შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვთის უკანონო შვილის სახარება


26-10-2016, 17:40
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 723

ღვთის უკანონო შვილის სახარება

1. ჩემი ღმერთი ნაჰილისტია, ამის მარტივი ახსნით, კაცი, რომელსაც ყველაფერი ამაო ჰგონია, მაგრამ რატომღაც მაინც შემქმნა მის სახად და ხატად, შემქმნა, როგორც ღმერთი. არ იფიქროდ, რომ რახან ღმერთია, ესე იგი, ყოვლისშემძლეა. ის ხომ უსუსურია, უსუსური ბრიყვი; თქვენ წარმოიდგინეთ და რასისტიც.

2. თავიდან იყო არაფერი. ღმერთს მობეზრდა ყოველივე ეს, ამაოებაში ყოფა და თქვა, დაე იქმნას ნათელიო, თან დაამატა, ნათელი, რომელიც არასდროს მომწყინდებაო და იქმნა უსასრულო ქალაქი, სახელად თბილისი.

3. თავიდან მან შექმნა თბილისი. თბილისში არაფერი იყო ისეთი, რაც სხვა სამყაროებში არ მოიძებნებოდა. სიჩუმე სუფევდა ქუჩებში და კლიენტების ნაკლებობა შეინიშნებოდა პურის მაღაზიებში. მილიციელების შტვენის ხმაც კი არ ისმოდა იმ გაგანია ოთხმოცდაათიანებში, „ზაპაროჟეტსების“ ჭრიალის ხმა, საერთოდ რომ დავივიწყო.

4. უზენაესი ბევრს დადიოდა ქალაქის ვიწრო ქუჩებში და ფიქრობდა, თუ რა აკლდა, თუ რატომ გრძნობდა თავს ასე მარტოსულად. ფიქრობდა, რა შეექმნა, რომ თავი უკეთ ეგრძნო. ცოტა ხანი, მისი „ყოვლისშემძლე“ გონების არსებობა, სამყაროსავით ამაო იყო.

5. უყვარდა მტკვრის პირას სეირნობა და ზეცაში მოფარფატე ფრინველების ყურება. ატკბობდა წვიმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სდევდა მსუბუქი ნისლი და თუ თავად ამ დროს თავის ოროთახიანში იყო, ნახალოვკის ყველაზე მიყრუებულ უბანში. მის წიგნებს ყოველთვის მტვერი ფარავდა... დრო იყო ასეთი, ბნელ ოთხმოცდაათიანებში, ღმერთი, ყოველთვის ქუჩას ამჯობინებდა ნებისმიერი სახის ლიტერატურას.

6. შავ–თეთრად მაჩვენებლ ტელევიზორში, უყურებდა ერთადერთ იუმორისტულ შოუ „კავეენს“ და ამის თანმხლებით, საუკეთესო ვარიანტში, ლუდს წრუპავდა. როგორც წესი, ყოველჯერზე ნაბახუსევიდან გამოსვლას ცდილობდა. ალბათ სასმელში თავისი დარდის ჩახრჩობას ცდილობდა, რომ დროზე ადრე არ დაესრულებინა სიცოცხლე თვითმკვლელობით... დიახ, ამაზეც ბევრს ფიქრობდა.

7. რამდენჯერმე სახრჩობელაც კი ჩამოკიდა მისაღებ ოთახში, მაგრამ ვერ გაბედა. მას მიაჩნდა, რომ ყველაზე ადვილი სიკვდილი, საძილე აბების გადაყლაპვა და გაზის მოშვება იქნებოდა, მაგრამ მის სახლს ეს უკანასკნელი როდი მიეწოდებოდა დავალიანების გადაუხდელობის გამო. შუქიც მხოლოდ დილაობით იყო, ეგეც საუკეთესო ვარიანტში.

8. საბედნიეროდ, მას ელექტროენერგია არ სჭირდებოდა მუსიკის მოსასმენად, ამრიგად, მის გონებაში ის მუსიკა ისმოდა, რომელსაც მოისურვებდა, უფრო ხშირად კი ბიბიკინგის ბლუზსს და მოცარტის ბაროკოს სტილის კლასიკას, ბეთჰოვენზე და ბახზე, საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვა.

9. თუმცა უზენაესი გრძნობდა, რომ მასთან ყველაზე ახლოს ის მუსიკა იყო, რომელიც ასმენინებდა შორეულ ხმებს... ხმებს, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და მან მსგავსი სტილის მიმდინარეობას უწოდა ემბიენტი. ემბიენტი, როგორც ღმერთების მუსიკა. ემბიენტი, როგორც სამყაროს პულსაცია. ემბიენტი, როგორც მიღებული გრძნობის ენით აღუწერლობა.

10. მოსაწევზე აფანატებდა, მაგრამ ისეთ დროს მოუწია მოღვაწეობა, მხოლოდ კრაკადილს თუ იჩალიჩებდი, კრაკადილს და ვინტს. მოზარდობის ჯამს რამდენჯერმე გაიკეთა, მაგრამ მალევე შეეშვა, ამაში კი ნაღდად გაუმართლა, რომ ოთხმოცდაათიანებმა არ შთანთქა. მხოლოდ იმის შეგრძნება მოსწონდა, თუ როგორ მიედინებოდა მის ვენებში მომაკვდინებელი შხამი. რაღაც მხრივ, ეს მას უხდებოდა, მაგრამ ამაზე მეტს, ვერაფერს ვიტყვი.

11. დილაობით ოცდახუთ თეთრიან ყავას სვამდა, არწივის გამოსახულებით და ყოველჯერზე კითხულობდა სპორტულ გაზეთს, ალბათ იმიტომ, რომ გაეგო, თუ რა ქნა წუხელ მანჩესტერმა ბარსენოლასთან, რადგან ამ უკანასკნელზე, მეტობა ეწერა. თითქმის ყოველდღე, სამიდან ხუთ ლარამდე ფლანგავდა ნახალოვკის ტოტალიზატორში, რომლის პატრონიც, გვარად კახიძე, დიდი დედა მოტყნული კაკებეშნიკი იყო ერთ დროს.

12. ხოდა, უკიდურეს ზომებამდე მობეზრდა–მეთქი უზენაესს ყოველივე ეს და თბილისში პირველი რაც შექმნა, ეს იყო სრულყოფილად წითელი „ნოლშესტი“. მას მოეწონა მოწყენილობის ნიადაგზე შექმნილი რუსული ავტომობილი და მთელ ქალაქში დაიწყო ხეტიალი. დახეტიალობდა ელვის სისწრაფით, მაქსიმუმ, მთელი ას ათით. მანქანა ისე ღმუოდა, თითქოს მითიური, ცოცხალი არსება ყოფილიყო.

13. უზენაეს ადგილი არ დაუტოვებია, რაზეც კი თავისი ავტომობილით არ გადაეაროს. დადიოდა ძალიან ბევრს, განსაკუთრებით კი ღამე, როცა ლამპიონებიც კი არ ირთვებოდა და ზეცაზე, კვლავინდებურად, კანტისთვისაც კი გასაოცრად ეკიდნენ ვარსკვლავები, რომელიც უზენაესმა ჩამოკიდა. და ხანდახან, წვიმის პაწაწინა წვეთები, სკდებოდნენ მანქანის შუშებზე, რაც ერთმნიშვნელოვნად სასიამოვნო საყურებელია.

14. ის დადიოდა ყველგან, სადაც კი საბურავს გაუმარტივდებოდა გორაობა, მაგრამ, რა თქმა უნდა მას მობეზრდა „ნოლშესტიც“ და ამის გაცნობიერებისას, იმაზე მეტად დაითრგუნა, ვიდრე „ნოლშესტამდე“ ითრგუნებოდა. ეს მარტივი გადასატანი როდია... კვლავ მიეცა მოწყენილობას... კვლავ მიეცა მძიმე სულიერ დეპრესიას, რაც, სათანადოდ არ გაქვთ გააზრებული, თუ რამდენად მტანჯველია.

15. მაგრამ ძალა მოიკრიბა ღმერთმა, სასოწარკვეთაც საცეცებიდან გამოეპარა და მოუვიდა გენიალურზე გენიალური, მისი მდგომარეობის ფონზე, ზე იდეალური აზრი და მან შექმნა ათეულობით სექსუალური მდედრი, მათ შორის ხუთიოდე, იძლეოდა განსაცვიფრებლად იაფში და მომსახურებაში შედიოდა ყველაფერი, ანალის გარდა.

16. გოგოები მთელი ღამე ცირკთან იდგნენ, – ასე მოისურვა უფალმა ღმერთმა. მათ ეცვათ მეძავების შესაფერად და ისტორია ჰქონდათ დაცემული ანგელოზების მსგავსი. შინაგანად იყვნენ ყოველმხრივ შეშლილები ტანჯვისგან და გარეგნულად, იყვნენ ლაღები. საუბრობდნენ ბევრს და არავითარ შემთხვევაში არ ეხებოდნენ ნეგატიურ თემებს, ესე იგი, ისინი აზროვნებდნენ ზედაპირულად, მაგრამ ცხადია, მათ შორის იყვნენ სიღრმისეულად მოაზროვნეებიც, ოღონდ ძალიან ცოტა, სულ რაღაც ერთეულები.

17. უზენაესი ხან რომელ მეძავს ჟიმავდა და ხან რომელს, მაგრამ ყველაზე ხშირად, თბილისის ზღვის პირას, მანქანაში, იჯდა ენით აღუწერლად სექსუალურ ევასთან ერთად, რომლის გაკეთებული , უთუოდ ზეციურ შეგრძნებებს ბადებდა და ეს გრძელდებოდა ოცდაათ წუთამდე, ვით სერაფიმების გალობა, ზეციური გალობა!

18. ასე ერთობოდა ბოზებით იქამდე, სანამ მტკვრის პირას არ დაინახა ერთი უცნობი გოგო, რომელიც რაღაც არაამქვეყნიურ სილამაზეს და მშვენიერებას ატარებდა. ღმერთმა „ნოლშესტი“ მის წინ გააჩერა და ჰკითხა მოკვდავს, მაშ, საით მიდიხარ, ვით გზააბნეული კრავი, უსასრულობაშიო. გლდანში, მეშვიდე მიკროშიო, უპასუხა დედაკაცმა, თუმცა დედაკაცური სითავმდაბლე და მოკრძალებულობა ზედ არ სხმია. ის უფრო თავხედი იყო და სწორედ რომ ეს სითავხედე უხდებოდა.

19. ღმერთმა ის მიიყვანა დანიშნულების ადგილზე, მანამდე კი თავის უაზრო საუბრით აბავდა. ცხოვრებაში პირველად, მან დაივიწყა სექსუალური ლტოლვა და დედაკაცს შეხედა ისე, როგორც უმშვენიერეს არსებას. ქალი იყო გამხდარი და იყო შავგვრემანი. მოსწონდა პინკ ფლოიდი და ლელა წურწუმია. არ იყო ქალიშვილი და ღმერთს ეს უკიდურესად ადარდებდა.

20. მათ გააგრძელეს ურთიერთობა. თითქმის ყოველდღე, ისინი მტკვრიდან გლდანის მეშვიდე მიკრომდე სეირნობდნენ და ამის გამო, სხვა მეძავები უკლიენტოდ დარჩნენ. და ნელ–ნელა, ქალი, რომელიც ღმერთთან ამყარებდა პირდაპირ კონტაკტს, ქალღმერთი ხდებოდა.

21. ღმერთი მასთან გადავიდა საცხოვრებლად, სამ ოთახიან ნაქირავებში, სადაც იმდენი იყო, ლამის გადაავიწყდათ სიფხიზლის გემო. ისინი გამუდმებით დაბოლილები იყვნენ და სანთლის მკრთალი განათებისგან გამოწვეული თავიანთი ხელების ჩრდილით, ცდილობდნენ ნიანგი შეექმნათ, მაგრამ ამაოდ, მოწეულზე ამას ვერ ახერხებდნენ და მთელი მუღამიც ამაში იყო.

22. შემდეგ განმეორდა დიდი აფეთქება, ქალღმერთმა ფეხები კედელზე დააწყო, რომ უკეთ ჩაეღწია ს საშომდე, თუ რაღაც ეგეთი სისულელე და მას ჩაესახა სიცოცხლე.

23. თავიდან ღმერთი უარზე იყო, თუმცა ქალღმერთმა ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხა აბორტის გაკეთება და შესაბამისად, გავჩნდი მე. მე ვიყავი სახე მამაჩემისა, ხატი მამაჩემისა და ზეციური, წმინდა სამების მნიშვნელოვანი ნაწილი.

24. მოვევლინე თბილისსა ზედა და ჩემი დაბადება, სამყარომ, დედამიწელებს ამცნო ვარსკვლავით. სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ჩემს სანახავად, რადგან ენახათ ღვთის პირველი შვილი, უფლისწული, როგორც ასეთი. რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ჩემი განადგურება უნდოდათ, თუმცა ღმერთის შვილს ვერაფერი დააკლეს. არაერთხელ განრისხებულა მამაჩემი, არაერთხელ!

25. მამაჩემს ვუყვარდი ყველაფერზე მეტად. სიბნელეში ვიწექით ყოველთვის ერთად და ჩემდა განსცვიფრებლად, ისიც ხედავდა ჩემებრ ჰალუცინაციებს, სინათლის მკრთალ შუქზე. მე თავს დაცულად ვგრძნობდი მის გვერდით. ყოველთვის თბილი იყო მისი გაბანჯგვლილი ტანი. ვგიჟდებოდი მის ძლიერ მკლავებზე და ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი, ზუსტად მისნაირი ვიქნებოდი. ვიქნებოდი უზენაესი და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მოვისურვებდი, ამრიგად, აღარ იარსებებდნენ ცუდი ბავშვები, აი, ოთხმოცდაათიანებში სხვა ბავშვებს რომ ჩაგრავდნენ და საკუთარ დედებს, ვითომც არაფერი, ისე რომ აგინებდნენ.

26. ასევე ვგიჯდებოდი ნომერ პირველ ავტომობილ „ნოლშესტზე“. საოცრად დააქროლებდა მას მამაჩემი. ყველას უსწრებდა, სინათლესაც კი, ისეთი სწრაფი იყო მამაჩემის წითელი სრულყოფილება.

27. ბოლოს კი, რაღაც გაუგებარი მოხდა, რამაც მამაჩემის წასვლა განაპირობა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ქალღმერთი რომ მიატოვა და კარიდან გავიდა, კარს მიღმა კი, სერაფიმები გალობდნენ, გალობდა მთელი ზეციური სამყარო.
скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent