად დაკარგული აქვს. თუმცა, არ შეიმჩნია, როგორც შეძლო მხიარული ხმა დაიყენა და უთხრა -ალბათ, შენნაირი ბიჭები რომ გავაუბედურე ჩემი არ სიყვარულით, მაგიტომ მსჯის ღმერთი- და გაიცინა ეს უფრო შიშის და სიმწრის სიცილი იყო ერთმანეთში არეული. ბიჭმა არ შეიმჩნია, ვითომც არაფერი, ადგა და კითხა -მზად ხარ? წავიდეთ ხო?- კი, კი, გავიდეთ ამ სიკვდილის სახლიდან -საიდან? -გაკვირვება ვერ დამალა გოგამ -სიკვდილის სახლიდან, წავედით დროზე აიღე კურტკა. - რატომ სიკვდილის და არა სიცოცხლის? აქ ხომ ადამიანებს სიკვდილისგან იხსნიან. -ვისთვის როგორ, მე აქ ჩემი ანგელოზები დავკარგე, ჩემთვის სიკვდილისაა, თუ ვინმესი გადარჩა, ალბათ მისთვის სიცოცხლის იქნება. -გოგამ არაფერი უპასუხა, უხმოდ გაუყვნენ კალიდორს. -აქეთ წამოდი, უკანა კარიდან უნდა გავიდეთ თუ რათქმაუნდა ჟურნალისტებთან შეხვედრა არ გინდა - ირონია ჩაურთო გოგამ, ევას გამხიარულების მიზნით. ჩემი მანქანა იქითა გაჩერებული, ასე რომ მაინც იქით მოგვიწევს წასვლა. -არც ევამ დააკლო ირონია. - მანქანა გველოდება წამოდი. - უხმოდ გაყვა ევა. კარებთან შავი ჯიპი ელოდათ, გოგამ ევას მანქანის კარი გაუღო და ხელი გაუწოდა. ევა ჩაჯდა, მაგრამ ისე რომ ხელი დააიგნორა. გოგამ გაიცინა, კარები დაუკეტა და ამოიბუტბუტა - გიჟი, გიჟი, უკრება დედოფალი.


* * *
მანქანა დაძრა და კითხა- აბა უცნობო სად მიდიხარ? -აქვე ახლოს ტაქსებია და იქ ჩამოვალ. - არა, ეგრე არ მაწყობს, ან მითხარი სად მიდიხარ ან არადა სახლში წაგიყვან. -სახლის მისამართი იცი? -ირონიით კითხა ევამ -კი,ვიცი სად ცხოვრობს დავით რიჟამაძე და იქ მიგიყვან. -არ გკითხავ სახლი საიდან იცი-მეთქი, ან მამაჩემს საიდან იცნობ მეთქი, მამას ნახევარი საქართველო იცნობს. მაგით თუ ცდილობდი რომ ქულები დაგეწერა არ გამოგივიდა. -მშვიდად უთხრა ევამ, თან გააგრძელა - სასაფლაოზე მივდივარ, ამიტომ ტაქსებთან გამიჩერე. - ისევ იქ, მაშინაც იქ მიდიოდი ხო, რომ დამეჯახე? - კი - მოკლედ მოუჭრა ევამ. - კარგი, წავედით მკვდრებთან შესახვედრათ. -თქვა და მანქანა მოაბრუნა. სიჩუმე ჩამოწვა. ევას ნერვები ეშლებოდა, გოგას რომ მიყავდა და ეს სიამოვნებდა. არ ეჯერებოდა რომ ვიღაცასთან კარგად გრძნობდა თავს. ბახტურიძე მშვიდად ატარებდა მანქანას და თან ევას აკვირდებოდა. -რაზე სწავლობ? -ვეღარ მოითბინა გოგამ -ფილოსოფიურზე. -ეეეე, ფილოსოფიურზე ვინც სწავლობს იძახიან ვერ არ ისო. შენ რას იტყვი ამ მოსაზრებაზე? -მე ნამდვილად არ ვარ დალაგებული ადამიანი და სხვები არ ვიცი. -ვაა, ანუ აღიარებ რომ ცოტათი გიჟი ხარ? -სიცილით თქვა გოგამ -კი, ვაღიარებ. ხო არ შეგეშინდა ჩემთან ერთად მანქანაში ჯდომის?-სასაცილოდ დააბრიალა თვალები, ხასიათზე მოსულმა ევამ, თან გაიღიმა. -გოგამ შეამჩნია ევას ღიმილი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. -საჭესთან შენ რომ იჯდე, არ დაგიმალავ, მართლა დავიწყებდი ლოცვას, მაგრამ ახლა არ მეშინია. -კარგი რა, მასე ცუდადაც არ ვატარებ. შენ რაზე სწავლობ? - ბიზნესზე. -მერამდენე კურსზე ხარ? -მესამეზე. -ამ დროს ტელეფონის ხმამ გააწყვეტინათ ძვლივს შემდგარი დიალოგი. ევას ურეკავდნენ. მხიარული ხმა მოირგო და უპასუხა. -ხო მა. -. . . -არა, არ ვაპირებ ჯერ მოსვლას, მეგობრებთან ერთად ბარში მივდივარ არ დამელოდოთ. -. . . -გკოცნით. -შენ რა სულ ასე ატყუებ? ეს გარდასხვა რა იყო? - ეს შენ არ გეხება, ყველაფერში ნუ ერევი. -დაუბღვირა ევამ. რამდენიმე წუთში სასაფლაოზე მივიდნენ, ორივე გადმოვიდა მანქანიდან. -მე მარტო მინდა დალაპარაკება. -შენ არც მოგყვები, ნახევარ საათში აქ შევხვდეთ. - სხვადასხვა მხარეს წავიდნენ ნაცნობები. ევა ორმოც მანქანასთან იყო, მაგრამ გოგა აგვიანებდა. ნერვები მოეშალა და იმ მხარეს წავიდა, სადაც გოგა ეგულებოდა. მალე დაინახა კიდეც, ერთი საფლავის წინ დამჯდარიყო და სევდიანი ხმით რაღაცას ჩურჩულებდა. სიტყვები არ ირჩეოდა, მიუახლოვდა და ხელი მხარზე დაადო. -ვინ დაკარგე? ვინაა ეს გოგონა? -გოგა რამდენიმე წამში წამოდგა და ზიზღიანი ხმით უთხრა. -შენ აქ რა გინდა? - მე, მე უბრალოდ გეძებდი. ნახევარი საათი გავიდა და მანქანასთან არ მოხვედი. - დაიბნა ევა. გოგამ საათს დახედა, უკვე ერთი საათი გასულიყო. -ბოდიში. -უხმოდ გაუყვნენ გზას მანქანისკენ. სასაფლაოს ქუჩებს რომ გასცდნენ, გოგამ სიჩქარეს შეუნელა და კითხა - სად დაქტოვო? სახლში მიდიხარ? -ასე მალე გინდა ჩემი თავიდან მოშორება?კაი-ღიმილით უთხრა ევამ. მეორეთ იღიმოდა, არ გამორჩენია ბახტურიძეს. -ბარი, კლუბი, პარკი რომელი გირჩევნია? -ბარი- თვითონაც არ სჯეროდა ამას რომ ამბობდა, მაგრამ არ უნდოდა გოგასთან განშორება. უნდოდა სამი თვის შემდეგ ერთი დღე მაინც ეცხოვრა, ერთი კარგი დღე მაინც ყოფილიყო მის მეხსიერებაში.

ევა
ათ წუთში უკვე ბარის წინ ვიყავით. სახელი არ ვიცი, არ დავკვირვებულვარ, ეტყობოდა კარგი ბარი იყო. კარებთან ერთი მხარბეჭიანი კაცი იდგა დიდი კოსტუმით. კიბეებზე რომ ჩავედით გოგას მიესალმა, ბახტურიძემაც გაუღიმა და კარი გახსნა, ჯერ მე შემიშვა კარებში, მერე თვითონაც შემოვიდა. ამ დროს კოსტუმიანს რაღაც უთხრა, მაგრამ არ ჩავძიებულვარ, არ მანაღვლებდა. მაგიდისკენ გამიძღვა და მკითხა. -როგორ მოგწონს? ხო კაი ადგილია? - უკეთესებშიც ვყოფილვარ, გაჭირვებაში გამოდგება - ვუთხარი სიცილით. მან თბილად გამიღიმა და მხიარულად მითხრა- მოკლედ, შენ ხომ ვერაფრით გასიამოვნე. -ამ დროს უკვე ბართან ვიჯექით - რას დალევ? - არაყს. - დარწმუნებული ხარ რომ გაუძლებ? -მე არ შევიმჩნიე რომ პირველად ვსვამდი და თავდაჯერებით ვუთხარი -კი . - ერთი ჭიქა, მეორე, მესამე, ასე აყვა და მეშვიდეზე რომ ავედით აღარ მასმევდა. -საკმარისია ევა უკვე, მთვრალი ხარ, მოდი წავიდეთ -საყვარლად მეხვეწებოდა, მე არ დავთანხმდი, კიდე დავლიე. მერე გაბრაზდა, რაღაცეებს მეუბნებოდა და ბოლოს ისეთი თვალებით მითხრა - წამოდი, თორე ხელში აგიყვან და ისე წაგათრევო -მართლა შემეშინდა, დავაპირე ადგომა, მაგრამ მერე ვიფიქრე რო თუ ამიყვანდა მეტ სიამოვნებას მივიღებდი, თან არც მეგონა რომ ამიყვანდა და დალევა გავაგრძელე. ამ გიჟმა კი მართლა ამიყვანა, ზურგზე გადამიკიდა და მასე გავყავდი ბარიდან. მე ყვირილი დავიწყე, ზურგზე ვურტყავდი ხელებს, თუმცა მას არც კი მოუხედავს, ჟიუტად აგრძელებდა გზას. არ ვიცი, ვინმე თუ გვიყურებდა, არ მახსოვს, მაგრამ ახლა რომ წარმოვიდგინე, ალბათ შემოგვხედავდნენ. ხშირად ვერ ნახავ ბიჭს გოგო ზურგზე მოკიდებული მიყავდეს, გოგო კი კიოდეს და ზურგზე დაუზოგავად ურტყამდეს ხელებს. მანქანასთან რომ მივედით ძირს დამსვა, კარები გააღო და მანქანაში შემსვა. მერე თვითონაც დაჯდა, უხმოდ დაძრა მანქანა და ავტომობილების ზღვას შეუერთდა, ააა უი არ შეუერთდა სამი საათი იყო უკვე, სადღა იყო მანქანები. გზები ცარიელი იყო. მე ვუკიოდი -შენ ნორმალური არ ხარ, რატო ამიყვანე? ყველასთან შემარცხვინე. -მან კი თავისი შავი თვალები მომაპყრო და მითხრა - მე ორჯერ გითხარი რომ ამდგარიყავი, შენ კი არ გაიგონე, ამიტომ ახლა ნუ წუწუნებ. - მერე? მერე კარგად არ მახსოვს, ვიცი რო სადღაც მიმიყვანა ლამაზ ორ სართულიან სახლში, კიბეებზე ვერ ავდიოდი და ხელში ამიყვანა, ამ დროს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ისეთმა, რომ ვერც აგიღწერთ. საწოლზე დამაწვინა და თვითონ სადღაც წავიდა. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხნის მერე მოვიდა, დროის აღთქმა დაკარგული მქონდა, მაგრამ დიდი ხანი არ ულოდინებია. ხელი ნაზად მომკიდა, ხელები ამაწევინა, ბლუსკა გამხადა და რაღაც მოკლემკლავიანი მაიკა ჩამაცვა. ჯერ ხელზე მაკოცა, ნაზად, ძალიან ტკბილად, მერე შუბლზე. ტანში სასიამოვნო ჯრუანტელმა დამიარა, მეც გავიწიე საკოცნელად, მაგრამ შემაჩერა და მითხრა -მიდი, ახლა დაიძინე. -ადიელა დამაფარა და ოთახებში გაუჩინარდა.

გოგა.
ძალიან გამიკვირდა ჩემთან ერთად დალევა რომ მოინდომა, არ გავდა ასეთ გოგოს. ჩემს ბარში მივიყვანე, ცოტა გაოცება დაეტყო, მაგრამ მერე თითქოს ყველაფერი დაიკიდა. ორი ჭიქის მერე თვალები უფრო დაუსევდიანდა და დაიწყო - შენ რომ იცოდე ვინ ვარ, როგორი ვარ, ახლოსაც არ გამიკარებდი. მკვდრის აჩრდილთან ვინ იქნება? მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? კი, მე უფრო იმ ქვეყნის ვარ ვიდრე ამის. იქ არიან ჩემი ანგელოზები, მეც იქ მინდა, იმედია მალე წავალ... - ძალიან სევდიანი იყო. ვუყურებდი და ვფიქრობდი როგორ გამემხნევებინა?როგორ გამომეყვანა ამ უფსკრულიდან? არავის გავდა, არავიში გავცვლიდი. იყო ევაში რაღაც ისეთი, რაც მას გამორჩეულს ხდიდა. ვერ ვხვდები რა, მაგრამ ერთი კი ვიცოდი, ამ გოგოს დაკარგა არ მინდოდა. ცხოვრების ლანძღვაში მეშვიდე ჭიქამდეც ავედით, ევა ძაან მთვრალი იყო, არ უნდოდა ადგომა, ხასიათზე მოსულიყო და ჯიუტად აგრძელებდა დალევას. მე არ მინდოდა ცუდად გამხდარიყო , რამდენჯერმე მშვიდად ვუთხარი ავდგეთ, წავიდეთ-მეთქი, მაგრამ დამიკიდა. მე ხელში ავიტაცე და ისე გავიყვანე. ხელებს მირტამდა, მართლა მტკიოდა, მწარე ხელი აქვს, მაგრამ ტკივილზე მეტად ევა მსიამოვნებდა. რამდენ გოგოს შევხვედრივარ, მაგრამ ეს ქაჯი არავის გავდა. არაამქვეყნიურად ლამაზი და ამავე დროს სევდიანი იყო.ისე მინდოდა ამ სახეზე ღიმილი დამენახა, ისე მინდოდა მისი სული დამემშვიდებინა, რომ ნებისმიერ რამეზე წავიდოდი. ასე ძალიან არასდროს არაფერი მდომებია. ჩემი ცხოვრება არ იყო გამორჩეული იქამდე, სანამ ვინც ამ სამყაროში მომავლინა ის არ გარდაიცვალა. კი, სწორად მიხვდით, დედა დავკარგე. ყველაზე ძვირფასი ადამიანი. იმის მერე ორი წელი საშინელება იყო, ნარკოტიკები, სიგარეტი, წამალი. ამ ქვეყანაზე აღარ ვიყავი, მაგრამ მერე გონს მოვეგე, მადლობა ღმერთს და ცხოვრება გავაგრძელე. ევაში საკუთარ თავსაც ვხედავდი, მაგრამ ის ჩემზე გულგატეხილი იყო. მანქანაში მიყვიროდა, მაშინაც ძალიან ლამაზი იყო. ხო, არ ვამეტებ ყვირილის დროსაც უღვრთოდ ლამაზია. ცოტახანში დაეძინა. მე ჩემთან მივიყვანე წყნეთში, მანქანიდან ფრთხილად გადმოვიყვანე, თუმცა მან ყვირილი დაიწყო -დამსვი, დამსვი. - მეც დავსვი. ძვლები ამტკივდა, ალბათ ავარიის გამო. ევა ძვლივს დადიოდა, მე მეყრდნობოდა. კიბეებზე ვეღარ ავიდა, მე ხელი ვტაცე, ჩემს ხელებში მოვაქციე და ისე ავიყვანე. პროტესტი არ გამოუხატავს, ძალიან მთვრალი იყო და თვითონ ვერც ავიდოდა. ჩემს ოთახში შევიყვანე და საწოლზე დავაწვინე, მერე ჩემი მაიკა მივიტანე გარდეროვიდან და ის ჩავაცვი. როცა ვეხებოდი ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. რას მიკეთებდა ეს უკარება ქაჯი? რომ ჩავაცვი ვაკოცე, ჯერ ხელის გულზე, მერე შუბლზე. ის ორი ნაზი კოცნა, ყველანაირ კოცნა-პროშნას მერჩივნა. პირველად მემართებოდა ასე, პირველად ვაწვენდი უჩემოდ ჩემს საწოლში გოგოს. მინდოდა მასთან დავწოლილიყავი, გულში ჩამეკრა, მაგრამ ვიციდი რომ ხვალ ამის გამო დავკარგავდი. ევაც გადმოიხა ჩემს საკოცნელად, მაგრამ მე უკან მივწიე, ადიელა დავაფარე და ოთახიდან გავედი. ისე ვერ მოვექცეოდი როგორც სხვა რომელიმე გოგოს, უბრალოდ არ შემეძლო. აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე. ევაზე ვფიქრობდი. არავინ მომწონებია ადრე მის ნაირად, არც მეგონა რომ როდისმე მომეწონებოდა, მაგრამ ბრახ და გავგიჟდი, ძალიან მომწონს. აბაზანიდან გამოვედი და ევას დავხედე, მშვიდად ეძინა. მეორე ოთახში გავედი და იქ დავწექი. ბევრი არ მიფიქრია, ძალიან მეძინებოდა, მალევე მოვწყდი დედამიწას.

* * *
გოგა
დილის 5 საათი იყო, როცა ევამ საწოლში ბორგვა დაიწყო. გაიოფლა, რაღაცას კრუსუნებდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, ვერ იღვიძებდა. ვცადე გაღვიძება, მაგრამ ვერ შევძელი, ღრმად იყო შესული სიზმარში. სასწრაფოდ დავასველე ტილო და შუბლზე დავადე, მაგრამ ვერ იგრძნო. ის, ისევ ისე იყო როგორც საავადმყოფოში, ფერწასული, გაოფლილი, მთელი სხეულით კანკალებდა. ძალიან მტკიოდა ასეთს რომ ვხედავდი, მეშინოდა რამე არ დამართნოდა. სასოწარკვეთილი საწოლში ჩავუხტი და ჩავეხუტე. იმ დროს არ ვიცი ეს საიდან მომივიდა თავში, მაგრამ გაამართლა. ნელ-ნელა მშვიდდებოდა, სიზმრიდან გამოდიოდა, რამდენიმე წუთში კანკალი შეწყვიტა, ცრემლიც აღარ ასველებდა მის სახეს, მაგრამ მაინც არ იღვიძებდა. მეც ვიწექი და ველოდი. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან წოლა, მისი შეხება გულს მიჩქარებდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ასე არავის შეხებაზე დამმართნია. ვფიქრობდი ვინ იყო? რას ნახულობდა სიზმარში? რა იყო მის სულში ისეთი შავი, რომ ცხოვრებას უშავებდა. ყავს დედ-მამა, თან საკმაოდ შეძლებულებული, სწავლობს საუკეთესო უნივერსიტეტში, ყავს რამდენიმე მეგობარი. ვის არ ენდომება ევასთან მეგობრობა? მაგრამ, მაინც არ არის კარგად. რა არის საჭირო იყობედნიერი? საინტერესო კითხვაა. ევამ მოძრაობა დაიწყო, იღვიძებს. თავი ავწიე და ველოდი, როდის გაახელდა თავის დიდ, შავ თვალებს. - გამარჯობა- ღიმილიანი სახით მივესალმე ახალ გაღვიძებულს.- რატომ ხარ აქ? რა მოხდა? - გაკვირვებული და შეშინებული ხმის ნაზავით კითხულობდა ევა. -კოშმარს ნახულობდი. შენმა ყვირილმა გამაღვიძა, რომ მოვედი ვერაფრით გაგაღვიძე და შენთან დავწექი დასამშვიდებლად, რომ ჩაგეხუტე კანკალმა გაგიარა. არაფერი გახსოვს? -არა. - გაიკვირვა ევამ. მე ვდგები, მიდი შენც ადექი, თუ გინდა შხაპი მიიღე, აბაზანა მარცხნივ პირველ კარშია. მე გავალ რამეს გავაკეთებ რო ვჭამოთ. ცოტახნით ევა მარტო დავტოვე, ვგრძნობდი რომ მას ეს ჭირდებოდა. სამზარეულოში შევედი და ყიყლიყოების გაკეთება დავიწყე, ძალიან მიყვარს თან მარტო ამის პროდუქტები მქონდა. ათ წუთში ჩაიც მზად მქონდა და კვერცხიანი პურებიც. დავჯექი და ევას ველოდი. ისიც მალე მოვიდა. ვაიმე რა ლამაზია, დანამული სხეულსა და სველ თმაში, ო ღმერთო. ასეთი ლამაზი ასე სევდიანი როგორ არის. - ე რა კაი სუნია. ყოყლიყოები რო მიყვარს გუშინ გითხარი? - არა, გუშინ არ გითქვამს, იმიტომ გავაკეთე რომ მე მიყვარს, თურმე შენც გყვარებია. კარგად ხარ? რა ნახე სიზმარში? -კი, კარგად ვარ, ისეთი არაფერი. თავი მისკდება რამე წამალი არ გაქ? - იმდენი დალიე კი გეტკინება, ვნახავ მგონი ციტრამუნი უნდა იყოს. - კარადა გამოვხსენი, წამალი ავიღე და ევას მივუტანე. მან გახსნა და დალია. -რა გააკეთე, უზმოზე ვის გაუგია წამლის დალევა? ცუდად გახდები. -ნუ დარდობ, ჩემი კუჭი მიჩვეულია, არაფერი არ მომივა. აბა შეგიფასო ყიყლიყო, შენ რა პესოკი მოაყარე? - ხო, მიდი გასინჯე, პესოკით უფრო გემრიელია. - ეეე, მართლა კარგი ყოფილა, ამის მერე მეც ასე გავიკეთებ. - ოთახიდან ტელეფონის ხმა გაისმა, ევამ ხელები დაიბანა და ტელეს ასაღებად წავიდა. - ხო მა, კარგად ვარ მეგობართან დავრჩი. - . . . -რა მოგივიდა? პირველად ახლა იმიტო დავრჩი, რომ პირველად ვიყავი ნასვამი. - . . . -რა ისტერიკები დაიმართეთ შენ და დედამ? უკვე გავიზარდე, ჩემ ცხოვრებას მეთითონ მივხედავ. ახლა თავი დამანებეთ, ერთ საათში მოვალ და დავილაპაროთ. ეგონა არ ისმოდა, მაგრამ მე ყველაფერი გავიგე. ოთახიდან გამოვიდა დაჯდა და ჭამა გააგრძელა. - ბოდიში, არ მეგონა რომ მშობლები გაბრაზდებოდნენ, თორე გამოგაფხიზლებდი და სახლში მიგიყვანდი. -ესეიგი გესმოდა ლაპარაკი. შენ სწორად მოიქეცი ძაან ნასვამი ვიყავი და ვერ გამოვფხიზლდებოდი. სად ვართ ახლა ტერიტორიულათ? -წყნეთში, გეჩქარება?ახლავე წაგიყვან თუ გინდა. -დავამთვაროთ ჭამა და წავიდეთ. -როგორც მეტყვი. -ნახევარი საათის მერე წავედით. ევა ჩუმად იყო, თითქოს ისევ დაბნელდა მისი სული. ლაპარაკის წამოწყება მინდოდა, მაგრამ თემას ვერ ვპოულობდი. სახლს რომ მივუახლოვდი დავიწყე - ჩვენ უკვე მეგობრები ვართ. იმედია შევხვდებით ხომე ხო? -არა, ალბათ ვეღარ შევხვდებით. არ მაქვს ხომე დრო, თან გინდა ისეთ ადამიანთან მეგობრობა, რომელიც როდის რას გააკეთებს თვითონაც არ ეცოდინება? მე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ, არც მგონია რომ გავხდები. - ევა თითებს უყურებს, თავი დახრილი აქვს და ცდილობს უწყვეტად დაილაპარაკოს. - როგორ ფიქრობ მე ნორმალური ვარ? ვინმე ნორმალურია? -ნერვიულად ისვამს კისერზე ხელს გოგა. -მადლობა ყველაფრისთვის, კარგად. -მოკლედ მომიჭრა.-მე ხმა ვეღარ ამოვიღე, ანდა რა უნდა მეთქვა.ევა სახლში შევიდა, მეც გავაგრძელე გზა. ნეტავ რა შემეშალა? რატომ არ უნდა შეხვედრა? ოჰ, კაი დაიკიდე, გოგოებო დაილიენ?! შემოვძახე საკუთარ თავს და გზა გავაგრძელე.

-დე, მა მოვედი. რა ისტერიკები დაიმართედ? - ევა შვილო, ხომ შეიძლება რომ გაგვფრთხილო?შეგვეშინდა დილას რომ ვერ გნახეთ საწოლში. -ვინ მეგობართან იყავი? -დე რა იყო რას ეჭვიანობ? ერთ-ერთ მეგობართან. ბოდიშით რომ დამავიწყდა დარეკვა და განერვიულეთ. -კაი მა არაუშავს, მოდი ჩაგეხუტო. დროა უკვე აიწყო ცხოვრება, დაივიწყო ის ტრაგედია. შენღა დაგვრჩი, გვეშინია რამე ცუდი არ შეგემხვდეს. -ცრემლები შეიმშრალა დათომ. -ჩვენ შენთვის ვცხოვრობთ ევა, ორივეს ძალიან გვიყვარხარ, ხომ იცი? თუ ვინმე გყავს გაგვაცანი, გაგვიხარდება შვილო, თუ პრობლემები გაქ ისიც გვითხარი, ერთად მოვაგვარებთ. ყველაფერზე და ყველაზე მნიშვენელოვანი რო ხარ ხო იცი?-მა, მეც ძალიან მიყვარხართ ორივე. მარტო თქვენი იმედიღა მაქ. -ორივე დაკოცნა და ოთახში გავიდა. თავის ბნელ ოთახში. ყველაფერი შავ-თეთრი ქონდა,ძველ კინოში გეგონებოდა თავი. შავი კარადა, მის გვერძე დიდი სარკე, წინ საწოლი თეთრი გადასაფარებლით, აქეთ-იქით ტუმბოები, ისინიც შავი. მარცხნივ, თაროზე იყო ერთადერთი ფერადი ნივთი, ყვითელი სპანჯბობის მაღვიძარა. ისიც, იმიტო იყო რომ თავისი ძმის საჩუქარი ვერ დათმო. ევა ფეხსაცმლიანი დაემხო საწოლზე და ჭერს მიაშტერდა. ცოტახანში ცრემლებიც გადმოყარა, მშვიდად ტიროდა. ტიროდა იმიტომ რომ მშობლებს იმედს უცრუებდა, ტიროდა იმიტომ რომ მეგობრები არ ყავდა, ტიროდა იმიტომ რომ ცხოვრება არ შეეძლო. არ შეელძო ვინმეს ახლოს გაცნობა, არ შეეძლო ვინმესთვის მოეყოლა რას გრძნობდა, რა დაკარგა. ანდა თვითონ იცის რას გრძნობს? არა არ იცის. თავის თავსაც ვერ აგებინებს რა ხდება მასში. ვერასდროს, ვერავინ მიხვდება რა საშინელებააა ყოველი წამი იმ ადამიანისთვის, ვინც ამ საყაროს ვერ ეგუება. ეს ხომ ჯოჯოხეთზე უარესია. მისთვის ეს სამყარო ჯოჯოხეთია, მთელი თავისი მაცხოვრებლები კი ეშმაკნი. ვინ იცის, იქნებ მაშინ მაინც დაისვენოს როცა აქედან წავა, როცა სხეული მიწაში ჩაესვენება-მიშველეთ, გთხოვთ დამეხმარეთ, გამომიყვანეთ ამ წყვდიადიდან- შემაწრწუნებელი ხმით ჩურჩულებდა ევა. რამდენიმე წამში კვლავ პანიკური შეტევა დაეწყო. მთელმა სხეულმა კანკალი დაუწყო, სუნთქვა უჭირდა, მაგრამ დახმარებას მაინც არ ითხოვდა. იწვა ფერწასული, გაუნძრევლად და ელოდა როდის გაუვლიდა ყოველივე. საიდუმლოდ ფიქრობდა სიკვდილზე, თავის თავსაც არ უმხელდა ისე. იმ მომენტში აღარავინ ადარდებდა, უბრალოდ აღარ უნდოდა ყოფნა. ცრემლები ცვიოდა და ღმერთს ევედრებოდა მოეკლა. ამ დროს ზღვა ემოციებს ვეღარ გაუძლო და გაითიშა. რამდენიმე საათში მოვიდა გონს,თხუთმეტი წუთი გაუნძრევლად იწვა. ისევ ისე იყო, იგივე ფიქრებიდან გარშემორტყმული. ევა ნელ-ნელა ადგა, ჩაიცვა და სასაფლაოზე წასვლა გადაწყვიტა. ადრე იყო, მაგრამ არ ანაღვლებდა. ტაქსით წავიდა მანქანამდე, შემდეგ კი ჩაჯდა ჯიპში და სასაფლაოსკენ გაუყვა გზას. ნახევარ საათში მიუახლოვდა, როცა იმ გზაზე გაიარა სადაც ავარია მოუვიდა, მაშინვე გაახსენდა გოგა. -ბუზღუნა, იდიოტი. -წარმოთქვა გაბრაზებულმა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა თავის თავზე იყო ნაწყენი თუ გოგაზე. მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით გაუყვა გზას. ჯერ ნიკასთან მივიდა, რამდენიმე წუთი უხმოდ უყურა საფლავს, მერე ჩამოჯდა და ლაპარაკი დაუწყო -გამარჯობა ნიკ,მენატრები. ვიცი რო კარგად ხარ, ვგრძნობ ხომე შენ თავს. გუშინ კინაღამ ვიღაც მოვკალი, მანქანით დავეჯახე, მაგრამ გადარჩა. სერიოზული არაფერი ჭირდა, საავადმყოფომდე მე მივიყვანე, იცი შენნაირად ლაპარაკობდა, შენი ხმა ჰქონდა. პირველად მიგასგავსე ვიღაცას, ეს ისეთი სასიამოვნო იყო. გუშინ ვფიქრობდი რატომ მომეწონა ეს ბიჭი? და მივხვდი შენ გგავს. ძალიან მიყვარხარ, ძალიან მენატრები. იმედია კარგად ხარ. მგონი, უკვე მალე შევხვდებით, რომ მოვალ არ გამიბრაზდრე რა, აღარ შემიძლია და იმიტომ ვნებდები. იმედია ხვალ გნახავ ჩემო გოლიათო. - ცრემლები მოიწმინდა, საფლვის ქვას აკოცა და უკან მოუხედავად წავიდა წინ. ლარას საფლავთან თვალცრემლიანი მივიდა. საფლავის გვერძე დაწვა და იმ ადგილს მიაშტერდა, სადაც მეგობარი იყო დამარხული. ხედავდა თეთრებში ჩაცმულ მეგობარს. განა ეს სასწაული არაა? ლარა, იცი როგორ მომენატრე?ძალიან მიჭირს უშენოდ. მგონი, იმიტომ არ მყავს არავინ რომ სიყვარული არ შემიძლია. ვერავის ვიკარებ, ვერცერთან ვერ ვკონტაქტობ. ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე, მარტო ვარ, ხოამხელა სამყაროში მარტო ვარ. განა ეს საცოდაობა არ არის? შენც წახვედი, ნიკაც წავიდა. ორივემ დამტოვეთ, მაგრამ თქვენზე არ ვბრაზობ. ვიცი რომ უერთმანეთოდ ვერ გაძლებდით. მიხარია რომ ერთად ხართ. მენატრები. ვფიქრობ ამ საცოდაობას ბოლო მოვუღო. ხო მართალი ხარ, მაგრამ აღარ შემიძლია აქ დარჩენა.- მეგობრის ხმა გონებაში ჩაესმოდა.-იმედი მაქვს მალე მოვალ თქვენთან. მინდა დავამთავრო, მაგრამ თან დედაც მეცოდება, ვერ გადაიტანს ჩემს სიკვდილს. გთხოვ, რამე მიშველე, დამეხმარე რომ დედამიწაზე დავრჩე. მიყვარხარ ნინნ. მიწას ჩაეხუტა, მერე ფეხზე ადგა, საფლავის ქვას აკოცა და იქვე დაჯდა. შენ რას დაგიმალავ, ცუდ დღეში ვარ. მგონი ვგიჟდები, შეტევები გამიხშირდა, ექიმისთვის არ მითქვამს. გუშინ ბიჭს დავეჯახე, აქ რო მოვდიოდი, კინაღამ მკვლელი გავხდი. უცნობი ძალიან გავდა ნიკას, ზუსტად მის ნაირად ლაპარაკობდა. ვერ ვიჯერებდი რომ ნამდვილი იყო. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გავიღიმე ძალტანების გარეშე. მეგონა ეს რაღაც ახლოს დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ არა. არც მე მაქ ძალა იმისთვის რომ ნორმალური გავხდე და თან გოგაც შემეცოდა, მასაც გავაშავებდი ჩემი შავი აურით. მივხვდი, არაფერი გამოვა.სიცოცხლის ბოლომდე მარტო უნდა ვიყო. ალბათ ესაა ჩემი სასჯელი, რომელიც არც კი ვიცი რისთვის დავიმსახურე. -წამოდგა საფლავს აკოცა, ცრემლები მოიწმინდა და უკან მოუხედავად გაუყვა გასასვლელს. ცდილობდა აღარ ეტირა. მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოწყდა ადგილს. იქვე ახლოს ერთი მიყრუებული პარკი ეგულებოდა და იქ წასვლა გადაწყვიტა, არ უყვარდა ის ადგილი, მაგრამ ახლა მოუნდა იქ ყოფნა. პარკთან მივიდა, უკვე უნდა გადმოსულიყო ტელეფონმა რომ დარეკა. უცხო ნომერი იყო, არ უნდოდა აღება, მაგრამ რეკვა რომ არ შეწყვიტა, დაიჯღანა და უპასუხა.- ევა, მე ვარ ბესიკი მიცანი?- დიახ, გისმენთ რექტორო.- რას შვრები? გცალია? მოდი შევხვდეთ. წესით უკვე გამოსული უნდა იყო სასაფლაოდან. - რა ხდება? - არაფერი ევა, უბრალოდ შენი ნახვა მინდა. -მე რომ არ მცალია, ტელეფონით ვერ მეტყვით? - არ ევა, გთხოვ, უკანასკნელად გაწუხებ, გპირდები. მისამართს ჩაგიგდებ და მოდი, ათ წუთში იქ ვიქნები. -კარგით. -ნეტავ რა უნდა? რატომ გავახსენდი ახლა? იმედია დარიგებას არ დამიწყებს. არა, აქ რაღაცაშია საქმე, ცუდი ხმა ჰქონდა. ეჰ, რა კარგი დრო იყო, როცა ერთად დავდიოდით მწერალთა შეხვედრებზე. კარგი, კარგი, წადი ახლა, რაც მალე დაიწყებ მით მალე მორჩები. დანიშნულების ადგილი ახლოსაა, ათ წუთში უკვე იქ იყო. ბესიკი განცალკავებულ მაგიდასთან დამჯდარიყო, უცნაურად გამოიყურებოდა. ევამაც არ შეაყოვნა, გადავიდა და მიესალმა.- მოდი ევა გენაცვალე. რამეს დალევ?- არა, მადლობა, ცოტა დრო მაქვს. - მაშინ საქმეზე გადავალ. -კარგი. - ძვირფასო ევა, იცი როგორ პატივს გცემ, ჩემი გამორჩეული სტუდენტი ხარ, არამარტო სტუდენტი მეგობარიც, ამავდროულად ჩემი ნიკას შვილი ხარ, ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარხარ. იმედია არ გეწყინება პატარა რჩევას თუ მოგცემ, არა როგორც რექტორი, არამედ როგორც მეგობარი და ბიძა. - ევას არაფერი უპასუხია, მაგრამ ბესიკმა თვალებით შეატყო რომ დათანხმდა და გააგრძელა. -ვიცი რომ წერა შეწყვიტე. აქამდე უხმოდ გელოდებოდი. ვფიქრობდი დრო ჭირდება, სანამ იმ ტრაგედიას გადაიტანს- მეთქი, მაგრამ შენ მასში ჩარჩი, ცხოვრება დაკარგე, არამარტო ცხოვრება, არამედ იმედიც. წერდი ყველასგან განსხვავებულ, არ ვიცი როგორ ვთქვა, ძალიან კარგ ნაწარმოებებს. რამდენ კონკურსში გაგიმარჯვია? ძალიან ბევრში. შენ ამ ქმნილებებში მთელ ემოციებს დებდი. ევა შენ ჩამოყალიბებული მწერალი ხარ. როგორც ადამიანს გაქვს უფლება დანებდე, მაგრამ როგორც მწერალს ამის უფლება არ გაგაჩნია. დავუშვათ დანებდი და თვითმკვლელობით დაასრულე სიცოცხლე, ანდაც უბრალო ცარიელი ცხოვრებით გააგრძელე არსებობა. ეს ორივე ერთიდაიგივეა შენთვის. გგონია ეს მხოლოდ შენ დაგაზარალებს? არა, ეს შენ ყველა მკითხველს იმედს გაუქრობს, შენ ყველა ნაწარმოებს გადათელავს. შენ არ გაქვს უფლება დანებდე. იფიქრე იმაზე, შენი სიკვდილი რამდენ ადამიანს დააზარალებს, რამდენი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. შენ ევა ბახტურიძე ხარ. ძლიერი, ცოტა ამპარტავანი, კეთილი მწერალი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. გეშინია? ეს ნორმალურია, შენ ახლა, ან ცხოვრებისახალ ეტაბზე გადახვალ, ან მოკვდები. სიკვდილი ეს დასასრულია, გინდა დასრულდე? ეს ადვილია. ნებისმიერ წამს გააკეთებს ამას, მაგრამ არ გაინტერესებს სამყარო? ის ხომ ასეთი დიდი და შეუცნობადია. ბუნება ძალიან ჭკვიანია, იმაზე ბევრადაც კი ვიდრე ამას ჩვენ ყველა ვფიქრობთ. მე მჯერა, რომ შენ შეგიძლია სიკვდილს ებრძოლო. ახლა კი პატარა რჩევას მოგცემ გამარჯვებისთვის. ეს შენი ნაწარმოებებით გააკეთე, რომლებსაც მილიონობით ხალხი წაიკითხავს. ხელოვნება უკვდავია. შენც ცოცხალი ხარ და შეგიძლია ცხოვრება შეცვალო. არ დაგავიწყდეს რომ შენ თუ დანებდები, შენი ყველა მკითხველი, ნაცნობი, ნათესავი დანებდება. შენ მათთვის ლეგენდა ხარ, შენით ცხოვრობენ. შესვენება, მთავრდება, ცხოვრება უნდა გააგრძელო. უკვე დროა, ის ევა დაანახო საკუთარ თავსა და სამყაროს, რომელიც არასდროს ნებდება. შენ ახლა იწყებ, არ გაქვს უფლება დანებდე. მე მჯერა შენი. იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. რამდენი წამი თვალებში ჩახედა ევას და უკანმოუხედავად წავიდა ბესიკი. ევა კი იჯდა გაუნძრევლად, ხმას ვერ იღებდა, ცდილობდა გაეაზრებინა გაგონილი.




* * *
ბესიკის ლაპარაკიდან თხუთმეტ წუთში, ევამ ცრემლები მოიწმინდა და უკანმოუხედავად დატოვა კაფე. არ იცოდა სად წასულიყო. დალევა უნდოდა, ამიტომაც პირველივე შემხვედ ბართან გაჩერდა და დაუფიქრებლად შეიჭრა. ბარმენთან იჯდა და დაუზოგავად სვამდა არაყს. გარემოდან არაფერი ესმოდა, მხოლოდ ბესიკის სიტყვები უტრიალებდა გონებაში - შენ არ გაქვს უფლება დანებდე, ამით შენ ყველა ნაცნობს, მეგობარს, ახლობელს იმედს გაუქრობ. - იაზრებდა, რომ ბესიკი მართალი იყო. უკვე ხვდებოდა რომ ცხოვრება უნდა გაეგრძრლებინა. იჯდა, ფერწასული, ჩაწყლიანებული თვალებით და ჭიქას ჭიქაზე აყოლებდა. -მე ამას ვერ შევძლებ. რა უნდათ ჩემგან? თავი დამანებონ. არ შეიძლება რომ ყველა მომწყდეს და მშვიდად სიკვდილი მაცადონ? თვალებიდან ღაპა-ღუპით დაეწყო ცრემლების დენა, თვითონაც ვერ გრძნობდა ისე აყოლებდა ჭიქას- ჭიქაზე. უკვე ორი იწყებოდა, მაგრამ ევა ისევ ბარში იჯდა მთვრალი, თავი თაროზე ედო და ტიროდა. შენობაში მძიმე ჯაზი იყო ჩართული, ისეთი, რომელიც ყველა ფიქრს დაგიფრთხობს, მაგრამ ევას მუსიკა საერთოდ არ ესმოდა. გარემოდან ვერაფერს გრძნობდა. უბრალოდ იჯდა და ემოციებისგან თავისუფლდებოდა. უკვე გადაეწყვიტა რომ ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა. თავის თავს დაპირდა ბოლო ძალას მოიკრებდა და წყვდიადიდან გამოვიდოდა. ჯერ არ იცოდა, ამას როგორ გააკეთებდა, მაგრამ გააკეთებდა. ტრაგედიის მერე, პირველად უნდოდა ცხოვრება აეწყო. შეიძლება, ეს ფიქრები სასმელის ბრალიც ყოფილიყო, ვინ იცის? მაგრამ გადაწყვიტა, რომ რაც არ უნდა დასჯდომოდა ფეხზე დადგებოდა. თავი ასწია, გაიაზრა სად იყო და ბარმენს კითხა -რამდენია გადასახადი? ბიჭმა ქვითარი მისცა და უთხრა -ქალბატონო, ძალიან ნასვამი ხართ, ვინმეს დაურეკეთ მოგიკითხოთ. - შენ ვინ გეკითხება?უბრალოდ ხურდა დამიბრუნე და გამეცალე. - დამშვიდდით, აქ ასეთი წესებია, დაურეკეთ ვინმეს მოგაკითხონ. გთხოვთ, ნუ გაჯიუტდებით. - და თუ არავინ მყავს ვინც ბარიდან წამიყვანს რა გავაკეთო? აქ დავრჩე? -ნერვები აღარ ყოფნიდა ევას. - გამარჯობათ, რა ხდება? - საუბარში ჩაება მესამე პირი. ევა არც მიტრიალებულა უკან, ბარმენმა გასცა პასუხი -ბატონო გოგა, ქალბატონი გაჯიუტდა, არავის ურეკავს. ისე კი, ისეთი მთვრალია, სახლამდე ვერ მიაღწევს. -კარგი წადი, ამ გოგოს მე მივხედავ. - როგორც მეტყვით. - უცნობო, თუ გგონია რომ შენ გამოგყვები და კარგად გაერთობი ცდები. -თქვა და უკან შეტრიალდა. - გამარჯობა. -ღიმილიანი სახით მიესალმა გოგა. პირდაღებული და შერცხვენილი ევა ხმას ვერ იღებდა. -შეხვედრაზე რომ დამთახნმებოდი ახლა წამყვანი გეყოლებოდა. დამირეკავდი და წაგიყვანდი. ისე კი ძალიან გყვარებია სასმელი.- არ დაქთანხმდი, მაგრამ მაინც აქ ხარ - ძვლივს გადააბა წინადადება. - მიდი, ადექი და წავიდეთ. - კარგი. - როცა ადგა თავბრუ დაეხვა, ახლა გააცნობიერა როგორი მთვრალი იყო. გოგა მიხვდა რაშიც იყო საქმე, გაიცინა და ხელი მაგრად მოკიდა. კუს ნაბიჯებით გავიდნენ ბარიდან, ორივე გოგას მანქანაში ჩაჯდა და წავიდნენ. -სახლში წაგიყვანო? - კი, ოღონ შენსაში, ჩემებს ასე ვერ დავენახები. -ვა, მასე მოგეწონე რომ უკვე ჩემთან რჩები. - კაი რა, რა იდიოტივით იქცევი. - ბოდიში, გავიღადავე, არ მეგონა თუ გეწყინებოდა. რა ხასიათზე ხარ?- ვაიმეეეეე, მანქანა მოატრიალე. - რა ხდება? რამხელა ხმა გქონია?- აუ ტელეფონი დამრჩა. გეფიცები დებილი ვარ,რა. -კაი დამშვიდდი, ძმაკაცები იყვენენ იქ, დაურეკავ და წამოგიღებენ.- მადლობა, ანუ არ დაიკარგება ხო? -არა, ახლავე დავურეკავ ბიჭებს და რო წამოვლენ წამოგიღებენ. - გიო, მიდი მარცხნივ ბართან და ნახე აბა აიფონ ათი დევს? - კი არის. - ხო, ძალიან კარგი. რო წამოხვალთ ჩემთან შემოიარეთ და მომეცით. არ დაგავიწყდეთ კაი?- კაი ძმა, ტელე ევასია?- კი, ჩვენ წყნეთში ავდივართ და თქვენც იქ მოდით. -ნახეს ხო? -კი, იპოვეს და წამოიღებენ. მაღაზიათან გავჩერდები, პროდუქტებს ვიყიდი. შენ გინდა რამე? - აუ კი ტკბილეულობა, ნაყინები და კიტრის მწნილი. - ტკბილეულის მოყვარული გოგო ხარ? კი, ახლა უკვე ვარ. აქ გააჩერე რა, აქაა კარგი ნაყინები. - კარგი. - გააჩერა და ჩავიდა. მაღაზიიდან თხუთმეტ წუთში გამოვიდა, ნავაჭრი უკანა სავარძელზე დადო და მანქანაში დაჯდა. ევას ეძინა, რომ დაინახა გაეცინა, სიდენია გადაუწია და მშვიდად ძილის საშუალება მისცა. თხუთმეტ წუთში წყნეთში იყვნენ. ბახტურიძემ ევა არ გააღვიძა, მკლავებში მოიქცია და დივანზე მიაწვინა. ევას მშვიდად, უშფოთველად ეძინა, მაგრამ გოგას მაინც მოუწია მისი გაღვიძება. - ევაა, ევა გაიღვიძე. -ნელ-ნელა თვალები გაახილა და დაიჯღანა- რა ხდება? -ბოდიში რო გაგაღვიძე. მიდი, ახლა შენებს დაურეკე, მეგობართან ვრჩებიო უთხარი, არ ინერვიულონ. -ევამ თვალები შეიშმუშნა, გაიზმორა და უთხრა-უკვე გამოვედი სასმლის ზემოქმედებიდან, ტელეს რო მომიტანენ წავალ, არ დავრჩები ამაღამ აქ. - ბიჭები გვიან მოვლენ, ჯობია დარჩე. რა არის ტო, ჩემი გიტყდება? თუ არ გინდა ჩემი ახლოს გაცნობა პირდაპირ თქვი და შეგეშვები. - აუუ ეგ რა შუაშია, კაი ვრჩები. ტელე მომეცი რო დავრეკო. - მა ევა ვარ, ტელე დამიჯდა და ამ ნომრიდან იმიტომ გირეკავ. - ხო, ევა რა არის? -მა დღეს სახლში ვერ მოვალ, მეგობართან ვრჩები და იცოდე. - კარგი ევა შვილო, მაგრამ გამაცანი შენი მეგობარი. მაინტერესებს ვინ მოიგო ჩემი გოგოს გული. - მამა, რა გული? გეუბნები მეგობართან ვრჩები-მეთქი. -კარგი საყვარელო დამშვიდდი, ხვალამდე. -გოგა, კარზე კაკუნია. -ჩემები იქნებიან, აქედან ნუ ამაყენებ, შენთვითონ გააღე რა.- კარგი.

ევა
რკინის კარი გავაღე და ხუთი ადამიანი დახვდა. -გამარჯობა, შენ ალბათ ევა ხარ, მე ლაშა.-სასიამოვნოა, შემოდით ბავშვებო.-ვეცადე სასიამოვნოდ შევხვედროდი.-მოხვედით ხალხო? ამდენი ხანი სად იყავით? - აუ ბიჭო, იცი რა გოგო ავაგდე? მაგასთან ვიყავი და მაგიტო შემაგვიანდა. - ყველა ძაან შინაურულად იქცეოდა, ეტყობოდათ ერთმანეთთან ძაან ახლოს იყვნენ. მე ტელე ავიღე და ცალკე გავედი, მაინტერესებდა ვინმეს ხო არ ქონდა დარეკილი. როცა მოსაღებში დავბრუნდი ყველა მოწყობილი იყო, ორი გოგო პუვში ისხდა, ბიჭები კი დივანზე. - მოდი ევა, გაგაცნო ეს გიჟები. - მე გავიღიმე და გოგას მივუჯექი. -გაიცანი ლაშა, სანი, ალეკო, მარი და თეკლა. -ყველამ ღამიღიმა მეც გავუღიმე - მე ევა ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - მართლა ძალიან კარგი ხალხი ჩანს. - შენ ევა რიჟამაძე ხარ ხო- წარმოთქვა აღფრთოვანებით მარიმ - კი მე ვარ. -ვაიმე თეკლა, ეს იმ წიგნის ავტორია რომ გეუბნებოდი.- აუ, აი, აი ძაან მომწონს შენი მოთხრობები, ძაან მიხარია შენი პირადად გაცნობა. -მოვიდა და ჩამეხუტა -მადლობა, მიხარია თუ მოგწონს. - ახლა რამეს წერ? კიდევ მინდა შენი ისტორიები. -არა, აღარ ვწერ. არ მოგატყუებ, ვფიქრობ მეტ წიგნს აღარ დავწერ.-ვთქვი და უჩუმრად ჩავფიქრდი. თვალწინ გამიცოცხლდა ძველი, ბედნიერი მოგონები.-ვაიმე რა ძაან ცუდია. იმედია აზრს შეიცვლი.-გავუღიმე და ხმა აღარ ამომიღია. -აუ მშია, რამე არ გაქვს?-თქვა ალეკომ - მოვიტან ახლავე, ვიყიდე რაღაცეები. სასმელი გინდათ? - აუ ხო, მიდი მოიტანე თუ ძმა ხარ. გოგამ ლუდი, შებოლილი ყველი, ჩიფსები, კიტკეტები და ნაყინები მოიტანა. -ე, არ იცის? იცის - წარმოთქვა სიცილით გიორგიმ. - ბიჭო, ტკბილეული ვის მოუტანე? არავინ არ ვჭმათ.(ალეკო). - ევას უყვარს- თქვა და თვალი თვალში გამიყარა. მე თვალები დავხარე და ნერვიულად ნაყინი გავხსენი. -აუ, ხალხო მოდი სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ.(მარი) -რა გაინტერესებს მარი, გვითხარი და ისე გეტყვით.-გაიცინა სანიმ.- ეგ რა შუაშია, მიდი რა ნუ კვდებით, ვითამაშოთ.- მხარი აუბა თეკლამ. -ხო, კაი ვითამაშოთ. მიდი ბოთლი მოიტანე.(ალეკო) - ანუ ვთამაშობთ ხო?-თვალები აუციმციმდა მარის. - აბა შენ რა გაგიძლებს (სანი) -გაიცინეს ბიჭებმა. ბოთლი დაატრიალეს მარი უნდა დაუსვას კითხვა ლაშას. -ს თუ მ? -ს -ყველამ გაიცინა.მე ვერ მივხვდი რაზე იცინოდნენ, ამიტომ უცერხულად შევიშმუშნე. თითქოს ზედმეტი ვიყავი, მათ ეს არ უგრძნობინებიათ, მაგრამ მე მაინც ასე ვფიქრობდი. ამ დროს გოგა მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა. - ლაშასგან სიმართლე რთული სათქმელია, მეზღაპრეა, ყოველთვის გაზვიადება უყვარს. - ახლა მივხვდი რაშიც იყო საქმე, მეც გავიცინე. ჯერი ლაშაზე დადგა. -თეკლა ს თუ მ? - ს. - კარგი, მაშინ გვითხარი ყველაზე ცუდი პაემანი. - ახლა კარგად იცინებ- მომიბრუნდა გოგა. -აუუ, კაი რა. იცოდი ხო? მოკლედ, სამი წლის წინ ერთი ბიჭი ძაან მომწონდა, ხოდა გავიგე რომ ერთ-ერთ ბარში საღამოს უნდა ყოფილიყო. ნახევარ საათში მომდის ესემესი თეკლა გცალია წამო ბარში გეპატიჟებიო. ზუსტად იმ ბარში წავედით სადაც ის ბიჭი იყო. არ მომწონდა ჩემი კავალერი, მაგრამ ცოტახანი გავუძლებდი. შევედი ბარში იმ ბიჭმა დამინახა, მე ავფორიაქდი, რაღაცა რაღაცა და ამ დროს იმ უტვინო საბამ სასმელი გადამასხა. სველ კატას ვგავდი, გამოვარდი და ტირილით წამოვედი. -ჩვენ ყველამ გავიცინეთ, თვითონაც გაიცინა. ძაან მომეწონენ. ახლა ჯერი ჩემზე დადგა. - ს თუ მ? - მეკითხება ღიმილიანი თეკლა.- ს- დაუფიქრებლდ ვიძახი. - კარგი, მაშინ მოყევი შენი შეყვარებულის ყველაზე სასაცილო ქცევა. მე გავშეშდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. გული დამწყდა რომ არავინ მყავდა. -ჩემი? მე შეყვარებული არ მყავს. -ახლა შეიძლება არ გყავს, მაგრამ ხომ გყავდნენ ხომე და მათგან მოყევი რომელიმე. - არც მყოლია.-ვცდილობდი მშვიდათ მეთქვა. -რააა? ასაკი შემახსენე. - მე თუ ადამიანი არ მიყვარს, მასთან საქმეს არ დავიჭერ. ჯერ არავინ მყვარებია, ასე რომ არც შეყვარებული მყოლია. - ყველა გაჩუნდა, თითქოს თავის ქმედებებზე ჩაფიქრდნენ. - კარგი, დავუშვათ არ გყოლია, მაგრამ მაშინ ასეთ რომანტიკულ მომენტებს როგორ წერდი? ჰა გამოგიჭირე. -სიცილით თქვა მარიმ. მეც გამეცინა- არა, ვერ გამომიჭირე, ის ყველა ისტორია ფანტაზიაა, რომელიც მე არასდროს განმიცდია. - ვააა, მე კი ვფიქრობდი რომ თავს გადაგხდა.(მარი)- არა საყვარელო, ის უბრალოდ ჩემი ფანტაზია. -ვცდილობდი გულდაწყვეტა დამემალა. - კარგი, ესეიგი უსაზღვრო და უსასრულო სიყვარულის გჯერა. საინტერესოა-წარმოთქვა ალეკომ. აუკვე აღარ მჯერა, სამყარო ნაგავია. ზოგისთვის არც სიყვარული არსებობს, უბრალოდ ყველაფერი ტყუილია. - შევამჩნიე, როგორ ნერვიულად დაცალა ლუდი გოგამ. ყველა ჩაფიქრდა, ხმას ვერავინ იღებდა. ისე რომ სხვებმა ვერ შეამჩნიეს გოგა ჩემსკენ მოიწია ხელი ფეხზე დამადო და ჩამჩურჩულა - ზემოთ ნათქვამის სუცრუეში დაგარწმუნებ.-ნელა, აუღელვებლად მითხრა და ადგილს მოწყდა. მე, მე შევკრთი, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, თან მესიამოვნა თან შემეშინდა, ვერ გავბედე მისკენ მიტრიალება. -წიგნში ხომ გიწერია სიყვარულის მჯერაო, ხომ ამბობდი რომ ეს ყველაფერი ზღაპარი არ არისო. ახლა რას ამბობ? -მარის რომ შევხედე გავოცდი, ლამის ტიროდა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რამხელა იმედს ამყარებს მკითხველი ისტორიაზე და არამარტო ისტორიაზე მის დამწერზეც. ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა. ყველა მობილიზებულები იყო, სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მე სწრაფად ავდექი და მარის გვერძე მივუჯექი. ის ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. - მარი საყვარელო, სიყვარული ნამდვილად არსებობს. შენნაირ სუფთა სულის პატრონს ის აუცილებლად ეწვევა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლეთაც სული ისე გაიშავეს რომ სიყვარულიც კი შეაშინეს. მე მათზე ვიგულისხმე და იმიტომ ვთქვი ასე ცივად არ არსებობ-თქო. ანდაც ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს? მთვარია შენ რისი გჯერა. - მარი მოულოდნელად ჩამეხუტა. მე ხმას ვერ ვიღებდი, რამდენი ხანია ესე არავისთვის გამიკეთებია, არავისთან ვყოფილვარ მწერლის ამპულაში, არავინ დამირწმუნებია თავის თავში. მგონი ეს ყოველივე მომნატრებია. ამის მერე კიდე ერთი საათი ვითამაშეთ, არაფერი ისეთი არ მომხდარა. როგორც მივხვდი, ეს ხალხი იმ იშვიათ საზოგადოებას მიეკუთნება, რომელთვისაც სიყვარული და მეგობრობა მთავარია. ამ ასაკის ხალხს, რომელთაც ასეთი კარგი შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე არ შევხვედრვარ. ძალიან მომწონან. როცა წავიდნენ ჩვენც მალე დავიძინეთ, მე მეძინენოდა, გოგას არა. ვგრძნობდი როგორ წყუროდა ჩემთან დიალოგი, მაგრამ ვერ გავბედე, არ ვიყავი მზად, ამიტომ მაშინვე დავწექი. მე იგივე ოთახში დამაწვინა, თვითონ კი მოპირდაპირე საძინებელში დაწვა. მხოლოდ ახლა გავიაზრე ბოლომდე მწერლის როლი, ისინი ჩვენ სხვა სამყაროში გვამოგზაურებენ, იმედს გვისახავენ უკეთესი მომსვლის, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის ვინც ცხოვრებას ახლა იწყებს. ვფიქრობ, რომ ადამიანში მთავარი იმედი და თვითშეფასებაა. თუ ეს ორი თვისება გაქვთ ან გამოიმუშავებთ, ბევრად გამარტივდება ცხოვრება. იმ ღამეს ძილი არ გამკარებია. ანდაც როგორ მომიახლოვდებოდა? ჩემს გონებაში აპოკალიფისი იყო.




* * *
ევა
დილას გოგას გაღვიძებამდე ავდექი, ვეღარ გავძელი საწოლში. უსაქმურობა არ მინდოდა, რადგან მაგ დროს ბევრს ფიქრობ, ამიტომ სამზარეულოში შევედი და საუზმის გაკეთება დავიწყე. კვერცხიანი პურები გამოვაცხე და პესოკი მოვაყარე. გუშინდელმა სასმელმა თავი შემახსენა და შუბლი ამტკივდა. მაშინვე ციტრამუნი დავლიე და მჟავე შევჭამე. მარტოობა მომბეზრდა, გადავწყვიტე გოგა გამეღვიძებია. კარზე დავაკაკუნე არ გამცა ხმა, ამიტომაც ოთახში შევედი. აუ, რა საყვარელია აჩეჩილ თმიანი. ძვლივს დავიძარი ადგილიდან, მივუახლოვდი და დავუძახე -გოგა, გოგა გაიღვიძე. -აუ ხაშია, ანა ცოტახანი დამაძინე. -რა ანა? კარგად ხარ? -მკლავში ჩავარტყი. -გოგა წამოჯდა, გამოუჩნდა თავისი დიდი კუნთები და პრესი, თვალების სრესა დაიწყო. მე ვუყურებდი გაუნძრევლად. სხვა რა უნდა გამეკეთებინა. ნამდენიმე წუთში მოვიდა აზრზე -ხო, რა ხდება? - მე რა მქვია? - გოგამ სიცილი დაიწყო, მე სულაც არ მეცინებოდა. - რა ხდება? გუშინ იმდენი დალიე რო სახელი არ გახსოვს? ევა გქვია, ე ვ ა. - და თუ ევა მქვია, ანას რატო მეძახდი? ვინაა ანა? -წამომცდა ისე რომ ვერც გავაცნობიერე, გოგა ისევ იცინოდა. -რა ხდება? მასე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს რო ახსნა განმარტებებს მთხოვ? -მე ხმას ვერ ვიღებ. -ანა ჩემი დაა. - საწოლიდან წამოდგა და ჩემს წინ აღმოჩნდა. -რა ხდება? -უცებ მივაძახე მე. - რა საინტერესოა, მეც იგივე კითხვის დასმას ვაპირებდი. რა ხდება? -მე, მე გაგაღვიძე, რადგან ყიყლიყოები გაცივდებოდა. -ვთქვი უცებ. -ვა, ყიყლიყოები, ჩავიცმევ და მოვდივარ. მე რაც შემეძლო უცებ გამოვვარდი ოთახიდან და კრესლოში ჩავესვენე. -იდიოტი, შტერი, ქაჯი.- ვეძახდი ფიქრებში. ისე გავიდა დრო გოგას ლანძღვაში,რომ ვერც შევამჩნიე როგორ მოვიდა და მაგიდასთან დაჯდა. - ჰა,არ მოდიხარ? - ა, ჰო მოვდივარ- ვუთხარი დაბნეულმა. - მინდა ავღნიშნო რომ ძაან გემრიელი ყიყლიყოებია. -ვა, მადლობა. რამდენიმე წუთში დაიწყო ფრთხილად გოგამ -უკვე დავმეგობრდით ხო? - კი. -ხოდა მგონი, დროა ვიცოდე რა ხდება შენს ცხოვრებაში. - ჩანგალი დადო და თვალებში ჩამხედა. მე ხმას არ ვიღებდი ბოლოს დავიწყე -ისეთი არაფერი, რაც შენ არ იცი. -მე შენგან მინდა მოსმენა. ისე დავიწყე რომ თავი არც ამიწევია. -მე სამი თვისა და ექვსი დღის წინ -დავსტოპტი ხმას ვერ ვიღებდი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და აკანკალებული ხმით ვაღიარე. -მეგობარი და ძმა დავკარგე ერთ დღეს ავარიაში. -თვალებიდან ცრემლებმა დამიწყეს დენა. გოგასთვის არ შემიხედავს, არ ვიცოდი რას ფიქრობდა, იქამდე სანამ სკამიდან არ ადგა და ჩემს სიმაღლეზე არ დაეშვა. - ევა, ევა დამშვიდდი, ბოდიში არ მინდოდა. -მე გაუცნობიერებლად მივვარდი და ჩავეხუტე. მანაც მომხვია ხელები. რამდენიმე წუთი ვიყავით ასე. არც ერთი ვიღებდით ხმას, მერე მე შემრცხვა, ხელები გავუშვი და დივანზე დავჯექი. გოგა მოვიდა, ჩემს სიმაღლეზე დაიხარა და მითხრა. -იმედია, ხვდები რომ მე მართლა მინდა შენთან ურთიერთობა. გადმოიხარა შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. მე კი ვიჯექი გაოცებული, ბედნიერი და მომხდარზე ვფიქრობდი. ერთ საათში სახლში მიმიყვანა, მანქანა გააჩერა ნერვიულად გადაისვა შუბლზე ხელი. -მართალი ხარ, მე შენზე ყველაფერი ამოვქექე, რადგან ძალიან მომეწონე. ერთი შეხედვით მოახდინე ფურორი. მე მართლა მინდა შენთან ყოფნა, მეგობრობა, მასზე მეტიც. ვიცი რომ ახლა მძიმე პერიოდი გაქ, ამიტომ მინდა გვერდში დაგიდგე. უკვე გყავს ადამიანი, რომელიც ყველაფერში დაგეხმარება. იმედია ამის უფლებას მომცემ. - მე როგორც ყოველთვის ხმა ვერ ამოვიღე, მხოლოდ ნახვამდის ვუთხარი და სახლისკენ გავემართე.


სახლში შევიდა, მშობლები ნახა და ოთახში ჩაიკეტა. გოგაზე ფიქრი არ ასვენებდა. უხაროდა რომ ახალი ცხოვრების შანსი მისცა სამყარომ. აქამდე ჯეროდა რომ საუკეთესო მეგობრები ვერ ეყოლებოდა. ფიქრობდა საუკეთესოები ბავშვობაში უნდა ეპოვა და განვლილ წლებზე ბრაზობდა ხოლმე, თუმცა ცხოვრებამ მეორე შანსი მისცა, ახალი ადამიანები აჩუქა. იმ დღეს განსხვავებული არაფერი მომხდარა ლექციებზე წავიდა, იქიდან სასაფლაოზე გადავიდა. სახში გვიან მოვიდა და მაშინვე დაწვა.

ევა
დილას მზემ გამაღვიძა, სარკეშიც არ ჩამიხედავს ისე გავედი მისაღებში, წყალი მწყუროდა. ვაიმე ღმერთო, მაგიდის გარშემო ოთხი ადამიანია. ერთი დედა, მეორე მამა, მესამე გოგა, და მეოთხე არ ვიცი ვინ. ოთხივე მე მომაშტერდა. მე მოკლე შორტები და წკვირტებიანი მაიკა მაცვია. ალბათ, თმებიც ძაან აჩეჩილი მაქ. ვაიმე გავიქცე? არა ევა დამშვიდდი, უკვე გვიანია. - ერეკლე აი ესაა ჩემი ქალიშვილი, მიდი ევა გამოიცვალე და მოდი. -ძვლივს გავიგე ნათქვამი და ლამის სირბილით გავემართე ოთახისკენ. მოკლე ჯინსის შორტი ჩავიცვი, ყვითელი მაიკით და გავედი. თან არ მასვენებდა იმაზე ფიქრი თუ საიდან მოხვდა გოგა აქ? ან რაზე ლაპარაკობდნენ? მისაღებში გავედი და იქ მყოფებს გავუღიმე. უკვე დამატებული იყო გოგას მოპირდაპირეთ ჩემი თეფში, მეც უხმოდ დავჯექი. გოგას თვალებით ვჭამდი ის კი ხმას არ იღებდა, არც კი მიყურებდა. -მა, ეს ერეკლეა რომ გიყვებოდი ჩემს მეგობარსა და პარტნიორზე. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ნაზად გავუღიმე მე. -ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა პატარა ქალბატონო, იმაზე ლამაზი ყოფილხარ ვიდრე ამას ხალხი ამბობს.- მე გავწითლდი, გავიღიმე და ხმა არ ამოვიღე. - ეს ჩემი შვილია, გოგა გაიცანი.- მე გავოცდი, გოგა კი მიტრიალდა და უთხრა - ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. მერე მე მომიტრიალდა -არა ევა?-ხო რათქმაუნდა. -მართლა? საიდან იცნობთ ერთმანეთს? - მე ხმა ვერ ამოვიღე. - ერთ სამეგობრო წრეში მოვხვდით, და გავიცანი. - რა პატარაა თბილისი. კარგია თუ ერთმანეთი გაიცანით, მომავალში თქვენც ჩვენსავით პარტნიორები უნდა გახდეთ. -მე კვლავ გავიღიმე, ხმის ამოღება არ მინდოდა. - ბავშვებო ანუ ერთად დადიხართ ხო გასართობათ? -რაც გავიცანით ერთმანეთი კი. -დიახ, რამდენიმე დღეა ერთ სასტავში დავდივართ. -ერთად ვთქვით მე და გოგამ. -ძალიან კარგი, მინდოდა ევას მეგობრების გაცნობა, მაგრამ ევა არ მანახებდა. ვფიქრობდი შეყვარებული ყავს და მიმალავს-მეთქი, მაგრამ დავმშვიდდი. იმედია შენ მაინც არ დამიმალავ თუ ვინმე ყავს ხო? -მამა კარგი. აიძულებით გავიღიმე, უკვე მკვდრის ფერი მედო. -მაგაზე არ იდარდოთ, კარგ სასტავშია, პირადად ვიზრუნებ რომ ვინმე იდიოტმა არ შეაწუხოს. -გმაყოფილი ღიმილით შემომხედა გოგამ. -თქვენ ხო კარგად ხართ? ვინ უნდა შემაწუხოს და ვინ არა ახლა კიდე თქვენ მირჩიეთ. -კარგი ევა დამშვიდი, ვიხუმრეთ. -რაღაც არ გეტყობოდათ რომ ხუმრობდით. -ნაძალადევად ვიღიმი. -სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მაგრამ სამწუხარიდ უნდა დაქტოვოთ უნივესიტეტში ვარ წასასვლელი- გავიღიმე და მაგიდიდან ავდექი, საძინებელში წავედი და ლოგინზე დავეხეთქე. გოგაზე ვფიქრობდი. მინდა ახალი ურთიერთობა, მჭირდება კიდეც, მაგრამ მზად ვარ? შევძლებ? საათს შევხედე, მაგვიანდებოდა, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. უნივესიტეტის ქუჩაზე უნდა გარდავსულიყავი, როცა თავში იდეამ დამარტდა. მანქანა გავაჩერე და გუდვილში შევედი, ნელ-ნელა გამოვზიდე ექვსი პარკი და მანქანის უკანა სავარძელზე დავაწყვე. უნივესიტეტში წავედი ორ ლექციას დავესეწარი და გამოვედი. უკვე მანქანაში უნდა ჩავჯდე, უკნიდან რომ მესმის ნაცნობი ხმა-ევააა. -კი, სწორად მიხვდით, გოგა იყო. -არ გინდა გავისეირნოთ? -აუ, ახლა საქმე მაქ. ანდაც შენ წამოდი სადაც მე მივდივარ და იქიდან გავიდეთ მერე. -კაი მასე ვქნათ, მაგრამ სად მიდიხარ? -მეჩქარება, ჩაჯექი, გზაში აგიხსნი. - კარგი -ისე მე ხო არ დამსვავსდი საჭესთან? - ოოო კაი რა, არ ვატარებ ცუდად. -ხო კაი. აბა სად მიტაცებ გოგონი? -დღეს რადიოში მოვუსმინე ერთ-ერთ ბავშვთა სახლს დახმარება სჭირდებაო, ხოდა წავიდეთ. რაღაცეები ვიყიდე. - ვა მაგარი იდეაა. ქველმოქმედი გოგო ყოფილხარ.- არა, რა ქველმოქმედი პირველად მივდივარ. მჭირდება რომ ვინმე გავამხიარულო. -რეები იყიდე?
-ბევრნაირი ტკბილეული და საკვები. ჯერ ვნახოთ, თუ მართლა უჭირთ მამას გადავარიცხინებ ფულს. - გვეჩქარება? - არა, მაგრამ არსად შევიაროთ რა. - მარცხნივ მოსახვევში გააჩერე, სათამაშოებს ვიყიდი და წავიდეთ. -კარგი. -ორივე გადავედით, ძაან საყვარელი სათამაშოები იყო. ერთი იყო დიდი მინიმაუსი, ძაან მომეწონა, მაგრამ ეგ ბავშვთა სახლისთვის არ გამოდგებოდა და ჩემთვის რომ მეყიდა გოგას ძაან ბავშვი ვეგონებოდი, ამიტომ მაღაზიაში დავტოვე. ოც წუთში გამოვედით. გოგამ სხვადასხვანაირი რბილი სათამაშოები იყიდა, იმდენი და იმხელა რომ მანქანაში ძვლივს დავტიეთ. მე ძალიან მომეწონა სამხატრო ნივთები და ოც-ოცი სახატავი ფანქარი, გასაფერადებელი, გუაშები, და ფურცლები ვიყიდე. ბავშვთა სახლს რომ მივუახლოვდით ბავშვივით დავიწყე ნერვიულობა, არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნოთ, რა გამეკეთებია ვერ ვხვდებოდი. -გააჩერე, გააჩერე. -იყვირა გოგამ. -რა ხდება? -დაინახე რა მაღაზიას გამოვცდით? -ვერა- წამოდი, წამოდი ააღფრთოვანებული მეუბნება გოგა. მეც გაკვირვებული გავყევი. ფორმების მაღაზია დაუნახავს, შევედით. გოგამ სპანჯბობის ფორმა მოირგო, მე ვინიპუხის, ძაან სასაცილოები ვართ ოროვე, ძაან მიხარია. ბავშვთა სახლში შევედით, დავარიგეთ ყველაფერი. სულ ჩვიდმეტი ბავშვია, სამიდან-რვა წლამდე. ყველა ძალიან საყვარელი და თბილიაა. არაფერია იმაზე სასიამოვნო როცა ვინმეს ახარებ, მათ თვალებში იმდენი ბედნიერება იყო, მეც მყოფნიდა. ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ერთმა გოგომ დაგვხატა მე და გოგა. ყველა, ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ახლა მივხვდი სად უნდა წავიდე როცა მოწყენილი ვარ. მათ შენი მისვლა ისე უხარიათ რომ შენც ძალიან გიხარია, იმ დროს თავი მართლა კარგი გგონია. ბავშვები საუკეთესო საშუალებაა დარდის დასავიწყებლად. აქამდე არ მჯეროდა ამის, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე შევიგრძენი და დავრწმუნდი არსებულის სიმართლეში. ისე გავერთეთ, დრო როგორ გავიდა ვერ გავიგეთ. ცხრა საათზე წამოვედით, ისიც იმიტომ რომ ეძინებოდათ უკვე. ღმერთო მადლობა ამ დღისთვის, რამდენი ხანია ასე ბედნიერი არ ვყოფილვარ. ხანდახან, ასე ყველაფერი უნდა დაივიწყო და ბავშვებთან წახვიდე, უცოდველ ადამიანებთან. მათ რომ ვუყურებ ჩემ ცხოვრებაზე არ ვბრაზობ. მე ბევრი დავაშავე, ისინი კი მართლა ანგოზები არიან, არ იმსახურებენ უდედ-მამოდ გაზრდას. რომ წამოვედით საჭესთან გოგა დაჯდა, მე დაღლილი ვიყავი თან გოგას არ მოწონს მე რო ვზივარ, მგონი არ ღადაობს და მართლა ეშინია, მე რო საჭესთან ვზივარ. -აუ რა კარგი იყო არა? -კი ძალიან კარგი, ასე დიდიხანია არ მიმხიარულია. ეს შენი დამსახურება, ხშირად წავიდეთ ხომე. -აუ ხო წავიდეთ. ნინის როგორი ლოყები ქონდა, მათზე ჩქმენტა არ მოგბეზრდებოდა. -ხო, ერთმანეთზე კარგები არიან. -რა უსამართლოა ცხოვრება, ის ანგელოზები უდედ-მამოდ უნდა იზრდებოდნენ. -რამდენიმე წუთი ხმა არც ერთს ამოგვიღია მერე მე დავიწყე -იცოდი ხო ვისი შვილიც ვიყავი? -კი, რომ დამეჯახე მაშინვე გიცანი. მე დიდიხანია გიცნობ, მაგრამ შენ ახლა შემამჩნიე. -მეღადავები ხო? -ღიმილიანი სახით მოვა შტერი -არა. -საიდან გიცნობ? ან შენ საიდან მიცნობ? -როცა დრო მოვა მაგასაც გაიგებ, ნუ ხარ სულსწრაფი. -კაი. -კი,შეგპირდი რომ გამოგყვებოდი, მაგრამ ვერ ვასრულებ. არ ველოდი ამდენ ხანს თუ გავჩერდებიდით. -კაი,ეგ რა სალაპარაკოა, სხვა დროს წავიდეთ. -მე აქ შესახვევში ჩამოვალ და ტაქსით გადავალ, არ დაგიგრძელებ გზას. -არა, სახლამდე წადი, მე სასაფლაოზე უნდა გავიდე. -უეცრად მანქანა გააჩერა, მე ხმა არ ამომიღია. -ყოველდღე დადიხარ? -კი. - ევა, ეგ სწორი არაა. ბარში შენთვითონ მითხარი რომ მე უფრო იმ სამყაროში ვარ ვიდრე ამისიო, ხო ეს ახლა ასეა, მაგრამ არ გინდა ამ სამყაროს ეკუთნოდე? იქ ყოველ დღე სიარული რას მოგცემს? ნებისმიერი წერტილიდან ელაპარაკე. შენც ხომ იცი, რომ ისინი მიწაში არ არიან? ცაში არიან და მუდამ გიყურებენ. ვიცი, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდი, ბარში გისმენდი. ეგ არ გააკეთო, თორემ საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებ. გგონია შენი სული შავია და სიყვარულის ღირსი არ ხარ? მაგრამ ეს ასე არა, პირიქით შენ ძალიან სუფთა ხარ, და იმიტო ვერ ეგუები ამ სამყაროს. შენ, მეც და შენ თავსაც ერთი შანსი უნდა მოგვცე.-თქვა და ჩემს ხელის გულს ჩაეხუტა.- მე ფიქრები მერეოდა, მიკვირდა ასეთ მოკლე დროში ასე კარგად როგორ გამიცნო. -მართალი ხარ.კარგი მოსახვევში ჩამოდი და მე სახლში წავალ. -ძვლივს გადავაბი წინდადება. სახლში რომ მივიდა, დედ-მამა არ უნახავს, პირდაპირ საძინებელში ავიდა. ჭრელი, ფარფატა სარაფანა ჩაიცვა აივანზე გავიდა. ყვავილების თაროზე სიგარეტი ეგულებოდა, აიღო და პუფში მოთავსდა. ნელ-ნელა ეწეოდა, მშვიდად უშვებდა ფილტვებში კვამლს. მის თვალებს ამ ღამესაც არ ელოდა დახუჭვა. ფიქრობდა, რომ სწორად იქცეოდა. ადვილი არ არის საკუთარი ნაჭუჭიდან გამოძვრე და ამდენი ხნის უნახავ თავში ჩაიხედო. თან გეშინია, თან გრცხვენია, თან შენი თავი გებრალება. საშინელებაა როდესაც წარსულის შეცდომებზე ფიქრობ. თითოელი შეცდომა ტვინს ნაგვათ მიეწოდება. ისეთი აყროლებული ნივთია რომ ვერც სუნს და ვერც ანარეკს ვერ იტან. ტვინი კი ამ ნაგავს თავზე გისმევს და ისე შეგაზელს თითოეულ უჯრედზე რომ ვერასდროს ჩამოირეცხო. მარტოობა რაღაც დროით კარგია, ის ბევრ დროს გაძლევს ფიქრისთვის. რაც უფრო მარტო ხარ მით უფრო ჭკვიანი და ამავე დროს სევდიანი ხარ. თითოეულ მოქმედებას აქვს მიზეზი, როდესაც მას უღრმავდები, ხვდები სად დაუშვი შეცდომა. ასე გრძელდება უსასრულოდ, სანამ ვინმე ფიქრებიდან არ გამოგიყვანს. მარტოსულს კი არავინ ყავს, ვინც ფიქრებიდან გამოიყვანს, ამიტომაც ისინი ყველაზე სევდიანები არიან. ევაც მათ კატეგორიაში შედიოდა, ვიდრე გოგა გამოჩდებოდა. ეშინია, მაგრამ ძალას იკრებს რომ შიში დაძლიოს. თუ არ გარისკე, ვერასდროს დატკბები ცხოვრებით. მან რომ ბედნიერება გაჩუქოს, ჯერ ყველაფერი უნდა წაგართვას. ევას თავზე დაათენდა. ბოლო ღერიც ამოიღო კოლოფიდან, კვამლი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და კვლავ სადღაც გაუჩინარდა გონებით.



* * *
მაღვიძარამ კვლავ დათქმულ დროს დარეკა. გარეთ ნიავი იყო, ფოთლები აქეთ-იქით იბნეოდნენ. ქუჩაზე ორი- სამი ადამიანი ირეოდა. მებაღე დაუზარებლად კრეჭდა ხეს, იქვე მწვანეში ჩაცმული შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი ქუჩას ასუფთავებდა. ჯერ ვერ მოესწროთ ადამიანებ გარეთ გამოსვლა და მყუდროების დარღვევა. ევა მშვიდად ადგა, საფერფლე გადაცალა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. დღეს არ აპირებდა უნივერსიტეტში წასვლას, უნდოდა სადმე განმარტოებულიყო, ამიტომ მამას უთხრა მეგობრები აგარაკზე მივდივართო, დედ-მამას დაემშვიდობა, ჩაკოცნა და გზას გაუდგა. ჯერ სასაფლაოზე მივიდა, სიმშვიდე იყო, ხალხი არ ჩანდა, ყველას დავიწყებოდა თავისი ახლობლებლები, რომლებიც ცხოვრებამ მათსე მალე გამოცადა. როგორც ყოველთვის ნიკასთან ჩამოჯდა -გამარჯობა ნიკ. გუშინ არ მოვედი, იმედია არ ინერვიულე. მორჩა, ახლა ბოლომდე გავაცნობიერე რომ წახვედით. თქვენ სულებს მოსვენება უნდა ვაღირსო, ისედაც ამდენი ხანია გტანჯავთ. -ხელები აუკანკალდა, ცრემლები დაუზარებლად ცვიოდა შავი თვალებიდან.- წასვლის დრო მოსულა, მე კი ეს ვერც შევამჩნიე. დამთავრდა, აქ კვირაში ერთხელ მოვალ, ყვავილებს მოვიტან ცოტას დაგელაპარაკები და წავალ. გავაცნობიერე, რომ უკვე დროა დავბრუნდე. მიყვარხარ. - საფლავის ქვას აკოცა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. ხელები ჯერ კიდევ უკანკალებდა, სხეულს ვერ იმორჩილებდა. ძვლივს მიაღწია ლარას საფლავამდე და მიწაზე დავარდა. ათი-თხუთმეტი წუთი ხმას ვერ იღებდა, მერე წამოჯდა და დაიწყო- ლარა, ხო, მე ეს გავაკეთე. მორჩა, რასაც ამდენი ხანი ვერ ვბედავდი ის გავაკეთე. მე ამას შევძლებ, შენ კი ზემოდან დამინახავ და მიბალეშიკებ. აქ ხშირად აღარ მოვალ, მხოლოდ კვირაში ერთხელ. ახლა აგარაკზე მივდივარ, პირველად უშენოდ. მე ამას შევძლებ, ცხოვრებას დავუბრუნდები. მიყვარხარ. -ხელებზე დაიხედა, ისევ უკანკალებდა, თუმცა ყურადღება არ მიაქცია, საფლავის ქვას აკოცა და მანქანისკენ გაეშურა. ჩაჯდა და ტირილი აუვარდა, ვეღარ ჩერდებოდა, ყვიროდა ურტყამდა, ცხოვრებას აძაგებდა. -ამის დედაც! იდიოტი ხარ, იტიოდი, შტერი, დებილი. რით ვერ მოინელე მათი სიკვდილი? - საკუთარ თავს დაუზოგავად ურტყამდა. მერე თითქოს დამშვიდდა. ბარდაჩოკი გამოაღო და ნერვიულად დაუწყო ძებნა დამამშვიდებელს. მადლობა ღმერთს იპოვა, სწრაფად გამოიღო ორი აბი და გადაკრა. ხუთი-ექვსი წუთი გაუნძრევლად იყო, თითქოს არც სუნთქავდა, თვალებსაც კი არ ახამხამებდა, მკვდარს გავდა. საბედნიეროდ, მალევე მოეგო გონს და მანქანა დაქოქა. მიხვდა რომ აგარაკამდე მშვიდობით ვერ ჩააღწევდა, ამიტომ პირველივე მაღალ შენობაში შევიდა. მარცხნივ დიდი სარკე იყო, მის წინ ოქროსფერი მაგიდა სკამები, მოპირდაპირეთ კი ადმინიატრაციის მაგიდა ორ ახალგაზრდა გოგოსთან ერთად. ბევრი ხალხი არ მოძრაობდა, იქაურობა ძალიან ლამაზი და მშვიდი იყო, მაგრამ ევას ეს არ შეუმჩნევია. შეშინებულივით მოვარდა ადმინიატრაციას - ოთახი მინდა. - ბოდიშით, ყველა დაბალ ფასიანი ოთახი დაკავებულია, მხოლოდ ლუქსია თავისუფალი. -მაშინ მანდ დავბინავდები. -იცით ძვირია. - აი აქედან გადაიხადეთ ორი დღის. -საკრედიტო ბარათი მიაწოდა ევამ, მოლარემაც უხმოდ აიღო, დაგაიხადა და ბარათიმიაწოდა. გოგოები ერთმანეთს მიაშტერდნენ, თავიდან ვიღაც გიჟი ეგონათ და თურმე ევა რიჟამაძე ყოფილა. ევა სწრაფად შევიდა ლიფტში მეთერთმეტე სართულს მიაჭირა და ელოდა როდის დაიძვრებოდა, ლიფტმაც არ დააყოვნა, მალევე ავიდა თავის ოთახში, სამას ორმოცდამეთოთხმეტე ნომერში. მყუდრო ლუქსი იყო, დიდი საწოლითა და აივნიდან. ოთახში პატარა ბარიც იყო, მაგრამ ბოთლები დაცლილი იყო. როგორც კი შევიდა ყველაფერი საწოლზე დაყარა და აბაზანისკენ გაუყვა. აბანო დიდი ოთახი იყო ათი-თორმეტი კვადრატი. ევამ ცხელი წყალი მოუშვა და უკან დაბრუნდა მისაღებში. წითელი ღვინო და სიგარეტი შეუკვეთა და საწოლზე დაემხო. მომსახურებამაც არ შეაყოვნა, ხუთ წუთში ადგილზე იყო. ბარიდან ჭიქა გამოიღო ღვინო დაისხა და აბანოსკენ წავიდა. ევას აქვს იშვიათი ნიჭი, ვერასდროს ვერავინ გაიგებს რას გრძნობს, თუ ეს თვითონ არ უნდა. რომ დავფიქრდეთ მივხვდებით რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს საგანძური ცუდია. ევა ასეთი გამჭრიახი რომ არ იყოს, იქნებ ვინმე აქამდეც მიმხვდარიყო რა ხდება მასში. იცინის, ერთობა, ცეკვავს, მაგრამ არაფერი. მის სულამდე არაფერი აღწევს. არაფერი აქვს ისეთი მყარი რომ გაუძლოს სულამდე მისასვლელ გზას. მარტოა, ავარიამდეც მხოლოდ ერთი მეგობარი ყავდა. მთელი ცხოვრება იმდენად ცარიელია ხალხისგან, რომ უკვე ურთიერთობაც უჭირს. ახლაც, მარტო წევს ვანაში, სრულიად შიშველი ღვინოს მიირთმევს. ცდილობს არაფერზე იფიქროს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იყოს ეგოისტი, მაგრამ ვერ ახერხებს. იმ ცხოვრებაზე ფიქრობს, რომელიც ეზიზღება. საკუთარ თავს იმეტებს დამარცხებისთვის, აუხდენელი ოცნებებისთვის, არ შემდგარი ცხოვრებისთვის, მაგრამ სხვებს ვერა. როდესაც ადამიანი შინაგანად სუფთაა, მას ვერანაირი შავი საღებავი ვერ გააშავებს. ევაც ასეა ცხოვრებამ ყველაფერი ქნა იმისთვის რომ გაბიროტებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. თეთრს შავი ვერასდროს დაფარავს. რამდენიც არ უნდა ღებო, ერთ დღეს მაინც წამოვა წვიმა რომელიც ყველაფერს წაშლის რაც ხელოვნურია, სიკეთესაც, ბოროტებასაც, უსასრულობამდე იწვიმებს და მაინც დაგანახებს როგორი ხარ შინაგანად. და მაინც როგორი ძნელია საკუთარ თავში ჩახედვა. მძიმეა საკუთარი თავის შენიშვნების მიღება, მან ყველაზე უკეთ იცის რა დააშავე. ევას ვანაში ჩაძინებოდა, ცრემლი ჯერ კიდევ არ ჰქონდა შემშრალი. რამდენიმე საათში გაიღვიძა. ადგა, ჩაიცვა და ტელეფონთან მივიდა. შვიდი გამოტოვებული ზარი, ორი გოგასგან, სამი მამასგან, ორი დედასგან. გოგასთვის არაფერი მიუწერია, მამას მიწერა “კარგად ვარ, ჩავედით, ვერთობით ხმაურია და მერე დაგირეკავ.” შემდეგ ტელეფონი მიაგდო და ზურგჩანთას დაუწყო ძებნა. გათიშვა უნდოდა, ძილი სურდა, ამიტომ აბები დალია და თბილ საწოლში დაიმალა.

გოგა
გოგა ბარშია, გააგიჟა ევაზე ფიქრმა. დაუზოგავად სვამს და თან დაცვის ზარს ელოდება, რომ აცნობოს სად არის ქალბატონი “ქაჯი”. რამდენიმე წუთია ქრძელფეხება, წითური, ცისფერ თვალება გოგო თვალებით ჭამს, ახლა კი მის სკამთან მივიდა. - გამარჯობა ლამაზო. არ გინდა გავერთოთ? -თვალი ჩაუკრა “გრელფეხებამ”. - გართობაში რას გულისხმობ?- ღიმილით უთხრა გოგამ - შენთვითონ ვერ მიხვდი? - დაბზრიალდა “წითული”. - კარგი, წინ გამიძეხი. - ვისკი გადაკრა და “გრძელფეხებას” გაყვა. საპირფარეშოში შევიდნენ, გოგამ კარი გადაკეტა და მაშინვე ეცა, დაუზოგავად კოცნის, ხანაც კბენს. “წითური სიამოვნებისგან ძვლივსღა დგას ფეხზე, რაკოვინას ეყრდნობა. - აიიჰჰ, აჰჰ. - გინდა მიგრძნო?- არ გაჩერებულა ისე კითხა. - კი, სწრაფად, გთხოვ. - გოგამ შარვლის გახსნა დაიწყო -მიდი მიტრიალდი, გისრულებ სურვილს.- ქალი გაიღიმა, მიტრიალდა, რაკოვინას ხელებით დაეყრდნო, ფეხები გაშალა და ნეტარებით აღსავსე სიამოვნების ზენიტს დაუწყო ლოდინი. გოგამაც არ დააყოვნა ერთი მიარტყა ტრა•ზე, ტრუსიკი გადაუწია და ღრმად შევიდა მასში. გოგა უფრო და უფრო უმატებდა ბიძგების სიძლიერეს, თავისი ბრაზი გარეთ გამოაქვს, “წითური” სიამოვნების ზენიტში ადის- აიჰ, აჰჰჰ.- და გაათავა, მას მალევე მიჰყვა გოგა. - კარგად ხარ? - უემოციოდ კითხა ბახტურიძემ - ასეთი სექ•ის მერე როგორ შეილება ადამიანი ცუდად იყოს.- შემობრუნდა, ზედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია - საუკეთესო ხარ. - ხო არა?- ირონიით უთხრა გოგამ და ხელების დაბანა დაიწყო. გოგამ კარი გახსნა და მიაძახა - ნახვამდის, უკნიდან გაიგო - არ გინდა კიდე შევხვდეთ? - მაგრამ არაფერი უპასუხია. უემოციოდ გამოვიდა, ერთი ჭიქა ვისკი გადაკრა და ბარი დატოვა.


* * *
დილის ოთხი საათია. ქუჩებში სიმშვიდეა, მხოლოდ ერთი ორი მანქანა თუ დაარღვევს გამეფებულ სიჩუმეს. გოგა საწოლზე “გდია” და ძინავს -ტრრრ ტრრრრ-ისმის ტელეფონის წრიპინი. თვალებ გაუხელელად აიღო. -გისმენ. -ვიპოვე ბატონო გოგა. -მაშინვე წამოხტა, ტელეფონი ხმამაღალზე დააყენა და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა -მამათქვენის ერთ-ერთ სასტუმროშია, შუადღეს მისულა, პერსონალის თქმით ცუდად იყო. - მადლობა რევაზ, პატივისცემა ჩემზეა. მისამართი ჩამიგდე. -არაფერს რა მადლობა, თუ რამე დაგჭირდათ დამირეკეთ. ჩაიცვა, ტელეფონი აიღო უკან მიტრიალდა და პირჯვარი გადაიწერა და გზა გააგრძელა. - თუ ცოცხალია რატო არ მპასუხობდა? ამის დედაც. -მანქანაში ჩაჯდა, მისამართი ნახა და გზას გაუდგა. ტრასა თავისუფალი იყო და სწრაფად მიდიოდა, ასოცს აცდა. ოც წუთში სასტუმროს წინ იყო. მორიგე გოგონასთასთან მივიდა -გამარჯობა, მაინტერესებს ევა რიჟამაძე რომელ ნომერშია. - ბოდიშით, სამწუხაროდ არ მაქვს უფლება მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გითხრათ. - ვინაა ამ სასტუმროს მფლობელი იცი? - კი ერეკლე ბახტურიძე. - მე მისი შვილი და ამ სასტუმროს მეწილე ვარ, ნომერი და ბარათი მომეცი. - ბოდიშით, შეგიძლიათ პირადობა მაჩვენოთ? - აი ნახე -უკანა ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა. - ახლავე ბატონო გოგა. 354 ნომერია, აი შესასვლელი ბარათი. კიდევ ერთხელ ბოდიშით. - გაუღიმა და სწრაფად შევიდა ლიფტში, ვეღარ ითბენდა, ევას ნახვა ძალიან უნდოდა. მეთერთმეტე სართულზე ავიდა, ნომერში შევიდა და სახ-სალამათი ევა რომ დაინახა საგრძნობლად დამშვიდდა. - ღმერთო მადლობა- პირჯვარი გადაიწერა და ევას გვერძე ჩამოჯდა. თმებზე ეფერებოდა და მშვიდდებოდა. როცა ევას მამამ დაურეკა და უთხრა “ევა ტელეფონს არ იღებს, შენთან ერთად ხო არაა აგარაკზე მიდიოდნენ სამეგობროო” გაგიჟდა, იცოდა რომ მშობლებს კარგად ატყუებდა, ჯერ აგარაკზე წავიდა, იქ არ დახვდა, მერე ბარებში მოიძია, როცა იქაც ვერ იპოვა ნერვიულობის ზენიტს მიაღწია. ფიქრობდა ნეტავ თავს ხომ არაფერი დამართაო. ახლა კი ნახა, სასტუმროს ნომერშია საბანში გახვეული და ღრმად სძინავს. თმებზე ფერებისას კარადაზე მყოფი სიგარეტი შენიშნა, აიღო და აივანზე გავიდა მოსაწევად. სამი ღერი ზედიდედ მოწია და ოთახში საგრძნობლად დამშვიდებული შებრუნდა. არ ეძინებოდა, ევას სახის თითოეული ნაკვთის შესწავლა დაიწყო. გოგას ისე დაათენდა ვერც გაიგო. სკამზე იჯდა და კონფერენციის საკითხებს აგროვებდა. ბევრი საბუთები დაუგროვა, რადგან გუშინდელი დღე დაკარგა. საათმა თერთმეტი ჩამოკრა, როცა ევას გაეღვიძა. -რა ხდება? აქ რას აკეთებ? - შეკრთა და წამოჯდა ევა. - ვა გაიღვიძე?- ირონიით უთხრა და ტელეფონი შეინახა. - გოგა აქ რას აკეთებ? - ყვირილზე გადავიდა ევა. -მე რას ვაკეთებ გოგო? შენთვითონ რას აკეთებ? ტელეფონს რატო არ იღებდი? სულ გაგიჟდი? -კბილებით გამოცრა და სკამიდან ადგა - შენ, შენ რომელიმე ნაშაში ხო არ გერევი? -გოგას ეკეტება, ხელს შუბლზე ნერვიულად ისვავს ცდილობს არ შეაწყვეტინოს, ევა საწოლიდან დგება და ყვირილს აგრძელებს - არ გიპასუხე იმიტომ რომ არ მქონდა შენთან ლაპარაკის ნერვები. რა ახსნა განმარტებებს მთხოვ? - გუშინ მთელი დღე შენ გეძებდი გოგო, მთელი თბილისი ფეხზე დავაყენე. - ხმას უწევს-შემეშინდა რამე არ მოწიოს საკუთარ თავს მეთქი. შენ კიდე მოხვედი აქ და ლოთივით დაიწყე სმა. -ხელებს ნერვიულად ისვამს კისერზე -როდის უნდა ისწავლო გარშემო მყოფების დაფას-სიტყვა გააწყვეტინა სასოწარკვეთილმა ევამ. - მოკეტე. აღარ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი. - ხელები აიქნია, საწოლზე დაჯდა და ისტერიულად დაიწყო სიცილი. გოგა ხმას არ იღებდა. მერე ისევ ევამ დაიწყო - შენ რა გგონია ჩემთვის ვცხოვრობ? მე საკმარისად დამტანჯა დედამიწამ, სწორედ გარშემო მყოფებს რომ ვაფასებ, იმიტომ ვარ დღემდე ცოცხალი. შენ კი არ გაქვს უფლება ასე შემომეჭრა ნომერში. -ფეხზე წ ამოიჭრა და პირდაპირ გოგას წინ დადგა -თავს არ მოვიკლავ ან გინდაც მოვიკლა შენ რა? რა? გამაგებინე რა გინდა? -ყვირილზე გადავიდა ევა. -ამის დედაც! მე რა მინდა? მე რა მინდა გოგო? ამის დედაც შემიყვარდი.-თქვა და გვერძე მდგომი კარადა გადააყირავა. ევას ხმა ჩაუწყდა, ჯერ ბოლომდე ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა. გოგა ხელებს შუბლზე ისვამდა და დამშვიდებას ცდილობდა- შენ რა გგონია გოგო? ღამე რო სასაფლაოზე დადიოდი და არასდროს არც ერთი ნარკუშა არ აგკიდებია ფერია გიცავდა. ან ღამე სახლიდან რო გაიპარე, საჭესთან ნასვამი რომ დაჯექი და პოლიციას მიყავდი, შენმა ლამაზ თვალებმა გადაგარჩინა? კიდე რომელი ერთი ჩამოვთვალო?-ნარმდენიმე წამი ჩერდება, ხელებს ნერვიულად ისვამს კეფაზე და ცდილობს არაფერი დალეწოს.- მე მთელი ეს დრო შენს გვერდით ვიყავი, ყველაფრისგან გიცავდი. მსიქოლოგს შენზე ვეკითხებოდი. ვგეგმავდი როგორ შემოვსულიყავი შენს ცხოვრებაში და ერთ დღეს ასე უბრალოდ დამეჯახე.- იცინის, უფრო სიმწრისგან -და კიდე მე რა მინდა აქ? ამის დედაც ევა, დროა აზრზე მოხვიდე. აირჩიე რა გინდა, სიკვდილი თუ სიცოცხლე.- ამდენი ხანია ბეწვზე დადიხარ. ამის დედაც! -გოგამ ნერვები ვეღარ მოთოკა, სიგარეტი აიღო და აივანზე გავარდა. ევა იჯდა გაკვირვებული და ყველაფერს აანალიზებდა. ტირილი უნდოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. თხუთმეტი წუთი გავიდა, გოგა ისევ აივანზეა, ევამ რაღაც ნაწილი გადახარშა გონებაში და და აივანზე გასვლა გადაწყვიტა. ევა აკანკალებული აივანზე გადის, გოგა მარცხნივ ხის სკამის პირდაპირეთ დგას, საგრძნობლად დამშვიდებულია და ერთ ნაფას ურტყავს. ევა გვერძე დაუდგა, გოგას არ შეუხედავს. - აქამდე რატო არ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში?-უემოციოდ კითხულობს ევა. გოგამ თვალებში ჩახედა - რომც მოვსულიყავი შემომიშვებდი? შენ ისე აკრეფილი იყავი ცხოვრებაზე, ვერავის ამჩნევდი. -მჭირდებოდი. - არა, არ გჭირდებოდი, შენ მხოლოდ საკუთარი თავი გჭირდებოდა, როცა მე დაგჭირდი კი აქ ვარ. -ევა თვალებს ხრის, უკან მიდის და სკამზე ჯდება. გოგა იცინის- აი კიდევ, კიდევ ერთხელ დაიხიე უკან. -ისე ამბობს უკან არც ტრიალებდა. რამდენიმე წუთში სიგარეტს აგდებს, ბრუნდება, ევას თვალებში უყურებს და ამბობს. -მე შენ ჩემი სათქმელი გითხარი. დუმილს უარად მივიღებ და შენი ცხოვრებიდან გავქრები -თქვა და კარისკენ გასასვლელ გზას გაუყვა. - არა, გოგა მოიცადე, გთხოვ. - ბახტურიძე უკან მიტრიალდა- მოდი დაჯექი ვილაპარაკოთ -აივნისკენ გაუძღვა ევა. ორივე მოთავსდნენ ხის სკამებში, ორივე დაძაბული იყო, ერთი ელოდებოდა რას იტყოდა, მეორე—რას უპასუხებდა. -ოღონ არ გამაწყვეტინო- მუდარით უთხრა ევამ. გოგამ თანხმობის ნიშნად თვალები დაუკრა. - მე, მე არ ვიცი ჯერ... -ხმა ჩაუწყდა, ტუჩზე იკბინა და გააგრძელა -შენ იცი ახლა რა ეტაპზე ვარ, ყველაფერი არეული მაქ. მომწონხარ, კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ არ ვიცი მიყვარხარ თუ არა. იმედს ვერ მოგცემ, მაგრამ თუ შენ გინდა ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვებ როგორც შეყვარებული, მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. მეც გავიაზრებ, რა მინდა. ახლა მართლა არეული ვარ. ვიცი ამპარტავნული შემოთავაზებაა, მაგრამ უნდა მეთქვა. ახლა შენი გადასაწყვეტია- თქვა, სკამს მიეყუტა და ნერვიულად ტუჩის კბენა დაიწყო. გოგა უემოციოდ იყურებოდა სივრცეში. რამდენიმე წუთი ესე იყვნენ მერე გოგა გაიმართა - კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ აღარასდროს გამითიშავ ტელეფონს. - ევას შეეტყო რომ ესიამოვნა პასუხი -კარგი, მაგრამ არასდროს მელაპარაკო უხეშათ. - ბოდიში, მაგაზე მართლა ვწუხვარ. -ხელები ზემოთ აწია დანებების ნიშნად- მდგომარეობიდან გამოვედი, ეს აღარ განმეორდება. - მკაცრად თქვა და წყალი გადაკრა. - დღეს რას აპირებ? -რავი არაფერს, გინდა სადმე წავიდეთ?- კარგი წავიდეთ.


მეგობრებო, ჩემო ერთგულო მკითხველო მადლობას გიხდით თითოეული ტკბილი სიტყვისთვის, მახარებთ. პირველი ნაწილი დამთავრდა. რამდენიმე დღეში მეორე ნაწილის დადებაც დაიწყება

რა არის საჭირო ბედნიერი ოყო? ყველაფერი და არაფერი.
ჩემი აზრით ბედნიერება ყველა ადამიანშია ჩამალული. ცხოვრება ხანმოკლეა მეგობრებო, ჩვენ ყველამ უნდა ვეძიოთ ბედნიერება ჩვენს თავში. ვინც ჭეშმარიტად ეძებს, ის აუცილებლად პოულობს. ყველა ადამიანი განსხვავებულია, სწორედ ამიტომ თითოეული მათგანი აღმაგებულია. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ცდილობენ გახდნენ განსხვავებულნი. რატომ? იმიტომ რომ ხალხის ყურადღება მიიქციონ. სურთ სამყაროს განვითარებაში წვრილი შეიტანონ. მეც ერთერთი მათგანი ვიყავი მუდამ. მაგრამ, ყოველთვის მჯეროდა რომ ოდესმე ოცნება ამიხდებოდა. მეგობრებო, არასდროს დანებდეთ და რაც მთავარია თქვენი თავის გჯეროდეთ. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მიზანს თუ ეს მართლა გსურთ. მე ეს ჩემ თავზე გამოვცადე. გისურვებთ ყველამ იგემოთ ის გემრიელი სურნელი რასაც ახდენილი ოცნება მოგიტანთ.

ყველას, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეული თბილი სიტყვისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი eni

სიუჟეტი საინტერესოა, მაგრამ ფსიქოლოგი, ხოლმე, ოღონდ და არა მსიქოლოგი, ხომე, ოღონ.გრამატიკას თუ უფრო გაითვალისწინებთ-ძალიან კარგი იქნება და სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.

 


№2  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი eni
სიუჟეტი საინტერესოა, მაგრამ ფსიქოლოგი, ხოლმე, ოღონდ და არა მსიქოლოგი, ხომე, ოღონ.გრამატიკას თუ უფრო გაითვალისწინებთ-ძალიან კარგი იქნება და სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.


მადლობა შეფასებისთვის, გამახარეთ. ვეცდები, გავითვალისწინო თქვენი შენიშვნა, მეტ ყურადღებას მივაქცევ გრამატიკას.

 


№3 სტუმარი xxxნიცა

მომწონს სიუჟეტი, ჟანრიც მიზიდავს,მომწონს თუ როგორ აღწერ ყოველ მცირედ დეტალს ასე გააგრძელე როგორც ევას ასევე შენც გყავს მკითხველები რომლებიც სულ მოუთქმენლად გელიან..????❤️

 


№4  offline წევრი ელენე (ნენე)

xxxნიცა
მომწონს სიუჟეტი, ჟანრიც მიზიდავს,მომწონს თუ როგორ აღწერ ყოველ მცირედ დეტალს ასე გააგრძელე როგორც ევას ასევე შენც გყავს მკითხველები რომლებიც სულ მოუთქმენლად გელიან..????❤️


წავიკითხე და შინაგანად გავთბი, ემოციები მაჩუქე. მიხარია რომ მოგწონს. მგონი ერთადერთი ხარ ვინც ელოდება, მაგრამ მარტო შენთვისაც დავდებ.

 


№5 სტუმარი ვინმე

მომწონს, ველოდები შემდეგ თავებს.

 


№6  offline წევრი ელენე (ნენე)

ვინმე
მომწონს, ველოდები შემდეგ თავებს.



მიხარია რომ მოგწონს. ვეცდები დიდი ხანი არ გალოდინო.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინუცი

საუჯეთესოა მართლა ძაან კაი იყო ემოციებით სავსე დიდი ბედნიერებაა❤❤ შემდეგ თავს ველოდები????????❤❤

 


№8  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი ნინუცი
საუჯეთესოა მართლა ძაან კაი იყო ემოციებით სავსე დიდი ბედნიერებაა❤❤ შემდეგ თავს ველოდები????????❤❤



დიდი მადლობა. მახარებს თბილი შეფასება.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

კარგია, ახლა წავიკითხე და ძაან მომეწონა.

მომწონს, ველი შემდეგ თავებს.

 


№10  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი მარი
კარგია, ახლა წავიკითხე და ძაან მომეწონა.

მომწონს, ველი შემდეგ თავებს.


მადლობა დიდი. იმედია შემდეგი თავებიც მოგეწონებათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent