შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეორე თავი)


29-01-2020, 16:42
ავტორი Keke27
ნანახია 2 369

2 თავი.


სანამ ელენე სირცხვილისგან წითლდებოდა, მამაკაცი ფეხზე წამოდგა.
_ ნიკოლოზი, - წარმოსთქვა და ქალს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. - ნიკოლოზ გიგაური.
დარცხვენილმა ელენემ მორიდებით შეაგება გამოწვდილ ხელს მისი მარჯვენა.
_ Nice to meet you, ბატონო ნიკოლოზ. - ძალა მოიკრიბა და გაუღიმა კიდეც.
უცნაურად გრძელი თითები ჰქონდა, ბატონ ნიკოლოზს. ქალმა წამიერად მზერა მამაკაცის ნატიფ თითებზე შეაჩერა.
_ გთხოვთ, დაბრძანდით. - მის მაგიდასთან შესთავაზა ადგილი, როდესაც ელენეს ხელი გაანთავისუფლა. ქალმა მაჯის საათს დახედა, ყოყმანი დაეტყო, ორჭოფობდა, მიეღო თუ არა მამაკაცის შემოთავაზება და ამავე დროს, ჰქონდა თუ არა საკმარისი დრო უკეთ გაცნობოდა, ნიკოლოზ გიგაურს, კაცს, რომელმაც საოცრად უცხო მუხტით შეძლო ელენეს ყურადღების მიპყრობა. მერე უცებ გაახსენდა, რომ დღეს არსად ეჩქარებოდა.
ქალი მაგიდას მიუჯდა.
_ როგორ მოგმართოთ? თქვენი სახელი არ გითქვამთ. - გიგაურის მზერა აბნევდა.
_მაპატიეთ, დავიბენი.. ელენე მქვია. - უხერხულობის დასაფარად გაუღიმა.
ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა ელენეს. ნიკოლოზი მონუსხულივით უმზერდა მას.
_ ელენეს გვარი არ აქვს?
_ ბუჩუკური გახლავარ. - სიამაყე დაეტყო მის ტონს.
_ ელენე ბუჩუკური. - გაიმეორა კაცმა.- ანუ, შენც მთიული ხარ.
_კი, ბატონო.
_ მეც მთიული ვარ. სოფელ ანანურიდან.- გიგაურიც არ ჩამორჩა ამაყი ტონით. ორივეს ეამაყებოდათ თავიანთი წარმომავლობა.
_ვიცი ეგ სოფელი. - გაეხარდა ელენეს. - მე, ქვეშეთიდან ვარ.
_ მოკლედ რა, რა პატარაა სამყარო, დაფიქრებულხარ ამაზე? - ნიკოლოზს თავის ნათქვამზე ჩაეცინა.
_ კი, ხშირად მიფიქრია.
_ ისე წავიდა ჩვენი გაცნობის ამბავი, საერთო სანათესაოსაც აღმოვაჩენ, ვატყობ მე. - კაცი უკვე გულიანად იცინოდა.
_შესაძლოა. - დაეთანხმა ქალი. - მაგრამ მე თერთმეტი წელია უკვე საქართველოში არ ვყოფილვარ.
_ თერთმეტი წელი? - გაოცდა გიგაური.- და რამდენი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობ?
_ თებერვალში თოთხმეტი წელი შესრულდება.
_ ძალიან ბევრია.
_ არიან ქართველები, რომლებიც უკვე ოცი წელია აქ ცხოვრობენ და ამ წლების მანძილზე, საქართველოში არ ყოფილან.
_ ეს ტრაგედიაა. - თქვა დანანებით კაცმა.
_ უბრალოდ ემიგრანტის ცხოვრებაა ეს… და თქვენ რამდენი ხანია რაც აქ ხართ?
_ მოდით ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ თქვენობით არ ვისაუბროთ, კარგი? - თქვა ღიმილით ნიკოლოზმა და კიდევ იფრო დაჟინებით ჩააჩერდა ელენეს ფართო და მეტყველ თვალებს.
_ კარგი, შევთანხმდით.
_ მშვენიერი… მე, აქ, სამი თვეა რაც ვარ, სამსახურიდან გამომდინარე. ისე, ერთი წელია უკვე ამერიკა-საქართველოს ავია ხაზებით ვსარგებლობ.
_ ახლბედა ყოფილხარ. - გაეცინა ბუჩუკურს.
_ შეიძლება ასეც ითქვას. ქართველების ჩემი სანაცნობო რამდენიმე ადამიანისგან შედგება.
_ ანუ, ბრუკლინთან შეხება არ გაქვს. - უმატა სიცილს ქალმა.
_ არა, არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბრუკლინში პატარა საქართველოა. - აყვა სიცილში გიგაურიც.
_ ნამდვილად ასეა. განსაკუთრებით ბრაიტონზე. იქ, ქუჩაში შემხვედრი, თითქმის ყოველი მესამე ადამიანი, ქართველია.
_ ბრუკლინში ცხოვრობ ჰო? როგორც მივხვდი.
_ დიახ, ასეა. რაც ჩამოვედი იმ
დღიდან მოყოლებული.
_ ალბათ ხშირმა ქართველებთან კონტაქტმა გაგიქრო სამშობლოს ნოსტალგია.. თერთმეტი წელი ძალიან ბევრია.
_ არა, არ არის მართალი. მე არ მითქვამს, რომ არ მენატრება საქართველო. - ხმა შეეცვალა ელენეს.
ნიკოლოზმა ცვლილება შენიშნა და ჩაფიქრებულმა ჰკითხა:
_ რაღაცას ძალიან ცუდად შევეხე, რაც შენთვის მტკივნეულია. მართალია?
_ კი, ასეა… - გასცა წამიერი დუმილის შემდეგ პასუხი ქალმა. - მაგრამ არა უშავს, დაივიწყე.
_ ვწუხვარ, მაპატიე. - მართლა განიცადა მისი უნებლიე შეცდომა კაცმა.
დუმილი ჩამოწვა. ელენე ბუჩუკური წარსულზე ფიქრმა გაიტაცა. ნიკოლოზ გიგაური კი, იმაზე ფიქრმა, თუ რა იყო მიზეზი თერთმეტ წლიანი პაუზის.
_ კარგი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - ელენე ფეხზე წამოდგა. - უნდა წავიდე. კაცმა საათს დახედა, ნახა, რომ ლანჩთაიმი თხუთმეტი წუთია რაც ამოწორულიყო. ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა ქალს.
_ აღარ შეგაყოვნებ, რადგან მეც დავაგვიანე უკვე. ჩემთვისაც სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი ნაცნობობა გაგრძელდება.
_ რატომაც არა. - უყოყმანოდ დაეთანხმა იმ აზრს, რომ მომავალშიც შეეძლო ნიკოლოზთან შეხვედრა. კაცს სახე გაებადრა.
_მაშინ ჩემს ნომერს მოგცემ. ან შენი ნომერი მომეცი. მითხარი, აზლავე დაგირეკავ და ორივეს გვექნება ერთმანეთის ნომრები.
ელენემ სიამოვნებით ჩააწერინა ნომერი და მისი ტელეფონის ვიბრაციაც იგრძნო.
ეკრანს უცხო ნომერი ეწერა.
უცხო, უცნობი, დამაინტრიგებელი და საინტერესო გაგრძელება მოყვებოდა ამ ნომერზე სახელის დარქმევას.. გრძნობდა ამას ბუჩუკური.

უკან მოუხედავად გავიდა კაფედან. თუმცა მამაკაცის მზერას მაინც გრძნობდა. ოდნავ გაეღიმა.
წვიმას გადაეღო.
ხეებზე კანტი-კუნტად შემორჩენილიყო უსიცოცხლო ფოთლები.
ქუჩებში ისევ იგრძნობოდა ქალაქის რიტმი.
მეტროს სადგურს მიაშურა. ბრუკლინისკენ მიმავალი ხაზი მოძებნა. სანამ მეტროს ელოდა, სოციალურ ქსელი გახსნა ტელეფონში. საძიებელში ნიკოლოზ გიგაური ჩაწერა, რატომღაც იმედი ჰქონდა, რომ იპოვნიდა, მაგრამ მსგავსი სახელით და გვარით ვერავინ ნახა. “იქნებ, სულაც არ ჰქვია ნიკოლოზი და ტყუილი თქვა?.. მაგრამ რაში სჭირდებოდა ასეთი ტყუილი? არა, უბრალოდ არ არის ალბათ სოციალური ქსელის მომხმარებელი”.. ფიქრობდა ბუჩუკური.
ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო და მარჯვენა ხელს დააკვირდა. კადრივით დაუდგა თვალწინ, როგორ ჰქონდა გიგაურს მისი ხელი ხელში მოქცეული.
ისევ გაეღიმა.
ბრუკლინისკენ მიმავალი მეტრო მოვიდა. ელენე ხალხით გაჭედილ ვაგონში შევიდა.


********

“ნეტავ რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, ამდენი წელი საქართველოში წასვლაზე რომ ამბობს უარს? როგორ შეეცალა გამომეტყველება და ხმა… მართლა რა პატარაა სამყარო. ადამიანი მეზობელი სოფლიდანაა, იქ არასოდეს მინახავს, არც მსმენია მისი სახელი და გვარი და აქ, დედამიწის მეორე მხარეს ვხვდები მას. უცნაურია ეს ყველაფერი.. საღამოს, შინ რომ მივალ, აუცილებლად მოვიკითხავ. დავურეკო თუ მივწერო? “ ელენეზე ფიქრებში გართულიყო გიგაური.
კაბინეტის კარი ისე შეაღო, იქვე მდგომი ბრაიანისთვის ყურადღება არც მიუქცევია.
პალტო საკიდზე ჩამოკიდა, მაგიდას მიუჯდა და თავი საბუთებში ჩარგო.


ოცდათექვსმეტი წლის წინ მოევლინა დედამიწას, ტყუპისცალ ძმასთან ერთად ახალი წლის დღეს. საშინელი ამინდი იყო იმ დღეს. თოვლი და ქარბუქი ერთად. თვლოდა, სწორედ ამიტომ უყვარდა თოვლი და ზამთარი. მის ხასიათსაც ზუსტად ეწყობოდა. ხშირად ზამთარივით სუსხიანი იყო. იშვიათად, რომ მისი გრძნობები სააშკარაოზე გამოეტანა. იშვიათად ხდებოდა, რომ ის თბილი და მიმტევებელი ყოფილიყო. ზოგჯერ ზედმეტად მკაცრიც კი იყო. ოჯახის წევრები და მეგობრები ცივსისხლიან ჰიტლერსაც კი ეძახდნენ.
ის თვლიდა, რომ ემოციების გამოხატვა ზიანის მომტანი იქნებოდა მისთვის. ახლოს არავის უშვებდა. ადვილად არ იხიბლებოდა ადამიანებით.
ქალის სილამაზე არ იყო მისთვის გადამწყვეტი, რომ ურთიერთობის გაბმის სურვილი გასჩენოდა. მისთვის იდუმალება უფრო მიმზიდველი იყო.
ელენეშიც სწორედ ეს შენიშნა მან. იდუმალება. მასში იყო ის, რაც ქალისკენ აუხსნელად იზიდავდა. და ხმა? როგორი სასიამოვნო ჟღერადობა ჰქონდა ელენეს ხმას. როცა საუბრობდა, მისი ხმა მელოდიასავით ჟღერდა…

_ ნიკოლას! - კაბინეტში ბრაიანი შემოვიდა. გიგაურმა საბუთებს თავი ანება და თანამშრომელს მიაჩერდა მომლოდინე თვალებით, თუ რისი თქმა სურდა მას. - შეგაგვიანდა, ბოსსმმა გიკითხა.
_ რატომ? მოხდა რამე?
_ ვფიქრობ არაფერი. ვერ დაგინახა და გიკითხა. ნუთუ ვერ ამჩნევ, მას როგორ მოსწონხარ?
_ ბრაიან, ნუ მაცდენ, სამუშაო მაქვს.
_ ასეთ მშვენიერ ქალს, თვალები ოცდახუთცენტიანის ოდენა უხდება, რომ გხედავს. ნუთუ მართლა ვერ ამჩნევ? - არ ეშვებოდა ამერიკელი.- ასეთ სილამაზეს სად ნახავ სხვაგან.
_ გაცილებით დიდი სილამაზე იმალება ქართველ ქალში, ბრაიან, თუ ეგრეა საქმე. - გასცა პასუხი ნიკოლოზმა ისე, თავი არ აუწევია საბუთებიდან.
_ აჰა! როგორც იქნა გამოტყდი. ქართველ ქალზე ხარ შეყვარებული და ამიტომაც არ იკარებ არავის, ჰო? - არ ისვენებდა ცნობისმოყვარე ბრაიან მილერი.
_ ეგ რა შუაშია, თუ ღმერთი გწამს. - უკვე გული შეუღონდა გიგაურს.
_აბა, რატომ არ აძლევ შანსს, სარა ანდერსონს?
_ ღმერთო, ასეთი რა ცოდვა მადევს კისერზე, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობით მსჯი? - ჩაილაპარაკა ქართულად ნიკოლოზმა და უპასუხოდ დატოვა პასუხის მოლოდინში მყოფი მილერი.


***********

გზად ქართულ მაღაზიაში შეიარა. ქართულ სამზარეულოს აღმერთებდა. ცხელი შოთი, სულგუნი, ნიგვზიანი ლობიო და ნატახტარის ლიმონათი იყიდა. სახლში მისვლამდე, შოთს ყუა მიატეხა და მადიანად შეექცა. თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
ტელეფონზე შეტყობინების ხმა გაისმა.
ჩანთიდან რომ ამოიღო და ეკრანს დახედა, ფართოდ გაეღიმა.
_ ასე მალე არ გელოდით, ბატონო ნიკოლოზ… - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.






№1  offline წევრი NA NO

ასე მალე არც მე ველოდი მეორე თავს :დდ სასიამოვნო წასაკითხია, როგორც ყოველთვის <3

 


№2 სტუმარი Qetula

Rogor gamixardi kekeeeee. Saocrad lamazi da damaintrigebeli dasacyisia. Mainteresebs elenes istoria zaliann. Gelodebi moutmenlad. Zalian miyvars dheni stili. Lamazi. Zusti da sada. Yovelgvari emocia rom gamiznulad miaqvs mkitxvelamde. Carmatebebiii

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

NA NO
ასე მალე არც მე ველოდი მეორე თავს :დდ სასიამოვნო წასაკითხია, როგორც ყოველთვის <3

:დდდდდ არა, უფრო ადრე ვაპირებდი დადებას, მაგრამ..
სამსახურში ყოფნისას ვწერ. პაცინეტთან ვმუშაობ, ამიტომაც ჰიპოკრატეს ფიცი უპირველეს ყოვლისა. პაციენტს რომ ვჭირდები შესაბამისას წერა მიფერხდება. ამიტომაც დამიგვიანდა რამდენიმე საათით ახალი თავის დადება.

მიხარია და მადლობა, რომ მოგწონთ. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline მოდერი painter1

მთლიანი ნიუ იორკი აღწერე ამ ორ თავში.
თვალწინ წარმომიდგა ბრუკლინი, რუსები, ქუჩაში მობირჟავე ქართველები, ‘სუნები’ :დ ბრუკლინში ქართული რესტორანი რომ არის, სახელი აღარ მახსოვს, ის მომწონს ძალიან, ნუ ძირითადად სულ ხაჭაპურს ვჭამ.
მერე ჩემი ტაქსის მძღოლი გამახსენდა.
“ლიფტი” გამოვიძახე და ქართველი აღმოჩნდა, მთელი გზა ველაპარაკებოდი აეროპორტამდე, მაშინ საქართველოში მივდიოდი.
მართლაც ძალიან პატარაა სამყარო.

ამათი ისტორიაც რაღაც საყვარლად იწყება.
ეს ნიკოლოზი არ გავს სხვა ქართველებს რომლებიც ამერიკაში ჩამოდიან, რაღაც განსხვავებული, მშვიდი და გაწონასწორებული კაცია.

ის ვერ გავიგე რატომ აღარ შეუძლია ელენეს წერა, ანუ მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს მუზის გაქრობის.
ერთი სიტყვით მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ.

წარმატებები <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ მაინტერესებს რა მიზეზი ჰქონდა ელენეს საქართველოში ამდენიწ ელიწადი რომ არ ჩასულა. საინტერესოა მოვლენების განვითარება ❤️

 


№6  offline წევრი პენელოპე

გიგაური ძან ნაზიკოდ მეჩვენება :D

 


№7  offline წევრი ენქეი

ძალიან საინტერესო ჩანს ველი შემდეგს❤️ წარმატებები

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი უზომოდ მიხარიხარ რა. მომწონს შენი გმირები და ძალიან მაინტერესებს რა მოხდა ელენეს ცხოვრებაში ისეთი სამშობლოსკენ რომ არ გამოუხედავს.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№9  offline წევრი ნანა73

გთხოვ დიდ ინტერვალებს ნუ გააკეთებ თავებს შორის... kissing_closed_eyes ❤️

 


№10 სტუმარი Linda

Keke gamochndi male????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent