შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი ( პირველი თავი)


29-01-2020, 02:58
ავტორი Keke27
ნანახია 13 320

1 თავი.

ნიუ იორკის ქუჩები, როგორც ყოველთვის ახლაც გადატვირთული იყო სწრაფად მოასიარულე ადამიანებით და საცობში გაჭედილი მანქანებით, რომლებიც არე-მარეს საყვირის ხმებით აყრუებდნენ.
ცა საწვიმრად მოღრუბლულიყო. ნოემბერი ბოლო დღეებს ითვლიდა.

ქუჩა ჩაფიქრებულმა გადაჭრა.
წვიმა დაიწყო.
დიდად არ უყვარდა წვიმა, მეტიც, სულ ცუდ განწყობაზე აყენებდა. სიცივეს გაურბოდა და სიცივეში წვიმით დასველება მისთვის ხასიათის მოსასპობად საუკეთესო საშუალება იყო.
დღეს, გასული დღეების მსგავსად, უგუნებოდ იყო. არსად ეჩქარებოდა განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც სირბილით მიუყვებოდნენ ქუჩებს. ის ისევ ფეხაუჩქარებლად მიდიოდა და ბევრჯერ ნაფიქრზე კიდევ თავიდან ფიქრობდა.
რამდენი თვეა უკვე არაფერი დაეწერა. ზოგჯერ ისე მოენატრებოდა წერა, რომ ტირილამდე მიდიოდა, მაგრამ წამებშივე გაქრებოდა ეს სურვილი და მერე ყველაფერი ჩვეულ და ამავე დროს უჩვეულო კალაპოტს უბრუნდებოდა. ისევ მოიწყენდა და სევდიანი ღრმა თვალებით დაიწყებდა ადამიანებზე დაკვირვებას. ცდილობდა მათი ფიქრები წაეკითხა, რომელიც სახეზე გვაქვს აღბეჭდილი თითოეულ ჩვენგანს. ახლაც იგივეს აკეთებდა. ფეხაუჩქარებლად მიუყვებოდა გზას და უკმაყოფილო სახეების ცქერით ირთობდა თავს.
ადამიანები წვიმას გაურბოდნენ.
მათ სახეზე ბევრის წაკითხვა შეიძლებოდა.

შესცივდა.
კუბოკრული დიდი კაშნე, რომელიც ბეჭებსაც კი უფარავდა, ცხვირამდე აიწია. წვიმას უკვე თმა დაესველებინა და შუბლზე ჩამოშლილ თმაზე, წვიმის წვეთები ანცად დაკიდებულიყვნენ.
მეორე ავენიუს კუთხეში შეუხვია და მისი საყვარელი კაფეს კარი შეაღო. სასიამოვნო სითბო შემოეგება.
მიმტანი ღიმილით მიეგება მისთვის ნაცნობ სახეს. სველი ლაბადა ჩამოართვა და თავისუფალი მაგიდისკენ მიუთითა.
- როგორც ყოველთვის? - იკითხა მიმტანმა.
- დიახ, გეთაყვა. - ღიმილით დაუბრუნა პასუხი.
ჩანთიდან უბის წიგნაკი ამოიღო, კალამი მოიმარჯვა და წერა დააპირა, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ დაწერა. მისი შინაგანი მდგომარეობა მაინც რომ გადმოეტანა ფურცელზე, ესეც არ შეეძლო. შემოქმედებითი კრიზისი ვერაფრით დასძლია. უნდოდა, ენატრებოდა, თუმცა ვერაფერს უხერხებდა მუზის არქონას. რაღაც აკლდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
ხშირად მუზის გარეშეც უწერია და ძალიან კარგიც გამოსვლია, მაგრამ ახლა ეს ხერხი არ ამართლებდა უკვე რამდენიმე თვეა.
წვიმა ცრემლებად იღვრებოდა ფანჯარაზე. ელენემ წვეთს თვალი ჩააყოლა. ღრმად ამოიოხრა და მინის მიღმა, ქუჩას გაუსწორა მზერა.
შეკვეთა იგვიანებდა. ფიქრის და სევდიანი დუმილის დარღვევას არავინ უპირებდა.
ქუჩაში, მამას პატარა შვილისთვის ჩაეკიდა ხელი და ნელა მიუყვებოდნენ ფეხით სავალ გზას. გასაკვირი იყო, ნიუ იორკის რიტმზე და ცუდი ამინდის ფონზე, იშვიათად ნახავდით მშვიდად მოარულ ადამიანებს. მამა, მწვანე ფოთლებით მოხატულ ქოლგას შეფარებოდა. პატარას ქოლგას კი, იხვის ნისკარტი და თვალები ჰქონდა მიმაგრებული. საწვიმარი ბოტები ყვითელი იყო და მასაც ქოლგის მსგავსი ნახატები ამშვენებდა. საოცარ კონტრასტს სძენდა ფერთა გამა გარემოს.
ელენეს ღიმილი დაეფინა სახეზე, სევდიანი მზერა გაუქრა, რადგან ბავშვის ბედნიერ სახეს უმზერდა. წვიმაში ბოტებით სიარული, ბედნიერებას ანიჭებდა მას. მამაც ღიმილით დაჰყურებდა შვილს, როდესაც ქოლგის ქვემოდან იჭყიტებოდა. როგორი უბრალოები და ლაღები არიან ბავშვები. როგორ მარტივად შეუძლიათ სიხარული განიცადონ, დიდებისთვის ძალიან ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ სიტუაციაშიც კი.
- თქვენი შეკვეთა, მემ. - მიმტანმა ელენეს მყუდროება დაარღვია.
ქალმა მზერა ფანჯრიდან, თავის ნელი მოძრაობით მიმტანზე გადაიტანა.
- დიდი მადლობა. - შეკვეთისთვის არც დაუხედავს, მიმტანს უყურებდა.
- კიდევ რაიმეს ხომ არ ინებებთ, მემ? - ცოტა დააბნია ქალის ასეთმა მზერამ ყმაწვილი და ტონშიც დაეტყო ეს დაბნეულობა.
- არა, არა, მადლობა. - გამოერკვა ფიქრებიდან.
მისი საყვარელი კერძი თეფშს ამშვენებდა და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ხელსახოცი მუხლებზე დაიფინა. ფეხიანი ჭიქიდან ყლუპი წყალი მოსვა და დანა-ჩანგალი მოიმარჯვა.


**********

- ბრაიან, ლანჩზე გავდივარ, წამოხვალ ჩემთან ერთად? - ჰკითხა თანამშრომელს და სანამ პასუხს მიიღებდა, პერანგის საყელოს და ჰალსტუხის გასწორებას მოჰყვა.
- დღეს ჩემმა ცოლმა იზრუნა ჩემს კვებაზე და ლანჩი თავად მომიმზადა. - ნათქვამის დასადასტურებლად, ბრაიანმა კონტეინერების შეკვრა მაგიდაზე დადო.
- ძალიან იღბლიანი ხარ. მშვენიერი მეუღლე გყავს, გიფრთხილდება და ზრუნავს შენზე. - შეუქო თანამშრომელს მეორენახევარი.
- არა, არ დაიჯერო ამ ლანჩის, - თქვა ბრაიანმა და შუაში გაყოფილი კბილები გამოაჩინა.
- რა გაცინებს? - დაიბნა, თუმცა ისიც აყვა სიცილში.
- ხვალ ხელფასის დღეა, გუჩის ჩანთას დაადგა თვალი და როგორ ფიქრობ, რა არის მიზეზი ამ ლანჩის? - ფარდა ახადა ყველაფერს ამერიკელმა ქმარმა. ნიკოლოზს ღიმილი სახეზე შეეყინა. - ასეა მეგობარო, ქალი ფულსაც გაცლის და სულსაც. ძალიან კარგ ჭკუაზე ხარ, დაქორწინებას რომ არ ჩქარობ. ქორწინება ბორკილებია. ხელ-ფეხი შეკრული გაქვს, მხოლოდ იმის საშუალება გეძლევა, რომ კუს ნაბიჯებით იარო და ბალანსი დაიცვა სიარულისას, რათა წონასწორობა არ დაკარგო და არ წაიქცე, თორემ წამოდგომა ძალიან გაგიჭირდება.
- ღმერთო ჩემო, შენ რომ გისმენ, დაოჯახებაზე ფიქრიც არ მინდა ხოლმე. - ნიკოლოზმა ორივე ხელი ასწია, დანებების ნიშნად.
- არც უნდა იფიქრო! - ნერვულად შესძახა ცოლისგან დაჩაგრულმა კაცმა და მაგიდას გაშლილი ხელი დაარტყა. მინის მაგიდამ ტყაპუნის ხმა გამოსცა. ბრაიანს სიმწრისგან სახე დაემანჭა.
- კარგი, დამშვიდდი. - თანამშრომლის ანერვიულებამ დააბნია ნიკოლოზი. - აჰა, წყალი მოსვი. - კაცმა წყლით სავსე ბოთლი ჩამოართვა და ხარბად დაეწაფა. - ალბათ ჩემი საქმე არაა, შენს ოჯახურ მდგომარეობაში ჩარევა, მაგრამ მაინც გეტყვი. იქნებ სჯობს მშვიდად ესაუბრო მეუღლეს, დაელაპარაკო შენს განცდებზე და ასე გამოასწოროთ ურთიერთობა.
- აზრი არ აქვს, რამდენჯერ უნდა ვცადო? მას მაინც თავისი გააქვს. აუცრემლიანდება თვალები და იმ თვალებით რომ შემომხედავს, ვმუნჯდები. ბრაზიც მავიწყდება, წყენაც და ისიც, რომ სასჯელია ეს ქორწინება ჩემთვის. დაიმახსოვრე, - ხმა ისევ ნერვული გაუხდა კაცს - ქალებს ძალიან კარგად გამოსდით მამაკაცის მანიპულირება ცრემლებით. არ დაუჯერო მათ ცრემლებს!
- აამმ.. სჯობს წავიდე, თორემ ლანჩთაიმი ამომეწურება. - სასწრაფოდ უნდა გაცლოდა ამ
კაცს, თორემ საუბრის საშუალებას თუ მისცემდა, ბოლოს ნერვული აშლილობის სიმპტომებით მოუწევდა მისი წაყვანა ჰოსპიტალში.


გარეთ გამოსულმა, ნიუ იორკის ცას უკმაყოფილოდ ახედა. ლაბადის საყელო წამოიწია და სწრაფი ნაბიჯებით გასწია ადგილისკენ, სადაც სადილობას აპირებდა. ბევრი ხალხი დაუხვდა. რიგში მოუწევდა ყოფნა და დროს დაკარგავდა. დრო კი, ძალიან მნიშვნელოვანია ნიუ იორკში. ზოგჯერ საოცრება უნდა ჩაიდინო და დროსაც კი უნდა გაასწრო, ისეთი ტემპით მიედინება ცხოვრება აქ - მსოფლიოს ცენტრში.
კვარტალის კუთხეში კაფე შენიშნა და იქით მიაშურა.
აქ ნახევარზე მეტი ადგილი, თავისუფალი იყო. რამდენიმე მაგიდა იყო მხოლოდ დაკავებული.
მიმტანმა თავისუფალი მაგიდისკენ წაიყვანა ახლადმისული და შეკვეთა ჩაიწერა.
ნიკოლოზმა იქ მსხდომთ მოავლო თვალი. მისგან ორი მაგიდით დაშორებით, ახალგაზრდა ქალი ჩაფიქრებული გაჰყურებდა ქუჩას. ღიმილი რომ დაეფინა სახეზე, კაცმა მის მზერას გააყოლა თვალი. ქუჩაში, მამას პატარა შვილისთვის ჩაეკიდა ხელი და ერთად მისეირნობდნენ. ბავშვი ქოლგის ქვემოდან იჭყიტებოდა და მამას უღიმოდა.
მამაკაცის მზერამ ქალის სახეზე გადაინაცვლა. წამიერად გაუშეშდა თვალები. სევდიანი იყო ქალი, მაგრამ ეს სევდა ისე ამშვენებდა, ისეთ საინტერესოს და იდუმალს ხდიდა, რომ კაცს წამში გაუჩნდა სურვილი, რაღაც მიზეზით გაცნობოდა მას.
ის იყო ელენეს თვალებს უნდა გადაწყდომოდა, რომ სასწრაფოდ მიაბრუნა თავი ფანჯრისკენ. თითქოს არც კი შეუმჩნევია საინტერესო, იდუმალი სევდიანი ქალი. არადა გონებაში უკვე კომპიუტერული ციფრული ნიშნულებივით ირეოდა აზრები, თუ როგორ მისულიყო მასთან და გაეცნო ის.


********
როდესაც აღმოაჩინა, რომ მისგან ორიოდე მაგიდით დაშორებით, სიმპათიური, წარმოსადეგი მამაკაცი იჯდა, დანა-ჩანგალი ისე ჩუმად დადო მაგიდაზე, თითქოს იქაურობა დანაღმული ყოფილიყო და თუ ხმას გამოსცემდა, ყველაფერი ნაცარტუტად იქცეოდა. უცნაურად უყო გულმა რეჩხი.
მამაკაცი მას არ აქცევდა ყურადღებას. ჭამაში გართულიყო. დრო და დრო ფანჯრისკენ მიაბრუნებდა თავს, და არამ და არამც ელენესკენ.
თმა ისე დაბალზე ჰქონდა შეჭრილი, იფიქრებდით, ერთიოდე თვის წინ გადახოტრილი ჰქონდა. ნუშისებრ თვალების ჭრილს, ხშირი წამწამები უმშვენებდნენ. წვერი გაპარსული ჰქონდა. დღევანდელობაში, ეგრედ წოდებული, ლამბერსექსუალობა მოდაში იყო და იმ ფაქტმა, რომ ეს კაცი წვერს არ ატარებდა, გააკვირვა.
მისი ფიქრების წაკითხვა სცადა. რამდენიმე წამს თვალებმოჭუტული აკვირდებოდა.
- არა, მხოლოდ საჭმელზე ფიქრობს. - ჩაილაპარაკა თავისთვის ელენემ. – ოცი წუთია ჭამს და ამ ოცი წუთის განმავლობაში ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ. ნუთუ ვერ მამნევს?- განაგრძობდა თავის თავთან საუბარს. ქალის დაჟინებული მზერა მიმტანებს არ გამოპარვიათ და დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ, ხან კაცს და ხან ქალს.
ელენეში რაღაც უცნაურმა ჟინმა გაიღვიძა. გუნება გამოუკეთდა, სევდა სადღაც შორს მოისროლა, თვალებში ანცმა ნაპერწკლებმა გაიკვესეს და მიმტანს ჩვეულებრივზე ხმამაღლა დაუძახა, როცა მხოლოდ ხელის აწევაც საკმარისი იყო, რომ მიმტანი მაგიდასთან გაჩენილიყო. იფიქრა, ხმაზე მაინც მივიქცევ მის ყურადღებასო. მაგრამ, არა, არ გაჭრა ამ
ხერხმმა და საკუთარი ხმით უხერხულობაში ჩავარდნილი, სახეზე ბროწეულისფრად წამოწითლდა.
- თუ შეიძლება, ერთი ჭიქა ყავა გამიმზადე თან რომ წავიღო და ანგარიშიც მომიტანეთ. - მისცა შეკვეთა, თითქმის ჩურჩულით. სპონტანურად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება.
- ახლავე, მემ. - ასევე ჩურჩულით უთხრა მიმტანმა და ღიმილით შებრუნდა.
მამაკაცი ჯიუტად არ აქცევდა ქალს ყურადღებას.
ჩანთიდან, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, რადგან მისი მეგობრის ნაჩუქარი იყო საქართველოდან, საფულე ამოიღო. ორიოდე წუთში, ყავით ხელში და მხარზე გადაკიდებული ჩანთით თავაწეულმა ამაყი ნაბიჯებით გაუსწორდა ნიკოლოზის მაგიდას. მამაკაცმა წამიერად შეავლო თვალი ჩანთაზე დაწერილს ქართულ ასოებს და გულმა ორმაგი დარტყმა შეასრულა. ლამის წამოხტა ზეზე სიახრულისგან, მაგრამ ეს მხოლოდ შინაგანად.
- გინდა რჩევა მოგცეთ? - დააწია ქართულად ნათქვამი სიტყვები ქალს. ელენე ადგილზე გაქვავდა. ყველაფერს მოელოდა, მაგრამ ამას არა.
მისკენ დაბნეული მიბრუნდა. ნიკოლოზი პირდაპირ თვალებში უყურებდა.
- რა რჩევა? - მამაკცის ასეთმა მზერამ კიდევ უფრო დააბნია. პირი გაუშრა.
- როდესაც ყურადღების მიქცევა გინდა, არაფერი მოიმოქმედო ხოლმე. - უთხრა ღიმილით და თვალი ჩაუკრა.
ელენეს სახე აელეწა სირცხვილისგან…


********



№1  offline წევრი gogincha

როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება, ველი საინტერესო და აღმაფრთოვანებელ სიუჟეტებს :) წარმატებები

 


№2  offline წევრი LI_BE

ვაუუუ, კეკე, რა მაგარიააა heart_eyes heart_eyes

წავედი, წავიკითხე smile

 


№3  offline წევრი ket-kat

ნონსენს!!! შენ ის კეკე ხარ????

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

ღმერთო ვის ხედავს ჩემი თვალები? გაკვირვებულ-გაოცებული და არ ვიცი რა ვთქვა:))

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩვენთან ისეგამიხარდა რომ აქ ხარ და შემიძლია შენი სიახლეების წაკითხვა ვერც კი წარმოიდგენ, ძალიან ძალიან მომნატრებია ეს ყველაფერი ახალი თავები წაკითხვის შემდეგ ზღვა ემოციები რომელიც თან გამყვება რამოდენიმე. ხანიი, ისეთი დასაწყისი იყო აი შენ რომ იცი. მოკლედ მე აქ ვარ და ველოდები შემდეგ თავს. ბევრი სიყვარული ჩემგან.

 


№6  offline ახალბედა მწერალი Keke27

gogincha
როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება, ველი საინტერესო და აღმაფრთოვანებელ სიუჟეტებს :) წარმატებები


მადლობა.
წინ მართლაც საინტერესო სიუჟეტები გელით. ❤️

ket-kat
ნონსენს!!! შენ ის კეკე ხარ????


დიახ, მე ის კეკე ვარ ????????

აბლაბუდა
ღმერთო ვის ხედავს ჩემი თვალები? გაკვირვებულ-გაოცებული და არ ვიცი რა ვთქვა:))


???????? როგორც იქნა დავბრუნდი. ????

სტუმარი დარინა
კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩვენთან ისეგამიხარდა რომ აქ ხარ და შემიძლია შენი სიახლეების წაკითხვა ვერც კი წარმოიდგენ, ძალიან ძალიან მომნატრებია ეს ყველაფერი ახალი თავები წაკითხვის შემდეგ ზღვა ემოციები რომელიც თან გამყვება რამოდენიმე. ხანიი, ისეთი დასაწყისი იყო აი შენ რომ იცი. მოკლედ მე აქ ვარ და ველოდები შემდეგ თავს. ბევრი სიყვარული ჩემგან.


მადლობა <3
ეს ისტორია ფურცლებზე მაქვს დაწერილი და ახლა გადმომაქვს საიტზე.
ფბ-ზე საიტის ჯგუფში კი დვპოსტე, რომ დაბრუნებას ვაპირებდი.
ლეპტოპი არ მაქვს და ტელეფონით მიწევს წერა. ცოტა რთულია.
მიხარია, რომ შევძელი წერის გაგრძელება.
ვერაფერს ვწერდი მთელი წელიწადნახევარი.
კრიზისი დავძლიე და დავბრუნდი. ????
"ერთი ნაბიჯი" მიყვარს ძალიან, რადგან ბევრი ფაქტი აქ მოყვანილი რასაც წაიკითხავთ, რეალურია. ????

LI_BE
ვაუუუ, კეკე, რა მაგარიააა heart_eyes heart_eyes

წავედი, წავიკითხე smile


????????????????????????????
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№7  offline წევრი NA NO

კეთილი იყოს შენი დაბრუნება კეკე, როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ ???? აქედანვე ეტყობა როგორი საინტერესიც იქნება ????

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ეს საიტი პირველად შენი ისტორიით აღმოვაჩინე ,,ბედნიერება გაზიარებით,, და შევრჩი კიდეც მკითხველად , წარმატებები ...

 


№9 სტუმარი ქეთ-თოო

გამეხარდი :) საყვარლობაა და ეტყობა რომ კარგი დღეები გველის წინ და დიდი სიამოვნება :)) მადლობა ❤️ ❤️ ❤️

 


№10 აქტიური მკითხველი ablabudaa

რა საინტერესოდ დაიწყო. ორი ქართველი ასეთ დიდ ქალაქში ერთმანეთს გადაეყარა, ძალიან ძალიან მომწონს დასაწყისი, ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი ღამის სტუმარი

საინტერესოა დაწყება გააგრძელეთ იმედია არ გვალოდინებ

 


№12 სტუმარი სტუმარი ვიპნი

კეთილი იყოს შენი დაბრუნება,სიცხიანს რაიმე კარგ ხასიათზე თუ დამაყენებდა აღარ ვიცოდი,წარმატებები????????❣️

 


№13 სტუმარი სტუმარი Maco

ძალიან მომეწონა,საუკეთესო იყო ორი ქართველი დიდ ქალაქში ერთმანეთს გადაეყარა.ველოდები გაგრძელებას,წარმატებებიიი...❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ელისო

გვაკლდით,გნატრობდით,გელოდებოდით :) იმედია ყველაფერი კარგადაა თქვენსკენ და ეს მხოლოდ მუზების შესვენების პერიოდი იყო :)

 


№15  offline მოდერი პენელოპე

იმედია, საინტერესოდ განვითარდება სიუჟეტი. წარმატებები :****

 


№16 სტუმარი ank

აუუ რამაგარი იყოო ❤️ძალიან მომეწონა❤️❤️❤️ გელოდები ძალიან მალე უფრო დიდი თავებით..

 


№17 სტუმარი სტუმარი lika

შენი ისტორიები მაქვს წაკითხული დიდი ხნის წინ და ახლა შენი სახელი რომ წავიკითხე მაშინვე " ბედნიერება გაზიარებით" ამომიხტა გონებაში და სიხარულისაგან ლამის ვიკივლე. გილოცავ დაბრუნებას, უფრო სწორად შენს მკითხველს ვულოცავ შენს დაბრუნებას,:დ რადგან დარწმუნებული ვარ წინ უდიდესი სიამოვნება გველის ყველას❤️ წარმატებები და გელი მოუთმენლად... ( ამ საიტზე კაი ხანია არ შემოვსულვარ და ახლა შენს მოლოდინში ყოველ წამს აქ ვიქნები ვიცი :დ)

 


№18 სტუმარი თაამ

გახსოოვს რომ მოგწერე შენ აქ რას ჩატაობ, წერე, გელოდებითთქო????????????????? ამ საიტზე სულ რამოდენიმეა, რომელიც მახსოვს და მიყვარს. შენ გიჭირავს ერთი მნიშვნელოვანი ადგილი.

 


№19  offline ახალბედა მწერალი Keke27

დიდი მადლობა ყველას. <3 მახარებს თქვენი სიხარული <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№20  offline წევრი anako

კეკეეე? ვაიმეეე რა კაიაააააა
ისე ველოდებოდიიი ისე ველოდებოდი ნუ რა ვიცი

 


№21 სტუმარი natia

კაი ხანია ამ საიტზე აღარ შემომიხედავს,ეხლა ისე შემთხვევით გადავათვალიერე და ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა და კომენტარი წაკითხვამდე დავწერე. მოკლედ ჩავუჯექი....

 


№22 სტუმარი სტუმარი გურანდა

კეკე დაბრუნებულა <3

 


№23 სტუმარი სტუმარი ირმა

ეხლა შემოვედი შენი ომელიმე მოთხრობა უსევ რომ წამეკითხა და ახალი დამხვდა თან საკმაოდ ბევრი თავი გამიხარდა შენი დაბრუნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent